Saturday, February 19, 2011

გზაზე ერთი გოგო მიდიოდა (რომანივით ჩანახატი)

გზაზე მართლაც რომ ერთი გოგო თავისთვის წყნარად მიდიოდა..
 ამასობაში კი ზაფხული როგორც იქნა დადგა. ხალხს მონატრებოდა ლაღი ფერები.. ზღვა, დასვენება.. გართობა და  საზაფხულო თავგადასავლები.. ქალაქში სითბოს სუნი ნამეტნავად დატრიალდა და ერთბაშათ იფეთქა სისხლმაც, გაახალგაზრდავებულიყო თითქოს ძველი თბილისიც.. ამ ბოლო პერიოდში ისედაც ქალაქის იერსახემ ფერი იცვალა.. დაეტყო ვიღაცამ ხელი მოჰკიდა საქმეს,  როგროც იქნა.. რას სჯობს გალამაზებულ სკვერში სეირნობას ზაფხულის გრილ საღამოს.. 
შეიძლება ახლად ჩამოსულის თვალს მოეჩვენა, მაგრამ ახალგაზრდების და მით უმეტეს ბედნიერების სიმრავლეც შენიშნა.. შენიშნა და გაუხარდა.
სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თავის ქალაქში. მორჩა სწავლას.  დაბრუნდა, მაგრამ იქ თითქოს რაღაც თავისი ნაწილი დატოვა. ის ნაწილი, რომლის გარეშე არ ეცხოვრებათ ხოლმე, როგორც წესია, ანდა ძალიან ძნელად. მონატრებულ თბილისში ფეხით სერნობით ვერ იჯერა გული.. სამი წლის მონატრებას თავისი ექნა.. ოჰ, ეს ფესვები! რა მაგრად ყოფილა გამჯდარი ძვალსა და რბილში.. 
 უკვე ორი თვე გავიდა რაც თავის სახლშია, მაგრამ რაღაც მომენტში ეუცხოვება. ბევრისგან განსხვავებით გაუმართლა. საზღვარგარეთ სწავლა და იქ მიღებული სამუშაო პრაქტიკა მოდურია ქვეყანაში და მალე "გაიჩითა" კარგ კოპმანიაში, კარგ პოზიციაზე.
 "თამრიკო, ეს რა გოგო გყოლია. გოგო,  ჩემი დიშვილი ხომ გახსოვს, შენი გოგოს პარალელური კლასში რომ დადიოდა.. იმისთანა ბიჭია.."-ამისთანა ბევრი ესმოდა..ერთ ყურში შედიოდა და მეორედან კი უკვალოდ იკარგებოდა. მშობლებს კი სურდათ მისი წარმატება პირად ცხოვრებაშიც ენახათ. მაგრამ სამსახური, სახლი, მეგობრები და ისევ დედას ეჩეხებოდნენ შვილის სევდიანი თვალები.. ეს დედა ამჩნევდა მხოლოდ, რომ მის შვილს რაღაც ჭირდა და შეპყრობილივით დაიარებოდა. დაქალები კი მიუხვდნენ..
.......
მაგისტრატურაზე ამერიკაში გაემგზავრა.. აქაც გაუმართლა.. ნოსტალგია კარგა ხანს ვერ დაძლია, მაგრამ იცოდა, რომ აქ მისიით იყო და შინ ხელცარიელი ვერ დაბრუნდებოდა.. ცოდნა და გამოცდილება უნდა წაეღო და იმედები გაემართლებინა.. ხშირად ტიროდა კიდეც, ვიდრე შეეგუებოდა იქაურობას, მისი მეგობარი მხოლოდ შინიდან წაღებული ლოცვანი იყო,  აძლიერებდა და რწმენას მატებდა.
ის თავის გზას მიუყვებოდა მაშინაც.. ბოლო სემესტრიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ამურმა უაზროდ(?) ისროლა რამდენიმე ისარი, გულში, თვალებსა და გონებაში ჩაეჭედა.. სწავლის პარალელურად სტაჟირება შესთავაზა უნივერსიტეტმა  შტატის ერთ-ერთ წარმატებულ ფინანსურ ორგანიზაციაში, როგორც წარამტებულ სტუდენტს. ეს იქ მოხდა.. ერთი ვინც არ მოეწონა მის წინ მჯდომი უცნაური ახალგაზრდა იყო.. მუდმივად აზრები რომ აწუხებდა და როგორც შემდგომში გაარკვია, ეს ადამიანი კი ანდრეა მ.  კომპნაიის ყველაზე კრეატიული და მხიარული თამამშრომელი იყო . მისადმი თავიდანვე დადებითად განწყობილი და თავად რატომ უბღვერდა არ იცოდა.. საოცრება ის იყო , რომ დამეგობრდნენ, ისე რომ თითქოს მათზე კარგი მეგობრები არ ყოფილან აქამდე.. თავადაც უკვრიდა, სულ ცოტა ხნის წინ გაცნობილი ადამიანი, რატომ გახდა მისთვის ყველაზე ახლობელი.. უხაროდა ანდრეა ახსენდებოდა, აწუხებდა რაიმე ისევ ის.. და ასეეე.. ისიც მუდმივად თავაზიანი და ყურადებიანი იყო მის მიმართ.. თანდათან გრძნობდა, შეიცვალა პიროვნულად.. რაღაც უწინდებურად უდარდელი აღარ იყო..  უმიზეზოდ უწყრებოდა ანდრეას..ზოგჯერ ჩიხში შედიოდა მეგობრობა და კიდევ უფრო ითრგუნებოდა.. 
"გრედუეიშენმა" მისთვის უღიმღამოდ ჩაიარა.. კი მიიღო მაგისტრის დიპლომი, წარჩინებული მაგისტრის თანაც.. წვეულებაზე უაზროდ ბევრი დალია, არეული გონება უარესად აერია..  გახსნა თავისი მაკი, ჯერ იყო და უახლოესი ბილეთი დაჯავშნა თბილისისკენ, დროზე ადრე დაბრუნდება გადაწყვიტა  და შემდეგ წერილი მიწერა მას..წერილი ისეთი იყო, რომ ფხიზელი ამას არასდროა ჩაიდენდა, თავმოყვარეობის გამო, თორემ სხვა რაა.. აღიარა რომ მას თავისი მეგობარი ანდრია შეჰყვარებია.. 


...........
გავიდა დრო მას შემდეგ აღარც უნახავს.. თბილისში დაბრუნებულმა შეამოწმა ფოსტა და პასუხად ღიმილიანი "სმაილი" დახვდა.. " არა, რა იდიოტი ვარ, ასე როგორ მოვიქეცი.. ეს რა დამემართა.. ეს არ მეპატიება და ღისრიც კი ვარ რომ დამცინონ!"  არავის დაუცინია, პირიქით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და ასე მიწერ-მოწერით გრძელდებობდა "მეგობრობა" მათი, ეს უცნაური ურთიერთობა კი კლავდა მას.. ვერაფერით მოეშორებინა  შორეული აჩრდილი..
და  თვალსა და ხელს შუა გაირბინა ზაფხულმა.. შემოდგომა მოვიდა.. ბარაქიანი, მოსავლიანი..საოცრად თბილი  ნოემბერის დილა იყო, სამსახურისკენ მიეშურებოდა და ყურებში საყვარელი აიპოდი ჰქონდა გარჭმული.. 10-ზე თათბირი ჰქონდა, საკუთარი პროექტი დირექტორატზე უნდა განხილულიყო და შემდეგ ინვესტორებთან შეხვედრაზე უნდა წასულიყო მერიოტში.  ინვესტორები ამერიკელბი იყვნენ.. უნდოდა დრო მალე გასულიყო, გული მეორე შეხვედრისკენ მიუწევდა.. 
უაზროდ გაღიმებული შევიდა ოფისში:
-დილა მშვიდბობისა ყველას! ხომ კარგად ხართ? უი, ქ-ნო ლია გამოჯანმრთლედით? უთქვენოდ ჩემი ოთახი დალაგებული არ მეჩვენებოდა.. 
"რა დაეტაკა ამ გოგოს, რა თაფლად გადაქცეულა.."-ეს დაცვის ბიჭების გადალაპარაკება იყო, სულ რომ მკაცრი სახე ჰქონდა, ახლა გაუკვირდათ.. 
თათბირი სამსახურში დამაჯერებლად დაასრულა.. უკვირდა თავისი თავის თვითონაც და გააოცა დირექოტორიც.. დიდი ალბათობით დამტიცდება ალბათ, ფიქრობდა გზაში მერიოტისკენ რომ მიდიოდა და შესასვლელში ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, ვერ მოითბინა და ნახა.. "პატარა ხარ, მაგრამ ჩემთვის დიდი ადამიანი, შენ სულ ფიქრობდი, რომ არ ვარ ლამაზიო, მაგრამ შენ ულამაზესი ხარ ჩემთვის.. მე ვხვდებოდი რაღაცას და მივხვდი, მე აქ ვარ და თუ საკონფერენციოში შემოხვალ, აქ გიცდი და დაგიცდი იმაზე მეტ ხანს რამდენიც შენ მე მელოდე.." ერთიანად დაბნეული, გაოცებული..თითქოს ძილ-ბურანში ყოფილიყოს.. ძლივს მიაპობდა ჰაერს საკონფერენციოსკენ, სადაც მას ინვესტორები ელოდებოდნენ...
მას მერე გზაზე ორი კაცი მიაბიჯებდა, ერთი გოგო და ერთი ბიჭი... 
კარგი იქნება, თუ ისინი ხშირად ესტუმრებიან ხოლმე თბილისს, მე მათ წარმატებებს და უუსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვებ =)


იგ, თებერავალი 2011



1 comment: