Monday, November 29, 2010

ჰარი პოტერი - ფიქრები იმაზე, ჯადოქარი როგორ ვიქნები..

მაშ ასე, 1990 წელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგი, თავის მეგობართან ერთად საცხოვრებლად გადადიოდა მანჩესტერში. მისივე თქმით, ახალი ბინის ერთკვირიანი ძიების შემდეგ იგი ბრუნდებოდა ლონდონში და სწორედ მატარებელში მოუგონია პოტერის ისტორია. იმავე საღამოს ჯოანმა დაიწყო ფილოსოფიური ქვის წერა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გვერდებს ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდა, შემდეგმა მოვლენებმა, კერძოდ კი როულინგის დედის გარდაცვალებამ თავისი გავლენა იქონია ჰარის ბედზეც. 1996 წლისათვის წიგნი დასრულებული იყო და გამოცემული იქნა 1997 წელს.


2002 წელს, თუ კარგად მახსოვს (ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი), საშობაოდ  წიგნი ქართულ ენაზედაც ამობრწყინდა.. ამ წიგნმა მთელს მსოფლიოში პოტერომანიის ტალღა გამოიწვია. ჩვენთან არავინ იცოდა, რომ ასეთი რაღაცეები, რაც თბილისში ხდება, ხდებოდა ყველა ქვეყანაში... ამ წიგნს აქვს ისეთი ხიბლი, რომელიც საყოველთაო ეიფორიას ქმნის. ფაქტობრივად წიგნები ერთ დღეში გაიყიდა. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ მომხდარა... ამ წიგნით არა მარტო თბილისის, არამედ რაიონის მოსახლეობაც დაინტერესდა, რაც ასევე პირველი შემთხვევაა. დედოფლისწყაროში რამდენიმე წიგნი იყო პოტერი და გადადიოდა ხელიდან ხელში.. 

 სწორედ მას შემდეგ იწერებოდა ჰარი პოტერზე სტატიები ჟურნალ-გაზეთებში, როგროც "ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ -ზე ანუ ჰოპლაზე  ჯოჯოხეთში"... 
წიგნებს საოცნებო ფილმების სერია მოჰყვა.. 

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (2001)
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (2002)
ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (2004)
ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (2005)
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (2007)
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (2010) -> ფილმა რეკოდრი მოხსნა.. თვალი გადავავლე ინტერნეტში მოცემულ სტატისტიკას და 350 მლნ დოლარი დაწერა შემოსავალი.. აი, სწორედ ეს ბოლო ნაწილია ჯერ რომ ვერ მოვიცალე სანახავად.. უნდა ჩავუჯდე.. და ვიმოგზაურო კეთილ ჯადოქართან ერთად ბოროტების დასამარცხებლად.. 

და კიდევ, საერთოდაც არ მიმაჩნია ჰარი პოტერის წიგნის ყიდვა-წაკითხვა ან/და ფილმის ბილეთის შეძენა ჯოჯოხეთის საგზურის შეძენად.. 
ბოროტებაზე სიკეთე სადაც მძლავრობს, 
ეს ყველაფერი მომწონს, მოიწონეთ და ბოლოს,  მადლობა როულინგს. მესმის, რომ ვერ შევადარებთ ასტრიდ ლინდგრენის ლიონებერგელ ემილის, მაგრამ დამეთახმეთ, რომ მას შესაძლოა უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავდეს, ის უკვე აღიარეს მოვლენად ლიტერატურულ სამყაროში.. 

ასე, რომ დაე, წაიკითხონ ბავშვება(არა მარტო) და ნახონ ფილმები ჰარი პოტერიზე და იფიქრონ იმაზე, როგორ დავამარცხოთ ბოროტება და ვიყოთ ჯადოქრები,  ოღონდ კეთილები :)



P.S. ანეგდოტი ჰარი პოტერიზეც კი არსებოს თურმე:



ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა და უფსკრულში ჩავარდა.
-ცოცხალი ხარ?-ეძახიან მეგობრები ზევიდან
-კიი
-რამე ხო არ მოიტეხე?
-არა არაფერი
-ღრმაა მანდ?
-რავიცი ჯერ მივფრინაააააააავ

 * * * 


სუპერ აქცია!!!!

ამოხოცეთ მაგლების ხუთი ოჯახი და მიიღებთ უფასო ნიღაბსა და მოსასხამს!! ასევე საჩუქრად გაგიკეთდებათ ტატუ ხელზე!!
* * * 

-ჰარი რამდენი გაქვს მხედველობა?
-მინუს ხუთი რონ
-ცივა ხო?
 * * * 

იცით რატომ აქვს ვოლდემორს წითელი თვალები? პამიდვრებში რომ კარგად დაიმალოს.. არასდროს გინახავთ ვოლდემორი პამიდვრებში? აი ასე უნდა დამალვა!!!



 * * * 


პატარა ტომ რიდლი გვირილას ფოთლებს აცლის. მასწავლებელი:
-ტომ მკითხაობ?
-რას ვმკითხაობ.. ვაწამებ.

ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა :D:D:D


იგ, ნოემბერი 2010


Sunday, November 28, 2010

Nick's song

My name's is Irina,
My sister's son- Nick, 
He's apple of my eyes
And  God let sun rise for him.


Good night my dear, 
My love and 
Sometimes reason of my tears.. 
Wish you good morning and sun... 


My hope is on the horizon
Only about you,
I plead and pray though each night and day

For you For you For you For you 
My little child
You're on my mind.. 


My name's is Irina,
My sister's son- Nick, 
He's apple of my eyes
And  God let sun rise for him.

P.S. არც მეტი და არც ნაკლები, დღეს ნიკუშა გაჯიუტდა დაძინებაზე.. ქართულმა "იავნანამ" ვერაფერი ჰქნა და მაშინ მისმა გიჟ-პოეტა დედიამ სახელდახელოდ შეთხზა სიმღერა-იავნანა ინგლისურ ენაზე.. იავნანამ, როგორც მე ვუწოდე Nick's song-ს, სასწაული ჰქნა და ნიკუშას ჩაეძინა.. ენაცვალოს დეიდა... 
P.P.S. მეორე საკითხია რა ტონალობასა და მელოდიაზე შესრულდა ეს ყოვლივე ზემოთ დაწერილი.. ყველამ კი ნახა, რომ ნიკუშას, დედას გეფიცებით თუ ვიტყუებოდე, ყურებში თავისი პაწია თითები  ჰქონდა... 
მაგრამ რა, იავნანამ ჰქნა... ჰაჰაჰაჰა.. 


იგ, ნოემბერი 2010



Saturday, November 27, 2010

ფრიად შევაწუხე გარშემო ყველა, რა ვქნა, არ ვცხოვრობ მდორედ და ნელა!...

და თუ მიზნამდე გზაა და ბნელა,
ჩემი სიცოცხლე იცოდეთ  დ ღ ე ა !
მ ზ ე ა!...

იგ, ნოემბერი, 2010

ჩ ა ნ ა ხ ა ტ ი

უკვე მიწურული შემოდგომის მზიანი და უღრუბლო შაბათი დღე იყო.  პატარა თბილ ქალაქში უცნაური სამზადისი იყო გაჩაღებული. ადამიანები გამოშლილიყვნენ მოედნებზე.. სეირნობდნენ, ჭორაობდნენ, განიხილავდნენ ამა თუ იმ საკითხს.. ბავშვები ცელქობდნენ და უფროსების ძახლს ყურს არ უგდებდნენ..  სადღაც სკვერის სიღრმიდან კი უდარდელი ქალ-ვაჟების კისკისი ისმოდა..


მზე დასავლეთისკენ იხრებოდა. შუადღის  მზის სხივები თამაშობდნენ სკვერში მდებარე შადრევნიდან ამოხეთქილ წყლის ჭავლში. მოედანზე შეკრებილი ჯგრო ერთი მიმართულებით დაიძრა..  ცენტრალური სტადიონიკსენ, სადაც ბორჟღალოსნების შერკინება იწყებოდა.. გულშემატკვირების შეძახილები აყრუებდა არე-მარეს..

პატარა თბილი ქალაქის  მეორე კუთხეში კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს უდანაშაულო დამნაშავეს, ქალი ყოფილა თურმე.  მას ადამიანის გულის მოპარვა და ცაზე ვარსკვალვების მოწყვეტა განუზრახია.. ფაქტზე დაიჭირეს-ო იუწყებოდა სასამართლოს კარებზე გამოკრული განაჩენი... საბრალო, საიდან მოიტანეს ეს ბრალდება.. ნუ, რა ვიცი.. 

დღე ილეოდა.. შემოდგომისთვის უჩვეულო სიცხე ჩამოდგა. სტადიონზე მტვერში ირეკლებოდა შერკინება. გაისმოდა სხვადასხვაგვარი შეძახილები.. ვაშა, გინება, ხუმრობა.. ბოლოს კი ვაშა, დიდი ვაშა.. პატარა ქალაქელებმა ამ შემთხვევაში გაიმარჯვეს, თუმცა სრულიად დამსახურებულად.. 

ამ დროს ქალაქის ყველაზე დიდმა საათმა 6 დარეკა. ვიღაცისთვის უკანასკნელი მწარე წუთები ითვლებოდა. მოედნიდან აზვირთებული ხალხი ქალქის მეორე ნაწილიკენ გაემართა. აქ ავისმომასწავებელი სამზადისი იყო. სიკვდლით სჯიდნენ უდანაშაულო დამნაშავეს. გილიოტინაზე მისთვის თავი უნდა მოკევეთათ.. საოცარი იყო და აქ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა, მაგრამ აქ ისინი ადამიანის მსგავს ფიგურებს ჰგავდნენ.. გაფაციცებულები შეჰყურებდბენ განაჩენის სისრულეში მოყვანას.  
გაისმა საშინელი გუგუნი, ამოიყვანეს თმაგაშლილი, გაფითრებული (ყველაზე  მეტად გაოცებული იყო ის უბედური მე თუ მკითხავთ) თეთრ სარ ჩამოცმული ქალი და .. ჯალათმა არ დაააგვიანა, განაჩენი სისრულეში მოიყვანა.
არ ვიცი რა ეგონათ ადამიანის მსგავს ფიგურებს სიკვდილით დასჯის ნახვა, მათი შეძრწუნებული მზერა კი მისჩერებოდა ოქროსფერი თმებით დაფარულ მოწყვეტილ თავს... 

დაღამდა. ცა მოიქუშა. აქა-იქ თუ მოჩანდა ვარსკვლავები.. მთვარე კი ღრუბლებიდან კრთალად ანათებდა პატარა და მაინც თბილ ქალაქს.. 
ქუჩებში მოძრაობა შესსუსტდა და  კიდევ უფრო მეტად გაისმოდა მანქანებისა თუ  ეტლების ხმაური.  სამიკიტნოებიდან მოისმოდა ხმაჩახლეჩილი მთვრალების სიმღერა, ხანდახან ხმამაღალა  სევდიანიც კი, რომლის მწუხარე კვნესა ასე თუ ისე შეეფერებოდა შემოდგომის ბოლო შაბათის მწუხრს.


 * * * 
აი ასე, ცხოვრება ჭიდილია გამარჯვებისა და დამარცხებისა, სიკვდილისა და მის კვალდაკვალ ახალი სიცოცხლის მოვლინებისა ამ ქვეყანაზე.. და ცხოვრება გრძელდება, გაგრძელდება პატარა თბილ ქალაქშიც,  უბრალოდ ვარკვლავებზე მეოცნებე ქალის გარეშე, თუმცა გამარჯვებული ხალხის მსგავსი ფიგურებით სავსე.

 იგ, ნოემბერი 2010



ლოცვა-ვედრება

უფალო შემიწყალე, 
უფალო შემიბრალე,
უფალო ამიხილე თვალი,
თუ მე ვარ დამნაშავე
გთხოვ, რომ მეც დამსაჯე
ხალხო, ნუ განმსაჯეთ
მე- სიყვარულით მთვრალი..
უფალო, ვგრძნობ რომ 
გიყვარვარ და მწყალობ,
დამნაშავე ვარ მე შენს წინაშე
მხოლოდ ამასა ვნანობ! 


იგ, 2010



Wednesday, November 24, 2010

ჩემი ხატია სამშობლო

აი ასე, რაღაცეების ძებნაში ჩემს დაწერილ ძველი ლექსების დასტას გადავაწყდი.. 
ჩემში პატრიოტიზმი დროდადრო პიკს აღწევს ხოლმე.. ეტყობა ეს ლექსიც მაშინ დამიწერია, როცა შემი სამშოლბლოს სიყვარული ყველაზე მეტად მიგრძვნია..


ვუფიქრდბი წარსულსა და აწმყოს, 
ველოდები მის მომავალს მზიანს,
მე არ ვიცი, შენ რას ფიქრობ მასზე, 
ჩემთვის კია სანატრელი ფრიად,


სიხარული მისი არის შვება,
როცა მესმის მისი კვნესა ვტირი,
ემტერება ბევრი ისევ ღიად,
ყველაფერი ერთ დასკვნადმე მიდის:


ეს პატარა, ერთი გოჯი მიწა, 
მადლიანი მხარე ივერთ მზის
მტერს თუ უნდა გადაშენდეს ვფიცავ
არ მოხდება ეს არასდროს, არცერთ გზის!


მეწამული ფარდა უკვე კმარა,
გმირთა სისხლის ყივილი ისმის,
უფლისციხე ისევ ისე ზრდის
უსახელო სახელოვან გმირს..


სვეტიცხოვლის ძველ ქონგურებს
ოხშივარი სდის..
საქართსველოს ბედნიერი მომავალი
დიდი ილიას სამებიდან კრთის!!!


თებერვალი, 2009


იგ

ალბათ..

ნუთუ ეს კოშმარი
მართლა ნამდვილია,
ალბათ სიზმარია
და ცა ნათელია..
 უკვე მერამდენე ღამე
 თეთრად ნათენია..
ისე ვარ თითქოს
აღარ(აფერი)  დამრჩენია..
ნუთუ ეს კოშმარი
მართლა ნამდვილია..
მინდა მჯეროდეს,
რომ მხოლოდ სიზმარია..
მალე გათენდება
და ცა ნათელია...

იგ

P.S. აუ, ვერ ვარ კარგააად (?) ...

Tuesday, November 23, 2010

კიდევ ლექსი (?)

ალბათ მენატრება,
თუ რა მემართება,
ნუღარ მემართლება 
ეს დრო!
და ეს ფოთოლცვენა 
როცა მორჩება
ფიფქებად დამთოვოს ფიქრებმა.. 
 ეს ყველაფერი
მას  ვერ შეედრება.. 
წარსულს შეელევააა
დრო კი (ვერ) მოგვერევა.. 

იგ, ნოემბერი 2010


ღამე მშვიდობისა



კარგა ხანია შემოდგომის მზე ჩაიძირა,
სადღაც ღრუბლებში გამოჩნდა მთვარე,
გარეთ უცნაური სიცივე ვიგრძენი
ღამის ნისლებში ვერ გნახე მალე..


ღამე მშვიდობისა მისურვებია 
დილა- იმედებით სავსე,
ჩემი სურვილები კეთილია, 
ალბათ კიდეც მგავს მე... 


P.S. ღამე მშვიდობისა-ო  =)


იგ, ნოემბერი 2010







ანომალია

შეგრძნება ჩემში- ანომალია,
გამიჩნდა ეჭვის მწვავე მანია.
ბედმა მონატრების ბევრი დალია..
მოწყენილი ვარ კარგა ხანია.

წინ ვიყურები, იქნებ დარია,
სადღაც გალობენ ავე მარიას.. 
რა ვიცი იქნებ ეს მომვალი
სულაც არ არის ნიაღვარი (ა)...

შორს მოვისროლო 
მინდა შეგრძნება-ანომალია.. 


რატომაა რომ ყველაფერი 
ასე მარტივი
ჩემთვის უსაშველოა და ძნელია, 
თქვით, თუ 
რომელიმე თქვენგანი მაინც ბრძენია.. 


იგ, ნოემბერი 2010








ყველა ფერი

არაფერი, არაფერიი?
ცა რა ფერი?
ლაჟვარდია კვლავ ცისფერი..
მზე დიდი და ოქროსფერი..
ეს სოფელი ბინდის ფერი,
დღეო, გთხოვ ნუ დაღამდები.
შენ გთხოვ ნუ გამიბრაზდები..

ისევ ვითომ არაფერი?
და რომ მაინც ყველაფერი..
რა ფერია სილამაზე
ანდა ჩემი სიხალასე..
სიყვარული?
სიხარული?
ცრემლები და სინანული?..
გამჭვირვალე..
რა მჭირს, რააა მეე?

იგ, ნოემბერი 2010

Monday, November 22, 2010

ვაჟა-ფშაველას

არც მეტი და არც ნაკლები, წუხელ სიზმრად ვნახე არა ვარსკვლავთ ცვენა,მე ვიყავი მთასა ფშავში და გამოთქმით ვკითხულბოდი ვაჟას "სტუმარ-მასპინძელს".. 

და ეს ყველაფერი ისე როგორ ჩაივლიდა, რომ მე ლექსი არ დამეწერა.. ჩემი საყვარელი მწერალია ვაჟა.. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, აი მაშინ "შვლის ნუკრის ნაამბობი" რომ ვისწავლე, მაშინ დავწერე ლექსი, მივუძღვენი ვაჟა-ფშაველას:


მინდა ბუნებას ვუმღერო, 
ჩანგი ჩამოვკრა მთისაო, 
შავეხმიანო მთა-ბარსა,
გული გავუპო ქვისაო. 


როცა გახედავ ფშავის კლდეს,
რა გახსენდება ნეტაო,
ვაჟას ნათქვამი სიტყვები:
ერთურთ გიყვარდეთ მეტადო.


არაგვიც შფოთავს, მოგმინავს,
ალბათ დასტირის მგოსანსა, 
თანაც უხარის რომ მისი
შთაგონებისად გამხდარა.


ბარსაც და მთასაც ორივეს,
ჩავეკონები გულ-მკერდსა,
ორსავ სიმღერებს ვუმღებ,
ორსავ შევფიცავ დობასა.


ერთად ვიქნებით მუდამ ჩვენ,
ერთად ვიხარებთ დღეს და ხვალ,
მტერსაც გავგმირავთ სიკეთით 
და დავამარცხებთ ბოროტსაც!


1999 წელი, 15/12
იგ, კახეთი



პროზა დღეს...

"სიცოცხლე და მშვენიერება  სხვადასხვა ძაფებისგნ ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდღა ნაწილია. მისი მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების გამოუცნობ, მიუწვდომელ ქსოვილისა.."- წერს ჯეკ ლონდონი "მარტინ იდენში"

ვკითხულობ და ვხვდები,  ჯეკ ლონდონი მართლაც  იმ იშვიათ მწერალთაგანია, რომელიც ძალიან ბევრჯერ შეიძლება წაიკითხო.

"უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო"-ო, სიმართლეს ღაღადებს..

ჩემი რჩევა, წაიკითხეთ (თუ არ გაქვთ წაკითხული) ან/და გადაიკითხეთ (მეორეჯერ, მესამეჯერ.. ) ჯეკ ლონდონი, დაიწყეთ თუნდაც "მარტინ იდენით"..  ამ საღამოსვე...


იგ, ნოემბერი, 2010

Sunday, November 21, 2010

ბედისწერააა

და თუ ვიღაცას ეღიმება,
ვიღაცას გულზე დარდი ეფინება,
ვიღაც აღმაოჩენს, გრძნობას გამოაჩენს,
ამ ჩვენს სამყაროში ბევრს ვერ გამოარჩევ..

როცა იყიდება,
 გრძნობა ფეხებზე (და) იკიდება..
როცა ვერ ამჩნევენ როგორ იყინება..
გული, იყინება, სული იყიდება!

ესაა ხალხო ბედნისწერა,
ნეტავ ჩემს თავს რა ეწერა?
დრო რომ  უშნოდ გამეწელა..

იგ, ნოემბერი 2010

არც პოეტი და არც მწერალი..

არც პოეტი ვარ და არც მწერალი,
მინდა დავიპყრო ყველა მწვერვალი,
დიდი გზა დამრჩა შენკენ სავალი..
მითხარ, მაჩვენე გამოსავალი..

მინდა დავწერო, დრომ ვერ გამტეხოს.
ლექსმა დამფერფლოს მე ამ წერაში.
სევდამ ვერ დაღრღნას ეს ჩემი გული,
 როცა  მე შენი კვლავ ვარ ერთგული.

არც პოეტი ვარ და არც მწერალი?
მე -ერთი ოცნების გზებით მავალი
გიჟი პოეტი ვარ, შენთვის დამაშვრალი.
წერას ატანილი, მწვერვალს აყვანილი,
ფიქრში დაღლილი და
შენსკენ იმედებით  ფრთხილად მომავალი..

ისე არაფერი, არ მაქვს დასამალი!..



იგ, ნოემბერი,2010

გული არა ბერდება (?)

შესვენება დაიწყო სამსახურში. 
თუმცა შესვენება მისთვის ხელშეკრულებაში ფორმალურადაა  ჩაწერილი, უმეტესად დრო ენანება იმისთვის, რომ "ლანჩზე" გავიდეს. 
ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა.. მეტი აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ არ დაცემულიყო და ებრძოლა ბოლომდე, მიხვდა, უნდა შეესვენა. 
მარტო და უხალისოდ აუყვა გზას პოპულისკენ.. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ბევრი რამე არ იყო ასე თუ ისე.. მოკლედ, შემოდგომის თბილ მზეს მიეფიცხა და არც თუ ისე დიდი გზის გავლას საკმაო ხანი მოანდომა. 
პოპულში როგროც იქნა მოვიდა მისი რიგი. "ლანჩის" მენიუ იგივე (ოლივიეს სალათი და პატარა ლობიანი). ეგონა დაჯდებოდა და მშვიდად წაიხემსებდა.. მაგრამ ამ დროს სიმპათიურმა, ასე 60-ს გადაცილებულმა ქალბატონმა ჰკითხა: "ხომ არ შეგაწუხებთ გოგონა, თქვენს გვერდით რომ დავჯდე".. ერთი მაგიდა იდგა, უზრდელი არ იყო, მერე რა თუ მას ხასიათი არ ჰქონდა იმ წუთას არავისი.. მშვიდად კი უპასუხა: "რა თქმა უნდა ქალბატონო, დაბრძანდით". 
მისი ვარაუდით 60-ს გადაცილებული ქალბატონი საოცრად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აღმოჩნდა. ახალგაზრდულ განწყობაზე მისი ჩაცმულობის სტილიც მიუთითებდა. გაეცნო და მოისურვა აელაპარაკებინდა მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი, რომელიც უხალისოდ იღეჭებოდა. ქალბატონი რ. 60 კი არა 70-ზე მეტი წლის იყო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა გამოცდილ და ავტორიტეტიან ექიმ-გინეკოლოგს.  მისმა ხალისმა და აქტიურობამ შედეგი გამოიღო და საინტერესო საუბარი გაიმართა ექიმისა და ეკონომისტის.. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონმა რ-მ ბევრჯერ გაიმეორა, "ასე პატარა გოგონა, თან როგორი კოხტა (ნუ, ეგ საკითხავია),  რომელიც დასაქმებულია, მშობლები ყავს, აგერ დედმამიშვილი და ოჯახის პატარა წევრიც გყოლიათ, გაქვთ სწავლის სურვილი და სწავლობთ კიდევაც.. და რამ გაგიტეხათ ხალხნო გული-ო, ვერ მიყურებთ ამ ხნის ქალს, გული როგორ მერჩის, მე კიდევ არ ვაპირებ გაჩერებას.. ოჰ, ეს გული, რომ არა ბერდება"-ო. ამ ბოლო ფრაზაზე კი გამოეკიდა ეკონომისტ-მენჯერი. მიუხედავად იმისა, რომ გაგონილი ჰქონდა ათასგზის, გული არა ბერდებაო, იგი არ ეთანხმებოდა. მისი გული ისეთი აღარ იყო, როგროც, მაგალითად 16 წლის ასაკში  ან  თუნდაც 1 წლის წინ. 
 შესვენების 40 წუთი გავიდა ამასობაში. საუბარში დაამთავრეს "ლანჩი", მაგრამ აწ უკვე ნაცნობი ქალბატონი უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ მისი თანამოსაუბრე 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გაიძახოდა გული ბერდებაო. მან სთხოვა, კიდევ რამდენიმე წუთი მოეცადა და მაღაზიაში შემოსული რამდენიმე მომხმარებლისთვის  ეკითხათ  რას ფიქრობდნენ. შემოსული 5 მომხმარებლიდან ხუთივემ დაადასტურა ერთხმად რომ გული არ ბერდებაო.. ისიც კი დასძინეს, რას ამბობთ, თავი 18 წლის გვგონიაო... 
70-ს გადაცილებულმა ქ-მა გამარჯვბულის ღიმილით გადახედა გოგონას, რომელიც გაოცებული იყო. როგორც ექიმმა კი დაძინა,"შვილო შენ გული გქონია გატეხილი, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო; შენ უნდა მოინდომო და იბრძოლო თუ გიღირს და შენივე კეთილდღეობისთვის ეს აუცილებელიაო... გული კი არ ბერდება, აი, მომიგონებ ჩემი ტოლი რომ გახდები-ო."..
იგი ისევე უცნაურად წავიდა, როგროც მოვიდა მის მაგიდასთან და დაჯდომაზე ნებართვა ითხოვა.. 
საათის ისრები 4სთ-ს ასწორებდა. შესვენებისთვის განკუთვნილი დრო გასულიყო და დაჟე მეტიც. უცნაურად გაბრუებულმა პოპულის გამყიდველს მადლობა გადაუხადა და ოფისისკენ დაეშვა. 


* * * 
ე.ი. გული არა ბერდება (?) რა ვიცი, არ ვიცი.. რომ ტყდება ეგ ვიცი.. 


იგ, ნოემბერი 2010

Tuesday, November 16, 2010

მადლობა თელასს

მადლობა თელასს-მეთქი და რატომ?  შუქი გამითიშეს, თუმცა  სრულიად სამართლიანად.. რა მაგათი ბრალია, მე რ გადავიხადო დროულად, ან გადავიხადო და სხვა აბონენტის ნომერზე? 
და რადგან მედალს ორი მხარე აქვს, უშუქობაშიც არის რაღაც საინტერესო და იდუმალი.. 
ავდექი და ადავშალე წიგნი, სანთლის შუქზე მოვიდნომე სწავლა.. მაგრამ ვინ მაცალა კითხვა, ჩემი ცელქი მუზები დამტრიალებდნენ თავს და ახალ პოსტს ამზადედნენ აქ გამოსაქვეყნებლად ....  მაშ ასე: 



 * * *
სანთლის შუქზე განათებულ წიგნს დავცქერი, 
წიგნი არის ფინანსური აღრიცხვა, 
მოგონებებს ფრთა გაეხსნა ვერ ვერევი,
ჩემი გრძნობა ვერაფერმა აღრიცხა.


ფინჯან ყავას ვეპარები მოკრძალებით,
ენერგია-სითბო თავს რო დამესხა,
სტრიქონები, აბზაცები შორს გარბიან,
ჩემი ფიქრი ისევ მისკენ გამექცა.


ვდგები ნელა, წიგნის კითხვა კვლავ მეძნელა, 
ფუნჯებს დავწვდი, უცებ ხატვა მენელა,
სანთლის შუქზე ირეკლება ჩემი მხარე,
ფანჯრიდან კი მე მიღიმის ისევ მთვარე. 


P.S. რა ვიცი, კარგად ვარ, 
       მყარად ვდგამ ნაბიჯებს,
       სევდიან სტრიქონებს რად ვპოსტავ,     
       მაინც ვერ გავიგეეე .. :)

P.P.S. როცა შუქი ქრება
          რომანტიკა ჩნდება
          გინდა თუ არ გინდა,
         რითმა ტემპში ჯდება.
         მელნის კვალი ფურცელს
უხვად დააჩნდება
თურმე უშუქობას
მოსდევს ლექსის ფარა.
უჰ, რა დრო გასულა
ავდექ ზეზე, კმარა =)  

00:04
იგ, 15/11/2010 
      

Saturday, November 13, 2010

ჩემი ლექსების (?) საღამო ...

რითმა ახლა ვეღარ მრითმავს,
ფიქრის ქარებს, მითვლის წამებს,
ძილ-ბურანში ჩაძირული 
თავს ვერევი, ვებრძვი ღამეს.
რადგან ვწერ და არ ვჩერდები,
ბედისწერავ, არ ვთმობ არცერთს
არც მას და არც ამ ჩემს ნაწერს.
არ გენდობი მაგრამ მაინც
გაგენდობი, 
 ან თქვი  რამე.

 * * * 
თუ ეს დღეები,
შემოდგომის ისევ ფერები,
ხმა და ბგერები,
ეს სიმართლეა, 
შენ დამიჯერე, 
არ გეჩვენები...

* * * 
 არა და არა,
მორჩა და კმარა,
ცხოვრება გადის,
 დრო რჩება მარად..
ერთხელაც გეტყვი,
წამოხლვალ მთიდან
ჩემს ბარში დარად?
აქ არ არსებოს "არ მინდა",
"მარა" ...
მოდიხარ ჩემთან
მორჩა და კმარა!!


პ.ს. " არ ვიცი, რაღაც ასეთი ლექსების ფრთიანი მუზები,
        ამ საღამოს არ მტოვებენ მარტო, ეს ცელქი 
         და ზოგჯერ კიდევაც უსინდისონი" 

იგ, 2010 წელი, ნოემბერი 



              

წიგნი...

წიგნი ინფორმაციის, ცოდნისა თუ აღზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. ყუაში ჩაკრული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების ერთობლიობა ყოველთვის მრავალფეროვან და  საინტერესო სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობს.
ჩემი ნებაც რომ იყოს:  "მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი... ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერი-ლუქსი... არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალიან ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად "კარცერი" და სად "ლუქსი", მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყველა წიგნის მოყვარულთათვის", - ამბობს გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟი ნაწარმოებში - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".
მეც მიყვარს წიგნები და ლიტერატურა. მადლობა დედას და პედაგოგებს. მათ მოახერხეს იმდენი, რომ ყოველ არდადეგებზე წიგნები ჩემი დასვენების ნაწილი გახდა და იქიდან მოყოლებული ვცდილობ წიგნის კითხვისთვის დრო მქონდეს.. მიყვარს კითხვა სახლში, გარეთ (სკვერში, ურნის გვერდითაც კი),  ბიბლიოთეკაში კი განსაკუთრებით, რომლის ზღურბლს იქით ჩემთვის წიგნების განზომილებაა, საინტერესო სიჩუმეში გადშლილი ფურცლების ხმაური..
და რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი?  "უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი". როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული _ ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმება.. ეს სიმართლეა.. თუმცა წიგნი კი არ იცვლება, ვიცვლებით ჩვენ. ადამიანი სანამ ცოცხალია უნდა იკითხოს, ბევრი თან.. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდა მიაჩვიონ მშობლებმა შვილები კითხვის კულტურას და ქიგნების სიყვარულს.. მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ მიყვარს, მივესალემბი კვირის პალიტრის წამოწყებას, "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ".. ქართული პროზის საგანძურის სერიას და დიდი მხატვრების კოლექციის გამოცემას. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნების ფასი ხელმისაწვდომია და საშულებას აძლევს ბევრ ლიტერატურის მოყვარულს შეიძინოს.
ჰო და, "წაიკითხეთ წიგნები - უკეთესად იქნებით!
პასუხი კი კითხვაზე : წიგნი თუ კომპიუტერი? ორივე რომ საჭიროა უდავოა, მაგრამ მე პირადად წიგნიდან წაკითხული ლიტერატურა მირჩევნია.. =)

In the footsteps of Amélie Poulain- want it...



The walk starts at metro station Lamarck-Caulaincourt, Amélie's station (it is here where she leads a blind man before she hops on the on her way to her lover!). Here you see one of the movies improbabilities: In the movie you her turn a corner on  Rue Lepic and bang...she is in the rue Lamarck. In reality these streets are more than 15 minutes a part... 
We drink coffee on the side walk terrace of Le Refuge across the street from the metro station, a quiet neighbourhood bar, from which you can watch the entire street. After that we climb the stairs that connect  Rue Lamarck with Rue Caulaincourt. Here we turn right, walk past café Au Rêve, where time seems to have stopped seventy years ago. At the fork in the street we keep left along  Avenue Junot. This area was built around 1920. There was a lot of resistance against the Art Deco buildings at the time, because the last few farm houses of Paris had to be
demolished for them. Now it is home to the  jet-set. On our right where the street veers to the left we see Vila Leandre, a sheltered and exclusive enclave with Normandy style villa's. At nr 15 is the villla of the poet Tristan Tzara, founder of the Dada movement. Further on we pass the Hameau des Artistes at nr 11. A narrow alley on our right hand leads us to on our right hand leads us to stairways that take us down to rue Lepic. Just before the stairs there is a Petanc field on our left hand side. In the rue Lepic we go left. On the corner of  rue Girardon we find one of the oldest cinemas of Paris Ciné 13 and the Moulin Radet, one of the few windmills left in Montmartre. At the time Rénoir painted them there were more than 40!  We turn left into rue Girardon and left again into Avenue Junot. Here is the former studio of the painter Gen Paul (1895-1975), also known as Gégène. He was known for his biting style, his wooden leg - World War I  injury - his studio full of junk and his typical Parisian jargon. 
We turn right and walk through a playground towards the  square Suzanne-Buisson. Here too, a Petanc field and a statue of Saint Denis, one of the patron saints of France. He became the first bishop of Paris in 258 and was decapitated as a christian martyr on the  "Butte" after which he took his head in his hands and walked to the sport where later the Saint Denis cathedral was built.  At the far end of the square we turn right into a narrow lane, Allee des Brouillards. This is where Amélie sometimes came to do some day dreaming. At the end of the lane we meet another celebrity of this area. On a courtyard carrying here name stands a statue of the singer Dalida. We walk back through the rue Girardon, cross the rue Lepic and go into the narrow Rue D'Orchampt. When the street veers to the left we pass the house where Dalida once lived. At the end of the street we arrive at  place Emile-Goudeau. On this lovely square we find at  nr. 13 a building known as Bateau-Lavoir. Picasso, Braque and Gris worked here and developed Cubism. Although the place burned down  in 1970 it is still the place for artists to work in. At the time other artists like  Zola, Turgenev, Seurat, Degas,Toulouse Lautrec and Van Gogh lived and worked in this neighbourhood.At the bottom of the square we turn left into the  Rue des Trois Frères in. At nr. 56 is the grocery where Amélie, buys here three hazelnuts and one artichoke... The grocer, whose real name is Ali, has kept the sign "Maison Colignon, fondee 1956" from the movie. One of the shop's windows is now a showcase with newspaper clippings about the movie and the shop. 
We walk on and turn right into rue Vieuville, which leads us to  Place des Abesses. This square of picture postcard quality, is the beating heart of the district. It has one of the remaining Art Nouveau metro entrances by Guimard (moved her from Hôtel de Ville). Café's are in abundance like the district oldest  Saint-Jean and Sancerre, which are packed day and night. Here we have a drink and some lunch.
1 step)Metrostation Lamarck-Coulaincourt 2step) Dalida - Allee des Brouillards3step)Metro Abesses4step)Moulin de la Galette5step)
"Maison
Colignon"

Monday, November 8, 2010

დიდი სიყვარულის მსხვერპლი



-გთხოვთ! და ხელი გამომიწოდა მირიკამ. უარის თქმა უხერხული იყო და გავყევი საცეკვაოდ. მან ხელი მომხვია წელზე და თავბრუდამხვევ მორევში შემაცურა.
-მე დღეს ბედნიერი ვარ, -მითხრა მან და ტკბილად და ჩამხედა თვალებში.
-ყველა ბედნიერია ამ დღეს,-ვუპასუხე მე.
-არა, ნუთუ ვერ მიხვდი, რომ ჩემი ბედნიერება სხვისგან განსხვავდება და ამის მიზეზი მხოლოდ შენ ხარ, ნუთუ მართლა არ გჯერა? მე შენში ვიცანი მომავალი ბედი. ნუ მიბრაზდები ეთერ! გახსოვდეს ის დღე, როდესაც შენ ინსტიტუტის წინ ჯეირანივით ტრიალებდი. იმ დღიდან მოსვენებას არ მაძლევს შენი ჩრდილი ძვირფასო. მან ხელი ხელზე გრძნობით მომოჭირა. ელექტრონივით დამიარა ტანში მისმა ხელის მოჭერამ.
-ეთერ,-გააგრძელა მირიკამ. - ნახევარი წელია ფრთხილად დავდევ შენს ნაკვალევს, მაგრამ უკვე აივსო მოთმინების ფიალა. 23 წლის ვაჟკაცს ქალთა თვალიდან ნატყორცნი ისარი ვერ მაკრთობდა. მე ამით ვამაყობდი, მაგრამ შენი თვალების წინ წინ დაიმსხვრა ეს სიამაყე. მე შენი სიყვარულის მონა ვარ და გთხოვ, ხელს ნუ მკრავ და ნი იქნები ულმობელი.
მუსიკის ხმა შეწყდა. ჩვენ შევჩერდით. -გთხოვ, დაუკრა რამე, მე ვიცი, რომ საუკეთესოდ უკრავ,-მთხოვა მირიკამ. მისი თვალები მგზნებარედ დამყურებდა. მე გავიღიმე. ბედნიერი იყო ეს ღიმილი. ამ ღიმილმა გაათამამ ვაჟი, ხელი მთხოვა და მხურვალე კოცნა აღბეჭდა.
„ნუთუ შემიყვარდა? „-ვეკითხებოდი ჩემს თავს და ბრაზი მოდიოდა. მთელი საღამო მოუსვენრად  ვიყავი, ვნატრობდი სიმარტოვეს, რომ მეოცნება. სტუმრები დაიშალნენ. კამყოფილი გამოვემშვიდობე მასპინძელს. მე და ნოდარის ერთი გზა გვქონდა. მირიკა მოკრძალებით მოგვიახლოვდა და გვთხოვა გაცილება. მე განგებ გავინაზე. მოდარის სახლიდან ჩემს სახლამდე რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა. მივუახლოვდი სახლს.
-ნახვამდის მირიკა!-ვთქვი და ხელი გავუწოდე გამოსამშვიდობებლად.
-ეთრ,- აკანკალებული ხმა მოისმა,-მე უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. ამ სიტყვებში იმდენი ძალა და იმედი იყო გამოხატული, რომ უცაბედად მოვეშვი და მირიკას მკლავებში მოვხვდი. მესმოდა მისი აჩქარებული სუნთქვა და ვგრძნობდი რაღაც ვაჟკაცურ თავბრუდამხვევ სურნელებას.
-ეთერ! -კვლავ მომესმა ჩემი სახელი და არ მახსოვს რა ძალამ ჩვენი ტუჩები შეაერთა. ეს კოცნა იყო პირველი კოცნა, რომელსაც უმწიკვლო კოცნა ჰქვია.
-მაპატიე ეთერ! ამ სიტყვებში მუდარა იხატებოდა. სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე. გამოურკვეველი და შეშინებული მოვწყდი იმ ადგილს. კიბეებზე სირბილით ავირბინე. კარი დედამ გამიღო. -მარტო ხარ თერ? -მკითხა შეშინებულმა. -არა! -აბნეულად ვუპასუხე და ჩემი ოთახისკენ წავედი. დედამ შემამჩნია აღელვება და არაფერი მითხრა.
ოთახში შესულმა სარკმელი გავაღე და გადავიხედე. თითქოს ელოდა ვაჟი ამ ამბავს.
-შენ ჩცემი ზმა, ტკბილი ვარდი ხარ და ჩემი სიყვარული, მოისმა მისი სიყვარულით ათრთოლებული ხმა.  „მე მიყვარს მირიკა!“-წავიჩურჩულე ბედნიერმა   ჩემთვის, ზანტად გავიხადე   ტანსაცმელი. მეძინებოდა და თვალდახუჭულს მირიკას თვალები და მოხდენილი ღიმილი მელანდებოდა. ასე დაიწყო ჩემსა და მირიკას შორის რომანი. წარმოდგენაც არ შეიძელბოდა  მირიკას გარეშე ჩემი სიცოცხლე და ასევე იყო მირიკაც. მაგრამ ქართული ანდაზაა: „კაცი ბჭობდა და ღმერთ იცინოდაო“. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს სიყვარუსლ ბედი ასე მწარედ დასცინებდა.
გათენდა 1941 წლის 22/06. სზარელი ამბავი  მოედო თბილისის ქუჩებს. მირიკამ ჩემი ოთახის კარებში შემოირბინა და თვალთ დამიბნელდა. გაფითრებული წამოვვარდი, ათას წყევლა-კრულვას ვუგზავნიდი მხეცებს, რომლებმაც ჩვენი მყუფრო, მშვიდობიანი ცხვორება დაარღვიეს. იმ წუთას თვალწინ მირიკას სამე დამიდგა. მას უკვე ექიმის დიპლომი ეჭირა ხელში. მასთან განშორების  წარმოდგენამ საშინელ ხასიათზე დამაყენა. „ნუთუ ოცნებით ნაშენი კოშკები უნდა დაიშალოს? ნუთუ მირიკას უნდა ავცდე? ცრემლები უნდებურად მოწყდა თვალებს. არა, მე არ ვუღალატებ, დავუცდი! ღმა და მტკიცე ფიცი მივეცი ჩემს გულს.
-ეთერ, მე მივდივარ. გადაწყვეტით მითხრა მან და სევდიან თვალებში ჩამხედა. დედამ ვეღარ გაუძლო ჩვენს ცქერას და გარეთ გავიდა. მთელი დღე ერთად გავატარეთ მე და მირიკამ.
-სამშობლოს სამსახური მითხოვს! - წარმოსთქვა მან  გამომშვიდობებისას. -ჩემი სიცოცხლით დაგიცა შენ, ჩემო ძვირფასო! ნამ გრძნობით დამიკოცნა სახე და აქვითინებული დამტოვა.
-ვიცოცხლებ შენთვის, შენს მოლოდინში, გწამდეს ძვირფასო! - მივაძახე კარებში გასულს და გულწასული დავეცი სავარძელში.
მირიკას წასლვამ რაღაც ძარღვი ჩამიწყვიტა გულში, სიცოცხლი ხალისი დამეკარგა, მოუთმენლად ველოდი მის წერილებს. მანაც არ დამიგვიანა და გზიდან მომწერა, ერთმანეთს იმედი ჩავუნერგეთ და დავამშვიდეთ ერთმანეთი. გაიარა ერთმა წელმა. ერთს მეორე მოჰყვა. მირიკასგან კი არაფერი ისომოდა.
თუ ცოცხალია, თავის ეთრს ასე უნუგეშოდ დატოვებდა განა? რაიმე გზით არ გვაცნობებდა თავის ამბავს? ვფიქრობდი ჩემთვის. ვამჩნევდი, როგორ ჩურჩულებდნენ ჩემს გარშემო მირიკას დაღუპვაზე. მეც შევეჩვიე მისი დაღუპვის ამბავს. მენანებოდნენ ჩემი მშობლებიც. გრძნობდნენ როგორ ვიტანჯებოდი და ასე ვუკლავდი მათ გულს. ამიტომ ცდილობდნენ ჩემთვის რაიმე მიზნით დაევიწყებინათ სევდა. ეს იყო მიზეზი, რომ ვახტანგის თხოვნას არ ეწინააღმდეგებოდნენ. პირიქით, დამიწყეს ქება და ძალით ამომგლიჯეს თანხმობა. მათ ეგონათ, რომ კარგს აკეთებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვახტანგის სახით მე მეყოლებოდა ორგული ქმარი და მეტი არაფერი. ამიტომ ასე უბრალოდ დავთანხმდი მათ. ის ზაფხული ზღვაზე გავატარეთ. კაცის ალერსი არაფერ გრძნობას არ აღვიძებდა ჩემში, ალბათ ეს გუკი ერთისთვის იყო გამოჩენილი. ესა იყო მირიკა!

აგარაკიდან ჩამოსვლისას ნიშნობა გადაწყვიტეს. ამხანაგები სიცილი-კისკისით მეხვეოდნენ გარშემო. ჩემი გული რაღაც განსაკუთრებულის მოლოდონში იყო და არც შევცდი. სტუმრები მოუსხდნენ მაგიდას. ის იყო ვაპირებდი დაჯდომას, რომ ნანის გაფითრებულ სახეს შევეფეთე. გულმა მძლავრად შემომკრა. მან ჩუმად გამომიძახა და წერილი გადმომცა. ძალა მოვიკრიბე და წერილი ბოლომდე წავიკითხე. ბარათი დედის სახელზე იყო. აი მისი შინაარსი: „ საყვარელო დედა! ნურაფერს დარდობ. იმდია კარგად გინახულებთ, თქვენ ალბათ მკვდრად მთვლით. მე კი ჯანმრთელად ვარ. ვკოცნი ეთერის და შენს ტკბილ თვალებს. თქვენი მირიკა!“ მაშ მირიკა ცოცხალია? მას კიდევ ახსოვს ეთრის სახელი? ერი კი დღეს სხვაზე ინიშნება და ამ ჩემს გულში გრძნობა დაკარგული ძირს დავეცი. ნანის კივილზე ოთახი ხალხით გაივსო. რა ამბავიუა? თურმე კითხულობდა შეშინებულ ვახტანგი და გამწარებული ყურს მისრესდა. გონს რომ მოვედი, ვიღაცას თვალით დავუწყე ძებნა. იქვე მდგომ ნანის ცრემლიან   თვალებს მოვკარი თვალი. ყვეალფერი მომაგონდა, დავფიქრდი , მაგრამ ახლა გვიანი იყო, ძალა მოვიკრიბე და ღიმილით სასტუმრო ოთახს დავუბრუნდი. სტუმრება გაკვირვბით შეხედეს ჩემს გაფითრებულ სახეს. არ ამხსოვს, მხოლოდ სადღეგრძელოებზე ოდნავ თვს ვიქნევდი. გაშტერებული მივჩერებდი ერთ წერტილს და მირიკას ნაღვლიანი სახე მაგობდებოდა: „ეთრი მიღალატე?“ თითქოს მესმოდა მისი ხმაც და ეს სარამო ჩემთვის ტანჯვის ღამე იყო. ყველა, განსაკუთრებით ვახტანგი ამჩნევდა, რომ რაღაც სევდა იმალებოდა ჩემს გულში.
გაიარა რამდენიმე თვემ, მირიკასგან არაფერი ისმოდა კვლავ. გამოჩნდა უცებ, ამოფორიაქა  გული და ისევ დაიკარგა. უვკე ნახწვარი წელი გავიდა. ომი დამთავრდა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა. მაისი სასიამოვნო დღეა. ამ დღეს ქორწილისათვის ემზადებოდნენ. დილიდანვე მოდიოდნენ და მილოცავდნენ. უკვე მოსაღმოვდა, სტუმრები დასხდნე. პატარძალი ჯერ არსად ჩანდა. პრინციპზე დავდექი: ჩემი საქორწინო კაბა მომიტანეთ-თქო. ფატაც დამადგეს თავზე და ვახტანგის გვერდით დამსვეს. თამაზი მაგიდის გარშემო დაბნეულად დადიოდა. რამდენჯერმე შევხედე მას, მაგრამ მან მზერა ამარიდა. ნუთუ მას არ უხარია ჩემი ბედნიერევა? არა, აქ რაღაც სხვა ამბავია . უდავო იყო,  რაღაც უსიამოვნო გრძნობას შეეპყრო მისი გული. თამაზის გასაკუთრებით უყვარდა მირიკა, ამიტომ იყო, რომ ჩემს სულიერ ტანჯვას ისიც ინაწილებდა. მეტის  მოთმენა  ვეღარ  შევძელი. წამოვდექი, ბოდიშიმოვიხადე და ოთახში გავედი. თამაზი ოთახში დამხვდა, დედას რაღაცას ეჩურჩულებოდა. რა ვუთხრა ეთერის?- მომესმა თამაზის ხმა. ჩემს თვს რაღაც საშინელი  ამბავი ტრიალებდა. -რა ამბავია  ჩემს თავს?- შევეხვეწე თამაზის და მკლავში ხელი მოვკიდე. -არაფერი ეთერ ,-რაღაც  განსაკუთრებული სინაზით მითხრა მან.
-რად გამოხვედი?
-რაღაცას მიმალავ?
-ეთერ, ამ  ამბავმა შენზე არ უნდა იმოქმედოს, მირიკა ჩამოსულა!
თითქოს ველოდი ამ ამბავს. სიტყვის  უმალ დავეცი სკამზე, საშინელი სიფითრე ამჟღავნებდა ჩემს სულიერ მღელვარებას.
-შენ საიდან იცი?
-ნორასთან არის. ეტყობა გაუგია შენი ქორწინების ამბავი. თითქოს ეს სიტყვბი მჭირდებოდა, რომ ძალა დამბრუნებოდა. სწრაფად წამოვვარდი  სკამიდან , მივვადი კარებს, გამოვედი და კიბეზე დავეშვი. მხოლოდ ეს გავგე, რომ ჩემს უკან კარები ვიღაცამ მოიჯახუნა. ვგრძნობდი ვიღაც მომდევდა. არც მაინტერესებდა  ვინ იყო, მხოლოდ   ერთი სურვილი მქონდა, მენახა მირიკა და მის წინ მოვმკვდარიყავი, როგროც მოღალატე, როგორც დამნაშავე..
-ეთერ, რას შვები, სად მიდიხარ, ხალხი რას იტყვის? მომესნა თამაზის ხმა და ხელში მწვდა.
-თამაზ, გეხვეწები,  -შევხედე სასოწარკვეთილმა და მანდ ხელი მიშვა. ნაბიჯით ავიარე ნორას  კიბეებზე. ფრთხილად შევაღე  შუშაბანდის კარი და შევედი, ელექტრონით განათებულ ოთახში შევიხედე. თვალწინ მირიკას სახე წარმომიდგა. სამხედრო  ფორმა კიდევ უფრო ამშვენებდა. მარცხენა ხელი თეთრო დოლბანდით ჰქონდა შეხვეული და ყელზე ჩამოკიდებული. არასოდეს ისე მომწონებია და მყვარებია, როგორც იმ წუთში. ოთახში მირიკას ხმა გაისმა: - დეიდა თინა, რატომ თქვენ არ მიბრძანდებით ეთერის  ქორწილში? -წყნარად იკითხა მან, ამ სიტყვებზე გრძნობა დაკარგული დავეცი ძირს. ხმაურზე ოთახიდან გამოცვივდნენ.
ქალი, რომელიც საპატარძლო კაბით ქმრის გვერდით უნდა იჯდესმ ეთერი გულწასული გდია სხვის სახლში.
-ეთერი? -საშინელი ხმით დაიყვირა დეიდა თინამ. რამდენიმე წუთის შემდეგ გონს მოვედი. ჩემს გვერდით სავარძელში იჯდა მირიკა,მაგრამ  რაც სიზმარი მეგონა, ცხადი იყო.
-მირიკა,-წამოძახე.  მირიკა სავარძლიდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა. -მირიკა, მოვედი იმისთვის, რომ შენი ხელით სიკვდილი უფრო ბედნიერება იქნება ჩემთვის. მე არ გთხოვ პატიებას, რადგან ჩემს დანაშაულს არ ეპატიება. აცრემებული თვალებით შევხედე  მას და ყველა აატირა ჩემმა ნათქვამმა. მხოლოდ ის იდგა გაფითრებული, ბოლოს აიღო ჩემი ხელი და ტუჩებით დასწვდა.
-დაე, იყავი ბედნიერიჩემო ეთერ, მე არ მშურს შენი ბედნირება. 
ენთვის მომქონდა სიყვარულით ავსებული გული საქართველოში, მაგრამ სასტიკად შევცდი. გისურვებ ბედნიერებას ჩემო მშვენიერო ოცნებავ!  მხოლოდ იცოდე, შენს გარდამირიკას ქალი არ შეუყვარდება!- ეს თქვა და კარებისკენ წავიდა. თითქოს ვალი მოვიხადე, , წამოვედი, მხიარული სახემ ივიღე.   ვახტანგის მხიარულად შემეგება. გადავწყვიტე შევგუებოდი ჩემს გულში გამაფებულ სევდას. მე ქმარი მყავს და ჩემგან მოელის იგი პატიოსნებას, მე ქართველი ქალი ვარ და სირცხვილია ვიფიქრო იმაზე, რაც აღარ დამიბრუნდება. ჩემი სირცხვილის შელახვა ვახტანგის თავმოყვარეობაა. მე ამას საკმაოდ მძლავრად ვუყვარვარ და მე კი მიყვარს იგი? არა, არა, არა!! მაგრამ ეს არის ჩემი საპატიო სასჯელი.
მირიკა კარგი ქირურგია. აქებენ მას. მირკკა ყველას ხიბლავს, მირიკა ყველასთვის ცივია. მესმოდა ყოველთვის ჩემს გარშემო.

ზაფხულის გრილ საღამოს მე და ვახტანგი ერთად  მივდიოდით. უკანასკნელ დღეებში ცუდად ვგრძნობდი თავს. ჩენ წინ მაღალი ტანის სამხედტო ფორმაში გამოწყობილი კაცი შეჩერდა და სახით ჩვენსკენ მობრუნდა.  -ეთერ,  შეხედე რა მშვენიერი ახალგაზრდაა, როგრო უხდება სამხედრო ფორმა. საშინელმა თრთოლვამ ამიტანა. ვახტაგი ისე მოხობლა ახალგაზრდა ვაჟის ცქერამ , რომ  ჩემთვის ყურადღება არ მოუქცებია. მირიკამ შემამჩნია, რომ სახე აღელვებული და გაფითრებული მქონდა, საშინლად მიცემდა გუი, ფეხები მეკვეთებოდა და სიარული აღარ შემეძლო. ერთი საათის შემდეგ ჩემს საწოლში ვიწექი და ვიღაც უცნობი მაჯას მისინჯავდა. სერიოზული მდგომარეობაა, საჭიროა სასწრაფოდ წაყვანა, -წარმოთქვა მან და თითქოს არც კი მწყენია ეს ამბავი. სშინელი ხველა ამიტყდა, ფილტვებიდან ამოცეთქილმა სისხლმა ცხვირსახოცი წითლად შეღება. თვალს არ ვუჯერებდი, მაშ, მე დედის ნებიერა ქალიშვილს ჭლექი შემპარვია!! თითქოს ადრევე ვგრძნობდი, რომ ჩემი სიცოცხლე ადრე უნდა დამთავრებულიყო. ოჰ, ღმერთო ჩემო, არ მაკმარე ტანჯვა და ახლაჭლექითაც დამაჯილდოვე,-წავილაპარაკე..
 * * * 

მუცელში თითქოს ცოცხალი არსება ვიგრძენი, რა მნიშვნელოვანი საღამოა! მირიკა ვნახე, მალე დედა გავხდები, მაგრამ ჭლექი? მირიკა შენს მაგიერ ღმერთმა დამაჯილდოვა, წამოვიძახე და აქვითინებულმა თავი ბალიშში ჩავრგე. მე ვტოროდი გაუხარებელ ჩემს ახალგაზრდობაზე. მეორე დღეს გავიღვიძე მთლად ყბედურმა. ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ვახტანგი.
-ეთერ, სხვალ ინდა წავიდეთ ზღვაზე, სოხუმში. იქ დაისვენე ერთი-ორი თვე და ალერსით მაკოცა შუბლზე. „წავალ! გადავწყიტე მტკიცედ! და მზადება დავიწყე. ისე არასდროს მდომებია სოცოხლე, როგორც ახლა. უკვე ერთ თვეზე მეტი იყო რაც შავი ზღვის პირას ვტკბებოდი ლამაზი ევკალიპტებისა და მიმოზების ცქერით. თითქმის ყოველ კვირას ჩამოდიოდა ვახტანგი. თოთქოს  უკეთ  ვიყავი, მაგრამ ჩემი ქმრის მიმართ მაინც ცივი ვიყავი. ძალიან მინდოდა მისი გული ს გაკეთებამ მაგრამ არ გამომდიოდა.. ყველაფერი ნაძალადები იყო. საალერსოდ აღებული ხელი ძირს ჩამივარდებოდა ხოლმე. უბედური დედა ევკალიპტების ცქერით ვტკბებოდი და მუხლებზე გადაშლილი წოგნი მედო. თვალებით დავცწეორდი წიგნის სტრიქონებს და ძალაუნებურად ჩემს ცხვორებას და ბედს რომანის გმირ ქალს, ქეთინოს ვადარებდი. ჩემი ბედიც რომ სწორედ ქეთინოსავით წარიმართა..
ამ დროს ვიღაც უცნობი მომიახლოვდა და დაჯდომის  ნებართვა მთხოვა. უცნობის წინაშე ლაპარაკი უხერხული იყო. საუბარი ჰოსპიტალზე ჩამოვარდა, ქირურგიმ რომელიც მეტად გამოცდიია და ახალგაზრდაა. ვიკითხე მისი ვინაობ და წამოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ნაცმობი ხმა შემომესმა. მაშ მირიკა აქ არის, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით და მე კი არ ვიცი. მთელი ღამე არ მძინებია, ვძლიე ჩემი სისუსტე და გადავწყვიტე ხვალ მენახა მირიკა, როგროც უბარლო მეგობარი და ნაცნობი.
მეორე დღეს რაღაც ძალა მომემატა. ცოცხლად ავირბინე აღმართი. მხოლოდ იმ დროს, როდესაც შენობა გამოჩნდა საშინელი სისუსტე ვიგრძენი, გული ამოვარდნას მიპირებდა, რამდენიმე წუთი და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით. გონება მო ვიკრიბე და მორიგეს მირიკას დაძახება ვთხოვე. მან მიპასუხა: ერთი  საათის წინ თბილისში წავიდაო. ესე იგი გამასწრო.. და მუხლები მომეკვეთა. იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებსმივეცი თავი.
დღეს საღამოს მაატარებლით ვახტანგი ჩამოვიდა, დროა არის ყველაფერი გაიგოს და გადავწყვიტე გულწრფელად მეთქვა ყველაფერი. დავადექი გზას და ოთახში რომ შევედი  ვახტანგი იქ დამხვდა, მაგრამ გამბედაობა აღარ მეყო საიდუმლოს სათქმელად.
შედარებით უფრო კარგა გამოვიყურებოდი. სამი თვის შემდეგ  უკვე თბილისში ვიყავი და ბავშვიც შემეძინა, მირიკა დავარქვი. დავცქერპდი ბავშვ და საშინელი  ფიქრები მიღრღნიდა გულს. ვერა, ვერ მოვესწრები შენს ტიტინს, ჩემო ლამაზო ბიჭუნა. ჩემს მოცილებით გაიზრდები, დედის ალერსიო უცხო იქნება შენთვის. ეთერიმ  ღრმად ამოიოხრა და თვალებზე ვრემლი მოადგა.
ეთერი ყველაფერს მოუყვება ვახტანგს, მასთან ცხვორება აღარ შეეძლო, თავის მოტყუებამ და საიდუმლოს შენახვამ დაღუპვამდე მიიყვანა ამაყი ქალი.
ამ ამბის გაგებამ თავმოყვარეობა საშინლად შეულახა ვახტანგს და ცოლ-ქმარი დაშორდნენ.
ამ დღიდან ეთერი ლოგინად ჩავარდა. დიდი სიცხეები მოსვენებას არ აძლევდა.  მნახველს არ ღებულობდა, რადგნა მათ სიბრალუსლ ვერ იტანდა ამაყი ქალის გული. მხოლოდ ერთს მისცა უპირატესობა, ეს იყო მირიკა. მას გაეგო ეთრის ამბავი და უკუ აგდო ყველაფერი დაბრკოლება და მივიდა სანახავად.
ეთერი გაქათქათებულ ლოგონში იწვა ფარდაჩამოფარებულ ოთახში. ავადმყოფმა თრთოლვით მოატარა თვალები, კარებში ყვავილებით ხელში მირიკა იდგა. ავადმყოფის სახეს უცნაური გამოცოცხლება დაეტყო. მოსულმა ნაბიჯი ფრთხილად გადადგა. ეთერმა ხელი გაიქნია, „ნუ, ნუ მოხვალ, ხომ ხედავ შენი ეთერი ჭლექიანია..“ ვაჟმა ყურადღება არ მიაქცია და ნაზად აკოცა თლილ ხელზე. ყვავილები მაგიდაზე დააწყო.
-შენი უბედური ეტერის სანახავად მოხვედი მირიკა?- იკითხა ავადმყოფმა, -ალბათ გაიგე, რომ კცდება, გრძნობდი, რომ ჩემს მომაკვდავ გულს შენი ნახვა უნდოდა? ქალს ხველა აუტყდა.
-ნუ ღელავ ეთერ, მირიკა შენ ყოველთვის მოგიგონებს, შენ იცოცხლებ ჩემო ტანჯულო მეგობარო და ჩვენც ერთად  ვიქნებით.
-შენ ამბობ მაგას, რომ ჩვენ ვიქნებიოთ ბედნდიერნი.. ღმერთო ჩემო, რა სასიამოვნოა ეს ხმა, რა ტკბილი.. დღეს მე ბედნიერი ვარ.. მხოლოდ ახლა ვკვდები დამშვიდებული-, თქვა და გაიღიმა.
-შენი სიყვარული დაამარცხებს სიკვდილს, -თქვა მირიკამ ..

***
  
გაზაფხულის სასიამოვნო დილა იყო. სახლის აივანზე ეთერის მშობლები გამოეყვანა ექიმს. ექიმს არ მოსწონდა ასეთი უცნაური გამოცოცხლება პაციენტისა..
-დედა!, -მოისმა ავადმყოფის ოთახიდან ხმა და ოთახში გაფითრებული დედა შევიდა.
-დედა, ჩემო დედიკო, ძალიან მინდა თმები დავივარცხნო და ისე გავიკეთომ როგორც მინდა..დედაა, დაგტანჯე ხო .. ამ სიტყვებზე ეთერის ცრემლი მოერია.. გაზაფხულია, ახლა კარგია სიცოცხლე, დაკარგული სიყვარულიც ვიპოვე.. დედა, ბავშვი შემომიყვანე, პტარა მირიკა.. დედამ პატარა ბავშვი შემოუყვანა, რომელსაც ამქვეყნად ჯერ არაფერი ესმოდა..
-ჩემო მირიკა, ჩემო საყავარელო შვილო.. შენ ვერ უნდა იგრძნო დედის ალერსი.. ობლად გაიზრდები.. შენს ტანჯულ დედას კი სიკვდილი დაუხუჭავს თვალებს და შენ არ გეცოდინება როგორი იყო დედაშენი... არ გეცოდონება როგორ სტანჯავდა ჭლექი შენს დედიკოს..  -- ქვითინებდა და ისე ამბობდა ამ სიტყვებს..- არა, შენ ჩემთან რა გინდა? უმაკოს და უცოდველს, შენ მამიკოს ბიჭი ხარ ჩემო სოცოცხლევ.. ჩემი დღეები შენ შეგემატოს შვილო.. ბავშვი გაიყვანეს.. ავადმყოფს რაღაც უცნაური ხველა მოაწვა გულზე.. უნებურად მოუნდა ყველას ნახვა..ფრთხილად ფასწია ხელი და მაგიდაზე დადებულ ალბომს დასწვდა. სახეები სახეებს ცვლიდა, წარსულის მოგონებათა ბურუსში გაეხვია და დროდა დრო იღიმებოდა.. 
ორი დღე და ღამე თვს ედგნენ მშობლები ავადმყოფ შვილს. ეთრის თვალი არ მოუხუჭავს.. -დედა, მამა, თუ გიყვარვართ ამაღამ დამტოვეთ მარტო და დაიძინეთ, მე თავს კარგად ბგრძნობ.. მშობლებს არ გაუკვირდათ და ძალაუნებურად უნდა შეესრულებინათ თხოვნა შვილისთვის.
ღამის პირველი საათი იყო, ავადმყოფი შეშფოთდა. გადაბრუნდა გვერდზე.. ოთახში არავინ ჩანდა. ყელში შებჯენილი რაღაც ძალა ახრჩობდა , დაძახება უნდოდა, მაგრამ  ენა არ ემოჩილებოდა,  წუთიც და პირიდან ამოხეთქილმა  სისხლმა წითლად შეღება საბანი და მთელი  საწოლი, მაგრამ მშველელი არავინ  ჰყავდა.. გაფითრებული თვალები ამაოდ იმზირებოდნენ მეორე ოთახისკე, სადაც მის უნედუ დედ-მამას ეძინათ.
ყელში მობჯენილი ძალა სუნთქვას უკრავდა. „ვკვდები,-გაიფიქრა და გაიბრძოლა, უნდოდა რაიმე ეგრძნობინებინა მშობლებისთვის, მაგრამ უკვე გვიანი იყო..წუთიც და სიკვდლს შებრძოლებული ეთერი საწოლიდან ძირს, იატაკზე დაეცა, „მირი..’’ ჩაიჩურჩულა და მისმა სისხლიანმა ტუჩებმა და საყვარელი ადამიანის სახელი დაწერა ზედ.. ხმაურზე შეშინებული დედა გამოვარდა ოთახიდან. იატაკზე გაშხლართული შვილის გვამს დახედა და დაეცა თვითონაც იატაკზე...
დალია ქალმა სული, რომელიც ამაყად მიაბიჯებდა ქუჩაში და ამაყი გულის მსხვერპლი გახდა. დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. ჭირისუფლათა შორის დიდ  ყურადღებას  იპყრობდა მაღალი,  ლამაზი, საოცრად სევდიანი ვაჟი, რომელიც გამომშვიდობებისას ზედ დაემხო გაციებულ სატრფოს გვამს.. ეს იყო მირიკა.

 1982 წელი (დღიურში ასე იყო დათარიღებული)


* * *
ეს არის ის ამბავი, რომელიც მე მესამე პირში (შეძლებისდაგვარად) გადმოვეცი აქ..
 შემძრა მთლიანად.. ცრემლი მომიყვანა თვალზე..
რაღაც მომენტში "შერბურის ქოლგების" მუსიკაც მომესმა..
ღმერთმა დაიფაროს ყველა ასეთი სიყვარულისგან(?) ...
როგორ მაინტერესებს ვისია ეს დღიური.. საიდან მოხვდა ურნაში და რა საერთო აქ ამ ტრაგიკულ ამბავს მაინც და მაინც დედოფლისწყაროსთან?  მე ასეთი ტრაგიკული რომანი არ წამიკითხია აქამდე.. ვინაა ავტორი? დიდი კითხვის ნიშანი და ამ საბრალო ქალის ტრაგედია კარგა ხანს დამიკარგავს მოსვენებას...

იგ
ნოემბერი, 2010