Thursday, December 16, 2010

"ოცნებები (ა)სრულდება"

ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მათ უნდათ, მაგრამ ოცნებები ახდება თუ გულით ვინატრებთ, ინატრებენ და გარშემო მყოფი ადამიანები გულგრილნი არ იქნებიან.. მიუხედავად მათი/ჩვენი მრავალი ყოველდღიური პრობლემებისა...

*
"როგორც მოგვიანებით შეიტყო, ბავშვთა სახლში სულ პატარა მოუყვანია მშობელს.. ახლა ვფიქრობდა, ნეტავ რატომ? ხელმოკლეობის  გამო თუ საერთოდ არ უნდოდა  მისი დაბადება.. ის კი  მაინც უნახავ და უცნობ დედას ფიცულობდა, ლოცულობდა და  ოცნებობდა მის ნახვაზე.. და უნდოდა თვითონაც დედა გამოსულიყო.. "- ასეთი კიდევ მრავალია, ეს რეალობაა.

*
"რომ დაიბადა ზამთარი იყო, საშინელი სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა თურმე.. დედა -მისი  ძალიან ახალგაზრდა იყო, ყველამ ზურგი აქცია და პირმშო თავისი ხელით მიიყვანა ბავშვთა სახლში.. სახლის წინ კალათი დატოვა ბავშვით.. ძალიან ეძნელებოდა, ცხელი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან და ბავშის ღაწვს დამწვლის კვალი დაატყო..ეს დარჩა სამახსოვროდ დედისგან.. ამ დღის მერე მის შვილს უპატორონო ბავშვი დაერქვა.. დედა-მისი ხომ წავიდა.."-არც ეს შემთხვევაა ერთი და ორი.. უფრო მეტია..

*
"არა, მე არ მიმატოვეს, მე დედა და მამა მაკითხავენ.. უბრალოდ აქ (ბავშვთა სახლში) იმიტომ ვართ მე და ჩემი და-ძმანი, რომ ძალიან გაგვიჭირდა.. სახლი გაყიდეს მშობლებმა რომ დიდი ვალი გადაეხადთ.. უსახლკაროდ დავრჩით და დედამ და მამამ ამჯობინეს აქ მოვეკვანეთ, რომ ქუჩაში არ გვეწანწალა.." -მათ სჯერათ, რომ შეძლებენ და ერთად იქნება მთელი ოჯახი.. 
  
*
მავანნი იმიტომ გახდნენ ბავშვთა სახლის მცხოვრებნი, რომ გარდაეცვალათ დედ-მამა და აღარ დარჩათ არავინ სხვა.. ან/და ავადმყოფობის გამო აღარ შეუძლიათ მათზე მზრუნველობა..
ზოგი მათივე ბედის უცნაურმა განგებამ ნაგავსაყრელზე გადასაგდებად გაამეტებინა  მშობელს.. 
რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები მოკლებულნი არიან დედის სითბოს და სიყვარულს, ოჯახურ მყუდროებას.. 
რამდენჯერ მათ თვალზე ცრემლი დამინახია, როცა ხელი-ხელ ჩაკიდებული მშობლები და შვილები დაუნახიათ ქუჩაში, ტელევიზორში.. 
ისე არავის, როგორც ამ ბავშვებს სჭირდებათ გვერდში დგომა, რომ არ იგრძნონ თავი  დაჩაგრულად, გაიზარდონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და რეალიზებული ადამიანები გამოვიდნენ მომავალში.. 
მივესალმები ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მათ სასიკეთოდ იქნება მიმართული.. მიხარია, რომ ჩემი სამსახური (ალდაგი ბისიაი) ამ კეთილ საქმეშია ჩართული და ვულამაზებთ მათ ერთ დღეს.. ნეტავ, პირადად მე შემეძლოს მათთვის ყველა სურვილის ასრულება.. 
ყველას, სულ ყველას გთხოვთ, ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას. წარმოიდგინეთ? რა იგრძენით? მწარეა ხომ? მე პირდაპირ გული დამეთუთქა.. ხომ გაგიჩნდათ სურვილი მეოცნებე ბავშვების გვერდით იყოთ? 
და თუ კი, ერთად დავეხმაროთ მათ ოცნებების ასრულებაში.. ძალა ერთობაშია.. და რასაც გავცემთ, სწორედაც რომ ეგ არის ჩვენი, ჩვენი სიკეთე, დროთა განმავლობაში გარდაქმნილი  ფასეულობად. 

იგ, დეკემბერი 2010

  

No comments:

Post a Comment