Tuesday, May 24, 2011

მე -მუზა მიტოვებული..

 მე-
შენგან დავიწყებული
მუზა მიტოვებული,
 ღუზა აწყვეტილი, 
წყალი ამღვრეული, 
ხიდი ჩატეხილი, 
 გული ჩაწყვეტილი,
 პოეტად უარყოფილი, 
 როგორც უარყოფითი..
წვიმაში მოყოლილი, 
უჩინრად მოთოვილი
და ამბად მოყოლილი
ნამდვილ ამბავად,
 არა -მოგონილი..
ისევ ეს უაზრო მოლოდონი..  


იგ, 
მაისი, 201 

Saturday, May 21, 2011

(ა)პოლიტიკური პოსტი

გაზაფხული მოვიდა.. თითქმის ზაფხულიც.. გამოთბა..გულს ნამდვილად ახარებს მზე და კაი ამინდი.. თბილი ამინდის დადგომასთან ერთად, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თბილისში რეჟიმის შეცვლის სეზონური კამპანია განაახლეს.  2007 წლიდან მოყოლებული რაც მახსოვს მათი ტაქტიკა უცვლელია: დედაქალაქის ქუჩებში არეულობის მოწყობით ხელისუფლების პროვოცირება, გამოიყენოს ძალა, რაც დასავლეთის თვალში მთავრობის ლეგიტიმურობის დაკარგვას და ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. 
დროთა განმავლობაში ჩემი პოლიტიკური ღირებულებების გადაფასდა მოვლენების კვალდაკვალ  და დღეს ჩემს თვალში ქართული რადიკალური ოპოზიცია თავისი თავკაცებით არანაირ ნდობას არ იმსახურებს.. მესმის მათი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ ჩვენი ბედკრული საქართველოს მომვალი აღელვებთ და ა. შ.  და ერთი თვალი ხომ არ შეგვევლო მათთვის, ვინც ამ ლოზუნგებით საზოგადოებას მოუწოდებს ქვეყნის გადასარჩენად,  ერთად,  თავისუფლების მოედანზე გამოსასვლელად.. 
”ქართული პარტია”, რომლის თავმჯდომარეა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ხოლო დამფუძნებელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ”სახალხო კრება”, რომელსაც ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე უდგას სათავეში საქართველოს მოსახლეობას რევოლუცია დაუანონსეს, ოღონდ არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე. აი, მაგალითად, ”სახალხო კრებამ” აქციები  დღეს, 21 მაისს დაიწყო,  "ქართულმა პარტიამ” პერფომანსი 16 მაისს  აშშ-ის საელჩოსთან შემოგვთავაზა, რომლის მიზანი იყო  პროტესტის გამოხატვა იმის წინააღმდეგ, რაც ამერიკიდან მომდინარეობს, რადგან თურმე  აშშ-ის ხელისუფლება საქართველოში დემოკრატიას ასამარებს..  და საოცარი განცხადებაც მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ პარიზიდან:  "თქვენ გეძლევათ კიდევ ერთი შანსი ემსახუროთ საკუთარ ხალხს, მაგრამ თუ აპირებთ სააკაშვილის რეჟიმს საფლავში ჩაყვეთ, პირობას გაძლევთ, რომ არავის არ დაგინდობთ”, - გვითვლის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამ ყველფრის ფონზე რუსული პოლიტიკის პოდიუმზე ვხედავთ მას ნინოს და ზურიკო ნოღაიდელის შემდეგ რა თქმა უნდა.. 
ოპოზიციური ფლანგის ლიდერები იმ ქვეყნის ხელისუფალთან გადიან  კონსულტაციებს, რომელთაც საკუთარი იმპერიული ვნებების დაოკება ქართული სისხლით მოინდომეს 2008 წელს.. მე არ დამვიწყებია ეს პირველი და იმედი მაქვს უკანასკნელი ომი, რომლის სიმწვავე მთელი სიცხადით შევიგრძენი. 
მე იმის თქმა არ მინდა, რომ ქვეყანა მართლაც სტაბილკურად და მდგრადად ვითარდება, არა, მეც ვხედავ და მესმის ყველაფერი, მაგრამ რევოლუციების დრო დამთავრდა, ეხლა ევოლუციაა საჭირო. ნაცვლად დემაგოგობისა და ერთმანეთის დაწიხლვისა,  დემოკრატიული პრინციპის დაცვით საჭიროა მოლაპარაკების წარმოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ (ერთმორწმუნე იმპერიულ ვნებებს აყოლილ რუსეთთან)
კიდევ, იცით რა მწყინს ყველაზე მეტად და მგონი არა მარტო მე, ოპოზიციის მთელი პიარ-კომპანია აგებულია იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა  ხელისუფლებაში ცუდები არიან, ჩვენ მოვალთ და უკეთესად გავაკეთებთ. მაგრამ ვერცერთხელ ვერავინ ვერ მოისმინა, რას გააკეთებენ უკეთესად. ბევრი მათგანი იყო უკვე ხელისუფლებაში. ჰქონდათ ძალიან მაღალი პოსტები  და ისიც აღსანიშნავია, რომ  წლების მანძილზე ე.წ. ოპოზიციური სპექტრი როგორც პოლიტიკური ძალა ვერ შედგა საქართველოში.. 
იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება გონს მოეგება (ჩვენ ხომ პროგრესულად მოაზროვნე ხალხი ვართ) და პოლიტიკური გადატრიალება კი არა, ქუჩებში ცივილიზაცია გამოგვიყვანს.. მაშინ მეც შევუერთდებო ჩემს თანამემამულეებს.. მაგრამ არა ამ, ჯერ კიდევ გაუგებარი ძალის მიერ  მართულ წარმოდგენებში არ მივიღებ მონაწილეობას.. 

პ.ს. დღეს გამართული აქციის სატელევიზიო გაშუქებისას არ გამომპარვია მხედველობიდან მიტინგის მონაწილეთა "ვითომ დროშის ტარები".. ჰმ!!! 


ირინა გორაშვილი
21 მაისი, 2011 წელი  

Thursday, May 19, 2011

"სამოსელი პირველი"

გურამ დოჩანაშვილის გენიალურ ნაწარმოებს,  "სამოსელი პირველს" უკვე დიდი ხანია უწოდეს წიგნი  სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ცხოვრების წიგნიც"-ო და მე აბსოლუტურად ვეთანხმები.. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წერალმა წიგნზე მუშაობა 1966 წელს დაიწყო და 12 წლის განმავლობაში წერდა. დაწერა წიგნი,  რომელიც მართლა უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ, დიახ!  
და  მე ვიდრე ცოცხალი ვარ, მოვასწარი უკვე სამჯერ მისი წაკითხვა და წავიკითხავ კიდევ..  წიგნის ახალი გამოცემის პრეზენტაციასაც დავესწარი დღეს, თიბისის საგამოფენო დარბაზში, ბ-ნმა გურამმა გულთბილად გამიღიმა და ავტოგრაფით დამიმშვენა უკვე ჩემი საკუთარი წიგნი "სამოსელი პირველი".. მიხარია ფრიად..
იცით, ყველაზე მეტად რას მივხვდი უფრო ამ წიგნის კითხვისას? "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" მართლაც. 
წიგნი გაჯერებულია მარადი და უკვდავი თემატიკით: უძღები შვილის ამბავი, მეგობრობა, სიყვარული, გმირობა, სისასტიკე, დაკარგვა საყვარელი ადამიანის, ტკვილიც..
როდესაც წიგნის კითხვა დავიწყე, მაშინვე ახლოს მოვიდა ჩემთან ერთი თავგადასავლის მოყვარე ბიჭი დომენიკო, რომელსაც "ჩაესმის ხმა", დაადგება გზას, მიდის, გადალახავს წინააღმდეგობებს, მოიპოვებს რაღაც ფასეულობას და ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო სვლა. მასთან ერთად ვიხეტიალე მე ლამაზ ქალაქში, კამორაში, კანუდოსში.. დომენიკოსავით შემიყვარდა.. და დავკარგე (არა, ის რა თქმა უნდა არ მომკვდარა , როგორც ანა-მარია)  აი, მაშინ   "ჩუმი მოლოდინით გაიყინა ღამე, სადღაც ორღობეში შეიყუჟა მთვარე, მიწამ შავად ჩამოთოვა ცაზე, გაიცრიცა ირგვლივ არე-მარე და ჩემ თვალწინ მდუმარებით დაიბადა კიდევ ერთი ღამე. შენზე ფიქრებს გამოვატან ქარებს, გიამბობენ ათასნაირ ამბებს, მე კი ისევ შენი სუნთავა გამიგრილებს სახეს". მაგრამ ის არ იყო "მარტოკინა" ჩემთვის, როგორც ანა-მარია დომენიკოსთვის. 
ბევრი გამოიარა დომენიკომ, მის კვალდაკვალ მეც.. მაგრამ დომენიკომ თავად მოახერხა ის, რომ არ გაიბზარა შინაგანად, სული არ დაუბინძურდა. ასე რომ, ეს ურთულესი ეტაპიც გაიარა მგზავრმა დომენიკომ და როგორც უძღვები შვილი, დაბრუნდა მშობლიურ სოფელში  რადგან ვერა-რა ჰპოვა უფრო ძვირფასი ამ ხეტიალში. თუმცა ნახა ზღვა, ლამაზი ქალაქი, საშინელი კამორა- მარმარილოს ქალაქი, სადაც პირველი ქალბატონი ძვირფას ქვებს "ახრამუნებს" (ეს ღმად ჩამიჯდა გონებაში) ლამაზი ქალი ტერეზა, რიტუალური მეძავი, ნაყოფიერების დიდი ღვთაება, მაღალი მკერდით, ფართო თეძოებით, დასკდომამდე სავსე დაბერილი ტუჩებით, გველივით მკლავებით, ხუთი მახრჩობელა თითით, ტკბილი არომატით, სასურველი, თამამი, გამომწვევი, საშიში, ვერაგი.. მაგრამ რაც მთავარია, იპოვა მარადიული სიყვარული , ანა-მარია.. ცოლი, რომელიც უყვარდა, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა.
თუმცა-ღა ამ ხეტიალში, დომენიკოსავით  მე და დანარჩენი სხვა მკითხველიც (და)რწმუნდება, რომ ყველზე ფასეული მაინც სიყვარულია, ადამიანთა შორის არსებული სიყვარული,  რომელიც ამ სამყაროს ჯერ კიდევ ამაგრებს და იცავს დაღუპვისგან. 
არ მინდა, რომ კიდევ ბევრი რამე დავწერო, თუმცა მინდა ისე გამოვიდეს, რომ ყველაზე დიდი არა წიგნების მოყვარემაც კი "სამოსელი პირველით" დაიწყოს კითხვა, იხეტიალოს ნაწარმოების მთავარ პერსონაჟთან ერთად და აღმოაჩინოს მრავალი ქალაქი თუ სოფელი და რაც მთავარია, ჩასწვდეს  მთავარ აზრს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ბოლოს კი მასთან ერთად დაუბრუნდეს საწყისს ერთადერთი ფიქრით: ნუთუ ყოველივე ეს?!...
  
 




იგ
მაისი, 2011 

Sunday, May 15, 2011

Across the universe: პროზა

Across the universe: პროზა: "რაჭა ჩვენი სიყვარულია... თბილისში აუტანელი სიცხეები დაიჭირა. სუნთქვა ჭირს, მუშაობა ეზარება კაცს და გული დასასვებლად: ზღვისკენ, მ..."

დავითვლი ნაბიჯს.... რა თქმა უნდა,...

LELA: ცირა ბარბაქაძე _ დავითვლი ნაბიჯს.... რა თქმა უნდა,...: "




ამ თეთრ ფურცელზე მოვაგროვებ

ნაბიჯებს _ ფიფქებს...

გამორჩეულებს გადავაცვამ

ნისლის ვუალებს...

დავითვლი ყველას, ჩემგან გასულს

აქეთ და იქეთ...

და უმეტესად, საკუთარ თავს

გარს რომ ვუარე _

დავითვლი ნაბიჯს....

რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...

რომ მოვიდნენ და უნებურად, ვერ მო(ვ)უარე...

25 ნოემბერი, 2010 წელი.

Saturday, May 14, 2011

ისევ..

გნახე, ისევ მომერია რითმა,
შენთვის ბევრჯერ უკვე ლექსიც მითქვამს,
ეს ცხოვრება დაემსგავსა მირაჟს
და სათქმელი გასცდა მრავალ  ტირაჟს.

გნახე, ისევ მომერია სევდა,
შენს სახეზე ღიმილს რაღაც სდევდა,
იდუმალი სიბრალული ჩემდა?..
შენი კვალის დევნა რად დამჩემდა?..

მე მაისის წყნარ საღამოს გნახე,
როცა ვარსკვლავთ გაემართათ ლხენა,
გნახე, ისევ ვერ ვიგრძენი შვება,
დრო კი გადის, ეს მე არ მეშველა...

გნახე, მაგრამ მენატრები ისევ, 
მენატვრები, მესიზმრები მარად,
გეფიცები, არ გატყუებ მართლა...

რა ვქნა რაღა გავაკეთო მეტი,
თურმე მომდის უკვე მეტის მეტი?! 

იგ, 
14.05.2011, 01:56  

Monday, May 9, 2011

ზღაპარი- "იქ სადაც.."

 
იყო და არა იყო რა.. უფრო იყო არსებობს დღესაც და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანებს შეეძლებათ დაფიქრდენ აწმყოსა და წარსულზე, გააანალიზონ თავიაანთი ქმედებანი, შეძლონ ავ კარგის გარჩევა და დააფასონ სიკეთე, სიყვარული, ერთგულება..   
დიახ, იქ სადაც ორი სამყარო იყო გადაჯაჭვული, ოცნებისა და რეალობისა, ზღაპარიც სწორედ მაშინ დაიწყო. 
 რეალითის მცხოვრებნი დედამიწაზე დაიარებოდნენ, მეოცნებენი კი ზეცას წვდებოდნენ მაღლა. ამ სამყაროში ყველაფერი არაჩვეუელბრივი იყო.. სახლები იყო ისეთი, მსგავსი რომ არსად გენახათ, არ გატყუებთ, მართლა. სოკოსავით ქუდები ეხურათ თითქოს, უცნაური ფორმისანი იყვნენ, ზოგი მარჯვნივ და ზოგიც მარცხნივ გადახრილი. ყველა სოკო სახლს კოშკი ამშვენებდა თან. სახლის უამრავ სარკმელში მზე თავისუფლად იჭყიტებოდა და გულს ახარებდა. ღრუბლებზე ციცინათლები ეკიდნენ, მხიარულად ქანაობდნენ და ანათებდნენ გარშემო ყველაფერს. ამიტომაც იყო, რომ სიბნელეს ვერ ნახავდით ვერსად. აქ ცხოვრება ვის არ მოუნდებოდა, მითხარით ერთი.  
ოცნებისა და რეალითის გზაგასაყარზე ერთფეროვნებისა და მოწყენილობის არაფერი გაეგებოდათ. აქაური ადამიანები ღრუბლებთან სულ ახლოს იყვნენ. ყველასგან კი ერთი მეოცნებე ჭაბუკი გამოირჩეოდა, რომელიც ყველზე მაღალი სოკო სახლის აივანზე წამომჯდარიყო , ყოველ საღამოს ქნარს საამოდ ამღერებდა და მის გარშემო იკრიბებოდნენ ღრუბლებზე მონანავე ციცინათელები. ჭაბუკი მღეროდა და ამ სიმღერაში სულსა და გულს დებდა, იდუმალი სევდა მხოლოდ მისი ნამღერიდან ირეკლებოდა. მისი ხმის გაგონებისთანავე ჩუმდებოდა ყველა, სიზმარეთიც კი ტოვებდა ძილ-ბურანს. უცხო და გულში ჩამწვდომი  სიმღერის ხმა სცდებოდა ოცნებების სამყაროს და სადღაც,  ხცრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ეფინებოდა გარემოს. ხმა იყო იმედის მომცემი, ისეთი,  თავისკენ რომ იზიდავდა ყველას. ან რა გასაკვირი იყო., რომ ამ ხმამ ერთი ვიღაც უცხო ასული აიყოლია. მიატოვებინა  თავისი სამყარო, სახლი-კარი, და-ძმანი, მშობლები, ყველა და ყველაფერი და ხმის კვალდაკვალ გაუყვა გზას რომ ჩაეღწია იქ, სადაც.. 
უცხო ასული  არც მეოცნებე იყო და არც  ღრუბლები ენახა აქამდე ახლოს. ცხრა მთას იქით მდებარე, მწვანე მთებში ჩაძირული უცხო ქალაქიდან იყო,  მაღალი, გამხდარი, მოხდენილი ტანისა.. მოწითალო ფერი გადაჰკრავდა მის ქერა ტალღოვან თმას, რომელიც წელამდე  სწვდებოდა. თეთრი კაბა ემოსა და ფეხშიშველი მიუყვებოდა გზას, რომელსაც იქამდე უნდა მიეყვანა, სადაც ერთი ვინმე მეოცნებე ჭაბუკი თავისი სიმღერით უხმოდა. გზას ღამ-ღამობით მიუყვებოდა, სიმღერა და მუსიკის ჰანგები მხოლოდ ღამე გაისმოდა ოცნების ყველაზე მაღალი კოშკიდან. არ გეგონოთ ადვილი ყოფილიყოს ამ გზის გაკაფვა, უამრავი  ლაბირინთი და კიბე იყო  გასავლელი.. 
მაგრამ როდესაც ადამიანს რაღაც გულით უნდა, რას ვერ გააკეთებს, რას ვერ შეძლებს  და  დაძლევს.  უხცო ქალაქიდან მომავალმა ასულმა რეალითისა და ოცნების გზაგასაყარამდე მიაღწია.  მისთვის ბევრად ფერადი სამყარო გადაიშალა თვალწინ.. აღტაცებული დაეძებდა იმ ხმას, რომელმაც რომ შთააგონა უამრავი დაბრკოლების მიუხდავად შეუსვებენლად გამოატარა მრავალი კიბე. 
უცნობის გამოჩენა არც კი გაჰკვირვებიათ, არც რეალითში, არც მეოცნებებს, არც ღრუბლებებზე მოფარფატე ციცინათელებს. თუმცა ის კი აღიარეს, რომ ეს მოხდენილი ასული მათ უცხო სტუმართა შორის ყველაზე ლამაზი იყო, ყველაზე კეთილი სახე ჰქონდა. საქმე იმაში იყო, რომ  ღამღამობით მომღერალი ჭაბუკის ხმას კიდევ მრავალი მოეყვანა იქ სადაც ოცნებები და რეალობა იკვეთებოდა. 
გოგონამ მიზანს თითქმის მიაღწია, ღრუბლებს მისწვდა  და ციცინათელებან ერთად გაისეირნა..  ყოველ საღამოს იმ მრავალთა შორის, ვინც მეოცნებე ჭაბუკის მუსიკის ჰანგებს უსმენდა, უკვე მეოცნებე გოგონაც იყო. ჭაბუკზე შეყვარებული დიდხანს უცქერდა ხოლმე შორიდან და  ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. განა ვერ მიუხვდნენ უცნობ ასულს! . თითქმის ყველა ხედავდა მის ფარულ გრძნობას და ამავდროულად ნათლად გამხელილს.. მხოლოდ ოცნებების ქვეყნის ყველაზე მაღალი სოკო სახლის აივანზე მუხლმორთხმული ადამიანი ვერ ამჩნევდა თითქოს., ის ისევ უკრავდა ქნარს, ოცნებით აღავსებდა შორეთის მცხოვრებთ, სიამეს ჰფენდა მის გარშემო მყოფებს და რეალითისა და ოცნებათა გზასაგასაყარზე მუდამ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს.. სხვა რაღა დარჩენოდა აწ უკვე მეოცნებედ ქცეულ  გოგონას, ჭაბუკის მსგავსად ოცნების კოშკზე დაიდო ბინა. ამ სიმაღლიდან მუდამ რაღაცას გასცქეროდა შორით, შეიძლება ცხრა მთას იქით მდებარე მწვანე მთებში ჩაფლულ ქვეყანას, რომელიც მიატოვა ოდესღაც და დარჩა მეოცნებედ,  მეოცნებე ჭაბუკის მოლოდინის ამარად...

* * * * 
-და გოგო,  ეს არის დასასრული? რა იყო, მეტი აღარაფერი იცი?

-კი, როგორ არა, ეს ქვეყანა დღემდე არსებობს, რაოდენიც არ უნდა გაგიკვირდეს, არაერთი აღმოჩენილა ამ ოცნების მაღალ კოშკზე და ღრუბლებზე მონანავე ციცინათელებთან უსეირნია. 
ამბავი არ მთავრდება, ეს ამბავი გრძელდება, ალბათ იმიტომ რომ ადამიანებს შერჩეთ მიზნისკენ სწრაფვის სურვული, ოცნებების ახდენა (მაგრამ ბოლომდე ალბათ არა) 
-მოიცა კაცო, ერთი ეს მითხარი, ამ გოგოს რა ბედი ეწია, ასე დგას მას შემდეგ და გაჰყურებს რაღაცას სივრცეში?
-ჰო, რავიცი ალბათ.. 
-  და არ ეშველება არასდროს?
-შეიძლება.. 


იგ
მაისი, 2011 
 

მომე-ფერები

მომე ფერები
ფერები ცათა
ფერები ზღვათა,
იმედის ფერები,
მე რაც გამაჩნდა 
მოგე-ც  ფერები..
და სიხარულის ბევრი ბგერები.. 
სიცოცხლის ბოლოს მაინც
მომე - ფერები  მხოლოდ.. :/





 იგ
მაისი, 2011 





Friday, May 6, 2011

დილა მშვიდობის ხარ !

შენ ხარ ჩემი მოვლენების ქრონიკა,
ჩემი პანიკა,
სიტყვების გარითმვა, 
ფერების პალიტრა, 
მინდა, რომ გითხრა:
დილა მშვიდობის ხარ!! 






იგ,
მაისი, 2011 

Thursday, May 5, 2011

მაისის წვიმა

"ავწიე ფარდა და 
 მაისმა აკოცა მინას",
 წვიმა ჩემს მუზას უხმობს  ამ დილას,
 ფიქრს არ ვჯერდები, 
შორს მივყვები ისევ ოცნებას, 
მაისის ამ დილასაც მიყვარხარ და
ჩემს მონატრაბას ვატან შენთან 
მაისის წვიმას, 
მე სახლში ვარ, ვმუშაობ, გხედავ და 
არ მძინავს .. =)  
  


პ.ს. ლექსს გიძღვნით თქვენ ყველას :)    
       ფოტოს ავტორი ნ.უ-ძე =)  

 იგ,
მაისი , 2011

 

რა მჭირს?

მეკითხებიან რა გჭირს?
ხვეწნა-მუდარა არ ჭრის..
შხაპუნობს  წვიმა დღესაც,
გუშინდელივით  ცა ცრის..

ახლა რომ გითხრათ რაღაც,
გაიგებთ მგონი, ალბათ..
 და ზაფხულს თუ გათოვდა
ეს ზამთარს არ ახსოვდა.. =)

რაღაც რომ მჭრის მეც ვხედავ,
თქმით ამას ვეღარ ვბედავ..
და, უსიყვარულოდ ღმერთთან
საუბრობს ვინმე ნეტავ?

 იგ,
მაისი, 2011

Sunday, May 1, 2011

უბრალოდ..

ფიქრები ისევ სულ თან რომ დამაქვს,
გპირდები, აღარ დაგიწყებ კამათს,
ჩუმად გავივლი მე ჩემს გზას, აღმართს,
ღმერთს შევავედრებ ჩემს ლოცვას, ალალს..
მინდა გიცნობდე სულ მუდამ მართალს,
ქვეცნობიერი ჯიუტად მმართავს..
უბრალოდ მიჭრის, ვერაფერს ვმალავ..
ფიქრი კი ფიქრებს რითმებად ართავს
და პოეზიის ქალღმერთების საღამოს მართავს!  



იგ,
მაისი, 2011 

ჩემი გაზაფხულის შემოდგომაა



















    გაზაფხულისფრად შეღებილი ჩემი ოცნება,
    წვიმის წევეთებით დანამული ბილიკი შენსკენ,
    ეს სევდიანი გაზაფხული  ჩემთვის მოვიდა
    და ყველაფერი უცნაურად გამომივიდა..
    და თუ ეს არის ბედისწერა, მე დავმორჩილდე?

    ნუთუ წელს ჩემთვის  გაზაფხული არ შედგა ნეტავ..
    ეს მართლაც ჩემი გაზაფხულის შემოდგომაა
    მე კი თავხედი ბევრი რამის თქმას უკვე ვბედავ..
    და ვწუხვარ  მაშინ, ჩემო კარგო, შენ რომ ვერ გხედავ..
 



 იგ,
უკვე მაისი, 2011 წელი