Friday, August 24, 2012

სამსახურში დაწერილი ლექსი



მიყვარს პოეზია და პროზა,
არ ვიღებ წამლის დოზას,
არ გავხდები მონა,
ჩემი დრო მალე მოვა..
არ ვუჩივი მუზას,
ჩემთან მოდის, როცა მგრუზავ,
ასე ხდება, თითქმის მუდამ.
ზოგიერთს სწამს  ღმერთი ბუდა..
ჩემთვის ერთი არის ღმერთი..
ნუ, მე არვის არ ვერჩი,
დრო მოვა და ამას  გეტყვი..
სწორედ ახლა, ამ წუთებში
შიმშილს ვგრძნობ და  ვარ მხეცი  :)




2011


–– ––– –––


ზაფხული, სიცხე, საღამოს შვიდი..
დროებამ ერთად შეჰყარა  ფლიდნი, 
ზარმაცნი, სხვანი ხილული ბრმანი
ოცდაათ ვერცხლად დაყიდეს კრავნი.. 

დაირღვა რწმენა, იგრძნობა რყევა,
მიექანება ჯოჯოხეთს ყველა,
და ძმას ვეღარ ცნობს, 
ის მას ღალატობს, 

ქვეყანა იქცა ქვესკნელად,  როცა
გაუტანლობამ დათესა მტრობა, 
ჯოჯოხეთს ისმის გოდება, კვნესა
სიბერემ ყველგან შეცვალა ყრმობა. 

თქვენ აღარ შეგრჩათ არავის გრძნობა? 
ამ სამყაროში გატანა, ძმობა?
სიკეთე ჩაკვდა, იმედი  გაქრა,
ვატყობ ჩემი მეც ბორიტი გახდა..

გახდა ეშამზე უფრო  მეტი და 

მომეცით თოფი ან პისტოლეტი.. 

დავახშო ეშმაკი ან გავქრე სრულიად
მაინც ვერ ვნახავ აქ კაცს გულიანს.. 




2012@