Monday, September 26, 2011

ვაი, რომ დამღალა..

მართლაც რონ დამღალა ამ დროის სიყრუემ, 
სიცრუემ, ღალატმა და დროის სიჩქარემ,
მინდა რომ გიცნობდე და გრძნობდე მიწაზე, 
თვალებში მიყურებ და ვეღარ მიწამე? 

ფიქრები უძირო, შავი და ბნელია, 
შორით, გადაღმა უკვალოდ მიტაცებს, 
იმედი შენი თვალების ფერია?
გზას გამინათებს ან თუ მინატრებს?

ვაი, რომ დამღალა ამდენმა რბოლამ და 
მათვარეც შევერცხლილი სინანულს დამათოვს, 
ყველა მელოდიას ბგერა არევია, 
და ყველა გენიოსი ამ ღამეს დარაჯობს.

 თურმე გაწყვეტილა სინდისის ძაფი და 
მე რას ველოდები, გაღმა სჯობს.. 
ფერები მუქია, შენ სხვებში გერევი,
მენატრები და ოცნებად  ვბერდები.. 




იგ
27/09
01:52 

ჩემი იდუმალი თანამგზავრი ხარ..

გავიდა დღე, არა ერთი, 
დრო მიაქვს წლებს, თვეებს,
დილით ყოველთვის ამოვა მზე, 
მაინც ვიპოვი მე ჩემს ნატვრის ხეს..

ვგრძნობ შენს შორეულ ნაკვალევს,
გაფიცებ ფიქრებს, ნაწამებს.. 
ოქროს ძაფებით შემიკრავ ნაწნავებს?

ჩემი იდუმალი თანამგზავრი ხარ, 
სულ რომ თან დამდევ და სულ მაოცებ,
ერთხელ იქნება მართლა გაკოცებ.. 
მერე რას იზამ,  არ გამაოცებ?!

ჩემი იდუმალი თანამგზავრი ხარ... 



იგ 
27/09
0:44 


 

Tuesday, September 20, 2011

15/09/2011


ცის ლურჯ ტატნობზე მოფარფატე თოლიას ვგავარ,
თავი ტალღებზე მოტივტივე ნავიც მგონია,
უკიდეგანო სივრცეშიაც რად მტოვებ ა რ ა-დ,
ჩემი ოცნება მე შავ ზღვაში დავტოვე მარად.. 


პ.ს. ეს სტროფი ჩემი მუზების ბოლო ამოფრქვევა იყო ურეკში დასვენების პერიოდში=) 

იგ 

19:19
ურეკი

Monday, September 19, 2011

სულაც არაფერს .. :)


ფიქრს მინდა გავექცე, არაფრის მომცემია,
ქვიშაზე დავეცე, ზღვის ტალღა მომხდენია...
იქ შევალ, სადაც რომ დიდი მორევია,
სიმარტოვეც ვერ მომერია.. 

მითხარი, 
 შენ მზეზე მწველად რად ანათებ?
მე წავალ და მოგწერ ბარათებს,
სამყაროს სხვა თვალით განახებ..
 რას ვფიქრობ?  სულაც არაფერს..  
მე სულ სიყვარული მამართლებს .. 

ურეკი,  საქართველო
2011 წ. 



 

Sunday, September 18, 2011

შავი ზღვის აჩრდილი

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შვებულების ტკბილი დღეები დაიწყო. ოჯახს მონატრებული ვიყავი, რადგან იშვიათი სტუმარი გახლავართ სახლში. დასვენება კი ერთად გადავწყვიტეთ ზღვაზე. თითქოს ზღვის ტალღების ძალა მინდოდა გადამდებოდა, მინდოდა ჩემთვის ვინმეს მოევლო, უფრო სწორად დედას, ეზრუნა ჩემზე  და ისე ახლოს ყოფილიყო, როგორც ბავშვობაში იყო ერთ დროს...
შემოდგომის პირი იყო, მაგრამ მზე მაინც ამაყად დასცქეროდა შავი ზღვის სანაპიროს. ზღვი პირა სახლში გავჩერდით, რამდენიმე მეტრის გავლა იყო საჭირო და უკვე ზღვაზე ვიყავი. ტალღების ხმა კი გულს მიჩქარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთად ვიყავით, მე მაინც დროდადრო ფიქრებში გარინდებული, შორს სადღაც წასული მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან. 
იმ დღეს კი საოცარი წვიმა დასცხო. თითქოს ერთიანად გახსნილიყო ცის თაღი და ვიღაცას დიდი ბიდონებით წყალი გადმოესხას. უცნაურად ვგრძნობდი თავს და ამინდი შესაფერისი იყო ჩემი სულიერი მდგომარეობისა. თითქოს დავმშვიდდი, სული მოვითქვი...
აზვირთებული ტალღებს ერთი ამბავი გაჰქონდა. მარტო გავეშურე ნაწვიმარი ზღვის სანახავად. შემაღლებულ სველ ქვიშაზე მოვიკეცე და აღელვებულ ზღვას ჩავაშტერდი. 
ბინდდებოდა.. იქ, სადაც მე ვიჯექი კარგად ჩანდა გარემო.. ნაპირი და ბინდი კი ნელ-ნელა ერწყმოდა ერთმანეთს და ზღვას. აქაფებული ტალღები განმგმირავი ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს. თვალი გამიშტერდა და შორს სივრცეში მოციმციმე სინათლე დავაფიქსირე. დიდხანს ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო, თან თვალს ვერ ვაშორებდი.. "ნუთუ ნავია? რომელი ჭკვიანი შემოსულა ასეთ ამინდში.." ან შეიძლება მეთევზეთა კატერია, ან სანაპირო დაცვა.."- ვფიქრობდი ჩემთვის და უცებ გონებში წარმოსახვა გაჩნდა: "ხომ შეიძლება ვინმე მეთევზე იყოს, წყლის შვილი, უცხო გაბედული და მამაცი.." ფანტაზიას  ფრთა გაეხსნა, ჩავიძირე ფიქრში და ავიტაცე იდეა უცხო, მამაცი მეთევზისა,  გაბედულად რომ მოაპობდა ადიდებულ ტალღებს. მჯეროდა, რომ სწორედ ის იყო.. სანახევროდ დახუჭული თვალებით მაინც შევცქეორდი ერთ წერტილს ზღვაში და რაღაც დაუჯერებელ ამბავზე ფიქრს ვაგრძელებდი. ნავის მსგავსი ხისგან შეკრული მოცურავე ელემენტი კი  აღმოსავლეთიდან  ნაპირისკენ მოძრაობდა, აზვირთებულ ტალღებს მოჰქონდათ. დროდადრო გაიელვებდა ხოლმე და სინათლეზე გავარჩიე უცნობის გარუჯული და  დაკუნთული სხეული, ქერა,  შუბლზედ ჩამოშლილი კულულები და ზღვასავით ლურჯი თვალები..  მეთევზედ მონათლული ჭაბუკი მედგრად ებრძვოდა ტალღებს, არ ნებდებოდა ზღვას. გული მიგრძნობდა  ზღვაც არ გაიმეტებდა მას დასაღუპად. .. უცებ მჯდომარე წავბარბაცდი და თვალთახედვიდან გაქრა უცნობიც.. თითქოს წყლის ბნელეთმა ჩაახვია და ჩაყლაპა.. შევკრთი, არ მინდოდა დაღუპულიყო..მინდოდა ნაპირამდე გამოეღწია, სამშვიდობოს დამეგულებინა და თუნდაც უჩუმრად გავცლოდი. 
დაისის უკანასკნელი წუთები სიკვდილის მოლოდინით გარინდულიყო. სასოწარკვეთილი შევცქეროდი გაავებულ ზღვას და ამ დროს კვლავ გამოჩნდა ნავი და მასზე ჩემი ფანტაზიის მიერ გამოჭედილი ჭაბუკი, თვალს ვერ ვწყვეტდი.. მას უდარდელი სახე ჰქონდა, მოსჭარბებოდა სილაღე და დამცინავი ღიმილი დროდადრო სერავდა მის სახეს. 
მეთევზე ზღვისფერი თვალებით სულ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, მაგრამ უკუნეთი სიბნელე ჩრდილავდა მას და შორს ჩემსავე გონებაში აბრუნებდა. 
მთელ საათზე მეტი გასულიყო ამასობაში. ტანში აუტანელმა სიცივემ დამირბინა და ჩემს ოთახში დავბრუნდი იმ იმედით, რომ მეორე დილით დარი იქნებოდა. 




12/09/2011 
ურეკი, საქართველო.