Sunday, December 12, 2010

საახალწლო ზღაპარი



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? ამბავი, რომელსაც მე, ანუ თქვენი მეზღაპრე  გიამბობთ ერთი დაბურული ტყიდან დაიწყო. ზამთარი იყო. მხოლოდ თოვლის თეთრი საფარი ანათებდა იქაურობას. თოვლით დახუნძლული ნაძვები წელში მოხრილიყვნენ.. ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა, არადა ტყეში ყველაზე თბილი, მხიარული  და საყვარელი არსებები, მფრინავი ირმები ბინადრობდნენ.. რაღაცაში იყო საქმე..  არ დაგავიწყდეთ ახალი წელი ახლოვდებოდა, რამდენიმე საათიღა იყო დარჩენილი.. არსად ჩანდნენ ირმები, შვლები და მათი ნუკრები, რომლებიც თოვლის ბაბუას  უნდა დახმარებოდნენ მრვალთა სურვილების ასრულებაში. 
თოვლის ბაბუას სასახლეში კი ამ დროს დიდი სამზადისი იყო გაჩაღებული.. ჯადოსნურ ფერებში ელვარებდა ირგვლივ ყველაფერი, პატარების და არა მარტო მათ დასახვედრად ემზადებოდა მთელი დრიმლენდი, საჩუქრებით დატვირთული მარხილები კი ირმებს ელოდებოდა.. 
ახალი 2011 წლის მოსლვას საფრთხე დაემუქრა.. თოვლის ბაბუამ შეტყობინება მიიღო, რომლიც იუწყებოდა, რომ დედამიწაზე ახალი წლის და მის წინააღმდეგ 
ბოღმით სავსე ადამიანებს შეეკრათ პირი.. ირმები დაეპატიმრებინათ და ახალი წლის სასწაულების არ არსებობას ქადაგებდნენ.. შეშფოთდა დრიმლენდი.. თოვლის ბაბუას თვალწინ წარმოუდგა მილიონობით პატარა თუ დიდი, რომლებიც ოცნებით სავსე იმედიანი თვალებით ელოდებოდა ახალი წლის მობრძენაბას და მის ჯადოსნურ საჩუქარს.. 
სასახლის კარზე დამუნჯდა ყველა.. დრო ძალიან ცოტა რჩებოდა და არავინ არაფერს ამბობდა თუ რა უნდა მოემოქმედათ.. უცებ, სად იყო და სად არა, დრიმლენდის ყველაზე პაწია და მცივანა არსება მოტყაპუნდა თოვლის ბაბუას სავარძელთან.. ეს ბაჭია გახლდათ, ირისი. უბრალო ბაჭია არ იყო, მასაც შეეძლო ფრენა.

"-მე წავალ დედამიწაზე, მე წავალ იმ ტყეში სადაც ბორტომა ადამიანებმა მფრინავი ირმები დააპატიმრეს.. მე გავათავისუფლებ მათ და გადავარჩენ ახალ წელს..სულ არ მეშინია არაფრის.. "
თოვლის ბაბუას გაეღიმა, მიეფერა სასახლის ყველაზე საყვარელ ბინადარს: "-დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? დრო არ ითბენს.. რადგან შენს გარდა ვერავინ გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა, მე გაძლეც უფლებას, რომ დედამიწაზე გაფრინდე.."
ბევრი აღარ უფიქრია ირისს და მფრინავი ირმების საშველად გაფრინდა.. არ უფიქრია იმაზე, რომ დაბურულ ტყეში დიდი და ცივი ზამთარი იყო, სადაც თოვლის საფარი რამდენიმე მეტრსაც კი აღწევდა.. დაავიწყდა სიცივე, ის მასავით პატარა და მეოცნებე ბავშვებსა და უკვე ზრდასრულ მეოცნებე ადამიანებზე ზრუნავდა. უნდოდა მათთვის ბედნიერი ახალი წელი მოსულიყო, მათაც ისე გაეხარათ, როგორი ბედნიერიც თვითინ იყო დრიმლენდში და თოვლის ბაბუას საჩუქრებით აეხდინათ სურვილები.
 ქარი კი ავად ზუზუნებდა დედამიწაზე.. თოვლიანი ქარბუქი ამოვარდა.. თვალებს თოვლით უვსებდა ბაჭიას და უძნელდებოდა გზის გაკაფვა სიბნელეში.. ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ძალა ეცლებოდა.. ის-ის იყო გაიფიქრა ვვარდებიო, უცნაური სითბო იგრძნო.. ის მარტო არ იყო, მის გვერდით მეფე ლომის ერთადერთი შთამომვალი და ირისის მეგობარი სიმბა გამოჩნდა... გამოცოცხლდა პატარა ბაჭია, ის მარტო არ იყო, მის გვერდით მისი ძლიერი მეგობარი იყო ..სიმბამ და ირისმა ერთად დაძლიეს წინააღმდეგობა და დამწყვდეულ ირმებამდე მიაღწიეს..  მათ მოახერხეს მფრინავი ირმების გათავისუფლება, რომლებიც მაშინვე ზეცაში აიჭრნენ და თოვლის ბაბუას სასახლეს  მიაშურეს.. 
გაიხარა დრიმლენდმა... 12-ს წუთები აკლდა.. თოვლის ბაბუამ ირმები მარხილში შეაბა და დაიძრა ახალ წელთან ერთად დედამიწაზე. 

დედამიწაზე ახალი წელი დადგა, თოვლის ბაბუამ ყველა მეოცნებე პატარას და დიდს აუსრულა საახალწლო ნატვრა.. დაბურული ტყეც განათდა, მფრინავი ირმები თავიაანთ სახლებს დაუბრუნდნენ, ციყვუნიები, ოპუსუმები და ამ თოვლსა და სიცივეში ჭიამაიებიც კი გამოჩნდნენ.. დედამიწაზე ახალმა წელმა იმდენი სიხარული და ბედნიერება მოიტანა, რონ ბოღმით სავსე ადამინებს თავიაანთი საქციელის შერცხვათ.. პატიება სთხოვეს თოვლის ბაბუას..და რა თქმა უნდა მან აპატია..მათ თავისი ჯადოსნური კვერთხით გონება გაუნათა და დაანახა, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოიქცნენ ეგოისტურად, არ უნდა დაიბოღმონ  სხვებზე, თუკი მათ რაღაც არ გამოსდით ისე, როგორც უნდათ.. 
არ გეგონოთ, რომ ვინმეს დაავიწყდა პატარა ბაჭია ირისი, რადგან მან გაბედა და  ახალი წლი გადაარჩინა, თოვლის ბაბუის და ახალი წლის მმართველის ბრძანებით მისი სახელობის, ანუ კურდღლის წელი დადგა. 
და გაინტერესებთ სად წავიდნენ სიმბა და ირისი მას შემდეგ რაც ახალი წელი გადაარჩინეს? პატარა ბაჭიას მართლაც რომ შესცივდა, თან ძალიან.. თოვლის ბაბუასთან ერთად მარხილით იმოგზაურეს იმ ღამეს დედამიწაზე, ბოლოს დაღლილი, მაგრამ გახარებული ირისი სიმბას ჩაეხუტა და ჩაეძინა ტკბილად, ტკბილ ახალი წლის ღამის სიზმრებში ჩაიძირა...


ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...


 * * *
ამ ზღაპარს რომ ვწერდი, უცებ ჩემი პატარა მეგობრის ლიზას შეტყობინება მოვიდა: "ირი, მადლობა ფუნჯისთვის.. იცი მე ახლა ფუნჯი მაქ და ვხატავ."
  
ლიზიკო, აი ეს ზღაპარი შენ, გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ღმერთმა აგისრულოს ყველა შენი საახალწლო ნატვრა.. მინდა, რომ ბევრი დახატო და  წაიკითხო =)


 * * *
ახალი წელი დადგება, დადგება მუდამ, ვიდრე იარსებებენ მეოცნებე და კეთილი ადამიანები, მათთან ერთად გაცოცხლედბიან საყვარელი მულტფილმის გმირები და თუნდაც ერთხელ, ისიც ახალი წლის ღამეს ნამდვილ ზღაპარში იმოგზაურებენ.. ყველას, დიდს და პატარას, ჯერ კიდევ ახალ წლამდე კარგა ხნით ადრე ვულოცავ დამდეგს.. მინდა, რომ "გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი" და ყველაფერი კარგად იქნება..


მარად თქვენი მეზღაპრე,
იგ, დეკემბერი 2010


No comments:

Post a Comment