Thursday, November 24, 2011

თოოვს !..

ამ ღამეს თოვლი მშიოდა ისე
და შენი ნახვის წყურვილი მკლავდა, 
ფიფქები ისე დნებოდა თმაზე
და შორს გაფრენილ ოცნებას გავდა.

მივუყვებოდი მე გამზირს მარტოდ,
მხოლოდ ლექსი გრძნობს სევდიან ავტორს.
ისევ თოვს სწრაფად, ნაბიჯს ვანელებ,
მერე რაა,  მე თუ არვის ვაღელვებ..

და შემოდგომის მიწურულის თოვლიან ღამეს,
-თქვენ, უკაცრავად, მე გთხოვთ ერთ რამეს:
იქნება ჩემთან მოხვიდეთ მალე..  :) 
და თუნდაც თოვამ დამღალოს ბარემ.. 



24.11.2011


პ.ს. დაე, ითოვოს :) 



2 comments:

  1. იგ, რა კარგია <3
    ძალიან მომეწონა
    განწყობა იგრძნობა

    ReplyDelete
  2. Kiwi, გმადლობ :)
    მინდა გითხრა, რომ იგივე გაცდა მაქვს შენს ბლოგს რომ ვსტუმრობ <3

    ReplyDelete