Thursday, February 24, 2011

ძველი ლექსი

ლექსი დაწერილია 2005 წელს.. მაშინ ერთი უდარდელი "ფეხებკიდია" ვინმე ვიყავი.. არა გამეგებოდა რა ამა ქვეყნის ამაოებისა.. მითხრეს, სულ შაირობ და მაიმუნობ, არ დაიღალე.. მოდი ერთი რამე ლირიული შემოგვთავაზეო და დავჯექი, ავიღე პასტა-ფურცელი და...


"შორეულ მთების ყინვიან მზერას  თვალს გავაყოლებ,
ცის ლურჯ გუმბათზე ისევ ისე მომეჩვენები,
სადღაც შორიდან ჩამესმება ტკბილი ჰანგები
და ძველებურად, უფრო მეტად შემიყვარდები..


შემიყვარდები, მაგრამ ალბათ ჩემი ოცნება
ფრთას ვერ შეიბამს, გულს სიამეს ვერ აგრძნობინებს..
ჩაიფერფლება, ქარს გაჰყვება, როგორც სიზმარი
აუხდენელი, მაგრამ ტკბილი, როგორც ცის ნამი.." 


დიახ, ლექსი დავწერე.. თან ძალიან მოვინდომე, რომ ზოგ-ზოგიერთებს გულზე მოხვედროდათ.. ვიხალისე, იმათ თვალები რომ მოუწყლიანდათ და ვფიქრობდი ჩემთვის, ერთი ამათ მოსცლიათ, ჩემ დაწერილებზე რომ იცრემლებიან-მეთქი.. მე მხოლოდ წლების მერე მივხვდი რატომ შემოაწვათ სევდა.. არც კი ვიცოდი, მაშინ თურმე ჩემი Love Story აღმიწერია.. =) 


იგ, თებერვალი 2011

No comments:

Post a Comment