Friday, October 8, 2010

დათვი, რომელიც მონადირეს შეუყვარდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი და უღრანი ტყე, ცამდე აზიდული ხშიროთლოვანი ხეებით, ნაძვებით.. სურნელოვანო ყვავლილებით, ჩანჩქერებით.საოცარი მგალობელი ფრინველებით და რაც მთავარია  უცნაური ბინადარი ცხოველებით. უცნაური კი დათვი გახლდათ. დათვისთვის უჩვეულოდ ლამაზი, მოხდენილი.. თვალს ვერ აშორებდნენ ცხოველები. დათვი, ამაყად დააბიჯებდა  ტყეში და თავისი თანამემამულეების გულსა და თვალს ახარებდა. იყო მეგობრული და კეთილიც. ყველას გვერდში ედგა გაჭირვების ჟამს, ირგვლივ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. ჰარმონია სუფევდა ტყეში..
თუმცა, არც მაშინ იყო მარადიული არაფერი და ერთ მშვენიერ დღესაც საფრთხე დაემუქრა ტყეს, მის ბინადართ. იქ ადამიანი გამოჩნდა. ადამიანი მონადირე.. ყოველი დღე ცრემლიანი თენდებოდა ტყეში. თითო ბინადარი აკლდებოდა ტყის მკვიდრთ. მონადირეს კი მხოლოდ ერთ სურვილი ჰქონდა, ხელში ჩაეგდო დათვი, რომლის სილამაზეზე უკვე ლეგენდები დადიოდა ადამინების სამყაროში.
ტყეში სევდამ დაისადგურა და სიბნელე ჩამოწვა.. დარდობდა დათვიც. მან გადაწყიტა თვითნ მოეძებნა მონადირე და თავი გაეწირა თავისი მოძმეებისთვის..
დიდ დროს არ გაუვლია, მონადირე და დათვი ერთმანეთს შეხვდნენ. მონადირეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მას ოცნება უსრულდებოდა, სახლში ნანატრი დათვის ტყავით უნდა დაბრუნებულიყო.. მან დაუმიზნა იარაღი მისკენ ლაღად მიმავალ მშვენიერ ცხოველს, რომელიც არ დრკებოდა და სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა.  მონადირე გაოცდა, მას ვერ წარმოედგინა ასე უბრალოდ და უშიშრად როგორ უნდა შეგებებოდა სიკვდილს.. თვალი გაუსწორა, შეხედა მეტყველ თვალებში და იქ წაიკითხა ბევრი რამ, რაც მას ბევრი ადამიანების  თვალებში გაუჭირდბოდა ამოეკითხა: იყო სიყვარული, მეგობრობა, თავდადება.. გამბედაობა და ბრძოლის სურვილი უსამართლობის წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა იგი ჩააფიქრა ბევრ რამეზე, მიხვდა, რომ სხვისი სიცოცხლის ხელყოფას არ მოაქვს ბედნიერება, ბედნიერებას მაშინ ეწევი, როცა გეყვარება (თუნდაც ცხოველები), როცა მზად იქნები იბრძოლო (თუნდაც უსამართლობის წინააღმდეგ) და როცა გვერზე ისეთი მეგობრები გეყოლება, როგორიც  ტყის ბინადართ დათვის სახით ყავდათ. მოხდა სასწაული, მონადირეს დათვი შეუყვარდა..
შეუყვარდა და დარჩა ტყეში.. ტყისა და მის ბინადართა მცველად..

აი ასე, ალბათ, მას შემდეგ შეიქმნა წითელი წიგნიც.. ჩვენ ადამიანებმა უნდა ვეცადოთ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთსაც.

08/10

No comments:

Post a Comment