Friday, October 8, 2010

ავადმყოფი გოჭი

ყო და არა იყო რა,  გახსოვდეთ ყველას, რომ ღვთის უკეთესი არასდროს არა ყოფილა რა..  
დღეს მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ერთი ავადმყოფი გოჭის ამბავი, რომელიც მეგობრებმა გადაარჩინეს. 
 იყო ერთი გოჭი, ყველაზე მხიარული და სასაცილო მთელს გოჭების სამყაროში.. რაღაცნაირად გამორჩეული იყო თავის ოჯახშიც, და–ძმებისგან განსხვავებით თავსიანებთან არ  მეგობრობდა.. პატარა  ვარდისფერი გოჭი ჭიამაიებთან, ციყვებთან,  ოპუსუმებთან და მელაკუდებთან უკეთესად ერთობოდა, უბრალო მელიებთან არა, ეს მელიები სუფთა "მაწაკები" იყვნენ მასავით. 
ეს ჩენი გოჭი მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად დახტოდა და თამაშობდა.. მაგრამ მოვიდა შემოდგომა, მზე ისე აღარ ათბობდა გარემოს.. გადახუნებულ გარემოს თავზე რუხი ღრუბლები დასტრიალებდა.. წვიმებიც დაიწყო და ჯერ კიდევ ადრეული  შემოდგომა ზამთრის პირს დაემსგავსა.. ყველა გოჭმა თბილად ჩაიცვა, სიცივეში თამაშის და გართობის ხალისმა იკლო, მაგრამ არა პატარა ვარდისფერი გოჭისთვის.. ის ისევ აგრძელებდა სილრბილს წვიმაში თუ დარში, ყურს არ უგდებდა უფროსებისა და მეგობრების რჩევას თბილად ჩაეცვა, არ ეჭამა ნაყინი. . ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გოჭმა ვეღარ შეძლო საწოლიდან წამოდგომა.. მას ფეხები სტკიოდა, თავიც.. უნდოდა დაეძახა დედიკოსთვის, მაგრამ ყელიდან ჩახლეჩილი ხმა ამოუვიდა.. მას ყელიც სტკიოდა.. ძალიან სცხელოდა.. იმიტომ რომ სიცხე ჰქონდა.. მხიაურლი გოჭმა მოიწყინა.. აღარ  ცელქობდა  და თამაშობდა,   რაღაცნაირად დასჯილად გრძნობდა თავს.. თვალს ვერ უსწორებდა უფროსებს.. 
ექიმებმა დაასკვნეს, რომ გოჭს უცნაური გრიპი შეეყარა.ბევრი წამალი და ქინაქინა ასვეს აყლაპეს, მაგრამ არფერმა ურშველა. გრიპი ყველა გოჭების სამყაროში გავრცელდა.. საქმე არც ისე კარგად იყო.. გოჭის გრიპი ყველა ცოცხალ არსებას დაემუქრა.. 
პატარა გოჭის მეგობრებმა რომ გაიგეს მისი ავადმყოფობა, შეშფოდნენ.. დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ ეშველათ მეგობრისთის და როგორ ეხსნათ სამყარო გრიპისგან..
ოპუსუმები, მელაკუდები, ციყვები  და ჭიამაიები გვერდიდან არ სცილდებოდნენ ავადმყოფ გოჭს. იზიარებდნენ მის წუხლს და იმედს არ კარგავდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა გამოჯანმრთელდებოდა. 
მეგობრების მხარდაჭერამ, მათმა მზრუნველობამ და ყურადღებამ პირდაპირ სასწაული მოახდინა, ურჩ პატარა გოჭს ხალისი და ჯანმრთელობა დაუბრინდა.. გოჭების სამყარო მეგობრების სიყვარულმა გადაარჩინა. პატარა გოჭს კი ჭკუის სასწავლად ეყო ეს ამბავი, მიხვდა, რომ დედის წინ მორბენალ გოჭს ყოველთვის გრიპი დაემართება ან შეიძლება უარესიც კი..
გამოხდა ხანი და გოჭის გრიპმა სახე იცვალა ისე, რომ ადამიანებსაც გადაედოთ და მას "ღორის გრიპი" უწოდეს..  
და ბოლოს, ასეა  ადამიანების ცხოვრებაშიც, უფროსების რჩევა–დარიგბას ყური უნდა ვუგდოთ, გავითვალისწონოთ და ჩვენც აღარ დაგვემართება ბევრი უსიამოვნებანი.. ნამდვილი მეგობრების იმედი კი სულ უნდა გვქონდეს, ისინი ხომ ჭირსა და ლხინში ჩვენს გვერდით არიან.


ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.. 


07/10

No comments:

Post a Comment