Sunday, October 31, 2010

ამბავი ესე ...

ბოლოს ალბათ ერთი კვირის წინ დავპოსტე.. ბევრი არაფერი შეცვლილა.. არა, როგორ არ შეიცვალა:  ამინდი გაფუჭდა, აცივდა, ასე ვთქვათ.. ოქტომბერი მიილია, მე, მგონი გამოვჯანმრთელდი, წიგნებს დავუბრუნდი (ვმეცადინეობ), ახალი მიზანი დავისახე, დანარჩენი ისევ ისე, ისევ ისე მიყვარს (ნუ, ყველა და ყველაფერი), ისევ ისე ვშრომობ  და ა.შ.

ერთი კვირის წინ მშობლიურ კახეთს ვსტუმრობდი. ჩემს სახლს კახეთში მგონი არფერი შეედრება. შემოდგომა ულამაზეს ფერებშია იქ მორთული, სურნელია საოცარი..
უბანში კაკლის ხეებს შემოძარცვია ფოთლები, ისევ ისე, როგორც ადრე მაშინ ბავშვობაშ იყო ჩემი მეზობლები წვავენ და ხმელი ფოთლის სუნი იდგა როგროც კი ავუხვიე ჩემი სახლისკნ მიმავალ გზაზე. მძღოლს ვუთხარი რუსთაველის ქუჩაზე გაეჩერებინა და სტალინის ქუჩამდე ფეხით ავედი. მიკვირდა ჩემი თავისა, ასე როგორ მომენატრა დედოფლისწყარო-თქო. ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემს ჭიშკრამდე მისული, ძაღლის წკმუტუნი შემომესმა, აი ისეთი წკმუტუნი სოხარულს რომ გამოხატავენ.. ეს ჩემი მინი იყო, იგრძნო მონატრებული პატრონის ფეხის ხმა.. შევაღე თუ არა ჭიშკარი , მოსწყდა ადგილს და შემომეგება.. ჩემი მინიკო სიხარულისგან აღარ იყო, მანც გამოიქცა ჩემთან შესახვედრადმ მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არის ჩემი ცუგა...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმის წერას  შევუდგები, რასაც ვაპირებდი.. მეორე დღეს დედაჩემა მთხოვა ნაგავი გადამეყარა და ქუჩაში მდგარ ურნაში ჩამეგდო. ის-ის იყო ჩავაგდე პარკი ურნაში, იქვე დაგდებული რვეული დავინახე.. არასდროს ნაგავში არ მიქექია, უცებ მომინდა ამეღო ეს რვეული და მენახა,  რაღაცნაირად უცნაურად გამოიყურებოდა, მიმიზიდა.. ჩავყავი ხელი და ნაგვიდან ამოვიღე რვეული, ლურჯ ყდიანი რვეული, მარტო ყდა ჰქონდა ახალი, რომ გადავშალე ფურცლები გაცრეცილ იყო და დედაჩემის დროინდელ კონსპექტებს გავდა.. ფურცლები ალაგ-ალაგ დახეული ჰქონდა,  ვის ეკუთვნოდა ისიც ვერ გავიგე.. ისე დამაინტერესა, გარეთ ნაგვის კუთთან მდგარმა გადავიკითხე და ორი ამბავი ეწერა.. ბოლოში დათარიღებული იყო 1982 წლის დეკემბერი, "ნამდვილი ამბავი"... წაკითხულმა ამაღელვა ძალიან.. ძალიან..
ის კი ვიცი, რომ სხვის ნაწერებში არ უნდა ჩაიჭყიტო(ც კი),  მაგრამ ეს არ ვიცი რა შემთხვევა იყო.. ვერ გავარკვიე საიდან მოხვდა ეს რვეული ნაგვის ყუთში, დავიარე მეზობლები და მგონი იფიქრეს კიდეც, გორაშვილების ბავშვი გადარეულა-ო..
ამ ბოლო დროს კი სულ ასეთი უცნაურობები ხდება ჩემს გარშემო და მე მაინც მინდა გიამბოთ ამბავი     "დიდი სიყვარულის მსხვერპლისა" , რომელსაც ავკრეფავ როგროც კი შევძლებ და  წაიკითხავთ,  როგორ უყვარადათ მაშინ.

Friday, October 22, 2010

იფ, იფ ..

მათ, ვისაც უყვართ შოკოლადი.. ყველაზე გემრიელი პოსტი, გემრიელ ადამიანებს ....

შოკოლადი

200გრ.შავი შოკოლადი,100გრ.თეთრი შოკოლადი,50გრ.კარაქი,1მუჭა ნიგოზი,1მუჭა (კურაგა ან ქიშმიში ან რაიმე ჩირი),1ჩ..კონიაკი.

ნოგოზი და ჩირი დავჭრათ და ჩავყაროთ ცალკე ჯამში.მეორე ჯამში დავამტვრიოთ შოკოლადი,დავამატოთ კარაქი და წყლის ორთქლზე დავადნოთ-თან ურიოთ.(ცეცხლზე დავდგათ წყლიანი ქვაბი,როცა ადუღდება ჩავდგათ შოკოლადიანი ქვაბი-ეს არის წყლის ორთქლი.)როცა დადნება,გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავყაროთ დაჭრილი ჩირი და ნიგოზი,ისევ კარგად ავურიოთ.ახლა ჩავასხათ შესაფერის ჭურჭელში(ჯობია დაბალი და განიერი ფორმა)კარგად მოვასწოროთ ზედაპირი(სველი,ცივი დანით) შეგდგათ მაცივარში 2-3სთ.შემდეგ გამოვიღოთ და დავჭრათ ან კუბიკებად ან რომბებად.
და მიირთვით გემრიელად.

  ეხლა ისე მომინდა, ლამის გავაკეთოოო )




შოკოლადის ტორტი

შოკოლადის ტორტი და
შენი დაბადების დღე,
ერთი ჭიქა ყმაწვილო,
შამპანურით შემივსე.
შენი თვალის ფერი და
სახე ღიმილიანი
შოკოლადის ტორტივით
არის  იმედიანი..
თბილი სხივებიანი..

შოკოლადის ტორტი და
შენი დაბადების დღე,
მე ბევრ ღიმილს გაჩუქებ
შენ, გულის კარი გამიღე  =)

დღეს ჩემს მეგობარს დაბადების  დღე აქვს.. მისი დაბადების დღის ტორტიც შოკოლადის იყო.. ელენეს შოკოლადის ტორტმა მე შოკოლადის მუზა მომგვარა და კიდევ ერთი, რავიცი  მე ლექსს ვუწოდებ ამას .. დამაწერინააა.



 2010 წელი, 22 ოქტომბერი

Thursday, October 21, 2010

ოჰ ეს ასათიანის პროფილი..

რამდენჯერ ვთქვი, ასათიანის პროფილს აღარ ვუყურებ-მეთქი, მაგრამ როგორ უნდა დახუჭო თვალი, დაიყრო ყური, როდესაც ერთ ოთახში დგას კომპი, და თვ.. მაინც გესმინება თუ არ გეცქირება..
აი, მაშინ კი დამბურძგლა თავიდან ბოლომდე, ერთი მეტად სევდიანი ამბავი რომ გაიხსენეს.. ადამიანმა დაკარგა მეუღლე და ორი მცირე წლოვანი შვილი.. რა სისასტიკეა ამ ცხოვრებისა!!!!  დამშალა და საშინელ ხასიათზე დამაყენა.. =(

 და გადაცემის ფორმტიდან გამომდინარე,  მე მეტი რაღა მინდა, ისედაც ვწერ და მწერს ეს სტრიქონები.. აი კიდევ:

1
როცა გულზე გაწევს მძიმე ნაღველი,
გეამება სევდიანი ნამღერი,
როგორც შორით მოვარდნილი ნამქერი,
არფერი არ მინახავს ამფერი..
თუ არ გინდა დარდით მოვკვდე მე ნელა,
შენი მოსვლა სიცოცხელა, მენელა,
მე არ მინდა შენი ია-ვარდები,
უშენობით ხრამში გადავვარდები..
ვხვდები ისევ უშენობა მკლავს,
გული ებრძვის სიამაყეს მყარს,
ეს ამბავი რეალობას გავს,
მეეზოვე ქეუჩებს ისევ გავს*
ფოთლებს ერჩის, ქარი ვნებას კლავს,
ალიონზე ვხვდები ცვრიან დარს,
სულში ისევ ავდარია,
ოცნებები ჩემი ყველა  გავატანე ზღვას.
შენ არ მოხვალ.. ის იქნება სხვა..
იგ

2
კიდევ ერთი უაღრესად ნიჭიერი, თანამდროვე პოეტის და მწერლის ლექსი გამახსენდა, ლექსო ლეკიაშვილის:

წვიმს.. თალებში კი უნაპირო სევდა იღვრება,
ცის ლურჯ ტატნობზე  გაწოლილან თეთრი ღრუბლები,
სხვა ღვინოს დალევს,  ლამაზების კოცნით ითვრება,
მე ლექსს დავწერ და ძველებურად მოვიღრუბლები.
მე მიცქერიან მოელვარე თვალები გიშრის,
ალუბლისფერი ბაგეები კოცნას მპირდება,
შენ ამ პირობის შესრულებას არავინ გიშლის,
მაგრამ შენ მტოვებ და ეს გული აღარ გჭრიდება.
მიდიხარ შორს და თან მიგყვება გულის იარა,
მიდიხარ ისევ და თან მიგაქვს ძველიდ დარდები
 თავზე დაიდგი ჩემი ტრფობა, როგორც ტიარა,
არ გეგონოს, რომ ვინმეს ასე შეუყვარდები,
არც კი იფიქრი, აგამაღლონ ჩემებრ ზეცაში
და თუ ოდესმე ერთხელ მაინც მოგაგონდები,
გთხოვ, დამიბრუნდი, ნუ დამტანჯავ მე მადენ ცდაში
და შემ არასდროს, ო, არასდროს არ დაღონდები.
მოდი! დაბრუნდი! მომეხვიე ქალღმერთყოფილო.
მოდი! შენდ მგოსანს დამაყარე თეთრი ვარდები,
თორემ ავდგები სიყვარულში უარყოფილი
და ხორნაბუჯის ქონგურიდან გადავვარდები!!!

2000 წელი

3
შემოდგომის თბილი საღამო,
რა ვქნა, არ მინდა რომ სხვაში გამცვალო,
მინდა სიყვარულზე ბევრი დავწერო,
ამ გრძნობამ სიკეთედ, სილაღედ დამცალოს!!!!
 იგ

* * *
ოჰ, რას გვიშვება ეს მაია ასათიანი !!!!  :D
წაიკითხავენ და იტყვიან, შენ ასათიანს აბრალო, ასე არ გამოვა
გენაცვალეო.. არადა მისი ბრალიააა ..  რა ვიცი, რა გითხრათ, ჯერჯერობით ჩემს სამყაროში წელიწადის ოთხი დროა და სულ რაღაც ზამთარს აგავს ეს ოთხივე.. აი დაიწყოოოოო-ოო =)
 ნუ ხო, იყოს ხუთი დრო და გიყვადეთ კაცნო ერთმანეთი!!!!

2010 წელი, ოქტომბერი

Wednesday, October 20, 2010

ეს ისე

ეს ისე,
ისევ მუზა რომ მიტევს,
დაღამდა გარეთ,
დრო არჩევს წამებს,
გამოჩნდი მალე..
მითხარი რამეეე ..
ღამეა, ღამეე...
არც წვიმს და არაც ქარია,
და მე კვლავ მიხარია..
რა? რა და
ჩემი საყარელი
დახეული ჯინსი მაცვია
და თავზე ძველი კეპი მაფარია...

პ.ს.
ნეტავ როდის დაბერავს ჩენსკენ სიბრძნის ქარები,
 ან რატომ მენატრება კვლავ ბავშვობის და წარსული წამები?!

აბა ღამე მშვიდობისა ბლოგის სამყაროვ.....

იგ, 2010 წელი

პირველი ♥... ეს იყო ბაღში

ესე იგი, დავიწყებ იქიდან, რომ სახლში მოსულმა მაშინვე დავიწყე ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში რაღაც ჩანაწერების მოძებნა და ამასაობაში ძველ ალბომს გადავაწყდი. ალბომში ბაღის ფოტოებია სათუთად ჩაკრული (ჩემი საყვარელი დედიკო).. კინაღამ გადამავიწყდა რასაც ვეძებდი.. გამიტაცა ალბომის ალბათ მემილიონეჯერ დათვალიერებამ.. გადავედი ჩემს გარდასულ ბავშვობაში  (თუმცა, მე რომ მკითხოთ ისევ ბავშვი ვარ, დიდი ბავშვი) .
გამახსენდა ჩემი ბაღი..
მაშ ასე, წაიკითხავთ ამბავს იმაზე, თუ როგრო მიიყვანეს იგ ბაღში და რატომ გასტანა ძალიან ცოტა ხანს ბაღის ბავშვობამ.

* * *
უფროსი ბავშვი, გოგონა 4 წლის, უმცროსი, ასევე გოგონა, სულ რაღაც 2,5 წლის..
დედა ექიმი.. რამდენ ხანსაც შეძლო იყო სახლში და ბავშვებს უვლიდა. დამხმარე არავინ ჰყავდა.. ბებიასთან რატომღაც არ ტოვებდა ნანატრ შვილებს, ბავშვები ძალიან ცელქები და მავნეები იყვნენ და ბებიაც მგონი ერიდებოდა მათ დატოვებას სოფელში.
მამა გეოლოგი. დედაზე დაკავებული და შვილებს მონატრებული.
ბოლოს ასე გადაწყდა, უაღრესად განებივრებული იგ-ს ბაღში უკრეს თავი, ცოტა ხანში პატარაც მიაყოლეს..
აი ასე დაიწყო ბაღის ბავშვობა.  კიდევ კარგი ბაღი ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო... ძალიან კარგად მახსოვს, გამოვაცხადე, თუ ჩემი ბიძაშვილი მაგდაც ჩემთან ერთად ივლის, ვივლი-თქო, მაგრამ,  მაგდას დედა, ბიცოლაჩემი არაქართველია  და  გადაწყვიტა ბავშვი რუსულ ბაღში მიეყვანა, რომელიც ძალიან შორს იყო ჩვენი სახლიდან.
ძალიან ძნელად შევეგუე ბაღს, სულ ვტიროდი, ვერ მაწყნარებდნენ.. ამოვიჩემე ერთი მასწავლებელი, ნუნუკა და მხოლოდ მის კალთაში ვიჯექი ჩუმად..  ან ახალი სათამაშო უნდა მოეტანათ.. მოკლედ, მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, ნერვები მომეშლებოდა, მაგრამ ნანას გოგო ვიყავი, დედას მეგობრები თუ პაციენტები იყვნენ იქ და რავიცი, ძალიან მოთბონებოთ მეპყობოდნენ. ამასობაში ჩემი პატარა და თავს თავის სტიქიაში გრძნობდა.. არც კი იგრძნობოდა მის ჯგუფში თუ მისი სახით ბავშვი იყო.. თამაშობდა და იყო არაბუნებრივად წყნარად..
რადგან მივხვდი, რომ სხვა გზა არ იყო, დედა სახლში არ დამტოვებდა და მაინც ბაღში უნდა მევლო, შევეცადე ჩემი ბავშვური გონებით მეპოვა  ისეთი საინტერესო რამ, რაც ბაღში ყოფნას სახალისოს გახდიდა.. იმასაც მივხვდი, რომ იქ ვერ გავხდებოდი დედოფალი, როგორც სახლში ვიყავი და ბავშვებში "გავერიე".. გავერია და სწორედ ბაღში აღმოვაჩინე სინტერესო ადამიანი, ბიჭი ზურა წ. რით იყო ახლა საინტერესო: იყო ტანად ყველაზე დიდი, მსუქანა და "სქელა ზუროსაც" ეძახდნენ.. ის უკვე დამამთავრეელ ჯგუფში იყო. პოპულარობით სარგებლობდა მთელს ბაღში.. უკვე სიამოვნებით დავიწყე ბაღში სიარული, ვიპრანებოდი და ჩემს ყველაზე ლამაზ კაბების ჩამას ვთხოვდი დედას და ერთ მშვენიერ დღესაც გამოვაცხადე, რომ დიდების ჯგუფში მინდოდა სიარული და "ფეხები გავფშიკე" სანამ არ გადამიყვანეს დიდების ჯგუფში.. მე 4 წლის ვიყავი, ახალი ჯგუფის ბავშვები 5-6 წლისები იყვნენ.. თუმცა არ გამჭირვებია, დაქალი აქ უფრო მალე ვიშოვე, რუსო, რომელზეც მაბოდებდა.. და თან ზურას ჯგუფელიც ხომ გავხდიი =) ეს იყო მთავარი. წარმოიდგინეთ, პატარა სასაცილო რუსისტიპის  გოგონა,  ქერა თმებით, თეთრი, პატარა აპრეხილი ცხვირით, ჭორფლებით..  მაშინ ძალიან გამხდარი ვიყავი..  ტანზე მეცვა ფუშფუშა კაბები.. ჩუმად ვიპარავდა დედას სუნამოს და თითქმის აყროლებული დავდიოდა.. მანიკურებიც მქონდა, წითელი ხასხასა. ერთხელ დედას პომადა რომ ვერ ვიპოვე წითელი მანიკური ტუჩებზე გადავისვი.. კარგადაც დავისაჯე..
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემი საქმენი საგმირონია,  სქელა ზურო შემიყვარდა.. (მეცინება ახლა ამას რომ ვწერ)  მე კი შემიყვარდა, მაგრამ მან თითქმის ვერ შემამჩნია.. ფეხებში კი ვედებოდი სულ და იმას ამბობდა, შენი ტოლები მონახე იმათ ეთამაშეო.. მე მაინც "ბედს არ ვეგუებოდი" და გადავწყვიტე  რომ საახალწლო ზეიზე მივალ და ვეტყვი,  რომ ჩემი შეყვარებული გახდი-თქო (ვკვდები სიცილით)..
თქვენ გგონიათ ვერ შევასრულე ჩანაფიქრი.. კიი.. ზეიმზე სამი ფიფქია იყო, ერთი  რა თქმა მე ვიყავი.. აი ასე საზეიმოდ გამოწყობილი ფიფქიას ფორმაში მივედი.. დედამისი და დედაჩემი გვერდი-გვერდ ისხდნენ.. ზურიკო დედასთან იყო, მეც მივედი და ვუთხარი:
-"დედა, მე ზურიკო მიყვარს.. და შენ ბიჭო, არ გინდა ჩემი შეყვარებული იყო და მერე ერთად ვიაროთ ბაღში"-თქო..   ნანას თვალები გაუფართოვდა.. ამას კი აღარ მოელოდა.. ზურას დედა სიცილით მოკვდა.. ზურიკო კი ადგილს მოწყდა რუსოსკენ გაიქცა.. სახლში კარგად "წამიკითხეს ლექცია", რომ ეს არ იყო გოგონას ღირსეული საქციელი.
თუმცა დღევანდელი გადასახედიდან  მე ასე არ ვფიქრობ, მერე რა რომ ვთქვი, მე ის რაც ვთქვი გულწრფელი და წმინდა იყო. მე გაბედული ბავშვი გამოვდექი და ვაი იმას,ვისაც უყვარს და ვერ ამბობს.. ჯობია თქვა რისი თქმაც გინდა და გააკეთო, ის რაც გულით გინდა და გულწრფელია ეს ყველაფერი.. არა?

 * * *
გავიდა დრო.. მოვიდა გაზაფხული.. თუმცა ზურიკოს იგ არ შეჰყვარებია, იმიტომ რომ მას რუსო უყვარდა. ნუ ეს მერე გავიგე, უკვე სკოლაში.. ბაღში ინფექციური დაავადება, ბოტკინი გავრცელდა და შემხვდა.. უკვე 5 წლის ვიყავი და მეტჯერ ბაღში აღარ წავსულვარ არც მე და არც ჩემი და. ირმა კი გადარჩა ბოტკინს, მას არ შეხვედრია..
მიუხედავად იმისა, რომ კრახით დასრულდა ჩემი პირველი   ♥ , მაინც კარგად მახსენდება და იმდენს ვიცინი, ცუდად ვხდები.
და კიდევ,  სწოერდ იმ სკოლაში მიმიყვანეს (უკვე დიდი რომ გავხდი, სასკოლე ასაკის), სადაც ზურა დადიოდა.. ჩენი კლასები ამჯერადაც გვერდი-გვერდ იყო,მე ზურა აღარ მიყვარდა, არავინ არ მიყვარდა. ამ დროს უკვე წიგნები შევამჩნიე.. ერთ წელიწადში საგრძნობლად გავიზარდე  და როგორც ამბობენ, ასაკის  კვალობაზე მეტადაც განვითარებული ვყოფილვარ..
აი ასე, პირველი ♥... ეს იყო ბაღში


2010 წელი, ოქტომბერი

Monday, October 18, 2010

ფრთები მაინც მეზრდება, წერა არ მომბეზრდება =)

ნიკო გომელაური

და მაინც

 როცა წვიმს, ქუხს
და ავდარია,
ვიღაც ცხოვრებამ თუ გადარია,
სადღაც
ან თუნდაც
აქვე და ახლა,
ცხოვრება მაინც
რომ ლამაზია.. =)














პ.ს.
რა, ვიცი, ისევ არ ვიცი ამჯერადაც არაფერი..
თუმცა ვგრძნობ,
რას? არ ვიცი =(
მე ხომ ერთი მტირალა + და ამჯერად ფილტვებ ანთებული გოგო ვარ,
ეგ ვიცი =)
ვწერ გამუდმებით,
ვებრძვი რაღაცას, ჩემს თავსაც,
ყოველ დღე "ვმეცადინეობ" გადაუშლელი წიგნით და
რა ვიცი, რას ვუცდი..
 შემოდგომის მზეს ალბათ =)

2010 წელი ოქტომბერი

* * *

 იცი, რომ მგონი შენ გესმის მარტო?
ამისთვის გმადლობ..
ვხვდები, რომ უფალიც მწყალობს,
ჩემს სიტყვებს, გრძნობებს
ისევ ბლოგს ვანდობ..
სიყვარულს ვძერწავ და
ჩემს ცივ გულს ვადნობ..
აღარ ვოცნებობ და აღარც ვდარდობ..
მე მხოლოდ ვამბობ..
შენ და ამ ჩემს ბლოგს ვანდობ..

პ.ს.
NU ეს ლექსი შენია,
გულწრფელად ვამბობ..
და გულწრფელად გმადლობ =)


2010 წელი, ოქტომბერი

Real story again

რას არ გაიგებს და  დაინახავს ადამიანი როცა ფეხით დაბოდიალობს უსაქმოდ და თან აკვირდება ყველაფერს.. ეძებს რაიმე ისეთს, რაღაცნაირად საინტერესოს..
მასაც ბავშვობიდან უყვარს ფეხით სიარული.. სად არ წასულა ფეხით.. ყველაზე გრძელიდა აზრიანი  მარათონი მისთვის წმიდა ნინოს მომლოცველთა გზა იყო..
დედაქალაქიც აქვს ფეხით შემოვლილი.. საქმიანად თუ ისე, უბრალოდ უაზროდ.. სწორედ ამ უაზრო ხეტიალში  შეხვედრია ყველაზე  საინტერესოს.. ისეთს, რომელსაც მისთვის ჭკუა უსწავლებია..
 იმ დღესაც ასე იყო.. შემოდგომის სუსხიან დღეს.. ნაცრისფერი იყო ცაც და დედამიწაც.. ვიღაცა თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა.. პირი ჰქონდა შეკრული ამინდასაც და მასაც არ ეღიმებოდა..  გაციებული და  სიცხიანი  პროდუქტებით სავსე პარკით არ ჩქარობდა სახლში მისვლას.. ფიქრობდა ყველაზე გრძელი, ვიწრო და ოღრო-ჩოღრო გზა აერჩია სახლამდე მისასვლელი..  და სწორედ იმ გზას დაადგა, სულ რომ ერიდებოდა და გაურბოდა.. ქუჩაში არასაიამოვნო სიჩუმე იყო.. ერთი საცოდავად გალუმპული ძაღლი კუდამოძუებული კედელს აკრულიყო.. შეეცოდა, თავისი განებივრებული ცუგა გაახსენდა..ამოაძვრინა პარკიდან პურის ნაჭერი და მიუგდო.. რა მადლიანი თვალებით ამოხედა.. ავადმყოფობისას ისედაც გულაჩუყებულს, კინაღამ ცრემელები წამოუვიდა..
სახლშიც კი წაიყვანდა, სიამოვნებით დაბანიდა, მოუვლიდა, მარა...
არ გაუვლია დიდი მანძილი რო ტირილის ხმაც შემოესმა.. მიხვდა სახლში კარგა ხანს ვერ მივიდოდა და თან ხომ არც ჩქარობდა.. გზის პირას სკვერში, სველ სკამზე  ასე მისი ტოლი გოგო დაინახა.. კი არ ტროდა, მოსთქვავდა.. ეჰეე, გაიფიქრა.. კარგია წვიმაში ტირილი ალბათ.. ნეტა რა ატირებსო.. დაინტერესდა და მივიდა.. დახმარება შესთავაზა და უარესად ატირდა უცნობი.. მარა თითქოს ნაცნობი, სადღაც ყავდა ნანახი?  ნუ რა მნიშვნელობ აქვს.. ძალიან მოუნდა როგორმე დახმარებოდა.. და აღარ მოეშვა.. ისიც კარგი მომთბენი გამოდგა, რომ ბოლოსდაბოლოს ტირილიც არ აცალეს კაცს ამ ქვეყანაში!..
თქვენც ხომ გაინტერესებთ რა ატირებდა.. აღმოჩნდა, რომ უცნობი ნაცნობი 5 თვის გოგონას დედა იყო..ოჯახიც ჰქონდა, მეუღლე, მშობლები, სახლ-კარი, კარგადაც იყო ჩაცმული.. მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ გაეგო, რომ თავში ჰქონდა სიმსივნე.. ჯერ ისიც არ იცოდა ავთვისებიანი იყო თუ არა.. თავისი ქმრის და შვილის სურათი აჩვენა.. ორივე ერთად ატირდა.. ონკოლოგიური პრობლემა მისთვისაც არ იყო უცხო.. აღარ იცოდა რა ეთქვა.. რა ერჩია.. ცდილობდა გაემხნევებინა, ათასი ამბავი მოუყვა გადარჩენილი ადამიანებისა.. რაღაც იმედის სხივი სანამ არ დაინახა მის თვალებში არ მოეშვა..და ბოლოს,  ისედაც საკუთარი პრობლემებით დამძიმებული თითქოს გამოეთიშა ამ სამყაროს ..
სამყაროს, რომელიც სინამდვილეში არაა ის ზღაპარი, რომელიც მას მაინც  ძალიან უყვარს..
არ არსებობს სრულყოფილი არაფერი ამ ქვეყანაზე.. წარმავალი და ხანმოკლეა ბენიერება.. გაბოროტებული მდიოდა სახლისკენ:  რატომ, რატომ უნდა დაემართოს 22 წლის გოგოს სიმსივნე?? რომელსაც 5 თვის პატარა გოგონა და გვერდით ის ადამიანი ყავს ძალიან რომ უყვარდა 2 წელი.. გოგოს, რომელსაც  სიცოცხლე უხარია და უყვარს...
რა ვიცი აბა-ესაა ამჯერად ესაა პასუხი.. ყველაზე საძულველი პასუხი მის ყველა კითხვაზე თუ  რატომ  ..
ეს დღე ხეტიალისა ყველაზე ნაღვლიანი იყო. ნაღვლიანი იყო ამინდიც.. ისისნსლებოდა..  სანამ სახლში მივიდა "დასცხო" წვიმამაც.. ვერც კი იგრძნო როგრო დასველდა და სახლში უკვე გალუმპული მივიდა.. პროდუქტებით სავსე პარკი მასავით სულ მთლად სველი იყო.. თუმცა არც ჯავრობდა ამას.. მაშინ გამოერკვა სამზარეულოდან შეშფოთებული ხმა რომ მოესმა, "სად ხარ ამდენ ხანს, ასეთი გაციებული წვიმაში რომ დადიხარ, არ გეშინია ფილტვების ანთება აიკიდო?"
ცოტა ხანში სიცხემ აუწია.. ლამის აბოდებდა.. ორ დღეში კი ნაწინასწარმეტყველებული ფილტვების ანთება დაუდგინეს..

2010 წლი, ოქტომბერი

Friday, October 15, 2010

ლექსი შენთვის

ლექსი შენთვის,  ფიქრებს ერთვის..
მერე რაა, თუ წვიმა გვებრძვის..
ცისარტყელა შენ მოგყვება,
მხიარული ხმები გვესმის..

 მე არ მინდა ეს ლექსები,
ვწერ ამ ღამეს მხოლოდ შენთვის =)
 და ეს ჩემი ერთი ლექსი,
იმედია რამეს გეტყვის =)

პ.ს.
01:15-ის კვალობაზე, ძილნარევი
 მუზას ვეტრფი..
და ბედს ვებრძვი..
გაკოცე მარიამ =)

ლექსი ძილის წინ

თბილისს წვიმიანს, ისევ ნისლიანს,
ჩემი ფიქრებიც ისევ მიქრიან,
უკვე ღამეა, ძილის პირია,
სიზმრებს მოვუხმობ,
მე მიღიმიან ..

ისევ მუზები,
ჩემი ერთგული
ლექსის  მსურველნი..

ლექსი ძილის წინ
ბევრჯერ მითქვია..
თბილისს წვიმიანს, ისევ ნისლიანს..
მე კი მარტო ვარ,
აღარ მიცდიან..

 მიცდიან მხოლოდ  ჩემი მუზები,
ჩემი სიმშვიდის ნავის ღუზები...

და ისევ, ჩემი ლექსი ძილის წინ  =)

არც ისე დიდი ხნის წინ..

ესე იგი,  ბავშვობაში რა აღარ მინდოდა გამოვსულიყავი, დაწყებული ფოსტალიონიდან (ეს სურვილი ნაწილობრივ დიდობაში ავისრულე), დამთავრებული პათანატომით (ესეც ავისრულე ცხოველების შემთხვევაში). თუმცა, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, დავსხედით სახლში მე, დედა და მამა და დავიწყეთ მსჯელობა, თუ ვინ უნდა ვყოფოლიყავი პროფესიით. სამედიცინო მინდოდა, დედის კვალზე წავალ-თქო, მაგრამ მაშინ (შევარდნაძის დროს, ანუ  ყველა სფეროში რო კორუფცია ყვაოდა) უფასოზე ჩარიცხვის თეორიული შანსიც არ იყო, არადა ფასიანი არ "გვაწყობდა". ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მე, ირინა გორაშვილი მომავალი ეკონომისტი-ფინანსისტი უნდა გამოვსულიყავი. ბევრი ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ პრაქტიკული და ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. თან იმ დროს "თიბისი" ბანკის ძალიან მაგარი რეკლამები გადიოდა თვ-ში (საათის მექანიზმის მუშაობა ) და რაღაცნაირად მომინდა ბანკში მუშაობა. ასე და ამგვარად 2003 წელს მოვხვდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰტფ-ის საბანკო საქმესა და ფინანსებზე.. სტუ-ს, იგივე "გპი" -ს  ერთ-ერთი წარჩინებული და სტიპენდიანტი სტუდენტი გახლდით.  მეორე კურსზე ვიყავი, რომ უკვე მომინდა დასაქმებული  და მაშასადამე,  ძალიან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი ადამიანი.
ასე დაიწყო სამსახურის ძებნა ირინამ. აღმოაჩინა "ჯობს.ჯი"  და შემეფერებოდა თუ არ შეეფერებოდა თუ არა გამოცხადებული ვაკანსიის პირობები, აგზავნიდა სივებს. ჰოი, საოცრებავ და ურეკავდნენ კიდევაც, მაგრამ გასაუბრების შემდეგ ისტუმრებდნენ სახლში პირში ჩალაგამოვლებულს, "პატარა ხარო".  თითქმის მთელი წელი ასე, სხვადასხვა ორგანიზაციებში გამოცხადებულ კონკურსებში სირბილში გავატარე..
2006 წელს კი გამიმართლა და მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სასმახურში, სოციალური პროგრამებისა და სტრატეგიული პროექტების განყოფილებაში ამიყვანეს, ოღონდ სტაჟიორად. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. მერე რა, რომ ხელფასი არ მქონდა, არც მინდოდა.. ენთუზიაზმი მქონდა სამაგიეროდ და ასე ხალისიანად, დაუზარებლად ვმუშაობდი..
და ერთხელაც, მე და ჩემმა მეგობრებმა "საქართველოს ბანკის" აპლიკაციები შევასეთ და ყველა აპლიკაცია მე ჩავაბარე სათაო ოფისში..  ის პერიოდი იყო, გაყიდვების მენეჯრების  და განვადებების ბუმი რომ იყო.. ჩემი მეგობრებიდან ყველამ დაიწყო მუშაობა, მე რატომღაც არ ვიცი, ისევ არ ამიყვანეს...ამასობაში დამთავრდა ჩემი სტაჟირება.. მერე იყო სტანდარტის გასაუბრება, იყო პროკრედიტი.. სყოფილი სახალხო და ისევ არაფერი..
ასე დადგა 02/04/2007 წელი და ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი 444-444-დან.. გული ამიჩქარდა, ეს ხომ სქართველოს ბანკი იყო.. კი იყო.. შემომთავაზეს საქართველოს ბაკის შვილობილ სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ში სადაზღვევო აგენტის პოზოცია.. გასაუბრება იმდენად საინტერესო იყო და საერთოდ დამაინტერესა სადაზღვევო საქმემ, თან დასაქმება მინდოდა და  დავიწყე სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ში მუშაობა.. კომპანიაში, რომელიც მალევე გაერთიანდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგთან" და სადაზღვევო ბაზარზე გახდა ლიდერი..
აქაც ხელფასი არაფერი, უკაცრავად 100 ლარი.. + გაყიდული სადაზღვევო პროდუქტიდან გარკვეული ბონუსი, რომელმაც სულ ჯამში,  ჩემი აგენტად მუშაობის გან-ში,  შეადგინა 75 ლარი..  მეილი გაგვიწერეს "აუთლუქში", ასეთი იყო: agents2@bci.ge.. სახელი და გვარი ხო არა და აგენტი 07-იც კი არა..  just 2...
ხო, დამავიწყდა, მეწყვილე მყავდა ნიკა გ. მეტს არფერს დავწერ.. ჩემი ანუ ჩვენი მოვალეობა პირველ ეტაპზე ასეთი იყო, უნდა "გაგვეყიდა" ახალი პროდუქტი "ჩემები-მასწავლებელი" და "ჩემები-სკოლა".. სად? სად , თუ არა სკოლებში.. თავიდან სულ ასეთი 3 წყვილი აგენტი ყავდა "ალდაგი ბისია"-ს.. გადავინაწილეთ სკოლები და დავიწყეთ "ძერსკებით", სადაც ჩვენი აზრით დაზღვევასთან მიმართებაში მენტალურ პრობლემებს არ შევეჩეხებოდით და "პროდუქტი გაიყიდებოდა".
მე და ნიკამ წარმატებით დავიწყეთ პრეზენტაციები.. ყველაზე მეტი დაზღვეული მასწავლებელი-მოსწავლე ჩვენ გვყავდა.. ასე გაგრძელდა მანამ, სამან 20-ე სკოლაში პრეზენტაციაზე მისულს არცერთი მასწავლებელი არ დამხვდა დარბაზში, სამაგიეროდ სანიტარული სამსახური იყო და შენობაში დეზინფექციას ატარებდა.. სკოლაში ჩუტყვავილა იყო გავრცელებული...
ამ ფაქტიდან არ იყო გასული  ორი კვირა და სახეზე უცნაურმა ბუშტუკიანმა რაღაცეებმა გამომაყარა.. ბევრს აღარ გავაგრძელებ და 21 წლის ასაკში, შუა ზაფხულში, მართლაც რომ პაპანაქება სიცხე იყო ჩუტყვავილა დამემართა.. თურმე ჩუტყვავილასაც არ ცოდნია ასაკი..
 დაახლოებით ერთი თვე გამიგრძელდა ბატონები, რომელიც მთელ ოჯახს გადავდე.. მეზობლებს, მეგობრებს.. ნუ მოკლედ, ვეღარ მიტანდნენ...
თუმცა ბედმა ისევ გამიღიმა და სწორედ სასწავლებლის გამოცდებისთვის შევძელი სახლიდან ცხვირის გაყოფა..  და დიდი საქმოსანივით გამოჯანმრთელებულმა  სამსახურსაც მივაშურე..
ამასობაში, ბევრი რამ შეცვლილა აწ უკვე "ალდაგი ბისიაი"-ში, ძველი აგენტებიდან მხოლოდ ჩემი მეწყვილე დამხვდა, მელოდებოდა, კიიიი .. შეცვლილიყო დეპარტამენტის დირექტორიც.. და რაც ყველაზე მთვარი და მნიშვენელოვანი იყო, დაიწყო სახელმწიფო პროექტი: "სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანების დაზღვევა"..  პროექტი, რომელმაც მე წარმატება მომიტანა.. ახალ დირექტორთან გასაუბრება გავიარეთ დარჩენილებმა, შემომთავაზეს პროექტზე მემუშავა..კიდევ  მივლინება შემომთავაზეს იმერეთის რეგიონში კოორდინატორის პოზიციაზე.. მე დავთანხმდი, ნიკა წავიდა "ალდაგი ბისიაი-დან "პროკრედიტ ბანკში". მე  ბევრიც არ მიფიქრია, სასწავლებელში გამოცდები ჩაბარებული მქონდა.. სახლში ჩემებს ვუთხარი, სულ რაღაც ორი კვირით მივდივარ-თქო, მაგრამ 2 თვე გაგრძელდა და თქვენ არ იცით ეს რა ორი თვე იყო.. ამ პერიოდში მთელი იმერეთი ლამის ფეხით შემოვიარე, დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე და სწორედ ამ მივლინების შემდეგ მე დამაწინაურეს, უკვე ხელფასიც მქონდა =) და თავის  დროზეც მერიცხებოდა =)
დღესაც  (და ჯერჯერობით) "ალდაგი ბისიაი"-ს თანამშრომელი ვარ,  სამოგზაურო დაზღვევის მენეჯერი, ამბობენ კარგი თანამშრომელიაო, რავი აბა, ალბათ =)  აქ ბევრი მეგობარი შევიძინე მართლა, გამიმართლა ამ მხირვ ძალიან.. სწორედ აქ ვიპოვე ის ადამიანები, რომლებიც ჯერ სხვაგან არ შემხვედრია..=)

პ.ს. ჩემი იმერეთის მივლინების ამბები ცალკე თემაა, თემა არა მითი, ან რამე ისეთი, აი ბევრს რო ლაპარაკობენ და და მაგრად იცინიან..  ამაზე პირობას ვდებ ცალკე დავწერ და გაცინებთ.. =)

Thursday, October 14, 2010

რატომ ხდება ადამიანი ავად?

ესე იგი, დავიწყებ იქიდან, რომ ჩვეულებისამებრ ავად იშვიათად ვხდებოდი და თუ გავხდებოდი ავადმყოფობას არ ვეგუებოდი არასდროს.. ყოველთვის ვხუმრობდი კიდევაც: "ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება"-თქო.. 
თუმცა ეს იყო უწინ.. ახლა რაღაც შემომეჩვია ავადმყოფობა, უფრო გული მაწუხებს ხოლმე.. (ნუ არაპირდაპირი გაგებითაც).. უკვე ორი კვირაა რაც გაციებული ვარ, მაქვს სიცხე, თურმე ფილტვებიც ანთებულა და ჩემს ორგანიზმში განგაშია.. აღმოჩნდა, რომ სერიოზული მკურნალობა მჭირდება და ვმკურნალობ კიდეც..  ხოდა გამიჩნდა კითვა:  საერთოდ, რატომ ხდება ადამიანი ავად? რა არის ამის მიზეზი? 
ნუ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დედაჩემის (მედიკოსის) აზრიც მოვისმინე, ჩემს გარშემო ადამიანებმაც გამოთქვეს თავისი მოსაზრება და ასე შევაჯერე: 
ავადმყოფობა,  ზოგადად, არასასიამოვნო მდგომარეობაა ადამიანის სხეულისა და სულისა. ავადმყოფობის მიზეზი კი ყველაზე ხშირად თურმე ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარეობს. სტატისტიკურად, ისინი, ვინც სტრესის ქვეშ იმყოფებიან (მუშაობის დაძაბული გრაფიკი, პირადი პრობლემები, გენეტიკაც და ა.შ) უფრო ხშირად ხდებიან ავად. ამ დროს, ადამიანის ორგანიზმი იფიტება, იმუნინტეტი ქვეითდება თურმე და ვეღარ ებრძვის სხვადასხვა ინფექციებს, რომლებიც ასე უხვადაა გარემოში და რომლებიც სხვადასხვა ავადმყოფობის სახით ვლინდებიან ადამიანებში.  პრინციპში სწორია.. ყველაფერი ფსიქიკიდან მომდინარეობს.  ჩემს შემთხვევაში კი  ზემოთ თქმულს ემატება გაუგონარი სიჯიუტეც.. თუმცა, 
და, იმისათვის რომ ვიყოთ ხორციელად ჯანმრთელნი, სულიერად უნდა გამოვჯანმრთელდეთ. რჩევა-დარიგებანი მათთვის (ანუ ყველასთვის) , ვისაც არ უნდა, რომ ავად იყოს: 
1) ჯანსაღი ცხოვრების წესი (საკუთარ თავს ვცდილობ გავაგონო);
2) შრომა კარგია, მაგრამ დასვენება -აუცილებელი;
3)  ყველაფერზე  ნერვიულობა თურმე არაა საჭირო; რა(ვი)ღაცეები უნდა "დაიკიდო";
4)  რწმენით  უნდა იცხოვრო და არ გახდები ავად..

იმედია, მალე გამოვჯანმრთლედები, ექიმის დანიშნულ მკურნალობას ფეხდაფეხ მივყვები... ვაპირებ ჯანსაღი ცხოვრებას დავუბრუნდე (ვარჯიში განვაახლო).. მაგრამ ყველაფერი მკურნალობაზე როდია დამოკიდებული ჩემს შემთხვევაში.. მე ავად ისიც მხდის, როდესაც იმ ადამიანებს ვერ ვხედავ, ძალიან რომ მიყვარს და მენატრება ... 

2010 წელი, ოქტომბერი  

Monday, October 11, 2010

უჩინარი ვარ..

უჩინარი ვარ და დავსველდი,
რამდენჯერ გთხოვე და არ გაჩერდი..
ვერაფერს ვერასდროს ამჩნევდი..
მესმოდა სისტყვები -არცერთი..
და მაშინ გაწვიმდა, ფიქრებში გარჩევდი
უჩინარი ვარ ყოველთვის,
ვერ მამჩნევ ვერასდროს..
მე კი კვლავ დავსველდი,
ფიქრებში, წვიმაში უაზროდ
უჩინრად დავბერდი..


31/05/2010, 23:16

Sunday, October 10, 2010

10.10.10

მზეა და ქარია
რატომ?
ავად ვარ და
კვლავ ვარ მარტო...
კარგად ყოფნას ისე ვნატრობ
როგროც მაშინ
და თუ გახსოვს..
 მომბეზრდა ეს  წვრილმანები,
ბლოგს ვპოსტავ და
სკაიპში ვიმალები,
ფეისბუქში ლაიქები,
აღარ მინდა ძველი მაიკები.
ჩემ გულს სევდა ეძალება
და მზე ღრუბლებს  ეფარება...

Friday, October 8, 2010

დათვი, რომელიც მონადირეს შეუყვარდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი და უღრანი ტყე, ცამდე აზიდული ხშიროთლოვანი ხეებით, ნაძვებით.. სურნელოვანო ყვავლილებით, ჩანჩქერებით.საოცარი მგალობელი ფრინველებით და რაც მთავარია  უცნაური ბინადარი ცხოველებით. უცნაური კი დათვი გახლდათ. დათვისთვის უჩვეულოდ ლამაზი, მოხდენილი.. თვალს ვერ აშორებდნენ ცხოველები. დათვი, ამაყად დააბიჯებდა  ტყეში და თავისი თანამემამულეების გულსა და თვალს ახარებდა. იყო მეგობრული და კეთილიც. ყველას გვერდში ედგა გაჭირვების ჟამს, ირგვლივ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. ჰარმონია სუფევდა ტყეში..
თუმცა, არც მაშინ იყო მარადიული არაფერი და ერთ მშვენიერ დღესაც საფრთხე დაემუქრა ტყეს, მის ბინადართ. იქ ადამიანი გამოჩნდა. ადამიანი მონადირე.. ყოველი დღე ცრემლიანი თენდებოდა ტყეში. თითო ბინადარი აკლდებოდა ტყის მკვიდრთ. მონადირეს კი მხოლოდ ერთ სურვილი ჰქონდა, ხელში ჩაეგდო დათვი, რომლის სილამაზეზე უკვე ლეგენდები დადიოდა ადამინების სამყაროში.
ტყეში სევდამ დაისადგურა და სიბნელე ჩამოწვა.. დარდობდა დათვიც. მან გადაწყიტა თვითნ მოეძებნა მონადირე და თავი გაეწირა თავისი მოძმეებისთვის..
დიდ დროს არ გაუვლია, მონადირე და დათვი ერთმანეთს შეხვდნენ. მონადირეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მას ოცნება უსრულდებოდა, სახლში ნანატრი დათვის ტყავით უნდა დაბრუნებულიყო.. მან დაუმიზნა იარაღი მისკენ ლაღად მიმავალ მშვენიერ ცხოველს, რომელიც არ დრკებოდა და სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა.  მონადირე გაოცდა, მას ვერ წარმოედგინა ასე უბრალოდ და უშიშრად როგორ უნდა შეგებებოდა სიკვდილს.. თვალი გაუსწორა, შეხედა მეტყველ თვალებში და იქ წაიკითხა ბევრი რამ, რაც მას ბევრი ადამიანების  თვალებში გაუჭირდბოდა ამოეკითხა: იყო სიყვარული, მეგობრობა, თავდადება.. გამბედაობა და ბრძოლის სურვილი უსამართლობის წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა იგი ჩააფიქრა ბევრ რამეზე, მიხვდა, რომ სხვისი სიცოცხლის ხელყოფას არ მოაქვს ბედნიერება, ბედნიერებას მაშინ ეწევი, როცა გეყვარება (თუნდაც ცხოველები), როცა მზად იქნები იბრძოლო (თუნდაც უსამართლობის წინააღმდეგ) და როცა გვერზე ისეთი მეგობრები გეყოლება, როგორიც  ტყის ბინადართ დათვის სახით ყავდათ. მოხდა სასწაული, მონადირეს დათვი შეუყვარდა..
შეუყვარდა და დარჩა ტყეში.. ტყისა და მის ბინადართა მცველად..

აი ასე, ალბათ, მას შემდეგ შეიქმნა წითელი წიგნიც.. ჩვენ ადამიანებმა უნდა ვეცადოთ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთსაც.

08/10

როლიკებიანი ბეკეკო

რას არ გაიგონებთ არა? დიახ, დიახ, ზღაპრულ ლექსებშიც  ბევრი საოცარი ამბები ხდება და მათ ცხოვრებაშიც, ვისაც სჯერა ზღაპრების და ზღაპრული ლექსების..

ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
სადაც მუდამ დარია,
იქ ცხოვრობს ბევრზე
ბევრი ხუჭუჭა ბატკანია.

მწვანე არის მინდორ-ველი,
მზე ანათებს ცხრათვალა,
ზოგ ბეკეკკოს თავზე რქა აქვს
ზოგს როლიკი აცვია.

რაო, რაო, როლიკიო?
გაგიკვირდათ განა ,
სულ პირველად გორგოლები
ამ ბეკეკომ ნახა.



ნახა გზაზე მინდვირს პირად,
ბალახობდა როცა,
ზედ შედგა და საოცრება
 სულ ორ წამში მოხდა.

ჩვენს ბეკეკოს უცაბედად
სახე დაემანჭა,
ფეხქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო,
 სიმაღლეზე ახტა.
ვერც კი მიხვდა ისე სწრაფად
და მეგობრებს გასცდა.

გაუკვირდათ ბეკეკოებს,
ეს რა დაემართა.
როლიკებზე დგომა მერე
საოცნებო გახდა.

პატარებმა ეს რო ნახეს,
მოეწონათ ძალიან,
ბორბლებიან ფეხსაცმელზე
მათ დაეწყოთ მანია..

კიდევ კარგი ამ ბეკეკომ
გზაზე ნახა ბორბლები,
აბა სად უნდა გვეპოვა
ჩვენ აწი როლიკები.  =)


P.S.
 როლიკები ბეკეკოს
და როლიკები ჩვენ,
ეს ზრაპარ-ლექსი  ვერიკოს,
და ირინას უყვარხართ თქვენ!

08/10

ავადმყოფი გოჭი

ყო და არა იყო რა,  გახსოვდეთ ყველას, რომ ღვთის უკეთესი არასდროს არა ყოფილა რა..  
დღეს მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ერთი ავადმყოფი გოჭის ამბავი, რომელიც მეგობრებმა გადაარჩინეს. 
 იყო ერთი გოჭი, ყველაზე მხიარული და სასაცილო მთელს გოჭების სამყაროში.. რაღაცნაირად გამორჩეული იყო თავის ოჯახშიც, და–ძმებისგან განსხვავებით თავსიანებთან არ  მეგობრობდა.. პატარა  ვარდისფერი გოჭი ჭიამაიებთან, ციყვებთან,  ოპუსუმებთან და მელაკუდებთან უკეთესად ერთობოდა, უბრალო მელიებთან არა, ეს მელიები სუფთა "მაწაკები" იყვნენ მასავით. 
ეს ჩენი გოჭი მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად დახტოდა და თამაშობდა.. მაგრამ მოვიდა შემოდგომა, მზე ისე აღარ ათბობდა გარემოს.. გადახუნებულ გარემოს თავზე რუხი ღრუბლები დასტრიალებდა.. წვიმებიც დაიწყო და ჯერ კიდევ ადრეული  შემოდგომა ზამთრის პირს დაემსგავსა.. ყველა გოჭმა თბილად ჩაიცვა, სიცივეში თამაშის და გართობის ხალისმა იკლო, მაგრამ არა პატარა ვარდისფერი გოჭისთვის.. ის ისევ აგრძელებდა სილრბილს წვიმაში თუ დარში, ყურს არ უგდებდა უფროსებისა და მეგობრების რჩევას თბილად ჩაეცვა, არ ეჭამა ნაყინი. . ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გოჭმა ვეღარ შეძლო საწოლიდან წამოდგომა.. მას ფეხები სტკიოდა, თავიც.. უნდოდა დაეძახა დედიკოსთვის, მაგრამ ყელიდან ჩახლეჩილი ხმა ამოუვიდა.. მას ყელიც სტკიოდა.. ძალიან სცხელოდა.. იმიტომ რომ სიცხე ჰქონდა.. მხიაურლი გოჭმა მოიწყინა.. აღარ  ცელქობდა  და თამაშობდა,   რაღაცნაირად დასჯილად გრძნობდა თავს.. თვალს ვერ უსწორებდა უფროსებს.. 
ექიმებმა დაასკვნეს, რომ გოჭს უცნაური გრიპი შეეყარა.ბევრი წამალი და ქინაქინა ასვეს აყლაპეს, მაგრამ არფერმა ურშველა. გრიპი ყველა გოჭების სამყაროში გავრცელდა.. საქმე არც ისე კარგად იყო.. გოჭის გრიპი ყველა ცოცხალ არსებას დაემუქრა.. 
პატარა გოჭის მეგობრებმა რომ გაიგეს მისი ავადმყოფობა, შეშფოდნენ.. დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ ეშველათ მეგობრისთის და როგორ ეხსნათ სამყარო გრიპისგან..
ოპუსუმები, მელაკუდები, ციყვები  და ჭიამაიები გვერდიდან არ სცილდებოდნენ ავადმყოფ გოჭს. იზიარებდნენ მის წუხლს და იმედს არ კარგავდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა გამოჯანმრთელდებოდა. 
მეგობრების მხარდაჭერამ, მათმა მზრუნველობამ და ყურადღებამ პირდაპირ სასწაული მოახდინა, ურჩ პატარა გოჭს ხალისი და ჯანმრთელობა დაუბრინდა.. გოჭების სამყარო მეგობრების სიყვარულმა გადაარჩინა. პატარა გოჭს კი ჭკუის სასწავლად ეყო ეს ამბავი, მიხვდა, რომ დედის წინ მორბენალ გოჭს ყოველთვის გრიპი დაემართება ან შეიძლება უარესიც კი..
გამოხდა ხანი და გოჭის გრიპმა სახე იცვალა ისე, რომ ადამიანებსაც გადაედოთ და მას "ღორის გრიპი" უწოდეს..  
და ბოლოს, ასეა  ადამიანების ცხოვრებაშიც, უფროსების რჩევა–დარიგბას ყური უნდა ვუგდოთ, გავითვალისწონოთ და ჩვენც აღარ დაგვემართება ბევრი უსიამოვნებანი.. ნამდვილი მეგობრების იმედი კი სულ უნდა გვქონდეს, ისინი ხომ ჭირსა და ლხინში ჩვენს გვერდით არიან.


ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.. 


07/10

Thursday, October 7, 2010

"ქალიშვილობის ინსტიტუტი" ქართლის ჭირია?

ესე იგი, რა არ ხდება ამ ქვეყანზე და განსაკუთღებით კი ჭორიკანა თბილისში..
თურმე საძირკველი შერყევია ე.წ. ქალიშვილბის ინსტიტუტს"..
მიუხედავად იმისა, რომ აი, ვერ ვიტან ტელეგადაცემა "პროფილს" , დღეს იმდენად რეზონანსული გამოდგა  გადაცემა, რომ ჩემერთო ტელევიზორი და ნუ, ვუყურე .. ვაღიარებ და მივესალმები გადაცემის თამამ ფორმატს, იმას, რომ ეს ერთ-ერთი ტაბუ დადებული თემა ამოიწია.  ამოიწია იმიტომ, რომ შეინიშნება მცდელობა ჯანსაღი თვალით შევხედოთ ამ საკითხს..
"არა იმრუშო"-ათი მცნებიდან ჩაგვესმის, მაგრამ თითქოს ეს ყოველივე გაუფერულებულია.. მე ეს არ მომწონს.. ვინ ვარ მე რომ ვაკრიტიკო ისინი, ვინც თვლის რომ თავისუფალი ურთიერთობები მისაღებია..მაგრამ ძალიანაც არ უნდა გათანამედროვდეს მორალი.. ასებობს რაღაც წმინდაც ცხოვრებაში..
მაგრამ მეორეს მხრივ, ვფიქრდები და ვწერ, თუ ქორწინებმადე "მოხდა ყველაფერი" და საქმე გვაქს მართლა დიდ   სიყვარულთან, რავიცი, რავიცი...
აი კიდევ პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით და რომელიც მაცოფებს, "გაკერვა". ფუჰ! მარაზმია, მაგრამ ისევ ჩვენივე მენტალიტედიდან გამომდინარე...რადგან არაქალიშვილები არ მოყავთ ცოლად, მათ შეურაცხყოფას აყენებენ და ა.შ. მაგრამ როგროც ლალი მოროშკინა იტყოდა, "მთავარია ვინ იქნება უკანსაკნელი".. ადამიანის ზნეობის საზომი მისი ქალიშვილობა ან არაქალიშვილობა არ უნდა იყოს, დამეთანხმეთ. მაგრამ მოვა დრო,როდესაც ამ მეტად საკამათო თემაზე სასაუბროდ საზოაგადოება მომზადებული იქნება და ამით ბევრი სხვა საკითხიც გადაიჭრება, მაგალითად, როგორიცაა ნაადრევად ოჯახის შექმნა, (ომელიც უფრო ჩემი აზრით "ჰორმონების აფეთქების" ბრალია....)

ჩვენ რადგან მაინც ტრადიციული ქვეყნის შვილები ვართ, "თავ კონტროლი უნდა გავუწიოთ".. ნამეტანი "გაევროპელებაც" აღვირახსნილობაში არ უნდა ავურიოთ..
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თავის გასამართლებელი არავის წინაშე არ გვქონდეს და აი ეს "გაკერვა" არ დაგვჭირდეს.. და როცა ვფიქრობ, ბიჭი რომ ვიყო ან ჩემმა შვილმა რომ მოიყვანის არაქალიშვილი გოგო.. პასუხი: თუ მე ის მართლა მეყვარებოდა და ჩემს შვილსაც ეყვარება, მაშინ რას გავხდებოდი? არაფერს....
თუმცა რეალურ ცხოვრებაში მე მაინც ათი მცნებამდე დავდივარ.. რა ვქნა, ეტყობა  ძალიან სისხლშ მაქვს გამჯდარი..
და კიდევ,  მიჩნდება კითხვა, სადაც ითხოვენ ქალიშვილების ინსტიტუტს, ვაჟიშვილების ინსტიტუტი არ უნდა იყოს?! : D

ანეგდოტი გახსენებაზე:
მარო: მიხო, თავისუფალი სექსი რა არის?
მიხო: თავისუფალი სექსი ისაა, რომ მე, მაგალითად, შემიძლია მეზობლის ქალთან გადავიდე და გავატარო ღამე.

მარო: ე.ი. მეც შემიძლია, რომ მეზობლის კაცთან გავატარო ღამე?

მიხო: ეხლა შენ თავისუფალ სექსს ბოზობაში ნუ ურევ!!!
 ჰაჰაჰაააა!!

07/10

Wednesday, October 6, 2010

მერე რა რომ სველია ისევ ჩემი ფიქრები

წვიმს მგონი სამი  დღე,
მე მიყვარს წვიმა,
მაშინ როცა  ვარ მხნედ..
ვწუწუნებ ალბათ უკვე
მთელი თვე..
ისევ ვწერ
და ეს ყოველივე მე აღმწერს,
და ისევ შენ...


* * *
 მართლაც რამდენიმე დღეა დააწვიმს ჩვენს დედაქალაქს.. უმრავლესობას უქმნის დისკომფორტს.. მათ შორის ხანდახან მეც .. თუმცა წვიმის ბრალი არასდროს არ არის თუ ისევ სველია ჩემი ფიქრები და მერე რაა რომ სველია =)
დღეს  საღამოს ისე მოხდა, რომ მარტო გამოვედი ოსფისიდან. წვიმდა. ისე ძალიან აღარ, როგორც დღისით.. მიუხედავად სიცხისა, ხველებისა და გრიპისა, ფეხით დავეშვი რუსთაველისკენ.. და მიუხედავად იმისა, რომ ქურთუკი მეცვა, ტანში უსიამოვნოდ მამტვრევდა, სიცივე თმის ღერიდან დაწყებული ავად მივლიდა, მაგრამ გავიარე თუ არა რამდენი მეტრი, თითქოს წვიმამ  გამათბო და რაღაცნაირი სასიამოვნო კომფორტი შექმნა.. ჩავფიქრდი ბევრ რამეზე და ჩემი სველი ფიქრებით გადავედი ბავშვობაში, მაშინდელი წვიმები გამახსენდა.. მაინც რანი არიან ბავშვები, უდარდელები.. ბევრი ფერადი ბოტები მქონდა: წითელი, მწვანე, ლურჯი.. ხასიათისა და მიხედვით ვარჩევდი წვიმის დროს და მიხაროდა.. გუბეებიც მიხაროდა, ჩემი ფერადი ბოტებით ყველგან უნდა "გამებოტა" ჩემს მეგობრებთან ერთად.. ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგოები გამახსენდა, გიჟები და გადარეულები: მაგდა, ქეთო და კიდევ ჩემი დაც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო.. ახლა კი რატომღაც ვერიდები გუბეებს.. ქოლგებიც ფერების მიხედვით მქონდა, ძალიან ლამაზები.. დედაჩემს შენახული უნდა ჰქონდეს.. და არ ჰქონდა მნიშვნელობა წვიმა იყო თუ დარი, სულ თან დამქონდა ფუფალასავით, მანამ სანამ არ გავიზარდე და რაღაც-რაღაცეების გონზე არ მოვედი..
ჰოო, ყველაზე დიდი გუბეები ევდოშვილის ქუჩაზე იყო, სკოლისკენ მიმავალ გზაზე.. რამდენჯერ გუბეების გულისთვის  წავსულვართ იქით.. მაინც რა არის ბავშვობა..
თუმცა, ჩემს შემთხვევაში ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ის ალბათ, რომ გუბებში აღარ დავაბოტებ, აღარც ფერად-ფერადი ბოტები და ქოლგები მაქვს..
ასე ფიქრებში გართული ელბაქიძეზე აღმოვჩნდი და ჩემი "მარშუტკა" 126  "მოთბინებით მელოდებოდა", როგორც ყოველთვის..
კარგი იქნებოდა მარშუტკის მაგივრად ვინმე სხვა ყოფილიყო, თუნდაც სიცხიანი ვიბოდიალებდით წვიმაში,  მაგრამ  ჩავჯექი და სახლისაკენ ჰერი-ჰერიიი ...


და მაინც, მერე რა რომ სველია ისევ ჩემი ფიქრები =)

06/10

Tuesday, October 5, 2010

უსათაურო პოსტი

უსათაურო პოსტი,
უსათაურო გრძნობა,
შემოდგომაა, ცივა,
წვიმა მოდის და მორჩა..
უსათაურო პოსტი,
თუ გინდა ისევ მოდი,
ჩემს თვალზე ცრემლი როგორც
წვიმის ღვარებად მოდის..
ისევ ვპოსტავ და ვფიქრობ
რა უნდა ვქნა და როდის,
თუ შენ დაგკარგე, კარგო,
მე ამ ცხოვრებას მოვრჩი!

06/10