Thursday, February 24, 2011

ძველი ლექსი

ლექსი დაწერილია 2005 წელს.. მაშინ ერთი უდარდელი "ფეხებკიდია" ვინმე ვიყავი.. არა გამეგებოდა რა ამა ქვეყნის ამაოებისა.. მითხრეს, სულ შაირობ და მაიმუნობ, არ დაიღალე.. მოდი ერთი რამე ლირიული შემოგვთავაზეო და დავჯექი, ავიღე პასტა-ფურცელი და...


"შორეულ მთების ყინვიან მზერას  თვალს გავაყოლებ,
ცის ლურჯ გუმბათზე ისევ ისე მომეჩვენები,
სადღაც შორიდან ჩამესმება ტკბილი ჰანგები
და ძველებურად, უფრო მეტად შემიყვარდები..


შემიყვარდები, მაგრამ ალბათ ჩემი ოცნება
ფრთას ვერ შეიბამს, გულს სიამეს ვერ აგრძნობინებს..
ჩაიფერფლება, ქარს გაჰყვება, როგორც სიზმარი
აუხდენელი, მაგრამ ტკბილი, როგორც ცის ნამი.." 


დიახ, ლექსი დავწერე.. თან ძალიან მოვინდომე, რომ ზოგ-ზოგიერთებს გულზე მოხვედროდათ.. ვიხალისე, იმათ თვალები რომ მოუწყლიანდათ და ვფიქრობდი ჩემთვის, ერთი ამათ მოსცლიათ, ჩემ დაწერილებზე რომ იცრემლებიან-მეთქი.. მე მხოლოდ წლების მერე მივხვდი რატომ შემოაწვათ სევდა.. არც კი ვიცოდი, მაშინ თურმე ჩემი Love Story აღმიწერია.. =) 


იგ, თებერვალი 2011

Saturday, February 19, 2011

თბილისს უთოვია

მე რომ მეძინა მაშინ უთოვია,
პატარა ფიფქებს ნუგეში უპოვია,
შენი ნაკვალევი დილით უთენია
თოვლმა გადაფარა, თოვლი უგემია..
ქალწულებივით რომ ხიდიდან უფენია..
თოვლსაც ჩემსავით ბევრი უთბენია..  




იგ, თებერვალი 2011

გზაზე ერთი გოგო მიდიოდა (რომანივით ჩანახატი)

გზაზე მართლაც რომ ერთი გოგო თავისთვის წყნარად მიდიოდა..
 ამასობაში კი ზაფხული როგორც იქნა დადგა. ხალხს მონატრებოდა ლაღი ფერები.. ზღვა, დასვენება.. გართობა და  საზაფხულო თავგადასავლები.. ქალაქში სითბოს სუნი ნამეტნავად დატრიალდა და ერთბაშათ იფეთქა სისხლმაც, გაახალგაზრდავებულიყო თითქოს ძველი თბილისიც.. ამ ბოლო პერიოდში ისედაც ქალაქის იერსახემ ფერი იცვალა.. დაეტყო ვიღაცამ ხელი მოჰკიდა საქმეს,  როგროც იქნა.. რას სჯობს გალამაზებულ სკვერში სეირნობას ზაფხულის გრილ საღამოს.. 
შეიძლება ახლად ჩამოსულის თვალს მოეჩვენა, მაგრამ ახალგაზრდების და მით უმეტეს ბედნიერების სიმრავლეც შენიშნა.. შენიშნა და გაუხარდა.
სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თავის ქალაქში. მორჩა სწავლას.  დაბრუნდა, მაგრამ იქ თითქოს რაღაც თავისი ნაწილი დატოვა. ის ნაწილი, რომლის გარეშე არ ეცხოვრებათ ხოლმე, როგორც წესია, ანდა ძალიან ძნელად. მონატრებულ თბილისში ფეხით სერნობით ვერ იჯერა გული.. სამი წლის მონატრებას თავისი ექნა.. ოჰ, ეს ფესვები! რა მაგრად ყოფილა გამჯდარი ძვალსა და რბილში.. 
 უკვე ორი თვე გავიდა რაც თავის სახლშია, მაგრამ რაღაც მომენტში ეუცხოვება. ბევრისგან განსხვავებით გაუმართლა. საზღვარგარეთ სწავლა და იქ მიღებული სამუშაო პრაქტიკა მოდურია ქვეყანაში და მალე "გაიჩითა" კარგ კოპმანიაში, კარგ პოზიციაზე.
 "თამრიკო, ეს რა გოგო გყოლია. გოგო,  ჩემი დიშვილი ხომ გახსოვს, შენი გოგოს პარალელური კლასში რომ დადიოდა.. იმისთანა ბიჭია.."-ამისთანა ბევრი ესმოდა..ერთ ყურში შედიოდა და მეორედან კი უკვალოდ იკარგებოდა. მშობლებს კი სურდათ მისი წარმატება პირად ცხოვრებაშიც ენახათ. მაგრამ სამსახური, სახლი, მეგობრები და ისევ დედას ეჩეხებოდნენ შვილის სევდიანი თვალები.. ეს დედა ამჩნევდა მხოლოდ, რომ მის შვილს რაღაც ჭირდა და შეპყრობილივით დაიარებოდა. დაქალები კი მიუხვდნენ..
.......
მაგისტრატურაზე ამერიკაში გაემგზავრა.. აქაც გაუმართლა.. ნოსტალგია კარგა ხანს ვერ დაძლია, მაგრამ იცოდა, რომ აქ მისიით იყო და შინ ხელცარიელი ვერ დაბრუნდებოდა.. ცოდნა და გამოცდილება უნდა წაეღო და იმედები გაემართლებინა.. ხშირად ტიროდა კიდეც, ვიდრე შეეგუებოდა იქაურობას, მისი მეგობარი მხოლოდ შინიდან წაღებული ლოცვანი იყო,  აძლიერებდა და რწმენას მატებდა.
ის თავის გზას მიუყვებოდა მაშინაც.. ბოლო სემესტრიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ამურმა უაზროდ(?) ისროლა რამდენიმე ისარი, გულში, თვალებსა და გონებაში ჩაეჭედა.. სწავლის პარალელურად სტაჟირება შესთავაზა უნივერსიტეტმა  შტატის ერთ-ერთ წარმატებულ ფინანსურ ორგანიზაციაში, როგორც წარამტებულ სტუდენტს. ეს იქ მოხდა.. ერთი ვინც არ მოეწონა მის წინ მჯდომი უცნაური ახალგაზრდა იყო.. მუდმივად აზრები რომ აწუხებდა და როგორც შემდგომში გაარკვია, ეს ადამიანი კი ანდრეა მ.  კომპნაიის ყველაზე კრეატიული და მხიარული თამამშრომელი იყო . მისადმი თავიდანვე დადებითად განწყობილი და თავად რატომ უბღვერდა არ იცოდა.. საოცრება ის იყო , რომ დამეგობრდნენ, ისე რომ თითქოს მათზე კარგი მეგობრები არ ყოფილან აქამდე.. თავადაც უკვრიდა, სულ ცოტა ხნის წინ გაცნობილი ადამიანი, რატომ გახდა მისთვის ყველაზე ახლობელი.. უხაროდა ანდრეა ახსენდებოდა, აწუხებდა რაიმე ისევ ის.. და ასეეე.. ისიც მუდმივად თავაზიანი და ყურადებიანი იყო მის მიმართ.. თანდათან გრძნობდა, შეიცვალა პიროვნულად.. რაღაც უწინდებურად უდარდელი აღარ იყო..  უმიზეზოდ უწყრებოდა ანდრეას..ზოგჯერ ჩიხში შედიოდა მეგობრობა და კიდევ უფრო ითრგუნებოდა.. 
"გრედუეიშენმა" მისთვის უღიმღამოდ ჩაიარა.. კი მიიღო მაგისტრის დიპლომი, წარჩინებული მაგისტრის თანაც.. წვეულებაზე უაზროდ ბევრი დალია, არეული გონება უარესად აერია..  გახსნა თავისი მაკი, ჯერ იყო და უახლოესი ბილეთი დაჯავშნა თბილისისკენ, დროზე ადრე დაბრუნდება გადაწყვიტა  და შემდეგ წერილი მიწერა მას..წერილი ისეთი იყო, რომ ფხიზელი ამას არასდროა ჩაიდენდა, თავმოყვარეობის გამო, თორემ სხვა რაა.. აღიარა რომ მას თავისი მეგობარი ანდრია შეჰყვარებია.. 


...........
გავიდა დრო მას შემდეგ აღარც უნახავს.. თბილისში დაბრუნებულმა შეამოწმა ფოსტა და პასუხად ღიმილიანი "სმაილი" დახვდა.. " არა, რა იდიოტი ვარ, ასე როგორ მოვიქეცი.. ეს რა დამემართა.. ეს არ მეპატიება და ღისრიც კი ვარ რომ დამცინონ!"  არავის დაუცინია, პირიქით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და ასე მიწერ-მოწერით გრძელდებობდა "მეგობრობა" მათი, ეს უცნაური ურთიერთობა კი კლავდა მას.. ვერაფერით მოეშორებინა  შორეული აჩრდილი..
და  თვალსა და ხელს შუა გაირბინა ზაფხულმა.. შემოდგომა მოვიდა.. ბარაქიანი, მოსავლიანი..საოცრად თბილი  ნოემბერის დილა იყო, სამსახურისკენ მიეშურებოდა და ყურებში საყვარელი აიპოდი ჰქონდა გარჭმული.. 10-ზე თათბირი ჰქონდა, საკუთარი პროექტი დირექტორატზე უნდა განხილულიყო და შემდეგ ინვესტორებთან შეხვედრაზე უნდა წასულიყო მერიოტში.  ინვესტორები ამერიკელბი იყვნენ.. უნდოდა დრო მალე გასულიყო, გული მეორე შეხვედრისკენ მიუწევდა.. 
უაზროდ გაღიმებული შევიდა ოფისში:
-დილა მშვიდბობისა ყველას! ხომ კარგად ხართ? უი, ქ-ნო ლია გამოჯანმრთლედით? უთქვენოდ ჩემი ოთახი დალაგებული არ მეჩვენებოდა.. 
"რა დაეტაკა ამ გოგოს, რა თაფლად გადაქცეულა.."-ეს დაცვის ბიჭების გადალაპარაკება იყო, სულ რომ მკაცრი სახე ჰქონდა, ახლა გაუკვირდათ.. 
თათბირი სამსახურში დამაჯერებლად დაასრულა.. უკვირდა თავისი თავის თვითონაც და გააოცა დირექოტორიც.. დიდი ალბათობით დამტიცდება ალბათ, ფიქრობდა გზაში მერიოტისკენ რომ მიდიოდა და შესასვლელში ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, ვერ მოითბინა და ნახა.. "პატარა ხარ, მაგრამ ჩემთვის დიდი ადამიანი, შენ სულ ფიქრობდი, რომ არ ვარ ლამაზიო, მაგრამ შენ ულამაზესი ხარ ჩემთვის.. მე ვხვდებოდი რაღაცას და მივხვდი, მე აქ ვარ და თუ საკონფერენციოში შემოხვალ, აქ გიცდი და დაგიცდი იმაზე მეტ ხანს რამდენიც შენ მე მელოდე.." ერთიანად დაბნეული, გაოცებული..თითქოს ძილ-ბურანში ყოფილიყოს.. ძლივს მიაპობდა ჰაერს საკონფერენციოსკენ, სადაც მას ინვესტორები ელოდებოდნენ...
მას მერე გზაზე ორი კაცი მიაბიჯებდა, ერთი გოგო და ერთი ბიჭი... 
კარგი იქნება, თუ ისინი ხშირად ესტუმრებიან ხოლმე თბილისს, მე მათ წარმატებებს და უუსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვებ =)


იგ, თებერავალი 2011



Thursday, February 17, 2011

ეს ამ დილას

ზამთრის დილას
გაზაფხულის პირას..
უკვე აღარ მძინავს.. 
ვეპარები ფინჯან ჩაის,
ველოდები რამე "კაის"..
და სკაიპში თვალი ჩაგიკარი.. ;)
შენ კი ისევ არაფერი არ მითხარი.. =)




იგ, თებერვალი  2011

ლექსი, რომელიც დავწერე ჩემს დაბადების დღეს, 06/02-ში..


მე ამ ცხოვრების მეოთხედი გზა რომ გავლიე,
ბევრჯერ იმედის გაცრუების მწარედ დავლიე..
და თუ განგებამ დამიწესა ბევრი სასჯელი,
მე მეუფესთან შევიტანე უკვე სარჩელი..
არ ვიცი მართლა, რა იქნება ზე განაჩენი..

ამ მოლოდინში  მდევნის დრო და 
ჟამთა სვლას ვებრძვი,
ვინც უნდა იყოს, ვერა-რას მეტყვის..
ჩემი ლექსები პოეზიის ქალღმერთებს ეტრფის..
მე ჩემს თავს ვებრძვი, შენ არაფერს გერჩი..
................
როცა ვედრების უკანასკნელ იმედს მივმართავ,
როცა ფიესტა ჩემი უკვე აღარ იქნება,
როცა ბოლომდე დაიცლება ჩემი ფიალა
მაშინ გაიგებ სინამდვილეს, ახლა კი არა..
მაგრამ არ მინდა,
შენ რომ ზიდო ტანჯვით სავსე მძიმე ტიარა..
.........
შენ მე მომეცი ხელი, 
ისევ იქ ვდგავარ, 
უკვე არ ვიტირი, 
უჩინრად გელი
წვიმისგან სველი.

იგ, 06/02/2011

პ.ს. ჩემს დაბადების დღეს ყველაზე რომანტიკოსი ვიყავი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო.. დაბადების დღე მართლაც რომ არ დამავიწყდება.. ისე, ტორტი კი არ მქონია სახლში, არც შამპანური და "შუშხუნები არ მოჰყოლია" ჩემს 25-ე დაბადებას, მაგრამ სამაგიეროდ კიდევ ერთი ლექსი მოჰყვა ჩემს ლექსთა წყებას..  :)


Monday, February 14, 2011

თავის უფლება

თავის უფლებაა
თავისუფლება,
ძირს დიქტატორი 
ხელისუფლება, 
ხელის ფულება,
ცხოვრებას არ გაცდის,
არ გეპუება. 
ფარსი პიარი არაფერს
გვეუბნება! 
ეს კოშმარი 
როდემდე გაგრძელდება?
რწმენა თქვენს მიმართ
არასდროს გამთელდება!!!!

სრულიად გამწარებული იგ, თებერავალი 2011 

Sunday, February 13, 2011

"ჩემი შეყვარებული"

ნუ, ახლა ერთი ამბავია, 14/02 მოდის, ამ დღეს განსაკუთრებით უყვარდებათ (ალბათ), ცდილობენ "ლოვეებმა" ერთმენთი განსაკუთრებით გაახარონ (ალბათ).. 
"ალბათ"-ს იმიტომ ვწერ, რომ მე ჯერ არ შევყვარებივარ (არავის-თქო არ მინდოდა დამეწერა :D).. მოკლედ გლობალურია ეს ვალენტინობა, აღიარებენ ამ დღეს და მე რატო ვერ/არ ვაღიარებ? რა ვიცი აბა.. მაგრამ ლექსს მაინც დავწერ (დავწერ რაა, მეწერინება), გიძღვნი მკითხველო, დიდსა თუ პატარას... 
ლექსს ჰქვია  "ჩემი შეყვარებული" (სად მყავს თორე კი, მაგრამ მეყოლება, ალბათ.. ისევ ალბათ..:D)


ჩემი შეყვარებულია მშვიდი, 
უყვარს რიცხვი შვიდი,
შევუყვარდი მაშინ, 
რომ ვიყავი ბავშვი.
მე ამ გრძნობამ ამიყვანა ცაში.. 


ჩემი შეყვარებულია ჭკვიანი,
რომ ვერ ვხედავ დღე არ არის მზიანი,
ჩემი შეყვარებული არ "ჭედავს"
ზოგი ახლა სიყვარულის გამხელას ვერ ბედავს.. 


ჩემი შეყვარებულია "ის",
ახალ ლექსებს დავწერ თუ იქნება "ბიის".
გამოჩენას ველოდები მის
მონატრებამ შემაწუხა რამდენიმე დღის..


ჩემი შეყვარებულია მაგარი,
უხდება ზმანები და ზაგარი,
ჩვენი სიყვარული "გლიჯავს",
დრო და ჟამი ვერაფერს ვერ გვიზამს! 


იგ, თებერვალი 2011

ზაფხულის თამაშები

ვიდრე ჩემი ახალი "პროზაული ამოფრქვევა" დაიდება, ორიოდე სიტყვა მონატრებულ ბლოგს.. ამასობაში კომპიუტერიც გამიფუჭდა და ხელით ვწერდი, როგორც ადრე იყო, კალამი-ფურცელი.. რას ვწერდი? რაღაცას მოთხრობას, ნოველას, ლექსს.. აღმოვაჩინე, რომ ვწერ მაშინ როცა მიჭირს და ვხატავ როცა მაიხარია.. ნაწერი თუ ნახატი ჩემი ჩემს სულიერ მდგომარეობას, გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას და ამავდროულად  არა რეალურის სინთეზს წარმოადგენს.. არ ვიცი რა გამოდის, თუ კითხულობთ და მოგწონთ , მიხარია.. 

აი, "ზაფხულის თამაშები"-ც, ეძღვნება ბავშვობის მეგობრებს...
და მარიამ ბებიას ხსოვნას.. 

გზა ლიანდაგებისკენ უხვევდა, ორ გორაკს შორის რომ მიიკლაკნებოდა.. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ისე ცხელოდა. გვალვა დასტყდომოდა თავს რაიონს. ერთ დროს ბარაქიანი პურის თავთვებით სავსე ველი გადამწვარი იფერფლებოდა. ცეცხლი გუშინ გაჩენილა სიცხისგანო ასე ამბობდნენ და ალბათ კიდევ მავანთა და მავანთა დაუდევრობით. თუ უფროსების განსჯის საგნად ნათესებში გაჩენილი ხანძარი იყო, პატარებისთვის ეს ტრაგედიას არ წარმოადგენდა. ამ პატარა რაიონის მთავარი ქუჩის ცელქ და მხიარულ ბავშვებს ყველა იცნობდა და ყველას ესმოდა: -"ლიზა, სად ხარ? სად დაიკარგე? არ გესმის, შემოდი სახლში, მამაშენი მოვიდა.. ანაც წამოიყვანე.. გოგოებო, ამ სიცხეში ნუ დარბიხართ, მზე ჩაგივარდებათ თავში.." ეს კი არ ესმოდათ, ამხელა, ვეებერთელა ცეცხლოვანი ბურთი თავში როგორ უნდა ჩავარდნოდათ...
ყველაზე სანატრელი არდადეგები დაიწყო, ზაფხულის და ერთი ჟრიამული იყო გარშემო.. თამაშით გაყავდათ დრო ბავშვებს და სახლი საერთოდაც არ ახსენდებოდათ. მათი თამაშები კი იყო: ომობანა, სახლობანა, ექიმობანა, აფთიაქობანა, გამყიდველობანა, დაჭეროვბანას და დახუჭობანას  ხომ თამშობდნენ და თამაშობდნენ.. ბავშვებს ჰქონდათ სახლი, თოჯინები (ბარბები) , წამლის უამრავი ყუთი (ცარიელი), თეთრი ხალათები(მამიკოს  თეთრი "საროჩკები"), ჰყავდათ პაციენტებიც-შინაური ცხოველები, მღრღნელები და შინაური ფრინველები.. სხვა რა უნდა ეკეთებინათ თამაშის გარდა ზაფხულის სიცხეში და ისიც არდადეგების დროს.. 
მაგდა, ქეთო, ლიზა კლასელები, ანა ლიზას და, 2 წლისთ უმცროსი მათზე, გიო მათი მეზობელი და მეგობარი, .. ლექსო  ბავშვებში ყველაზე უფროსი იყო , ისიც მეზობელი. უფროსი იყო და უფროსობდა კიდეც.. მთავარი ქუჩის ქვედა უბნის ბავშვების შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ქეთოს მამიდაშვილი დები, სოფო და კიდევ მაგდა და აგრეთვე პარალელური ქუჩის მცხოვრები რამდენიმე ბავშვი.. 
ამ ცხელ ზაფხულში, მშობლებს ჯერ კიდევ  ვერ მოეხერხებინათ შვებულების აღება, რომ ბავშვები სადმე დასასვენებლად წაეყვანათ, არადა არდადეგები უკვე კარგა ხნის დაწყებულიყო. ისედაც ცელქ პატარებს- ლიზას და ანას ზაფხულის სიხზემ უფრო მეტი ანცობა შემატა. მათი სახლი დიდი სათმაშო არენა გახდა. ამ ქაოსში კი ბებია მარიამი დილიდანვე ოხრავდა: -"ეს რა დავაშავე, რა ცელქები არიან.. გოგო ანა, ჩამოდი ამ ბლიდან, ნუ გაკიწეთ ტოტები.. მუცელი აგტკივდებათ შვილო.. განა მე არ მემეტება რააა... " გოგოები კი თამაშ-თამაშით ატარებდნენ დროს და ბებია მხოლოდ საღამოს ახსენდებოდათ, ისიც მაშინ დედას მორიგეობა რომ უწევდა სავადმყოფოში.. 
ზაფხულის თამაში #1, ოპერაცია "ი"
იმ დილას მამა მივლინებით საზღვარგარეთ გაფრინდა.. დედას პაციენტები ყავდა და აუცილებელი იყო მისი სამსახურში გამოცხადება.. ბავშვები სახლში მარტო დარჩნენ. უმცროსი 6 წლის ანა უფროს დას, 8 წლის ლიზას ჩააბარეს, სანამ ბებია სოფლიდან ჩამოვიდოდა.. იმ დღეს  გოგოებს ახალი თამაში ჰქონდათ მოფიქრებული.. ლიზას, ანას, მაგდას, ქეთოს, მარის და გიოს ოპერაციობანა უნდა ეთამაშათ.. წინა დღეს დაჭერილი ბაყაყებისა და წრუწუნებისთვის ბრმა ნაწლავის ოპერაცია უბდა ჩაეტარებინათ.. რადგან ამის გაკეთებას უფროსების სახლში ყოფნისას ვერ შეძლებდნენ, გაუხარდათ კიდეც მათი წასვლა. საოპერაციო: ანამ და ლიზამ მამამისის თეთრი "საროჩკები" "მოირგეს" და ექიმები ფიცარზე ჭიკარტებით მიკურლ საცოდავ "პაციენტებს" მოპარული შპრიცებით და ბრიტვებით შეიარაღებულნი" დაადგნენ თავზე. . დიდი გულმოდგინებით დაფატრეს ბაყაყები და თაგუნიები. უკვე "წარმატებული" ოპერაციის "განხილვას" რომ იწყებდა მთავარი ექიმი ლიზა,  ქუჩის კარი მარიამ ბებიამ შემოაღო.. ბებოს ხელში ტრადიციულად თავისი ყავისფერი "პრავიზონკა" ეკავა, თეთრი კოპლებიანი კაბა ეცვა და მეორე ხელში ხილით სავსე პარკი მოუჩანდა.. ბებიის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა ანამ და ბაყაყების სისხლით მოთხპნული გაეგება.. საწყალმა ბებომ რომ დაინახა სისხლიანი ბავშვი, თავზე ხელი შემოიკრა და უცებ ამისთანა ხუთამდე ბავშვი რომ გამოიშალა .. მთელი უბანი შეიყარა მარიამ ბებიას მოსაბრუნებლად.. ოპერაცია "ი"  კი საბოლოო ჯამში წარუმატებელი გამოდგა. დედამ ბავშვები დატუქსა, თან სერიოზულად, შიდა პატიმრობა მიუსაჯა 2 დღიანი.. თუმცა რა  უნდოდა მათთან მოწყენას, თამაში და გართობა მათი მოგონილი იყო და ამასობაში ზაფხულის თამაში #2 დაიბადა, "განძის ძიებაში.."
დღე ჩახჩახა მზიანი გათენდა. ცხვორება დუღდა გარეთ. მხიარული ხმები აღწევდა სახლში და დასჯილ ბავშვებს გულს უჩქარებდა. ანა და ლიზა კედლებს აწყდებოდნენ, ფიქრობდნენ როგორ დასხლტომოდნენ ხელიდან ბებიას და გარეთ გაპარულიყვნენ. მარიამ ბებიამ ერთხანს ჩუმად უყურა ბავშვებს, მაგრამ მათი შეწუხებულის სახეების ყურება ვეღარ შეძლო, გული მოულბა.. დაუძახა პატარებს, ტკბილეული დაურიგა და უთხრა: -"გარეთ კი ვერ გაგიშვებთ, დედათქვენმა გამაფრთხილა, მაგრამ დაურეკეთ ბავშვებს, აქ მოვიდნენ და წიგნს წაკიგითხავთ"-ო. ლიზა კი წიგნების დიდ მოყვარული გახლდათ, რაც მის უმცროს დაზე ვერ იტყოდით.. 8 წლის ბავშვს გადაკითხული ჰქონდა საბავშვო ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი და თანატოლებთან შედარებით გამართულად კითხულობდა, განსაკუთრებით თავის მეგობარ ქეთოსთან ერთად უყვარდა კითხვა. საბოლოოდ ბებიას აზრი მოუწონეს (სხვა არჩევანი არც ჰქნდათ) და ცოტა ხანში ათამდე ბავშვმა მოიყარა მათ სახლში თავი. მარიამ ბებია, კი ერნესტ სეტონ თომპსონის "პატარა ველურები" გადმოიღო და თავის პატარა ველურებს დაუწყო კითხვა და არც კი იცოდა, რომ ამასობაში მათ ზაფხულის კიდევ ერთი თამაში მოიფიქრეს. მათაც მოუნდთ ინდიელებივით ცხოვრება, ვიგვამების აშენება და ოქროების პოვნა.. პატარა ველურები იმ დღეებშივე შეუდგნენ მიზნების განხორციელებას.. მაგდას სახლს დიდი  ბოსტანი ჰქონდა და იქ ინდურ ქოხებს წამოჭიმავდნენ, ხოლო ლიზას და ანას ეზოში კი ნამდვილად დამალული განძი ეგულებოდათ და მეორე დღეს, როგორც კი ბებია საყიდლებზე გავიდა ბავშვებმა დაიწყეს თხრა.. თხარეს, თხარეს და კანალიზაციის მილები გამოთხარეს.. 
მივლინბიდან დაბრუნებულ მამას, როგორც კი ჭიშკარი გააღო, ჩემოდანი ხელში შეეყინდა, ფეხი ჰაერში გაუშეშდა.. იფიქრა, ეზო ხომ არ შემეშალაო, მაგრამ მიხვდა, რომ მისმა გოგოებმა მორიგი სასწაული ჩაიდინეს.. არ ვიცი არმჯერად რა რეაქცია ჰქონდათ მშობლებს.. ის კი ვიცი, რომ ამ დღის შემდეგ ბავშვებს სათმაშოდ თავისუფლად წაესვლებოდათ სხვაგან.. ალბათ იფიქრეს, სანამ ბოლომდე არ დაუმხიათ თავზე სახლ-კარი, ჯობია სხვაგანაც ითამაშონოო.. 
ზაფხულის თამაში წვიმაშიც
წვიამიანი დღე იყო, რაღაცნაირი უჟმური.მოხდა ისე, რომ ღრუბლიანმა ამინდმა გოგოები დილის ძილით დააძინა და რომ გაიღვიძეს ფრიად არ ესიამოვნათ წვიმა, შაბათი დღე იყო, დედ-მამა სახლში იყვნენ და მათ ტბაზე წაყვანას აპირებდნენ. ამ წვიმაში კი არც ხალისი ჰქონდათ და ვერც იბანავედნენ.. ფანჯრის შუშაზე ცხვირ მიჭყლეტიელბი წვიმის კაკუნს უსმენდნენ და დედას ელოდებოდნენ, როდის გამოაცხობდა მათ საყვარელ ნამცხვარ "ციყვს" .. დედამ "ციყვი" გამოაცხო, მამამ გოგოებს ქაღალდისგან ნავების დამზადება ასწავლა.. ბავშვები გამხიაურლდნენ და მამას სთხოვეს: -"მამიკო, მამიკო, შეიძლება ეს ნავები გუბეებში რომ გავუშვათ ბავშვებთან ერთად?"  - " კი შვილო, ერთად გავუშვათ ყველამ.." გახარებული ბავშვები გამოეწყვნენ საწვიმარებში, ფეხებზე ფერადი ბოტები ამოიცვეს და დიდ გუბეებში ნაოსნობა მოაწყეს.. 
ბავშვების თამაში წვიმაშიც კი ხალისიანი საცქერი იყო, გული იჯერეს გუბეებში "ბოტაობით". ამინდმაც კი გაიხალისა პატარები და დღის მეორე ნახევარში დიდი ცისარტყელა ამობრწყინდა. ამ ფერად-ფერადმა ზოლებმა კი უდიდესი სიხაული მოუტანა  ყველას. 
საღამო ხანს კი, ეტყობა ანას შესცვიდა, სიცხე მისცა.. პატარამ მოიწყინდა და ჩუმად მიჯდა თავის საწერ მაგიდასთან.. რაღაცას გამწარებული წერდა ბატიფეხურად.. ეს რაღაცა წერილი იყო, თავის კლასელს და შეყვარებულს დ-ს წერდა: "იცოდე, ამ ზაფხულის არდადეგებზე თუ ვერ გნახე, არ გამყიდო თხასავით, მალე მამიდასთან მივდივარ ერთი კვირით და მერე ერთი კვირა მთაში.. აი, ესაა მისამართი მამიდაჩემის თუ ჩამოხვალ ქალაქში. " და მეტი აღარ მახსოვს, წერილის ადესატამდე მიტანა  კი მისმა ბიძაშვილმა მარიამმა ითავა.. დ-ს მეზობლად მათემატიკაში ემზადებოდა და.. 
სწორედ ამ ზაფხულის ამ წვიან დღეს, დედამ გადა იმისა, რომ აღმოაჩინა მის უმცროსს შვულს უკვე შეყვარეული ჰყავდა, უფროსის დაწერილი ზღაპარი იპოვა.. სადაც 8 წლის გოგო სიკეთესა და ბოროტებაზე თავისას ამბობდა.. დედას გაეღიამა და თქვა: " არა, როგრო უნდა გავუბრაზდე, მერე რა რომ ზოგჯერ უსაშველოდ ცელქობენ, დედა ენაცვალოთ ამათ, ჩემი პატარა და ჭკვიანი ველურები არიან".. მან იმ დღესვე მეუღლეს  უთხრა, რომ როგორმე შვებულება უნდა აეღოთ და ბავშვები დასასვენებლად წაეყვანათ. იმ ზაფხულს ოჯახმა მართლაც დაისვენა ერთად.. მათთან ერთად გიო, ლია და თამროც წაიყვანეს მათმა მშობლებმა.. მაგრამ მაქამდე, კიდევ ერთი ზაფხული თამაში ითამაშეს და დაუვიწყარი სასწაული ჩაიდინეს..
კრუხობანა
იდეა ქეთოს მოუვიდა. -" ბავშვებო, არ გინდათ, ჩვენი ფული რომ გვქონდეს? მოდი და კრუხის წიწილები გამოვაჩეკინოთ, დავზარდოთ, გავყიდოთ და ფულიც გვექნება.."  მოეწონათ, რატომაც არა.. ფული ექნებოდათ, თან საკუთარი.. ქეთოს ბებიას მოპარეს არა ქათამი, არმედ დიდი მამალი ინდაური, ბავშვური ლოგიკით, ის უფრო ბევრ კვერცხს დააჯდებოდ და ბევრ წიწილას გამოჩეკავდა.. მაგრამ ინდაური ისე იფხორებოდა.. სულაც არ აპირებდა კრუხობას.. მაგრამ არ დაიბნენ პატარა ველურები, ინდაურს ღვინო დალევინეს, დაათვრეს და კვერცხებზე სულ ნარნარით დაჯდა.. და ვეღარც ადგა.. ბავშვებს იმედები გაუცრუვდათ, ზედმეტი ალკოჰოლისგან სავარაუდოდ გული გაუსკდა მამალ ინდაურს, რომელსიც ვერც კრუხად იქცდა და ვერც დედლად..ამასობაში კი ქეთოს ბებია გამწარებული ეძებდა თავის ინდაურს  და კველა მეხობლის საქათმე მოიარა.. ბოლოს საკუთარ სარდაფში კვერცხებზე მკვდარი იპოვა.. აქ კი ვეღარაფერმა გადაარჩინა ჯერ ქეთო და მერე ამ საქმის დანარჩენი მონაწილენი... 

ზაფხულის არდადეგებმა მხიარულად  და ხმაურიანად ჩაიარა.. კარგად დასვენებული, ზაფხულის თამაშებში გაზრდილი და გარუჯული ბავშვები 1-ელ სექტემბერს სკოლას დაუბრუნდნენ.. 

იგ, თებერვალი 2011