Thursday, October 14, 2010

რატომ ხდება ადამიანი ავად?

ესე იგი, დავიწყებ იქიდან, რომ ჩვეულებისამებრ ავად იშვიათად ვხდებოდი და თუ გავხდებოდი ავადმყოფობას არ ვეგუებოდი არასდროს.. ყოველთვის ვხუმრობდი კიდევაც: "ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება"-თქო.. 
თუმცა ეს იყო უწინ.. ახლა რაღაც შემომეჩვია ავადმყოფობა, უფრო გული მაწუხებს ხოლმე.. (ნუ არაპირდაპირი გაგებითაც).. უკვე ორი კვირაა რაც გაციებული ვარ, მაქვს სიცხე, თურმე ფილტვებიც ანთებულა და ჩემს ორგანიზმში განგაშია.. აღმოჩნდა, რომ სერიოზული მკურნალობა მჭირდება და ვმკურნალობ კიდეც..  ხოდა გამიჩნდა კითვა:  საერთოდ, რატომ ხდება ადამიანი ავად? რა არის ამის მიზეზი? 
ნუ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დედაჩემის (მედიკოსის) აზრიც მოვისმინე, ჩემს გარშემო ადამიანებმაც გამოთქვეს თავისი მოსაზრება და ასე შევაჯერე: 
ავადმყოფობა,  ზოგადად, არასასიამოვნო მდგომარეობაა ადამიანის სხეულისა და სულისა. ავადმყოფობის მიზეზი კი ყველაზე ხშირად თურმე ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარეობს. სტატისტიკურად, ისინი, ვინც სტრესის ქვეშ იმყოფებიან (მუშაობის დაძაბული გრაფიკი, პირადი პრობლემები, გენეტიკაც და ა.შ) უფრო ხშირად ხდებიან ავად. ამ დროს, ადამიანის ორგანიზმი იფიტება, იმუნინტეტი ქვეითდება თურმე და ვეღარ ებრძვის სხვადასხვა ინფექციებს, რომლებიც ასე უხვადაა გარემოში და რომლებიც სხვადასხვა ავადმყოფობის სახით ვლინდებიან ადამიანებში.  პრინციპში სწორია.. ყველაფერი ფსიქიკიდან მომდინარეობს.  ჩემს შემთხვევაში კი  ზემოთ თქმულს ემატება გაუგონარი სიჯიუტეც.. თუმცა, 
და, იმისათვის რომ ვიყოთ ხორციელად ჯანმრთელნი, სულიერად უნდა გამოვჯანმრთელდეთ. რჩევა-დარიგებანი მათთვის (ანუ ყველასთვის) , ვისაც არ უნდა, რომ ავად იყოს: 
1) ჯანსაღი ცხოვრების წესი (საკუთარ თავს ვცდილობ გავაგონო);
2) შრომა კარგია, მაგრამ დასვენება -აუცილებელი;
3)  ყველაფერზე  ნერვიულობა თურმე არაა საჭირო; რა(ვი)ღაცეები უნდა "დაიკიდო";
4)  რწმენით  უნდა იცხოვრო და არ გახდები ავად..

იმედია, მალე გამოვჯანმრთლედები, ექიმის დანიშნულ მკურნალობას ფეხდაფეხ მივყვები... ვაპირებ ჯანსაღი ცხოვრებას დავუბრუნდე (ვარჯიში განვაახლო).. მაგრამ ყველაფერი მკურნალობაზე როდია დამოკიდებული ჩემს შემთხვევაში.. მე ავად ისიც მხდის, როდესაც იმ ადამიანებს ვერ ვხედავ, ძალიან რომ მიყვარს და მენატრება ... 

2010 წელი, ოქტომბერი  

2 comments:

  1. გამოჯანმრთელებას გისურვებ :-)

    ReplyDelete
  2. მადლობა დიდი =)

    ReplyDelete