დაუმთავრებელი

დაუმთავრებელი და უსათაურო  
#1
 ...................
 ცხელოდა თბილისში, ასეთი სიცხე არ ახსოვდა ხანშიშესულ თბილისელებსაც კი.. მზის ცხელი სუნთქვა სულს უხუთავდა ყველას,  დიდსაც და პატარასაც. შადრევნები სავსე იყო ბავშვებით.. სიგრილეს ეფარებოდნენ. უკვე საღამოვდებოდა და ნიავის მოლოდინში გაშტერებულიყო გარემო, ათასფერად აბდღვრიალებული თბილისის ანძა ამაყად დასცქეროდა მთაწმინდიდან ქალაქს.  რაღაც სიახლის სუნი იგრძნობოდა თითქოს..

*
 ელენე სადოქტოროზე მუშაობდა, პარალელურად უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  ლექტორი იყო.  როგროც კი მორჩა წერას, მიალგა სამუშაო მაგიდა და სახლში წასასვლელად მოემზადა. ახალგაზრდა პროფესორმა დამაჯერებლად გაიარა უნივერსიტეტის ეზო და რუსთაველისკენ ფეხით გაემართა.. ნელი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას.

ელენე 25 წლის იყო.  საშუალოზე ოდნავ მაღალი, გრძელი წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით; სწორი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი ამშვენებდა მის პირი -სახეს, ახლაც გაბუტული ბავშვის ტუჩები ქონდა .. "კოპ-კოპინეს" ღია ვარდისფერი,  წვრილი ყვავილებიანი  საზაფხულო კაბა თითქოს მისთვის იყო შეკერილი ისე უხდებოდა..  ბოლო დროს საოცრად ჩაფიქრებული, სევდიანი ერიდებოდა გასართობ ადგილებს და ზოგჯერ უახლოეს დაქალებსაც.. ისინი კი გუმანით ხვდებოდნენ, რომ მისი ფიქრები სადღაც ოკეანის გაღმა გაჰყვა რეზის. ვდებოდნენ მაგრამ რას ეტყოდნენ, როცა თვითონ გაურბოდა მათთან საუბარს..

 რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასი ჯურის თბილესელი თუ  ჩამოსული ბირჯჟაობდა, სეირნობდა, უბრალოდ  მიდიოდა სახლში, კინოში..
-"ბიჭო , რა მაგარი გოგოა, ჩემი,
-კაი ტო, ნახე რა სერიოზული უჭირავს..
-შეეშვი, შარია მაგნაირებთან კომპლიმენტიც ..."
რამდენიმე უსქმურის ეს დიალოგი მიწვდა ელენეს ყურს და ცივი, განმგმირავი მზერით შეათვალიერა-რა, გზა განაგრძო.....

გაგრძელება იქნება ...:)