Saturday, December 11, 2010

საახალწლო ჩანახატი

პატარა თბილ ქალაქში ზამთარი დადგა.. დეკემბრის სიცივემ შემოტევა დაიწყო.. ახალი წლის პირია.. ქალაქი ფერადი ნათურებითა და ფიგურებით მოურთავთ.ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგი სანახავია ღამით, როცა  ყველა ნათურა განათებულია, მხიარულ განწყობას  ქმნის და სასეირნოდ უხმობს პატარა ქალაქის ქუჩები დიდსა თუ პატარას.. 
მაღაზიის  ვიტრინებიდან ათასი ბრჭყვიალა საგანი ყიდვის სურვილს უჩენს გავლელებს. ჰაერი ახალი წლის მოლოდინითა და მზადებითაა გაჟღენთილი. 

*
დეკემბრის შაბათი მზიანი გათენდა. მზეს კი ძალა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ მაინც გულს ახარებდა უღრუბლო ცა. მაღვიძარამაც დარეკა, მიხვდა, უნდა ამდგარიყო და სასწავლებელში წასასვლელად მომზადებულიყო.. "5 წუთიც და ავდგები"-გაიფიქრა და საწოლში გვერდი იცვალა.. 5 წუთი 50 წუთად გადაიქცა..  
-" შენ რა არ აპირებ დღეს ადგომას? სასწავლებელში არ გაგვიანდება? -გვერდითა ოთახიდან მოისმა  ხმა.. 
-"კი,  როგორ არა, ვაპირებ სასწავლებელში წასვლს, ძალიანაც კი მეზარება.."- ბუტბუტებდა თავისთვის. ურჩევია ამ სამყაროსგან დაისვენოს ძილში მაინც.. "-ძილსაც არ მაცდიან.." 
ზლაზვნით გაიმართა.. არ დავიწყებია დილის ლოცვა.. ახალ ჯინსს ძლივს მიაგნო, ამჯერად გადარჩა მისი "დახეული"  ზმანი დაკერებას.. სულზე მიუსწრო..მამიდამისს საკერავი მანქანის ტუმბოში შეენახა.. თინეიჯერივით გამოეწყო.. წიგნები მოკრიფა, ჩანთაში უკრა თავი, მოსვა ორი კლუპი ყავა და შურდულივით გავარდა სასწავლებლისკენ.. უკვე მეორე კვირა იყო ასე აგვიანებდა.. 

 * 
 სულ უფრო ცოტა დღე რჩებოდა ახალ წლამდე. მაგრამ განწყობა მისი 0-ს უჩვენებდა. ფიქრობდა, "ნეტა განწყობის ჩაწყობა თუ იყო მოსული".. თითქოს ვერც კი გრძნობდა გარშემო ატეხილ წინა საახალწლო მზადებას.. ის თავისთვის მიმოდიოდა და გადაღლილი მზერით  გულგრილად ათვალიერებდა ყველაფერს..  სახლში და გარეთ გამუდმებით ესმოდა, "რა გჭირს გოგო, გაიღიმეე, გახალისდი.. " 
დღეს კი, როცა სახლში ბრუნდებოდა, მის წინ მამა-შვილი ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას... კაცს ხელში ნაძვის ხე ეკავა.. მაშინღა გამოერკვა რაშიც იყო საქმე.. ახალი წელი მოდიოდა..  ბავშვი კი, რომელიც 4-5 წლის იქნებოდა მხიარული ტიტინით მიჰყვებოდა მამას. 
"-მამიკო, მამიკო, თოვლის ბაბუა მართლა არის? "
"-კი შვილო, შარშან რომ საჩუქარი მოგიტანა, აბა ეგ რა იყო?
"-მერე, მე რო ვუთხარი ძმაც მინდა-თქო, რატო ძმაც არ მომიყვანა?
აი, ჩამჭრელი კითხვა მამიკოს, ნაბიჯი მანაც შეანელა და მამა-შვილის მეტად  საინტერესო საუბარმა ყური მოსტაცა. 
"-ოო, აააა.. ეტყობა აღარ დარჩა და მაგიტომ, შვილო,-თავი დაიძვრინა მამამ, არც თუ ისე ურიგოდ. "წელსაც თხოვე აბა..
" -კი ვუთხარი, მარა.. რავიცი აბა.. ისევ ჩემს რომელიმე ძმაკაცს არ მიუყვანოს, აი სანდროს მიუყვანა და ეტყობა მართლა აღარ დარჩა",- დანანებით თქვა ბავშვმა.. 
"-არა უშავს, ჩვენს სახლშიც მოიყვანს თოვლის ბაბუა, შენ მთვარია გჯეროდეს და სთხოვო..''

''გჯეროდეს და სთხოვო"-ეს სიტყვები მის გონებაში თავისით მეორდებოდა.. 
"ნეტავ რა იქნება, რომ მეც ვთხოვო ღმერთს, თორემ სადაა თოვლის ბაბუა.. მაშინაც საკმარისი იყო, რომ მჯეროდა, თან ძალიან.. ერთ მშვენიერ ახალი წლის დილას კი ჩვენი საოცნებო თოვლის ბაბუა ვამხილეთ მე და ჩემმა დამ, მაშინ გაქრა მისი არსეობისი კვალი ჩემს მეხსიერებაში.. ეტყობა ადრე მოგვივიდა გაღვიძება, ჩვენს თოვლის ბაბუას, რომელიც წლები დადიოდა ჩვენს სახლში და ყველა ნანატრ სურვილს ასრულებდა "ჩეპე" მოუვიდა და მაშ შემდეგ ისე-რა "შემოირბენდა" ხოლმე. ახალი წელი იყო, თუ სწორად მახსოვს 1992 თუ 1993 ..  თვალები გაავაჭყიტეთ თუ არა, ჩვენი დიდი  ნაძვის ხისკენ გავიხედეთ, სადაც არც ერთი საჩუქარი არ იდო.. გავწბილდით.. ამ დროს დედის შეშფოთებული ხმა მოგვესმა, მიხვდით მამას რაღაცას ეუბნებოდა.. არ გასულა დიდი ხანი და ჩვენი ნაცნობი თოვლის ბაბუა გამოჩნდა ხურჯინით და მთელი თავისი ატრიბუტებით... ჩვენ რა თქმა უნდა გაბრაზებულები შევყურებდით, მაგრამ მაინც გვიხაროდა რომ მოვიდა.. მაგრამ უცებ, თოვლის ბაბუს თოვლივით ქათქათა წვერი რომ ჰქონდა მუცლამდე, ჩამოუვარდა, მე და ჩემს დას კი ყბა ჩამოგვივარდა.. ხელში მამა შეგვრჩა, დამნაშავესავით იდგა და გვიყურებდა... "-ასე ამოტივტივდა მის გონებაში ბავშვობის მოგონებები და ვერც კი მიხვდა ამასობაში ისე მისდგომოდა ტაძრის კარიბჭეს. 
სადღაც გულის სიღრმეში კი მაინც ფიქრობდა, ლაპლანდიაში უეჭველი არის თოვლის ბაბუაო, მაგრამ მაინც არჩია ელოცა და უფლისთვის გაენდო თავისი ფიქრები და სურვილები. 

*
ბევრი არაფერი შეცვლილა, ამჯერადაც ახალი წლის გატარება  ქალაქგარეთ გადაწყვიტა. 31-ში  day-off აიღო სამსახურიდან და პატარა თბილი, საახალწლოდ ათასფერად მორთული ქალაქი  სწორედ რომ ალიონზე დატოვა.. 
ახალ წელს მარტო უნდა შეხვედროდა.. ნუ მარტო როგორ, მშობლებთან ერთად, მაგრამ თანატოლი რომ არ ეყოლებოდა გვერდით.. დამ და სიძემ ვერ მოახერხეს ჩასვლა.. მშობლებმა ქალქსიკენ წამოსლვა და მათ მარტო ვერ დატოვებდა.  ბიძაშვილებმა და მეგობრებმაც ლამაზი ქალაქი არჩიეს..  აი  ასე..

ნაძვის ხე მამასთან ერთად ააწყო, დედას ყველა საახალწლო სადილის გამზადებაში მიეხმარა.. ბუხრის ოთახში  კოხტად გააწყვეს საახალწლო სუფრა და ტელევიზორს მიუსხდნენ.. საოცარმა სიმარტოვემ და მოწყენილობამ დაურა, მიუხედავად იმისა, რომ  ბედნეირი მშობლები  თვალებში შესციცინებნენ ისედაც მონატრებულ შვილს.. საყვარელი ოთხფეხა მეგობარი გვერდზე ეჯდა და თავის სითბოს და სოყვარულს იმით გამოხატავდა, რომ  პატრონს ბარაქიანად ულოკავდა ხელს.
user posted image
12:00 გახდა.. შემოვიდა ახალი წელი, მილოცვები, ფეიერვერკები.. ჟრიამული.. მხიარული.. თავ-აწყვეტილი გართობა... =) 
მათ ოჯახშიც შემოდგა ფეხი ახალმა წელმა, ტრადიციულად ამ წელსაც ოჯახის უფროსი იყო მეკვლე და თავის ოჯახი დალოცა, შვილები, შვილიშვილი და ისრუვა მეორესაც ეფიქრა და გაეხარებინა მამა თავისი ბედნიერებით... ასე ადვილი რომ იყოს ყლვაფერი მამაჩემო"-ფიქრობდა გულში... 

*
ახალი წლის ღამეს, ძილის წინ ერთხელ კიდევ სთხოვა უფალს... სხვა თუ არაფერი, ის თუ არა თოვლი მაინც მოსულიყო, რომ ახალი წელი შეეგრძნო.. 
დილით ადრიანად უცნაურად  გახარებულმა გაიღვიძა. ოთახში სასიამოვნო სითბო იდგა და უჩვეულოდ განათებულად მოეჩვენა გარემო.. თითქოს გონება გაუნათდა, უცებ წამოხტა საწოლიდან და ფანჯარას მიაშურა.. გარეთ თოვლი იდო და უფრო მეტიც, ბარდნიდა! დიდი-დიდი , ფთილა-ფთილა ფანტელები ცვიოდა... აგურის სახლებს , ნაცრისფერ ღობეებს  თეთრი ზეწარი გადაფარვოდა. სახლში ყველას ეძინა, ნახევრად ძილბურანში იყო სოფელიც.. თვითონაც ვერ გარკვეულიყო, ეს ძილი იყო თუ სიზმარი.. ტკბილი სიზმარი.. ფანჯარა გამოაღო და ხარბად შეისუნთქა ახალი წლის თოვლიანი დილის ჰაერი, რომელიც სიყვარულით იყო გაჟღენთილი.. სიცივე არც კი იგრძნობოდა.. გარემო გამთბარიყო... 
სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა.. გემრიელად გაშალა ხელები და ფეხის წვერებზე დატრიალდა.. იგრძნო სიცოცხლე, სილაღე.. უნდოდა თავისი ასე უცნაურად მოვლენილი სიხარული ვინმესთვის გაეზიარებინა და შიშველი ფეხებით გაეშურა მშობლების საძინებლისკენ.. 
ის-ის იყო ოთახის კარი  უნდა შეეღო, რომ  ძაღლის გამწარებული ყეფა შემოესმა, თითქოს ადგილზე ვიღაცის შეჭმას ლამობდა.. ფარდა გადასწია და ჭიშკართან ნაცნობი და ნანატრი  სილუეტი შენიშნა, რომელიც  საცოდავად ცდილობდა გააფთრებულ ძაღლის მოგერიებას.. 
ბევრი არც უფიქრია, მოსწყდა ადგილს და კარებში გავარდა... დიახ, ყველაზე ბედნიერი, ფეხშიშველი და საღამური პიჟამოს ამარა...=)


 * * *
აი ასე, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი "გჯეროდეთ და სთხოვეთ" უფალს, თოვლის ბაბუას, ფიფქიას, პრინცესას და თუნდაც თქვენს საყვარელ ზღაპრის გმირს.. გულით თუ მოინდომებს კაცი ყოველთვის აუსრულდება ოცნება და ახალი წლის ღამეს ან დილას კი ხომ იცით, სასწაულებიც ხდება (?) 



იგ, დეკემბერი 2010







2 comments:

  1. მე ის მაინტერესებს ვინ იყო ჭიშკართან? ვინ ვერ იცნო ცუგომ? ნუთუ ისაა, ვიზეც მე ვფიქრობ? :)
    ჭ. - მ.

    ReplyDelete
  2. პრინცი იყო, პრინციიი =)

    ReplyDelete