Wednesday, December 29, 2010

მე- ირინა გორაშვილი, გილოცავთ ახალ 2011 წელს!

დღეს 2010 წლის 30 დეკემბერია, ახალ წლამდე დარჩენილია სულ რაღაც ორ დღემდე..
ამ ღამეს კი წლის ბოლო პოსტი ( ასე ვთქვათ რეზიუმე ძველი წლისა) ცხვება ჩემს ბლოგზე.
2010 წელი ვეფხვის წელი იყო (ნუ ჯერ კიდევ არის).. რადგან ვეფხვის წელი ჩემი წელია, მეგონა მართლა "ჩემი" წელი იქნებოდა... მაგრამ ეს დიდი ცხოვრებისეული გამოცდების წელი იყო.. ასე თუ ისე ჩავაბარე (ან ჯერ კიდე არ ჩამიბარებია..)


ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, შედარებით სტაბილური წელი იყო, მდგრადი განვითარებისა კი რა მოგახსენოთ.. თუმცა ძვრები შეინიშნებ(ოდ)ა, ეს კი მახარებს.. არ მინდა ნეგატიური პროგნოზები გავაკეთო და დიდი იმედი მაქვს, რომ  ეკონომიკური კრიზისის კვალი აღარ დარჩება და ახალი წლის დასაწყისშივე დაძლეულ იქნება ყველა ხარვეზი (ამინ).. და კიდევ ალაბთ ისიც უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი ქვეყანა 2010 წელს Moody's საკრედიტო რეიტინგის მიხედვით ქვეყანა BB- ზღვარს დაუბრუნდა, რომელშიც 2008 წლის რუსეთთან ომამდე და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე იმყოფებოდა. და შეგახსენებთ, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორად და ყველაზე ნაკლებ კორუფციულ ქვეყნად დასახელდა. რავიცი, რავიცი... მინდა, რომ მართლაც ასე იყოს... ჰოო, მინდა, რომ მზე ივერიის გაბრწყინების ამოვიდეს..


და რადგან ღვთის წყალობით მამა უკეთ არის.. და ოჯახში სიმიშვიდემ დაისადგურა, ისღა დამრჩენია იმ უცნაურ მჩხვლეტავ მცენარეს (კაქტუსს) მოვუარო, რომელიც ჩემში აღმოცენდასავით და არ ვიცი რა ვუყო... =) ვისწავლო, ვიმუშავო და 2011 წელს დასახული მიზნების განხორცილებისთვის ვიბრძოლო.. 


ამასობაში, შუაღამის 02:55-ია და თბილ ქალაქში ყველაფერი  (ვითომ ყველაფერი?) რიგზეა...


დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას, დიდსა თუ პატარას, ამიერს და იმიერს.. დაე, ახალი წელი ახალი იმედისა და რწმენის, დიდი გამრჯვებისა და     წარმატებების დასაწყისი ყოფილიყოს! 
ღმერთს ებარებოდეს თითოელი ჩვენგანი და საქართველო!





იგ, დეკემბერი 2010






  

3 comments:

  1. IG შენი სახელიც გავიგე ესეიგი :-)
    მეც გილოცავ <3
    საუკეთესო წელი ყოფილიყოს შენთვის.
    კარგია რომ ყველაფერი კარგადაა :)

    ReplyDelete
  2. Kiwi, მადლობა.. მეც გისურვებ, რომ ეს წელი მართლაც საუკეთესო წლების დასაწყისი ყოფილიყოს შენთვის, ყველასთვის!! :)

    ReplyDelete
  3. ძალიან დიდი მადლობაა :-) ♡ Happy Happyy new yeaarr :))

    ReplyDelete