Friday, December 17, 2010

საახალწლო სიზმარი

ახალი წლის მოლოდინში გამოცოცხლდა ქალაქი თუ  სოფელი, დიდი,  და პატარებზე აღარ მაქვს საუბარი. ახალი წელი ყველაზე უფრო მეტად მათ უხარიათ მგონი.  ჩინური კალენდრის მიხედვით კურდღლის წელი მოდის. რაღაცნაირად საზეიმო განწყობა სუფევს გარშემო.. მასაც უხაროდა და ერთი სული ჰქონდა სამსახურიდან როდის გამოვიდოდა, რომ საზეიმოდ განათებულ ქუჩებში გაესეირნა. 
"ამ წელს ბუნება საჩუქრის გაკეთებას მგონი არ უპირებს ქალაქელებს, ისეთი ამინდებია, მალე ხეები კვირტებს გამოიტანს.. " - თავისთვის ფიქრობდა და ფაილებს ხურავდა კომპიუტერში. ოთახში მარტო იყო, ყველა წავიდ-წამოვიდა, მხოლოდ დაცვის ბიჭების და მუდმივად ხალისიანი,  მომღიმარი დამლაგებლის ფუსფუსის ხმა-ღა ისმოდა.. უნდოდა საქმე მალე მოეთავებინა, რადგან საახალწლო გეგმებს აწყობდა და ქალაქისგან შორს იქნებოდა.. საჩუქარიც საყიდი ჰქონდა, უფრო სწორად საჩუქრები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი "სეკრეტ სანტას" საჩუქარი იყო. აა, გაინტერესებთ რა არის ეს "სეკრეტ სანტა"? მის სამახურში მეორე წელია ტრადიცია დამკვიდრდა, დეკემებრის მეორე კვირას,  სანტას ქუდში თანამშრომლები თავიაანთ სახელებს და გვარებს ყრიან, ვინც ამოგივა, მისი სახელი საიდუმლოდ უნდა შეინახო და 31/12-ში სამსახურის ნაძვის ხის ქვეშ ჩუმად დაუტოვო მისთვის განკუთვნილი საჩუქარი, შემდეგ უნდა ამოიცნოს ყველამ ვინ იყო მისი საიდუმლო თოვლის ბაბუა და დამერწმუნეთ, საკმაოდ ხალისლიანია..მაგრამ ამ წესლაც მგონი ვერ დაესწრება, წინა წელს მივლინება ჰქონდა.. წელს სხვა გეგმები აქვს..  სწორედ ამაზე ფიქრობდა და უნდოდა რამე ორიგინალური და სამახსოვრო საჩუქარი გაეკეთებინა.. მერე რა რომ თვითონ არ იქნებოდა 31/12-ში, როგორც სეკრეტ სანტას, საჩუქარი უნდა დაეტოვებინა მისი ადრესატისთვის.. გათიშა კომპიუტერი, სწრაფად ჩაიცვა დუტის "კურტკა", შუქი ჩააქრო და კარი გამოიხურა.. 
გარეთ არც კი ციოდა, მაგრამ ინსტიქტურად ცხვირი ჩამალა კურდღლის ბეწვის საყელოში, თმები გაიშალა და "კურტკაში" ჩაიკეცა .. რამდენმე ხანს არ იძვროდა.. მოუსვენრად დასცქეროდა ტელეფონს..თითქოს ზარს/შეტყობინებას ელოდა.. კი ელოდა,მაგრამ არავინ რეკავდა, არავინ იწერებოდა.. "მოდი, ერთხელ კიდევ მივწერ და მეტჯერ აღარ, დედას გეფიცები.."-თან იფიცებოდა გულში თავისთვის .. სწრაფად და არასწორად კრეფავდა ტექსტს:"რას ფიქრობ, არა? რატომ არაფერს მწერ? მიიღე შემი მეილი? კარგი, მაშინ.. მე წავალ და ავიღებ ბილეთს..მაგრამ არა პარიზში, იაპონიაში მივდივარ, ტოკიოში.. არ ვიცი აქ რატო ალბათ იმიტო რო უფრო მალე (29/12) დგება ახალი წელი და მინდ რო მალე დამთავრდეს ძველი წელი.." > massage sent > delivery report..

ფეხით დაეშვა გამზირზე.. არ მოსული პასუხის მოლოდინში მაღაზიები შემოიარა, რისი ყიდვაც უნდოდა იყიდა და კმაყოფილი იყო შერჩეული საჩუქრით.. იმედი ჰქონდა მოუწონებდბენ.. ამასობაში გავიდა კარგა ხანი, ვიღაცას გაახსენდა და ესემეს-ის ხმა გაიგო.. ჰოო, გაახსენდათ: "ჯობია შენ წახვიდე :).." და მეტი არაფერი.. გული კი შეეკუმშა, მაგრამ სიამაყემ სძლია, პასუხზე აღარც უფიქრია, ფეხით გაუყვა ტურისტული სააგენტოსკენ, რომელიც გვიანობამდე მისი გულისთვის ჯერ კიდევ მუშაობდა..ყველაფერი მალე მოუგვარეს
.. პასპორტი, ბილეთი, პატარა ჩანთა ხელში.. ისევ ცხვირი ჰქონდა  ჩაყოფილი "კურტკაში", რეგისტრაცია გაიარა აეროპორტში..
"შვილო, კეთილი მგზავრობა.. ოჰ, რა შენი ნათქვამა ხარ დედა გენაცვალოს.. არ გერჩია სახლში ყოფილიყავი ახალ  წელს, სად მიდიხარ მარტო"- დედ-მამა აცილებდა..დედა ლოცავდა, ტუქსავდა, ჭკუაზე არიგებდა, როგორც ყოველთვის: "შენ ზარი გამოუშვი ხოლმე გზიდანაც, როგორც კი შეძლებ, მამა დაგირეკავს, ჭამე საჭმელი.. არ გაცივდე, თბილად გეცვას, რაც გითხარი არ დაგავიწყდეს და მასე მხრებში მოხრილი ნუ ივლი.."-აღარ ჩერდებოდა. 
მამა: " ჰო შვილო, შენ იცი, რახან ასე გინდა, წადი.."-ძალიან კი არ უნდოდა, რომ მიდიოდა, ვერ გაეგო სად და რატომ გარბოდა.. მაგრამ ისეთი გაბრწყინებული სახე ჰქონდა, რას დაუშლიდა..  
და წავიდა, გაფრინდა იაპონიაში, მგონი ჰაერში იყო ჯერ კიდევ ახლმა წელმა რომ მოუსწრო იაპონური კალენდრის მიხედვით.. 
2011 წელი ტოკიოში უკვე გათენებული დახვდა.. მრავალ საათიანი ფრენით დაღლილი მაინც გახარებული იყო.. რაღაცნაირ სიხარულს, ბავშვურ სილაღეს და სიცოცხლის სიყვარულს გრძნობდა.. იყო უცხო ქვეყანაში, საახალწლოდ მორთულ-მოკაზმულ უცხო ქალაქის ქუჩებში შინაურივით დააბიჯებდა.. 
იყო მარტო და იყო ბედნიერი...


* * * 
ტელეფონი გაბმით რეკავდა.. ვიღაც გამწარებული იყო მგონი.. "გოგო, 

გაიღვიძე, რა მოგივიდა.. " არ უნდოდა გაღვიძება.. რადგან ძილში უფრო კარგად გრძნობდა თავს.. ძალიან თან.. თვალი რომ გაახილა, თავის საძინებელში იყო, თავის ქალაქში.. იმდენად კარგი სიზმარი ნახა, რომ სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.. ტელეფონს რომ უპასუხა, ბარბარობა მიულოცეს.. "უი, ბარბაობა დილა გათენდა.. სამსახ მაგვიანდება.. აუფ! მე კიდევ ტოკიოში დავსეირნობ, მაგრამ რა კარგი სიზმარი იყო, თითქოს ცხადში იყო თან ყველაფერი.." საახალწლოდ სიზმრებიც რა უცნარად სასიამოვნო ხდება. 
სამსახურისკენ ხალისიანად მიაბიჯებდა, სიზმრიდან გამოყოლილ გრძნობას მთლიანად დაეპყრო და ხვდებოდა, მალე, ძალიან მალე მისთვის სასიამოვნო სიახლეს შეიტყობდა..

იგ, დეკემბერი 2010 


  

3 comments:

  1. ფოტოების ავტორი მ.მ., ტოკიო 2010 წლის დეკემბერი
    მადლობა მაგდუ, უკვარხარ ირენს <3
    ნახე, რა შთამაგონა შემნა ვოიაჟმა იაპონიაში, ხედავ?

    ReplyDelete
  2. shen chemtvis zvirfasi megobari xar da aseve pacacuna damckebi mcerali...
    gpirdebi rom bolomde gavixsnebi, titoeuli dgis shtabechdilebas da gulis zaxils giambob, rata sashualeba mogeces ufro metis da vrclad asaxo chemi dauvickari voiaji tokioshi:)
    madlobt da mikvarxar!!!
    sheni Magdu :*

    ReplyDelete
  3. მადლობა დიდზე დიდი..

    ReplyDelete