Saturday, May 14, 2011

ისევ..

გნახე, ისევ მომერია რითმა,
შენთვის ბევრჯერ უკვე ლექსიც მითქვამს,
ეს ცხოვრება დაემსგავსა მირაჟს
და სათქმელი გასცდა მრავალ  ტირაჟს.

გნახე, ისევ მომერია სევდა,
შენს სახეზე ღიმილს რაღაც სდევდა,
იდუმალი სიბრალული ჩემდა?..
შენი კვალის დევნა რად დამჩემდა?..

მე მაისის წყნარ საღამოს გნახე,
როცა ვარსკვლავთ გაემართათ ლხენა,
გნახე, ისევ ვერ ვიგრძენი შვება,
დრო კი გადის, ეს მე არ მეშველა...

გნახე, მაგრამ მენატრები ისევ, 
მენატვრები, მესიზმრები მარად,
გეფიცები, არ გატყუებ მართლა...

რა ვქნა რაღა გავაკეთო მეტი,
თურმე მომდის უკვე მეტის მეტი?! 

იგ, 
14.05.2011, 01:56  

No comments:

Post a Comment