Wednesday, October 20, 2010

პირველი ♥... ეს იყო ბაღში

ესე იგი, დავიწყებ იქიდან, რომ სახლში მოსულმა მაშინვე დავიწყე ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში რაღაც ჩანაწერების მოძებნა და ამასაობაში ძველ ალბომს გადავაწყდი. ალბომში ბაღის ფოტოებია სათუთად ჩაკრული (ჩემი საყვარელი დედიკო).. კინაღამ გადამავიწყდა რასაც ვეძებდი.. გამიტაცა ალბომის ალბათ მემილიონეჯერ დათვალიერებამ.. გადავედი ჩემს გარდასულ ბავშვობაში  (თუმცა, მე რომ მკითხოთ ისევ ბავშვი ვარ, დიდი ბავშვი) .
გამახსენდა ჩემი ბაღი..
მაშ ასე, წაიკითხავთ ამბავს იმაზე, თუ როგრო მიიყვანეს იგ ბაღში და რატომ გასტანა ძალიან ცოტა ხანს ბაღის ბავშვობამ.

* * *
უფროსი ბავშვი, გოგონა 4 წლის, უმცროსი, ასევე გოგონა, სულ რაღაც 2,5 წლის..
დედა ექიმი.. რამდენ ხანსაც შეძლო იყო სახლში და ბავშვებს უვლიდა. დამხმარე არავინ ჰყავდა.. ბებიასთან რატომღაც არ ტოვებდა ნანატრ შვილებს, ბავშვები ძალიან ცელქები და მავნეები იყვნენ და ბებიაც მგონი ერიდებოდა მათ დატოვებას სოფელში.
მამა გეოლოგი. დედაზე დაკავებული და შვილებს მონატრებული.
ბოლოს ასე გადაწყდა, უაღრესად განებივრებული იგ-ს ბაღში უკრეს თავი, ცოტა ხანში პატარაც მიაყოლეს..
აი ასე დაიწყო ბაღის ბავშვობა.  კიდევ კარგი ბაღი ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო... ძალიან კარგად მახსოვს, გამოვაცხადე, თუ ჩემი ბიძაშვილი მაგდაც ჩემთან ერთად ივლის, ვივლი-თქო, მაგრამ,  მაგდას დედა, ბიცოლაჩემი არაქართველია  და  გადაწყვიტა ბავშვი რუსულ ბაღში მიეყვანა, რომელიც ძალიან შორს იყო ჩვენი სახლიდან.
ძალიან ძნელად შევეგუე ბაღს, სულ ვტიროდი, ვერ მაწყნარებდნენ.. ამოვიჩემე ერთი მასწავლებელი, ნუნუკა და მხოლოდ მის კალთაში ვიჯექი ჩუმად..  ან ახალი სათამაშო უნდა მოეტანათ.. მოკლედ, მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, ნერვები მომეშლებოდა, მაგრამ ნანას გოგო ვიყავი, დედას მეგობრები თუ პაციენტები იყვნენ იქ და რავიცი, ძალიან მოთბონებოთ მეპყობოდნენ. ამასობაში ჩემი პატარა და თავს თავის სტიქიაში გრძნობდა.. არც კი იგრძნობოდა მის ჯგუფში თუ მისი სახით ბავშვი იყო.. თამაშობდა და იყო არაბუნებრივად წყნარად..
რადგან მივხვდი, რომ სხვა გზა არ იყო, დედა სახლში არ დამტოვებდა და მაინც ბაღში უნდა მევლო, შევეცადე ჩემი ბავშვური გონებით მეპოვა  ისეთი საინტერესო რამ, რაც ბაღში ყოფნას სახალისოს გახდიდა.. იმასაც მივხვდი, რომ იქ ვერ გავხდებოდი დედოფალი, როგორც სახლში ვიყავი და ბავშვებში "გავერიე".. გავერია და სწორედ ბაღში აღმოვაჩინე სინტერესო ადამიანი, ბიჭი ზურა წ. რით იყო ახლა საინტერესო: იყო ტანად ყველაზე დიდი, მსუქანა და "სქელა ზუროსაც" ეძახდნენ.. ის უკვე დამამთავრეელ ჯგუფში იყო. პოპულარობით სარგებლობდა მთელს ბაღში.. უკვე სიამოვნებით დავიწყე ბაღში სიარული, ვიპრანებოდი და ჩემს ყველაზე ლამაზ კაბების ჩამას ვთხოვდი დედას და ერთ მშვენიერ დღესაც გამოვაცხადე, რომ დიდების ჯგუფში მინდოდა სიარული და "ფეხები გავფშიკე" სანამ არ გადამიყვანეს დიდების ჯგუფში.. მე 4 წლის ვიყავი, ახალი ჯგუფის ბავშვები 5-6 წლისები იყვნენ.. თუმცა არ გამჭირვებია, დაქალი აქ უფრო მალე ვიშოვე, რუსო, რომელზეც მაბოდებდა.. და თან ზურას ჯგუფელიც ხომ გავხდიი =) ეს იყო მთავარი. წარმოიდგინეთ, პატარა სასაცილო რუსისტიპის  გოგონა,  ქერა თმებით, თეთრი, პატარა აპრეხილი ცხვირით, ჭორფლებით..  მაშინ ძალიან გამხდარი ვიყავი..  ტანზე მეცვა ფუშფუშა კაბები.. ჩუმად ვიპარავდა დედას სუნამოს და თითქმის აყროლებული დავდიოდა.. მანიკურებიც მქონდა, წითელი ხასხასა. ერთხელ დედას პომადა რომ ვერ ვიპოვე წითელი მანიკური ტუჩებზე გადავისვი.. კარგადაც დავისაჯე..
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემი საქმენი საგმირონია,  სქელა ზურო შემიყვარდა.. (მეცინება ახლა ამას რომ ვწერ)  მე კი შემიყვარდა, მაგრამ მან თითქმის ვერ შემამჩნია.. ფეხებში კი ვედებოდი სულ და იმას ამბობდა, შენი ტოლები მონახე იმათ ეთამაშეო.. მე მაინც "ბედს არ ვეგუებოდი" და გადავწყვიტე  რომ საახალწლო ზეიზე მივალ და ვეტყვი,  რომ ჩემი შეყვარებული გახდი-თქო (ვკვდები სიცილით)..
თქვენ გგონიათ ვერ შევასრულე ჩანაფიქრი.. კიი.. ზეიმზე სამი ფიფქია იყო, ერთი  რა თქმა მე ვიყავი.. აი ასე საზეიმოდ გამოწყობილი ფიფქიას ფორმაში მივედი.. დედამისი და დედაჩემი გვერდი-გვერდ ისხდნენ.. ზურიკო დედასთან იყო, მეც მივედი და ვუთხარი:
-"დედა, მე ზურიკო მიყვარს.. და შენ ბიჭო, არ გინდა ჩემი შეყვარებული იყო და მერე ერთად ვიაროთ ბაღში"-თქო..   ნანას თვალები გაუფართოვდა.. ამას კი აღარ მოელოდა.. ზურას დედა სიცილით მოკვდა.. ზურიკო კი ადგილს მოწყდა რუსოსკენ გაიქცა.. სახლში კარგად "წამიკითხეს ლექცია", რომ ეს არ იყო გოგონას ღირსეული საქციელი.
თუმცა დღევანდელი გადასახედიდან  მე ასე არ ვფიქრობ, მერე რა რომ ვთქვი, მე ის რაც ვთქვი გულწრფელი და წმინდა იყო. მე გაბედული ბავშვი გამოვდექი და ვაი იმას,ვისაც უყვარს და ვერ ამბობს.. ჯობია თქვა რისი თქმაც გინდა და გააკეთო, ის რაც გულით გინდა და გულწრფელია ეს ყველაფერი.. არა?

 * * *
გავიდა დრო.. მოვიდა გაზაფხული.. თუმცა ზურიკოს იგ არ შეჰყვარებია, იმიტომ რომ მას რუსო უყვარდა. ნუ ეს მერე გავიგე, უკვე სკოლაში.. ბაღში ინფექციური დაავადება, ბოტკინი გავრცელდა და შემხვდა.. უკვე 5 წლის ვიყავი და მეტჯერ ბაღში აღარ წავსულვარ არც მე და არც ჩემი და. ირმა კი გადარჩა ბოტკინს, მას არ შეხვედრია..
მიუხედავად იმისა, რომ კრახით დასრულდა ჩემი პირველი   ♥ , მაინც კარგად მახსენდება და იმდენს ვიცინი, ცუდად ვხდები.
და კიდევ,  სწოერდ იმ სკოლაში მიმიყვანეს (უკვე დიდი რომ გავხდი, სასკოლე ასაკის), სადაც ზურა დადიოდა.. ჩენი კლასები ამჯერადაც გვერდი-გვერდ იყო,მე ზურა აღარ მიყვარდა, არავინ არ მიყვარდა. ამ დროს უკვე წიგნები შევამჩნიე.. ერთ წელიწადში საგრძნობლად გავიზარდე  და როგორც ამბობენ, ასაკის  კვალობაზე მეტადაც განვითარებული ვყოფილვარ..
აი ასე, პირველი ♥... ეს იყო ბაღში


2010 წელი, ოქტომბერი

1 comment:

  1. ფოტოების ატვირთვა კი მინდოდა, მარა სამწუხაროდ ტექნიკური შეფერხებაა ბლოგზე და არ იტვირთება =(
    უფრო სახალისო აღსაქმელი იქნებოდა ეს ამბავი :D

    ReplyDelete