Wednesday, December 29, 2010

მე- ირინა გორაშვილი, გილოცავთ ახალ 2011 წელს!

დღეს 2010 წლის 30 დეკემბერია, ახალ წლამდე დარჩენილია სულ რაღაც ორ დღემდე..
ამ ღამეს კი წლის ბოლო პოსტი ( ასე ვთქვათ რეზიუმე ძველი წლისა) ცხვება ჩემს ბლოგზე.
2010 წელი ვეფხვის წელი იყო (ნუ ჯერ კიდევ არის).. რადგან ვეფხვის წელი ჩემი წელია, მეგონა მართლა "ჩემი" წელი იქნებოდა... მაგრამ ეს დიდი ცხოვრებისეული გამოცდების წელი იყო.. ასე თუ ისე ჩავაბარე (ან ჯერ კიდე არ ჩამიბარებია..)


ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, შედარებით სტაბილური წელი იყო, მდგრადი განვითარებისა კი რა მოგახსენოთ.. თუმცა ძვრები შეინიშნებ(ოდ)ა, ეს კი მახარებს.. არ მინდა ნეგატიური პროგნოზები გავაკეთო და დიდი იმედი მაქვს, რომ  ეკონომიკური კრიზისის კვალი აღარ დარჩება და ახალი წლის დასაწყისშივე დაძლეულ იქნება ყველა ხარვეზი (ამინ).. და კიდევ ალაბთ ისიც უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი ქვეყანა 2010 წელს Moody's საკრედიტო რეიტინგის მიხედვით ქვეყანა BB- ზღვარს დაუბრუნდა, რომელშიც 2008 წლის რუსეთთან ომამდე და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე იმყოფებოდა. და შეგახსენებთ, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორად და ყველაზე ნაკლებ კორუფციულ ქვეყნად დასახელდა. რავიცი, რავიცი... მინდა, რომ მართლაც ასე იყოს... ჰოო, მინდა, რომ მზე ივერიის გაბრწყინების ამოვიდეს..


და რადგან ღვთის წყალობით მამა უკეთ არის.. და ოჯახში სიმიშვიდემ დაისადგურა, ისღა დამრჩენია იმ უცნაურ მჩხვლეტავ მცენარეს (კაქტუსს) მოვუარო, რომელიც ჩემში აღმოცენდასავით და არ ვიცი რა ვუყო... =) ვისწავლო, ვიმუშავო და 2011 წელს დასახული მიზნების განხორცილებისთვის ვიბრძოლო.. 


ამასობაში, შუაღამის 02:55-ია და თბილ ქალაქში ყველაფერი  (ვითომ ყველაფერი?) რიგზეა...


დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას, დიდსა თუ პატარას, ამიერს და იმიერს.. დაე, ახალი წელი ახალი იმედისა და რწმენის, დიდი გამრჯვებისა და     წარმატებების დასაწყისი ყოფილიყოს! 
ღმერთს ებარებოდეს თითოელი ჩვენგანი და საქართველო!





იგ, დეკემბერი 2010






  

Thursday, December 23, 2010

რატომ(ღაც) შორს

მიწასთან არა
 ზეცისგან შორს..
მინდა იცოდე
 არაფერს გთხოვ..
 ამ ზამთარს თოვლის
ფიფქები არა,
სევდის ფანტელები
დამათოვს..

მიწასთან არა,
ზეცისგან შორს..
ალბათ მაგიტო
არავინ არ მინდობს..

*
რატომ(ღაც) გინდა,
შორს იყო,
გული სხვებთან გაიყო..
მე რა ვქნა, თუ ისევ
ამ გულში მყავხარ?!




იგ, 2010 დეკემბერი




ძველი ახლად

ეს ლექსი დაიწერა 2006 წელს.. არანაირად არ ჯდება წინა საახალწლო ფორმატში, არანაირად არ აგიმაღლებთ განწყობას.. რადგან არის ძალიან ლირიული სატირა..
ალბათ ეს რომ დავწერე, მაშინაც რაღაცამ ან ვიღაცამ მეც მატირა.. არ მახსოვს, წლები გავიდა და დრომ და ჟამმა გააქრო მოგონებანი, ან საკუთარი თავის დაცვის სისტემამ სადღაც გონების მიკუნჭულ კუთხეში მიმალა. ლექსი კი დარჩა, რადგან ფურცელზე დავიტანე რითმებად მაშინდელი გუნება-განწყობა..
ლექსი ასე ჟღერს, ახლა ჩემი გულის ძგერა მე ყელში მცემს.. 

 * * *
როდესაც გინდა, ყველას უთხრა შენი სათქმელი,
დარდიან გულსაც სიხარული მოსწყურებია,
სწორედ იმ წუთას გაგებნევა აზრთა ნარევი,
სევდა მოგწამლავს, ფრთას შეიბამს კაეშანია..
ცრემლმორეული მოვიხედავ, მაგრამ ვაი, რომ
სიმარტოვე და ბოროტება შემეფეთება,
ნეტავ რა უნდათ, რისთვის მსდევენ ასე უწყალოდ,
მე ხომ ამ ქვეყნად სიძულვილის არ გამგებია..
გავა დრო, გავა, აბა როგორ იქნება?!
იქნებ ჟამთა სვლამ დამიამოს სულის იარა,
იქნებ ვიპოვო დასაყრდენი, იქნება -არა,
ამ სიმარტოვემ ჩემთან ერთად დიდხანს იარა....

იგ, 2006 წელი

Friday, December 17, 2010

საახალწლო სიზმარი

ახალი წლის მოლოდინში გამოცოცხლდა ქალაქი თუ  სოფელი, დიდი,  და პატარებზე აღარ მაქვს საუბარი. ახალი წელი ყველაზე უფრო მეტად მათ უხარიათ მგონი.  ჩინური კალენდრის მიხედვით კურდღლის წელი მოდის. რაღაცნაირად საზეიმო განწყობა სუფევს გარშემო.. მასაც უხაროდა და ერთი სული ჰქონდა სამსახურიდან როდის გამოვიდოდა, რომ საზეიმოდ განათებულ ქუჩებში გაესეირნა. 
"ამ წელს ბუნება საჩუქრის გაკეთებას მგონი არ უპირებს ქალაქელებს, ისეთი ამინდებია, მალე ხეები კვირტებს გამოიტანს.. " - თავისთვის ფიქრობდა და ფაილებს ხურავდა კომპიუტერში. ოთახში მარტო იყო, ყველა წავიდ-წამოვიდა, მხოლოდ დაცვის ბიჭების და მუდმივად ხალისიანი,  მომღიმარი დამლაგებლის ფუსფუსის ხმა-ღა ისმოდა.. უნდოდა საქმე მალე მოეთავებინა, რადგან საახალწლო გეგმებს აწყობდა და ქალაქისგან შორს იქნებოდა.. საჩუქარიც საყიდი ჰქონდა, უფრო სწორად საჩუქრები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი "სეკრეტ სანტას" საჩუქარი იყო. აა, გაინტერესებთ რა არის ეს "სეკრეტ სანტა"? მის სამახურში მეორე წელია ტრადიცია დამკვიდრდა, დეკემებრის მეორე კვირას,  სანტას ქუდში თანამშრომლები თავიაანთ სახელებს და გვარებს ყრიან, ვინც ამოგივა, მისი სახელი საიდუმლოდ უნდა შეინახო და 31/12-ში სამსახურის ნაძვის ხის ქვეშ ჩუმად დაუტოვო მისთვის განკუთვნილი საჩუქარი, შემდეგ უნდა ამოიცნოს ყველამ ვინ იყო მისი საიდუმლო თოვლის ბაბუა და დამერწმუნეთ, საკმაოდ ხალისლიანია..მაგრამ ამ წესლაც მგონი ვერ დაესწრება, წინა წელს მივლინება ჰქონდა.. წელს სხვა გეგმები აქვს..  სწორედ ამაზე ფიქრობდა და უნდოდა რამე ორიგინალური და სამახსოვრო საჩუქარი გაეკეთებინა.. მერე რა რომ თვითონ არ იქნებოდა 31/12-ში, როგორც სეკრეტ სანტას, საჩუქარი უნდა დაეტოვებინა მისი ადრესატისთვის.. გათიშა კომპიუტერი, სწრაფად ჩაიცვა დუტის "კურტკა", შუქი ჩააქრო და კარი გამოიხურა.. 
გარეთ არც კი ციოდა, მაგრამ ინსტიქტურად ცხვირი ჩამალა კურდღლის ბეწვის საყელოში, თმები გაიშალა და "კურტკაში" ჩაიკეცა .. რამდენმე ხანს არ იძვროდა.. მოუსვენრად დასცქეროდა ტელეფონს..თითქოს ზარს/შეტყობინებას ელოდა.. კი ელოდა,მაგრამ არავინ რეკავდა, არავინ იწერებოდა.. "მოდი, ერთხელ კიდევ მივწერ და მეტჯერ აღარ, დედას გეფიცები.."-თან იფიცებოდა გულში თავისთვის .. სწრაფად და არასწორად კრეფავდა ტექსტს:"რას ფიქრობ, არა? რატომ არაფერს მწერ? მიიღე შემი მეილი? კარგი, მაშინ.. მე წავალ და ავიღებ ბილეთს..მაგრამ არა პარიზში, იაპონიაში მივდივარ, ტოკიოში.. არ ვიცი აქ რატო ალბათ იმიტო რო უფრო მალე (29/12) დგება ახალი წელი და მინდ რო მალე დამთავრდეს ძველი წელი.." > massage sent > delivery report..

ფეხით დაეშვა გამზირზე.. არ მოსული პასუხის მოლოდინში მაღაზიები შემოიარა, რისი ყიდვაც უნდოდა იყიდა და კმაყოფილი იყო შერჩეული საჩუქრით.. იმედი ჰქონდა მოუწონებდბენ.. ამასობაში გავიდა კარგა ხანი, ვიღაცას გაახსენდა და ესემეს-ის ხმა გაიგო.. ჰოო, გაახსენდათ: "ჯობია შენ წახვიდე :).." და მეტი არაფერი.. გული კი შეეკუმშა, მაგრამ სიამაყემ სძლია, პასუხზე აღარც უფიქრია, ფეხით გაუყვა ტურისტული სააგენტოსკენ, რომელიც გვიანობამდე მისი გულისთვის ჯერ კიდევ მუშაობდა..ყველაფერი მალე მოუგვარეს
.. პასპორტი, ბილეთი, პატარა ჩანთა ხელში.. ისევ ცხვირი ჰქონდა  ჩაყოფილი "კურტკაში", რეგისტრაცია გაიარა აეროპორტში..
"შვილო, კეთილი მგზავრობა.. ოჰ, რა შენი ნათქვამა ხარ დედა გენაცვალოს.. არ გერჩია სახლში ყოფილიყავი ახალ  წელს, სად მიდიხარ მარტო"- დედ-მამა აცილებდა..დედა ლოცავდა, ტუქსავდა, ჭკუაზე არიგებდა, როგორც ყოველთვის: "შენ ზარი გამოუშვი ხოლმე გზიდანაც, როგორც კი შეძლებ, მამა დაგირეკავს, ჭამე საჭმელი.. არ გაცივდე, თბილად გეცვას, რაც გითხარი არ დაგავიწყდეს და მასე მხრებში მოხრილი ნუ ივლი.."-აღარ ჩერდებოდა. 
მამა: " ჰო შვილო, შენ იცი, რახან ასე გინდა, წადი.."-ძალიან კი არ უნდოდა, რომ მიდიოდა, ვერ გაეგო სად და რატომ გარბოდა.. მაგრამ ისეთი გაბრწყინებული სახე ჰქონდა, რას დაუშლიდა..  
და წავიდა, გაფრინდა იაპონიაში, მგონი ჰაერში იყო ჯერ კიდევ ახლმა წელმა რომ მოუსწრო იაპონური კალენდრის მიხედვით.. 
2011 წელი ტოკიოში უკვე გათენებული დახვდა.. მრავალ საათიანი ფრენით დაღლილი მაინც გახარებული იყო.. რაღაცნაირ სიხარულს, ბავშვურ სილაღეს და სიცოცხლის სიყვარულს გრძნობდა.. იყო უცხო ქვეყანაში, საახალწლოდ მორთულ-მოკაზმულ უცხო ქალაქის ქუჩებში შინაურივით დააბიჯებდა.. 
იყო მარტო და იყო ბედნიერი...


* * * 
ტელეფონი გაბმით რეკავდა.. ვიღაც გამწარებული იყო მგონი.. "გოგო, 

გაიღვიძე, რა მოგივიდა.. " არ უნდოდა გაღვიძება.. რადგან ძილში უფრო კარგად გრძნობდა თავს.. ძალიან თან.. თვალი რომ გაახილა, თავის საძინებელში იყო, თავის ქალაქში.. იმდენად კარგი სიზმარი ნახა, რომ სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.. ტელეფონს რომ უპასუხა, ბარბარობა მიულოცეს.. "უი, ბარბაობა დილა გათენდა.. სამსახ მაგვიანდება.. აუფ! მე კიდევ ტოკიოში დავსეირნობ, მაგრამ რა კარგი სიზმარი იყო, თითქოს ცხადში იყო თან ყველაფერი.." საახალწლოდ სიზმრებიც რა უცნარად სასიამოვნო ხდება. 
სამსახურისკენ ხალისიანად მიაბიჯებდა, სიზმრიდან გამოყოლილ გრძნობას მთლიანად დაეპყრო და ხვდებოდა, მალე, ძალიან მალე მისთვის სასიამოვნო სიახლეს შეიტყობდა..

იგ, დეკემბერი 2010 


  

Thursday, December 16, 2010

რაც არ უნდა მოხდეს (ძილის წინ დაწერილი)

რაც არ უნდა მოხდეს,
ამარიდო მზერა,
მეყვარები ისევ
როგორც ისე,  ჯერ არს..

აფეთქდება როგორც
ზამთრის ხეზე კვირტი,
ღიმილს შენს სახეზე
დიდხანს დავაკვირდი..

და რაც არ უნდა ითქვას,
ვინც არ უნდა (გა)მკიცხოს,
გიპასუხებთ "კის"
რაც არ უნდა მკითხოთ..

გიპასუხებთ "არას"
თუ მეტყვით, რომ კმარა..
თოვს და ისევ თოვლში
 სახე დამემალა..

რაც არ უნდა მოხდეს,
სადაც უნდა ვიყო,
ვიტყვი ალბათ ასე
რომ ამბავი ჩემი
ერთი ზღაპარ იყო..

იგ, დეკემბერი 2010

"ოცნებები (ა)სრულდება" 2

მჯერა და მწამს
სწორედ ამ წამს,
მე ვხედავ კვლავ
თქვენს ნათელ გზას,
უღრუბლო ცას,
მესმის ძველებურად
კისკისა ხმა..
და მერე რა
თუ თქვენ ხართ მანდ.. 
თქვენ ჩვენთან -
ჩვენ თქვენთან
მომავლის დიდი იმედით ვართ .. =)

იგ, დეკემბერი 2010







"ოცნებები (ა)სრულდება"

ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მათ უნდათ, მაგრამ ოცნებები ახდება თუ გულით ვინატრებთ, ინატრებენ და გარშემო მყოფი ადამიანები გულგრილნი არ იქნებიან.. მიუხედავად მათი/ჩვენი მრავალი ყოველდღიური პრობლემებისა...

*
"როგორც მოგვიანებით შეიტყო, ბავშვთა სახლში სულ პატარა მოუყვანია მშობელს.. ახლა ვფიქრობდა, ნეტავ რატომ? ხელმოკლეობის  გამო თუ საერთოდ არ უნდოდა  მისი დაბადება.. ის კი  მაინც უნახავ და უცნობ დედას ფიცულობდა, ლოცულობდა და  ოცნებობდა მის ნახვაზე.. და უნდოდა თვითონაც დედა გამოსულიყო.. "- ასეთი კიდევ მრავალია, ეს რეალობაა.

*
"რომ დაიბადა ზამთარი იყო, საშინელი სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა თურმე.. დედა -მისი  ძალიან ახალგაზრდა იყო, ყველამ ზურგი აქცია და პირმშო თავისი ხელით მიიყვანა ბავშვთა სახლში.. სახლის წინ კალათი დატოვა ბავშვით.. ძალიან ეძნელებოდა, ცხელი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან და ბავშის ღაწვს დამწვლის კვალი დაატყო..ეს დარჩა სამახსოვროდ დედისგან.. ამ დღის მერე მის შვილს უპატორონო ბავშვი დაერქვა.. დედა-მისი ხომ წავიდა.."-არც ეს შემთხვევაა ერთი და ორი.. უფრო მეტია..

*
"არა, მე არ მიმატოვეს, მე დედა და მამა მაკითხავენ.. უბრალოდ აქ (ბავშვთა სახლში) იმიტომ ვართ მე და ჩემი და-ძმანი, რომ ძალიან გაგვიჭირდა.. სახლი გაყიდეს მშობლებმა რომ დიდი ვალი გადაეხადთ.. უსახლკაროდ დავრჩით და დედამ და მამამ ამჯობინეს აქ მოვეკვანეთ, რომ ქუჩაში არ გვეწანწალა.." -მათ სჯერათ, რომ შეძლებენ და ერთად იქნება მთელი ოჯახი.. 
  
*
მავანნი იმიტომ გახდნენ ბავშვთა სახლის მცხოვრებნი, რომ გარდაეცვალათ დედ-მამა და აღარ დარჩათ არავინ სხვა.. ან/და ავადმყოფობის გამო აღარ შეუძლიათ მათზე მზრუნველობა..
ზოგი მათივე ბედის უცნაურმა განგებამ ნაგავსაყრელზე გადასაგდებად გაამეტებინა  მშობელს.. 
რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები მოკლებულნი არიან დედის სითბოს და სიყვარულს, ოჯახურ მყუდროებას.. 
რამდენჯერ მათ თვალზე ცრემლი დამინახია, როცა ხელი-ხელ ჩაკიდებული მშობლები და შვილები დაუნახიათ ქუჩაში, ტელევიზორში.. 
ისე არავის, როგორც ამ ბავშვებს სჭირდებათ გვერდში დგომა, რომ არ იგრძნონ თავი  დაჩაგრულად, გაიზარდონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და რეალიზებული ადამიანები გამოვიდნენ მომავალში.. 
მივესალმები ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მათ სასიკეთოდ იქნება მიმართული.. მიხარია, რომ ჩემი სამსახური (ალდაგი ბისიაი) ამ კეთილ საქმეშია ჩართული და ვულამაზებთ მათ ერთ დღეს.. ნეტავ, პირადად მე შემეძლოს მათთვის ყველა სურვილის ასრულება.. 
ყველას, სულ ყველას გთხოვთ, ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას. წარმოიდგინეთ? რა იგრძენით? მწარეა ხომ? მე პირდაპირ გული დამეთუთქა.. ხომ გაგიჩნდათ სურვილი მეოცნებე ბავშვების გვერდით იყოთ? 
და თუ კი, ერთად დავეხმაროთ მათ ოცნებების ასრულებაში.. ძალა ერთობაშია.. და რასაც გავცემთ, სწორედაც რომ ეგ არის ჩვენი, ჩვენი სიკეთე, დროთა განმავლობაში გარდაქმნილი  ფასეულობად. 

იგ, დეკემბერი 2010

  

Wednesday, December 15, 2010

საახალწლოდ დამემართა ლექსი...


საახაწლო ფერები 
ისევ შორიდან თუ მოგეფერები,
მგონია რაღაც ამბავი ამცდა,
ჩემი მატარებელი კიდევ თუ გამცდა?!

***
დღე არის თუ ღამე,
მზე ანათებს 
თუ დაგვნათის  მთვარე,
სიზმარში თუ ცხადში,
 შენს სახეს ვხატავდი..
ლექსს ვწერდი,
გეძებდი
რითმაში, ბგერებში...
შენ ისევ ვერაფერს
ვერ ხვდები...
მე კვლავ ჩემს ლექსებს ვჯერდები!!

 * * * 
საახალწლოდ დამემართა ლექსი, 
დეკემბერის მიილია კვირა, 
არაფერი არ მიგვრძვნია ისე, 
როგორც ახლა შენი ნახვა "მშია".. 
ვითვლი წუთებს, წამებს, ღამეს
არაფერი ისე არ მვნებს,
როგორც უშენობა და 
 არაფერი ნუგეშობა.. =)

იგ, დეკემბერი 2010 











Sunday, December 12, 2010

საახალწლო ზღაპარი



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? ამბავი, რომელსაც მე, ანუ თქვენი მეზღაპრე  გიამბობთ ერთი დაბურული ტყიდან დაიწყო. ზამთარი იყო. მხოლოდ თოვლის თეთრი საფარი ანათებდა იქაურობას. თოვლით დახუნძლული ნაძვები წელში მოხრილიყვნენ.. ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა, არადა ტყეში ყველაზე თბილი, მხიარული  და საყვარელი არსებები, მფრინავი ირმები ბინადრობდნენ.. რაღაცაში იყო საქმე..  არ დაგავიწყდეთ ახალი წელი ახლოვდებოდა, რამდენიმე საათიღა იყო დარჩენილი.. არსად ჩანდნენ ირმები, შვლები და მათი ნუკრები, რომლებიც თოვლის ბაბუას  უნდა დახმარებოდნენ მრვალთა სურვილების ასრულებაში. 
თოვლის ბაბუას სასახლეში კი ამ დროს დიდი სამზადისი იყო გაჩაღებული.. ჯადოსნურ ფერებში ელვარებდა ირგვლივ ყველაფერი, პატარების და არა მარტო მათ დასახვედრად ემზადებოდა მთელი დრიმლენდი, საჩუქრებით დატვირთული მარხილები კი ირმებს ელოდებოდა.. 
ახალი 2011 წლის მოსლვას საფრთხე დაემუქრა.. თოვლის ბაბუამ შეტყობინება მიიღო, რომლიც იუწყებოდა, რომ დედამიწაზე ახალი წლის და მის წინააღმდეგ 
ბოღმით სავსე ადამიანებს შეეკრათ პირი.. ირმები დაეპატიმრებინათ და ახალი წლის სასწაულების არ არსებობას ქადაგებდნენ.. შეშფოთდა დრიმლენდი.. თოვლის ბაბუას თვალწინ წარმოუდგა მილიონობით პატარა თუ დიდი, რომლებიც ოცნებით სავსე იმედიანი თვალებით ელოდებოდა ახალი წლის მობრძენაბას და მის ჯადოსნურ საჩუქარს.. 
სასახლის კარზე დამუნჯდა ყველა.. დრო ძალიან ცოტა რჩებოდა და არავინ არაფერს ამბობდა თუ რა უნდა მოემოქმედათ.. უცებ, სად იყო და სად არა, დრიმლენდის ყველაზე პაწია და მცივანა არსება მოტყაპუნდა თოვლის ბაბუას სავარძელთან.. ეს ბაჭია გახლდათ, ირისი. უბრალო ბაჭია არ იყო, მასაც შეეძლო ფრენა.

"-მე წავალ დედამიწაზე, მე წავალ იმ ტყეში სადაც ბორტომა ადამიანებმა მფრინავი ირმები დააპატიმრეს.. მე გავათავისუფლებ მათ და გადავარჩენ ახალ წელს..სულ არ მეშინია არაფრის.. "
თოვლის ბაბუას გაეღიმა, მიეფერა სასახლის ყველაზე საყვარელ ბინადარს: "-დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? დრო არ ითბენს.. რადგან შენს გარდა ვერავინ გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა, მე გაძლეც უფლებას, რომ დედამიწაზე გაფრინდე.."
ბევრი აღარ უფიქრია ირისს და მფრინავი ირმების საშველად გაფრინდა.. არ უფიქრია იმაზე, რომ დაბურულ ტყეში დიდი და ცივი ზამთარი იყო, სადაც თოვლის საფარი რამდენიმე მეტრსაც კი აღწევდა.. დაავიწყდა სიცივე, ის მასავით პატარა და მეოცნებე ბავშვებსა და უკვე ზრდასრულ მეოცნებე ადამიანებზე ზრუნავდა. უნდოდა მათთვის ბედნიერი ახალი წელი მოსულიყო, მათაც ისე გაეხარათ, როგორი ბედნიერიც თვითინ იყო დრიმლენდში და თოვლის ბაბუას საჩუქრებით აეხდინათ სურვილები.
 ქარი კი ავად ზუზუნებდა დედამიწაზე.. თოვლიანი ქარბუქი ამოვარდა.. თვალებს თოვლით უვსებდა ბაჭიას და უძნელდებოდა გზის გაკაფვა სიბნელეში.. ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ძალა ეცლებოდა.. ის-ის იყო გაიფიქრა ვვარდებიო, უცნაური სითბო იგრძნო.. ის მარტო არ იყო, მის გვერდით მეფე ლომის ერთადერთი შთამომვალი და ირისის მეგობარი სიმბა გამოჩნდა... გამოცოცხლდა პატარა ბაჭია, ის მარტო არ იყო, მის გვერდით მისი ძლიერი მეგობარი იყო ..სიმბამ და ირისმა ერთად დაძლიეს წინააღმდეგობა და დამწყვდეულ ირმებამდე მიაღწიეს..  მათ მოახერხეს მფრინავი ირმების გათავისუფლება, რომლებიც მაშინვე ზეცაში აიჭრნენ და თოვლის ბაბუას სასახლეს  მიაშურეს.. 
გაიხარა დრიმლენდმა... 12-ს წუთები აკლდა.. თოვლის ბაბუამ ირმები მარხილში შეაბა და დაიძრა ახალ წელთან ერთად დედამიწაზე. 

დედამიწაზე ახალი წელი დადგა, თოვლის ბაბუამ ყველა მეოცნებე პატარას და დიდს აუსრულა საახალწლო ნატვრა.. დაბურული ტყეც განათდა, მფრინავი ირმები თავიაანთ სახლებს დაუბრუნდნენ, ციყვუნიები, ოპუსუმები და ამ თოვლსა და სიცივეში ჭიამაიებიც კი გამოჩნდნენ.. დედამიწაზე ახალმა წელმა იმდენი სიხარული და ბედნიერება მოიტანა, რონ ბოღმით სავსე ადამინებს თავიაანთი საქციელის შერცხვათ.. პატიება სთხოვეს თოვლის ბაბუას..და რა თქმა უნდა მან აპატია..მათ თავისი ჯადოსნური კვერთხით გონება გაუნათა და დაანახა, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოიქცნენ ეგოისტურად, არ უნდა დაიბოღმონ  სხვებზე, თუკი მათ რაღაც არ გამოსდით ისე, როგორც უნდათ.. 
არ გეგონოთ, რომ ვინმეს დაავიწყდა პატარა ბაჭია ირისი, რადგან მან გაბედა და  ახალი წლი გადაარჩინა, თოვლის ბაბუის და ახალი წლის მმართველის ბრძანებით მისი სახელობის, ანუ კურდღლის წელი დადგა. 
და გაინტერესებთ სად წავიდნენ სიმბა და ირისი მას შემდეგ რაც ახალი წელი გადაარჩინეს? პატარა ბაჭიას მართლაც რომ შესცივდა, თან ძალიან.. თოვლის ბაბუასთან ერთად მარხილით იმოგზაურეს იმ ღამეს დედამიწაზე, ბოლოს დაღლილი, მაგრამ გახარებული ირისი სიმბას ჩაეხუტა და ჩაეძინა ტკბილად, ტკბილ ახალი წლის ღამის სიზმრებში ჩაიძირა...


ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...


 * * *
ამ ზღაპარს რომ ვწერდი, უცებ ჩემი პატარა მეგობრის ლიზას შეტყობინება მოვიდა: "ირი, მადლობა ფუნჯისთვის.. იცი მე ახლა ფუნჯი მაქ და ვხატავ."
  
ლიზიკო, აი ეს ზღაპარი შენ, გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ღმერთმა აგისრულოს ყველა შენი საახალწლო ნატვრა.. მინდა, რომ ბევრი დახატო და  წაიკითხო =)


 * * *
ახალი წელი დადგება, დადგება მუდამ, ვიდრე იარსებებენ მეოცნებე და კეთილი ადამიანები, მათთან ერთად გაცოცხლედბიან საყვარელი მულტფილმის გმირები და თუნდაც ერთხელ, ისიც ახალი წლის ღამეს ნამდვილ ზღაპარში იმოგზაურებენ.. ყველას, დიდს და პატარას, ჯერ კიდევ ახალ წლამდე კარგა ხნით ადრე ვულოცავ დამდეგს.. მინდა, რომ "გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი" და ყველაფერი კარგად იქნება..


მარად თქვენი მეზღაპრე,
იგ, დეკემბერი 2010


Saturday, December 11, 2010

საახალწლო ჩანახატი

პატარა თბილ ქალაქში ზამთარი დადგა.. დეკემბრის სიცივემ შემოტევა დაიწყო.. ახალი წლის პირია.. ქალაქი ფერადი ნათურებითა და ფიგურებით მოურთავთ.ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგი სანახავია ღამით, როცა  ყველა ნათურა განათებულია, მხიარულ განწყობას  ქმნის და სასეირნოდ უხმობს პატარა ქალაქის ქუჩები დიდსა თუ პატარას.. 
მაღაზიის  ვიტრინებიდან ათასი ბრჭყვიალა საგანი ყიდვის სურვილს უჩენს გავლელებს. ჰაერი ახალი წლის მოლოდინითა და მზადებითაა გაჟღენთილი. 

*
დეკემბრის შაბათი მზიანი გათენდა. მზეს კი ძალა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ მაინც გულს ახარებდა უღრუბლო ცა. მაღვიძარამაც დარეკა, მიხვდა, უნდა ამდგარიყო და სასწავლებელში წასასვლელად მომზადებულიყო.. "5 წუთიც და ავდგები"-გაიფიქრა და საწოლში გვერდი იცვალა.. 5 წუთი 50 წუთად გადაიქცა..  
-" შენ რა არ აპირებ დღეს ადგომას? სასწავლებელში არ გაგვიანდება? -გვერდითა ოთახიდან მოისმა  ხმა.. 
-"კი,  როგორ არა, ვაპირებ სასწავლებელში წასვლს, ძალიანაც კი მეზარება.."- ბუტბუტებდა თავისთვის. ურჩევია ამ სამყაროსგან დაისვენოს ძილში მაინც.. "-ძილსაც არ მაცდიან.." 
ზლაზვნით გაიმართა.. არ დავიწყებია დილის ლოცვა.. ახალ ჯინსს ძლივს მიაგნო, ამჯერად გადარჩა მისი "დახეული"  ზმანი დაკერებას.. სულზე მიუსწრო..მამიდამისს საკერავი მანქანის ტუმბოში შეენახა.. თინეიჯერივით გამოეწყო.. წიგნები მოკრიფა, ჩანთაში უკრა თავი, მოსვა ორი კლუპი ყავა და შურდულივით გავარდა სასწავლებლისკენ.. უკვე მეორე კვირა იყო ასე აგვიანებდა.. 

 * 
 სულ უფრო ცოტა დღე რჩებოდა ახალ წლამდე. მაგრამ განწყობა მისი 0-ს უჩვენებდა. ფიქრობდა, "ნეტა განწყობის ჩაწყობა თუ იყო მოსული".. თითქოს ვერც კი გრძნობდა გარშემო ატეხილ წინა საახალწლო მზადებას.. ის თავისთვის მიმოდიოდა და გადაღლილი მზერით  გულგრილად ათვალიერებდა ყველაფერს..  სახლში და გარეთ გამუდმებით ესმოდა, "რა გჭირს გოგო, გაიღიმეე, გახალისდი.. " 
დღეს კი, როცა სახლში ბრუნდებოდა, მის წინ მამა-შვილი ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას... კაცს ხელში ნაძვის ხე ეკავა.. მაშინღა გამოერკვა რაშიც იყო საქმე.. ახალი წელი მოდიოდა..  ბავშვი კი, რომელიც 4-5 წლის იქნებოდა მხიარული ტიტინით მიჰყვებოდა მამას. 
"-მამიკო, მამიკო, თოვლის ბაბუა მართლა არის? "
"-კი შვილო, შარშან რომ საჩუქარი მოგიტანა, აბა ეგ რა იყო?
"-მერე, მე რო ვუთხარი ძმაც მინდა-თქო, რატო ძმაც არ მომიყვანა?
აი, ჩამჭრელი კითხვა მამიკოს, ნაბიჯი მანაც შეანელა და მამა-შვილის მეტად  საინტერესო საუბარმა ყური მოსტაცა. 
"-ოო, აააა.. ეტყობა აღარ დარჩა და მაგიტომ, შვილო,-თავი დაიძვრინა მამამ, არც თუ ისე ურიგოდ. "წელსაც თხოვე აბა..
" -კი ვუთხარი, მარა.. რავიცი აბა.. ისევ ჩემს რომელიმე ძმაკაცს არ მიუყვანოს, აი სანდროს მიუყვანა და ეტყობა მართლა აღარ დარჩა",- დანანებით თქვა ბავშვმა.. 
"-არა უშავს, ჩვენს სახლშიც მოიყვანს თოვლის ბაბუა, შენ მთვარია გჯეროდეს და სთხოვო..''

''გჯეროდეს და სთხოვო"-ეს სიტყვები მის გონებაში თავისით მეორდებოდა.. 
"ნეტავ რა იქნება, რომ მეც ვთხოვო ღმერთს, თორემ სადაა თოვლის ბაბუა.. მაშინაც საკმარისი იყო, რომ მჯეროდა, თან ძალიან.. ერთ მშვენიერ ახალი წლის დილას კი ჩვენი საოცნებო თოვლის ბაბუა ვამხილეთ მე და ჩემმა დამ, მაშინ გაქრა მისი არსეობისი კვალი ჩემს მეხსიერებაში.. ეტყობა ადრე მოგვივიდა გაღვიძება, ჩვენს თოვლის ბაბუას, რომელიც წლები დადიოდა ჩვენს სახლში და ყველა ნანატრ სურვილს ასრულებდა "ჩეპე" მოუვიდა და მაშ შემდეგ ისე-რა "შემოირბენდა" ხოლმე. ახალი წელი იყო, თუ სწორად მახსოვს 1992 თუ 1993 ..  თვალები გაავაჭყიტეთ თუ არა, ჩვენი დიდი  ნაძვის ხისკენ გავიხედეთ, სადაც არც ერთი საჩუქარი არ იდო.. გავწბილდით.. ამ დროს დედის შეშფოთებული ხმა მოგვესმა, მიხვდით მამას რაღაცას ეუბნებოდა.. არ გასულა დიდი ხანი და ჩვენი ნაცნობი თოვლის ბაბუა გამოჩნდა ხურჯინით და მთელი თავისი ატრიბუტებით... ჩვენ რა თქმა უნდა გაბრაზებულები შევყურებდით, მაგრამ მაინც გვიხაროდა რომ მოვიდა.. მაგრამ უცებ, თოვლის ბაბუს თოვლივით ქათქათა წვერი რომ ჰქონდა მუცლამდე, ჩამოუვარდა, მე და ჩემს დას კი ყბა ჩამოგვივარდა.. ხელში მამა შეგვრჩა, დამნაშავესავით იდგა და გვიყურებდა... "-ასე ამოტივტივდა მის გონებაში ბავშვობის მოგონებები და ვერც კი მიხვდა ამასობაში ისე მისდგომოდა ტაძრის კარიბჭეს. 
სადღაც გულის სიღრმეში კი მაინც ფიქრობდა, ლაპლანდიაში უეჭველი არის თოვლის ბაბუაო, მაგრამ მაინც არჩია ელოცა და უფლისთვის გაენდო თავისი ფიქრები და სურვილები. 

*
ბევრი არაფერი შეცვლილა, ამჯერადაც ახალი წლის გატარება  ქალაქგარეთ გადაწყვიტა. 31-ში  day-off აიღო სამსახურიდან და პატარა თბილი, საახალწლოდ ათასფერად მორთული ქალაქი  სწორედ რომ ალიონზე დატოვა.. 
ახალ წელს მარტო უნდა შეხვედროდა.. ნუ მარტო როგორ, მშობლებთან ერთად, მაგრამ თანატოლი რომ არ ეყოლებოდა გვერდით.. დამ და სიძემ ვერ მოახერხეს ჩასვლა.. მშობლებმა ქალქსიკენ წამოსლვა და მათ მარტო ვერ დატოვებდა.  ბიძაშვილებმა და მეგობრებმაც ლამაზი ქალაქი არჩიეს..  აი  ასე..

ნაძვის ხე მამასთან ერთად ააწყო, დედას ყველა საახალწლო სადილის გამზადებაში მიეხმარა.. ბუხრის ოთახში  კოხტად გააწყვეს საახალწლო სუფრა და ტელევიზორს მიუსხდნენ.. საოცარმა სიმარტოვემ და მოწყენილობამ დაურა, მიუხედავად იმისა, რომ  ბედნეირი მშობლები  თვალებში შესციცინებნენ ისედაც მონატრებულ შვილს.. საყვარელი ოთხფეხა მეგობარი გვერდზე ეჯდა და თავის სითბოს და სოყვარულს იმით გამოხატავდა, რომ  პატრონს ბარაქიანად ულოკავდა ხელს.
user posted image
12:00 გახდა.. შემოვიდა ახალი წელი, მილოცვები, ფეიერვერკები.. ჟრიამული.. მხიარული.. თავ-აწყვეტილი გართობა... =) 
მათ ოჯახშიც შემოდგა ფეხი ახალმა წელმა, ტრადიციულად ამ წელსაც ოჯახის უფროსი იყო მეკვლე და თავის ოჯახი დალოცა, შვილები, შვილიშვილი და ისრუვა მეორესაც ეფიქრა და გაეხარებინა მამა თავისი ბედნიერებით... ასე ადვილი რომ იყოს ყლვაფერი მამაჩემო"-ფიქრობდა გულში... 

*
ახალი წლის ღამეს, ძილის წინ ერთხელ კიდევ სთხოვა უფალს... სხვა თუ არაფერი, ის თუ არა თოვლი მაინც მოსულიყო, რომ ახალი წელი შეეგრძნო.. 
დილით ადრიანად უცნაურად  გახარებულმა გაიღვიძა. ოთახში სასიამოვნო სითბო იდგა და უჩვეულოდ განათებულად მოეჩვენა გარემო.. თითქოს გონება გაუნათდა, უცებ წამოხტა საწოლიდან და ფანჯარას მიაშურა.. გარეთ თოვლი იდო და უფრო მეტიც, ბარდნიდა! დიდი-დიდი , ფთილა-ფთილა ფანტელები ცვიოდა... აგურის სახლებს , ნაცრისფერ ღობეებს  თეთრი ზეწარი გადაფარვოდა. სახლში ყველას ეძინა, ნახევრად ძილბურანში იყო სოფელიც.. თვითონაც ვერ გარკვეულიყო, ეს ძილი იყო თუ სიზმარი.. ტკბილი სიზმარი.. ფანჯარა გამოაღო და ხარბად შეისუნთქა ახალი წლის თოვლიანი დილის ჰაერი, რომელიც სიყვარულით იყო გაჟღენთილი.. სიცივე არც კი იგრძნობოდა.. გარემო გამთბარიყო... 
სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა.. გემრიელად გაშალა ხელები და ფეხის წვერებზე დატრიალდა.. იგრძნო სიცოცხლე, სილაღე.. უნდოდა თავისი ასე უცნაურად მოვლენილი სიხარული ვინმესთვის გაეზიარებინა და შიშველი ფეხებით გაეშურა მშობლების საძინებლისკენ.. 
ის-ის იყო ოთახის კარი  უნდა შეეღო, რომ  ძაღლის გამწარებული ყეფა შემოესმა, თითქოს ადგილზე ვიღაცის შეჭმას ლამობდა.. ფარდა გადასწია და ჭიშკართან ნაცნობი და ნანატრი  სილუეტი შენიშნა, რომელიც  საცოდავად ცდილობდა გააფთრებულ ძაღლის მოგერიებას.. 
ბევრი არც უფიქრია, მოსწყდა ადგილს და კარებში გავარდა... დიახ, ყველაზე ბედნიერი, ფეხშიშველი და საღამური პიჟამოს ამარა...=)


 * * *
აი ასე, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი "გჯეროდეთ და სთხოვეთ" უფალს, თოვლის ბაბუას, ფიფქიას, პრინცესას და თუნდაც თქვენს საყვარელ ზღაპრის გმირს.. გულით თუ მოინდომებს კაცი ყოველთვის აუსრულდება ოცნება და ახალი წლის ღამეს ან დილას კი ხომ იცით, სასწაულებიც ხდება (?) 



იგ, დეკემბერი 2010







Friday, December 10, 2010

#4

ახალ წელს,
ახალ დღეს,
ახალ მზეს,
ახალ ცას,
ახლა საახალწლო
მუსიკა ჟღერს,
გული ჩემი
ძლიერად ძგერს..
ვეგებებით ახალ
2011 წელს
და ისევ ჩვენ*....

*ჩვენ - ყველა, თქვენ, ვინც სტუმრობთ ჩემს ბლოგს, კითხულობთ და თუნდაც არა.. =)

იგ , დეკემბერი 2010

#3

მე- ვერ გასული გაღმა ნაპირზე,
ის-იც მეყოფა, რომ ჩამოთოვა.
მიყვარს ფიფქების თოვაში დგომა,
ზამთარს ვგრძნობ,
მათბობს
ფიფქებს რომ ამბორი მოაქვს... 

 * * * 


 My love story


წელიწადის ოთხი დრო,
სამი უკვე გავიდა,
ზამთარია, ზამთარი,
ყინვამ გული მომიკლა?


გაზაფხულზე, როცა ირგვლივ
აყვავილდა ნუში,
მაშინ შენი სიყვარული
ჩამივარდა გულში.


როცა დაცხა, 
და ზაფხულის ხვატი დადგა,
მაშინ უფრო ამ ჩემს გულს
სიყვარულის ალმა გაჰკრა.. 


მეგონა, რომ შემოდგომა 
იქნებოდა, როგორც მუდამ
ჩემთვის ბარაქიანი
უცებ შევკრთი, როცა შევცდი... 



წელიწადის ოთხი დრო,
სამი უკვე გავიდა,
ზამთარია, ზამთარი,
ყინვამ გული მომიკლა?

იგ, დეკემბერი 2010






Wednesday, December 8, 2010

#2

მეც ვერ გამიგეს,
ცილი დამწამეს
ისე მაწვალეს,
გრძნობა დაცალეს,
არაფერი არ  მაცალეს,
სხვაში გამცვალეს,
სიტყვებს მძიმედ
 ვმარცვლავ მე,
გაილია ზამთრის
 მოკლე დღე,
გზა ფიფქებმა დაფარეს..
მინდა ჩემი ყველა ფიქრი
და ოცნება აცხადდეს!  =)


იგ, დეკემბერი 2010

Monday, December 6, 2010

#1

 რომ მძიმე დღე მქონდა, უმძიმესი, თავს ნახმარი და გადაგდებული  ფეხსაცმელივით ვგრძნობდი რაღაც პერიოდის განმაბლობაში..
 ბლოგზე ბევრჯერ დავიწყე წერა.. ბევრჯერ წავშალე თითქმის დასრულებული პოსტი, რაღაც უმარილო იყო, უგულო.. უსულო.. ხელოვნური.. თითქოს განზრახ ვაპირებდი ვინმეს მოწონებოდა და ბოლოს მეც არ მომეწონა.. ისევ გულწრფელად დავწერ, დავწერ რას ვფიქრობ. ვთქვი, რომ ამ თვეში არ იქნებოდა არცერ ერთი პესიმისტური წერილი, ლექსი და სხვა რაიმე ფორმის სიტყვათა გროვა  და არც იქნება..  მერე რა, რომ  ზოგს არ მოწონს ჩემი ნათქვამი (უფრო სწორად ვერ გებულობს) მერე რაა კიდევ ბევრი რამ..
რა და რადგან დედამიწა ტრიალებს, დღეს ღამე მოსდევს, იცვლება წელიწადის დროები, ასე იცვლება ყოველდღიური ყოფაც ჩვენს ცხვობრებაში.. ცუდს კარგი მოსდევს. გადის დრო და ძველს ახლი ცვლის .. ახალი წელი მოდის, სიახლეებით და რწმენით..

იგ, დეკემბერი 2010

Thursday, December 2, 2010

და გადის/მიდის/იწურება/ილევა 2010 წელი ..

29156.gif

03/12-ია უკვე.. ისე გაილია მართლა ეს 2010 წელი, თითქოს თვალსა და ხელს შუა გამეპარა და ეხლაღა აღმოვაჩნე, რომ ახალი წლის პირზე ვდგავართ.. ჯერ არ ვაპირებ ამ შუაღამეს მაინცდა მაინც 2010 წლის რეზიუმე გავაკეთო..  უბრალოდ, გადაწყვიტე 2010 წლის დეკემბერი მაინც ტკბილი და წინასაახალწლო პოსტებით გავავსო ჩემს ბლოგზე.. 
ამისათვის თავს არ დავზოგავ, წინ ბევრი ზღაპარი საშობაო, მისტიური და არა მარტო :), ლექსი თუ ჩანახატი დაიდება.. 
2011 წელს მინდა რომ კაგად შევხვდე.. მინდა რომ ცამდე ასული დადებითი განწყობა დავიბედო(თ), იმიტომ რომ რაც ამ წელში უსიამოვნებანი გამოვიარე(თ) შორს დარჩეს, სადღაც, გონების ყველაზე მიკუნჭულ ადგილას.. და თითქმის არასდროს არ ამოტივტივდეს.. 


წინა საახალწლო პოსტების სეზონი გახსნილად გამომიცხადებია ირინოლას ბლოგზე.. 
ფოტო კოლაჟი და მშვიდობიანი ღამე ყველას! 
Happy New Year

Have a happy new year

Monday, November 29, 2010

ჰარი პოტერი - ფიქრები იმაზე, ჯადოქარი როგორ ვიქნები..

მაშ ასე, 1990 წელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგი, თავის მეგობართან ერთად საცხოვრებლად გადადიოდა მანჩესტერში. მისივე თქმით, ახალი ბინის ერთკვირიანი ძიების შემდეგ იგი ბრუნდებოდა ლონდონში და სწორედ მატარებელში მოუგონია პოტერის ისტორია. იმავე საღამოს ჯოანმა დაიწყო ფილოსოფიური ქვის წერა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გვერდებს ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდა, შემდეგმა მოვლენებმა, კერძოდ კი როულინგის დედის გარდაცვალებამ თავისი გავლენა იქონია ჰარის ბედზეც. 1996 წლისათვის წიგნი დასრულებული იყო და გამოცემული იქნა 1997 წელს.


2002 წელს, თუ კარგად მახსოვს (ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი), საშობაოდ  წიგნი ქართულ ენაზედაც ამობრწყინდა.. ამ წიგნმა მთელს მსოფლიოში პოტერომანიის ტალღა გამოიწვია. ჩვენთან არავინ იცოდა, რომ ასეთი რაღაცეები, რაც თბილისში ხდება, ხდებოდა ყველა ქვეყანაში... ამ წიგნს აქვს ისეთი ხიბლი, რომელიც საყოველთაო ეიფორიას ქმნის. ფაქტობრივად წიგნები ერთ დღეში გაიყიდა. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ მომხდარა... ამ წიგნით არა მარტო თბილისის, არამედ რაიონის მოსახლეობაც დაინტერესდა, რაც ასევე პირველი შემთხვევაა. დედოფლისწყაროში რამდენიმე წიგნი იყო პოტერი და გადადიოდა ხელიდან ხელში.. 

 სწორედ მას შემდეგ იწერებოდა ჰარი პოტერზე სტატიები ჟურნალ-გაზეთებში, როგროც "ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ -ზე ანუ ჰოპლაზე  ჯოჯოხეთში"... 
წიგნებს საოცნებო ფილმების სერია მოჰყვა.. 

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (2001)
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (2002)
ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (2004)
ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (2005)
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (2007)
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (2010) -> ფილმა რეკოდრი მოხსნა.. თვალი გადავავლე ინტერნეტში მოცემულ სტატისტიკას და 350 მლნ დოლარი დაწერა შემოსავალი.. აი, სწორედ ეს ბოლო ნაწილია ჯერ რომ ვერ მოვიცალე სანახავად.. უნდა ჩავუჯდე.. და ვიმოგზაურო კეთილ ჯადოქართან ერთად ბოროტების დასამარცხებლად.. 

და კიდევ, საერთოდაც არ მიმაჩნია ჰარი პოტერის წიგნის ყიდვა-წაკითხვა ან/და ფილმის ბილეთის შეძენა ჯოჯოხეთის საგზურის შეძენად.. 
ბოროტებაზე სიკეთე სადაც მძლავრობს, 
ეს ყველაფერი მომწონს, მოიწონეთ და ბოლოს,  მადლობა როულინგს. მესმის, რომ ვერ შევადარებთ ასტრიდ ლინდგრენის ლიონებერგელ ემილის, მაგრამ დამეთახმეთ, რომ მას შესაძლოა უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავდეს, ის უკვე აღიარეს მოვლენად ლიტერატურულ სამყაროში.. 

ასე, რომ დაე, წაიკითხონ ბავშვება(არა მარტო) და ნახონ ფილმები ჰარი პოტერიზე და იფიქრონ იმაზე, როგორ დავამარცხოთ ბოროტება და ვიყოთ ჯადოქრები,  ოღონდ კეთილები :)



P.S. ანეგდოტი ჰარი პოტერიზეც კი არსებოს თურმე:



ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა და უფსკრულში ჩავარდა.
-ცოცხალი ხარ?-ეძახიან მეგობრები ზევიდან
-კიი
-რამე ხო არ მოიტეხე?
-არა არაფერი
-ღრმაა მანდ?
-რავიცი ჯერ მივფრინაააააააავ

 * * * 


სუპერ აქცია!!!!

ამოხოცეთ მაგლების ხუთი ოჯახი და მიიღებთ უფასო ნიღაბსა და მოსასხამს!! ასევე საჩუქრად გაგიკეთდებათ ტატუ ხელზე!!
* * * 

-ჰარი რამდენი გაქვს მხედველობა?
-მინუს ხუთი რონ
-ცივა ხო?
 * * * 

იცით რატომ აქვს ვოლდემორს წითელი თვალები? პამიდვრებში რომ კარგად დაიმალოს.. არასდროს გინახავთ ვოლდემორი პამიდვრებში? აი ასე უნდა დამალვა!!!



 * * * 


პატარა ტომ რიდლი გვირილას ფოთლებს აცლის. მასწავლებელი:
-ტომ მკითხაობ?
-რას ვმკითხაობ.. ვაწამებ.

ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა :D:D:D


იგ, ნოემბერი 2010


Sunday, November 28, 2010

Nick's song

My name's is Irina,
My sister's son- Nick, 
He's apple of my eyes
And  God let sun rise for him.


Good night my dear, 
My love and 
Sometimes reason of my tears.. 
Wish you good morning and sun... 


My hope is on the horizon
Only about you,
I plead and pray though each night and day

For you For you For you For you 
My little child
You're on my mind.. 


My name's is Irina,
My sister's son- Nick, 
He's apple of my eyes
And  God let sun rise for him.

P.S. არც მეტი და არც ნაკლები, დღეს ნიკუშა გაჯიუტდა დაძინებაზე.. ქართულმა "იავნანამ" ვერაფერი ჰქნა და მაშინ მისმა გიჟ-პოეტა დედიამ სახელდახელოდ შეთხზა სიმღერა-იავნანა ინგლისურ ენაზე.. იავნანამ, როგორც მე ვუწოდე Nick's song-ს, სასწაული ჰქნა და ნიკუშას ჩაეძინა.. ენაცვალოს დეიდა... 
P.P.S. მეორე საკითხია რა ტონალობასა და მელოდიაზე შესრულდა ეს ყოვლივე ზემოთ დაწერილი.. ყველამ კი ნახა, რომ ნიკუშას, დედას გეფიცებით თუ ვიტყუებოდე, ყურებში თავისი პაწია თითები  ჰქონდა... 
მაგრამ რა, იავნანამ ჰქნა... ჰაჰაჰაჰა.. 


იგ, ნოემბერი 2010



Saturday, November 27, 2010

ფრიად შევაწუხე გარშემო ყველა, რა ვქნა, არ ვცხოვრობ მდორედ და ნელა!...

და თუ მიზნამდე გზაა და ბნელა,
ჩემი სიცოცხლე იცოდეთ  დ ღ ე ა !
მ ზ ე ა!...

იგ, ნოემბერი, 2010

ჩ ა ნ ა ხ ა ტ ი

უკვე მიწურული შემოდგომის მზიანი და უღრუბლო შაბათი დღე იყო.  პატარა თბილ ქალაქში უცნაური სამზადისი იყო გაჩაღებული. ადამიანები გამოშლილიყვნენ მოედნებზე.. სეირნობდნენ, ჭორაობდნენ, განიხილავდნენ ამა თუ იმ საკითხს.. ბავშვები ცელქობდნენ და უფროსების ძახლს ყურს არ უგდებდნენ..  სადღაც სკვერის სიღრმიდან კი უდარდელი ქალ-ვაჟების კისკისი ისმოდა..


მზე დასავლეთისკენ იხრებოდა. შუადღის  მზის სხივები თამაშობდნენ სკვერში მდებარე შადრევნიდან ამოხეთქილ წყლის ჭავლში. მოედანზე შეკრებილი ჯგრო ერთი მიმართულებით დაიძრა..  ცენტრალური სტადიონიკსენ, სადაც ბორჟღალოსნების შერკინება იწყებოდა.. გულშემატკვირების შეძახილები აყრუებდა არე-მარეს..

პატარა თბილი ქალაქის  მეორე კუთხეში კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს უდანაშაულო დამნაშავეს, ქალი ყოფილა თურმე.  მას ადამიანის გულის მოპარვა და ცაზე ვარსკვალვების მოწყვეტა განუზრახია.. ფაქტზე დაიჭირეს-ო იუწყებოდა სასამართლოს კარებზე გამოკრული განაჩენი... საბრალო, საიდან მოიტანეს ეს ბრალდება.. ნუ, რა ვიცი.. 

დღე ილეოდა.. შემოდგომისთვის უჩვეულო სიცხე ჩამოდგა. სტადიონზე მტვერში ირეკლებოდა შერკინება. გაისმოდა სხვადასხვაგვარი შეძახილები.. ვაშა, გინება, ხუმრობა.. ბოლოს კი ვაშა, დიდი ვაშა.. პატარა ქალაქელებმა ამ შემთხვევაში გაიმარჯვეს, თუმცა სრულიად დამსახურებულად.. 

ამ დროს ქალაქის ყველაზე დიდმა საათმა 6 დარეკა. ვიღაცისთვის უკანასკნელი მწარე წუთები ითვლებოდა. მოედნიდან აზვირთებული ხალხი ქალქის მეორე ნაწილიკენ გაემართა. აქ ავისმომასწავებელი სამზადისი იყო. სიკვდლით სჯიდნენ უდანაშაულო დამნაშავეს. გილიოტინაზე მისთვის თავი უნდა მოკევეთათ.. საოცარი იყო და აქ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა, მაგრამ აქ ისინი ადამიანის მსგავს ფიგურებს ჰგავდნენ.. გაფაციცებულები შეჰყურებდბენ განაჩენის სისრულეში მოყვანას.  
გაისმა საშინელი გუგუნი, ამოიყვანეს თმაგაშლილი, გაფითრებული (ყველაზე  მეტად გაოცებული იყო ის უბედური მე თუ მკითხავთ) თეთრ სარ ჩამოცმული ქალი და .. ჯალათმა არ დაააგვიანა, განაჩენი სისრულეში მოიყვანა.
არ ვიცი რა ეგონათ ადამიანის მსგავს ფიგურებს სიკვდილით დასჯის ნახვა, მათი შეძრწუნებული მზერა კი მისჩერებოდა ოქროსფერი თმებით დაფარულ მოწყვეტილ თავს... 

დაღამდა. ცა მოიქუშა. აქა-იქ თუ მოჩანდა ვარსკვლავები.. მთვარე კი ღრუბლებიდან კრთალად ანათებდა პატარა და მაინც თბილ ქალაქს.. 
ქუჩებში მოძრაობა შესსუსტდა და  კიდევ უფრო მეტად გაისმოდა მანქანებისა თუ  ეტლების ხმაური.  სამიკიტნოებიდან მოისმოდა ხმაჩახლეჩილი მთვრალების სიმღერა, ხანდახან ხმამაღალა  სევდიანიც კი, რომლის მწუხარე კვნესა ასე თუ ისე შეეფერებოდა შემოდგომის ბოლო შაბათის მწუხრს.


 * * * 
აი ასე, ცხოვრება ჭიდილია გამარჯვებისა და დამარცხებისა, სიკვდილისა და მის კვალდაკვალ ახალი სიცოცხლის მოვლინებისა ამ ქვეყანაზე.. და ცხოვრება გრძელდება, გაგრძელდება პატარა თბილ ქალაქშიც,  უბრალოდ ვარკვლავებზე მეოცნებე ქალის გარეშე, თუმცა გამარჯვებული ხალხის მსგავსი ფიგურებით სავსე.

 იგ, ნოემბერი 2010



ლოცვა-ვედრება

უფალო შემიწყალე, 
უფალო შემიბრალე,
უფალო ამიხილე თვალი,
თუ მე ვარ დამნაშავე
გთხოვ, რომ მეც დამსაჯე
ხალხო, ნუ განმსაჯეთ
მე- სიყვარულით მთვრალი..
უფალო, ვგრძნობ რომ 
გიყვარვარ და მწყალობ,
დამნაშავე ვარ მე შენს წინაშე
მხოლოდ ამასა ვნანობ! 


იგ, 2010



Wednesday, November 24, 2010

ჩემი ხატია სამშობლო

აი ასე, რაღაცეების ძებნაში ჩემს დაწერილ ძველი ლექსების დასტას გადავაწყდი.. 
ჩემში პატრიოტიზმი დროდადრო პიკს აღწევს ხოლმე.. ეტყობა ეს ლექსიც მაშინ დამიწერია, როცა შემი სამშოლბლოს სიყვარული ყველაზე მეტად მიგრძვნია..


ვუფიქრდბი წარსულსა და აწმყოს, 
ველოდები მის მომავალს მზიანს,
მე არ ვიცი, შენ რას ფიქრობ მასზე, 
ჩემთვის კია სანატრელი ფრიად,


სიხარული მისი არის შვება,
როცა მესმის მისი კვნესა ვტირი,
ემტერება ბევრი ისევ ღიად,
ყველაფერი ერთ დასკვნადმე მიდის:


ეს პატარა, ერთი გოჯი მიწა, 
მადლიანი მხარე ივერთ მზის
მტერს თუ უნდა გადაშენდეს ვფიცავ
არ მოხდება ეს არასდროს, არცერთ გზის!


მეწამული ფარდა უკვე კმარა,
გმირთა სისხლის ყივილი ისმის,
უფლისციხე ისევ ისე ზრდის
უსახელო სახელოვან გმირს..


სვეტიცხოვლის ძველ ქონგურებს
ოხშივარი სდის..
საქართსველოს ბედნიერი მომავალი
დიდი ილიას სამებიდან კრთის!!!


თებერვალი, 2009


იგ

ალბათ..

ნუთუ ეს კოშმარი
მართლა ნამდვილია,
ალბათ სიზმარია
და ცა ნათელია..
 უკვე მერამდენე ღამე
 თეთრად ნათენია..
ისე ვარ თითქოს
აღარ(აფერი)  დამრჩენია..
ნუთუ ეს კოშმარი
მართლა ნამდვილია..
მინდა მჯეროდეს,
რომ მხოლოდ სიზმარია..
მალე გათენდება
და ცა ნათელია...

იგ

P.S. აუ, ვერ ვარ კარგააად (?) ...

Tuesday, November 23, 2010

კიდევ ლექსი (?)

ალბათ მენატრება,
თუ რა მემართება,
ნუღარ მემართლება 
ეს დრო!
და ეს ფოთოლცვენა 
როცა მორჩება
ფიფქებად დამთოვოს ფიქრებმა.. 
 ეს ყველაფერი
მას  ვერ შეედრება.. 
წარსულს შეელევააა
დრო კი (ვერ) მოგვერევა.. 

იგ, ნოემბერი 2010


ღამე მშვიდობისა



კარგა ხანია შემოდგომის მზე ჩაიძირა,
სადღაც ღრუბლებში გამოჩნდა მთვარე,
გარეთ უცნაური სიცივე ვიგრძენი
ღამის ნისლებში ვერ გნახე მალე..


ღამე მშვიდობისა მისურვებია 
დილა- იმედებით სავსე,
ჩემი სურვილები კეთილია, 
ალბათ კიდეც მგავს მე... 


P.S. ღამე მშვიდობისა-ო  =)


იგ, ნოემბერი 2010







ანომალია

შეგრძნება ჩემში- ანომალია,
გამიჩნდა ეჭვის მწვავე მანია.
ბედმა მონატრების ბევრი დალია..
მოწყენილი ვარ კარგა ხანია.

წინ ვიყურები, იქნებ დარია,
სადღაც გალობენ ავე მარიას.. 
რა ვიცი იქნებ ეს მომვალი
სულაც არ არის ნიაღვარი (ა)...

შორს მოვისროლო 
მინდა შეგრძნება-ანომალია.. 


რატომაა რომ ყველაფერი 
ასე მარტივი
ჩემთვის უსაშველოა და ძნელია, 
თქვით, თუ 
რომელიმე თქვენგანი მაინც ბრძენია.. 


იგ, ნოემბერი 2010








ყველა ფერი

არაფერი, არაფერიი?
ცა რა ფერი?
ლაჟვარდია კვლავ ცისფერი..
მზე დიდი და ოქროსფერი..
ეს სოფელი ბინდის ფერი,
დღეო, გთხოვ ნუ დაღამდები.
შენ გთხოვ ნუ გამიბრაზდები..

ისევ ვითომ არაფერი?
და რომ მაინც ყველაფერი..
რა ფერია სილამაზე
ანდა ჩემი სიხალასე..
სიყვარული?
სიხარული?
ცრემლები და სინანული?..
გამჭვირვალე..
რა მჭირს, რააა მეე?

იგ, ნოემბერი 2010

Monday, November 22, 2010

ვაჟა-ფშაველას

არც მეტი და არც ნაკლები, წუხელ სიზმრად ვნახე არა ვარსკვლავთ ცვენა,მე ვიყავი მთასა ფშავში და გამოთქმით ვკითხულბოდი ვაჟას "სტუმარ-მასპინძელს".. 

და ეს ყველაფერი ისე როგორ ჩაივლიდა, რომ მე ლექსი არ დამეწერა.. ჩემი საყვარელი მწერალია ვაჟა.. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, აი მაშინ "შვლის ნუკრის ნაამბობი" რომ ვისწავლე, მაშინ დავწერე ლექსი, მივუძღვენი ვაჟა-ფშაველას:


მინდა ბუნებას ვუმღერო, 
ჩანგი ჩამოვკრა მთისაო, 
შავეხმიანო მთა-ბარსა,
გული გავუპო ქვისაო. 


როცა გახედავ ფშავის კლდეს,
რა გახსენდება ნეტაო,
ვაჟას ნათქვამი სიტყვები:
ერთურთ გიყვარდეთ მეტადო.


არაგვიც შფოთავს, მოგმინავს,
ალბათ დასტირის მგოსანსა, 
თანაც უხარის რომ მისი
შთაგონებისად გამხდარა.


ბარსაც და მთასაც ორივეს,
ჩავეკონები გულ-მკერდსა,
ორსავ სიმღერებს ვუმღებ,
ორსავ შევფიცავ დობასა.


ერთად ვიქნებით მუდამ ჩვენ,
ერთად ვიხარებთ დღეს და ხვალ,
მტერსაც გავგმირავთ სიკეთით 
და დავამარცხებთ ბოროტსაც!


1999 წელი, 15/12
იგ, კახეთი