Sunday, October 23, 2011

მოხუცი და მისი ნაამბობი

მოხუცი 83 წელს იყო მიტანებული და მარტოდმარტო ცხოვრობდა თავის ხელით აშენებულ ქოხში. მეუღლე 20 წლის წინ გარდაეცვალა.  შვილების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მტკიცედ გადაწყვიტა მთაში დარჩენილიყო, ქალაქისკენ გული არ მიუწევდა, არადა მისი ვაჟები და ქალი იქ კარგა ხნის დამკვიდრებულნი იყვნენ. შვილიშვილებიც  იქ სწავლობდნენ, მუშაობდნენ..
მოხუცმა თავის კერა არჩია. უარი თქვა ყველა ფუფუნების საგანზე, მის სახლში ვერა ნახავდით ტელევიზორს, ტელეფონს.. გარე სამყაროსთან წვდომას რადიოს საშუალებით ახერხებდა და არცა სწუხდა ამაზე
მოხუცი კი იყო, მაგრამ ახალგაზრდაზე მეტად ერჯოდა გული სიცოცხლისთვის, შრომას და ჯაფას არ ერიდებოდა და საკუთარი ხელით დამზადებული თოხითა და ბარით შეუპოვრად ამუშავებდა მიწას, თესავდა და მოჰყავდა მოსავალი. ყველას უკრიდა, ბევრი ახალგაზრდა ვერც კი ზიდავდა მის თოხსა და ბარს ისეთი სიმძიმისა იყო
ტანად საშუალო სიმაღლის იყო, წელში ოდნავ მოხრილიგამხდარი, სახე დაღარული ჰქონდა ნაოჭებით , თეთრი წვერი უფარავდა პირისახეს. ხელები, შუბლი და მელოტი ადგილები თავზე მზისგან ჰქონდა გარუჯული. დღენიადაგ შრომაში იყო, მიწას ჩაჰყურებდა მზის გულზეც არ ერიდებოდა  ბაღში მუშაობას
თვალები ჰქონდა საოცარი ლურჯი ფერის,  ზღვის ფერი, სიცოცხლის წყურვილი გამოსჭვიოდა, ახალგაზრდული ჟინი ანათებდა და ენერგიას მატებდა მასთან ყველა მოსაუბრეს
ბევრ მეზობელს ეცოდებოდა კიდეც ასე მარტოდმარტო რომ ატარებდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებს, მის შვილბსაც ამტყუნებდნენერთი მაინც დარჩენილიყო მშობლირ კერაზე და სიბერეში მიეხედათ მოხუცისთვის, მაგრამ თავად არაფერს უჩიოდა, ადამიანების შეწუხებაც არ უყვრდა დიდად. გულჩათრობილი არ იყო, მაგრამ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, კვირაობით მეზობელი სოფელის სამლოცველოში ნახადით. აშკარა იყო, რომ თავად ღმერთი აძლიერებდა მას
მე სრულიად შემთხვევით შევხვდი. იმ პატარა სოფელში მოვხვდი, სადაც ეს მშრომელი მოხუცი ცხოვრობდასაოცარი სიმშვიდე და სიმწვანე იყო, მიუხედავად მიწურული შემოდგომისა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, სადღაც იქვე, შორი ახლოს წყარო მოწანწაკრებდა,  თითქოს ცამდე აზიდული მთებიდან გამოდიოდა წყალიპატარა ქოხმა, რომელიც მოშორებით იდგა, თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება და მოცლილად ყოფნის ჟამს  ავისეირნე. ცნობისმოყვარეობა ვერ დავიოკე და ქოხს შემოვლებული დაბალი ღობის იქითაც გადავიხედე. ეს არ გამოეპარა ეზოში მოფუსფუსე მოხუცს
-რა იყო, ბაბუაქაურს არ უნდა გავდე შენ, სადაური ხარ?
-მე დედაქალაქიდან ვარ, აქ ვისვენებ.
-შემოდი ბაბუ, ღიაა ჭიშკარი.. დედაქალაქში არიან ჩემი შვილები და შვილიშვილები, ეგება იცნობ მაგენს კიდეც.. 
ისედაც ერთი სული მქონდა როდის შევიდოდი მის ეზოში და კი არ შევედი, შევფრინდი.. სახლში შემიძღვა.. სააპატიო ადგილზე გამოფენილი ჰქონდა მეუღლის, შვილებისა და შვილიშვიელბის ფოტოები. სისუფთავე შევამჩნიე, ლაზათი ჰქონდა რაღაცნაირი, მოგეწონებოდა. თავის ბაღში მოყვანილი ვაშლითა და ყურძნით მიმასპინძლა, ფელამუშს მოგიდუღებო, მაგრამ მე სასტიკ უარზე დავდექი, როგორ ვაწვალებდი ამ ხნის კაცს, თავად ურცხვად და  ხელცარიელი შევეჭერი მის მყუდროებაში.  დიდხანს მიყურა, თითქოს ვიღაცას მამსგავსებდა, ხანდახან მოჭუტავდა თვალებს და ისევ ახელდა. დაიწყო ამებების მოყოლა, საკმაოდ ენაწყლიანი აღმოჩნდა.. ეტყობოდა მოსაუბრეს მონატრებულიყო, საკუთარ თავთან ბაასით დაღლილს ახლა მე ავუბი მხარი. ბევრი რამ მიამბო თავის თავს გადახდენილი, დაწყებული საგმირო საქმეებით, დამთავრებული თავისი შვილებისა და შვილიშვილების შესახებ. სამწუხაროდ არცერთი მისი შვილიშვილი ჩემი ნაცნობი არ აღმოჩნა. მისი ნაამბობიდან ყველაზე მეტად კი ეს დანამახსოვრდა
-ბაბუ, ძალიან მიგამსგავსე ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ჩვენს სოფელში წლების წინ გამოჩნდა. ისიც შენსავით შვებულების გასატარებლად იყო ჩამოსული აქა. სიმშვიდე და სილამაზე ჩვენი მხრისა მოეწონა. კიდე ერთი ბიჭი მოსწონებია.. მე კი რა ვიცი, ერთი გამოყრუებული ბებერიმაგრამ ამბობდნენ აქაურები, სიმართლე იქნება. ის ბიჭი კი ნაღდათ ვიცი, კარგი ოჯახის შვილია, ნეტა რა მოხდა იმისთანა, რომ არც იმ ბიჭისა და გოგოს ასავალ-დასავალი აღარავინ იცის. კარგი გაბედული ბიჭი იყო, აგერ ქვემოთ კაცი რომ შემოგხვდა, მაგის გადარჩენილია, წყალს მიჰქონდა წლების წინ.. მდინარე ადიდდა ჩვენსა და.. 
-კიდე რა იცით, მითხარით ამათზე
-რავი აბა, მეტი რაღა უნდა ვიცოდე, ის გოგო ერთ ზამთარს კიდევ ვნახე ჩვენს სოფელში, თითქოს ბედნიერსა ჰგვანდა, მაგრამ ჭორს დაუჯერებ თუ არა არ ვიცი, შვილო, ამ ბიჭსა ჰყოლია ვიღაცა ქალაქელი და იქა წავიდა, რა იქნა არა ვიცი რა..
-ვაა, დამაინტერესსა ძალიან ბაბუ, ნეტა რა ბედი ეწიათ.. 

შუადღისას მისული, საღამო ხანი იყო, რომ გამოვედი მოხუცის ქოხიდან.. 





  ღრუბლები დიდი მთებივით მაღლა აწეულიყვნენ.. ჩამავალი შემოდგომის მზის სხივები ოდნავღა ანათებდა სოფელს.. თავდაღმართზე დავეშვი და თან ვფიქრობდი, როგორ შეილებოდა ასე უკვალოდ გამქრალიყვნენ ადამიანები, გრძნობები, ურთიერთობები, მაგრამ რავიცი მე, ალბათ რადგან ყველაფერს რასაც აქვს დასაწყისი, ასევე დასასრულიც მოსდევს.. მაგრამ მაინც ვერა გავიგე რა.. თან მე ძალიან მგავდა თურმე ის გოგო.. თუ რამე გავიგე დავწერ იმასაც.




იგ
2011 წლის 24 ოქტომბერი
24:00


*ფოტოს ავტორი:. უნგიაძე