Sunday, February 13, 2011

ზაფხულის თამაშები

ვიდრე ჩემი ახალი "პროზაული ამოფრქვევა" დაიდება, ორიოდე სიტყვა მონატრებულ ბლოგს.. ამასობაში კომპიუტერიც გამიფუჭდა და ხელით ვწერდი, როგორც ადრე იყო, კალამი-ფურცელი.. რას ვწერდი? რაღაცას მოთხრობას, ნოველას, ლექსს.. აღმოვაჩინე, რომ ვწერ მაშინ როცა მიჭირს და ვხატავ როცა მაიხარია.. ნაწერი თუ ნახატი ჩემი ჩემს სულიერ მდგომარეობას, გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას და ამავდროულად  არა რეალურის სინთეზს წარმოადგენს.. არ ვიცი რა გამოდის, თუ კითხულობთ და მოგწონთ , მიხარია.. 

აი, "ზაფხულის თამაშები"-ც, ეძღვნება ბავშვობის მეგობრებს...
და მარიამ ბებიას ხსოვნას.. 

გზა ლიანდაგებისკენ უხვევდა, ორ გორაკს შორის რომ მიიკლაკნებოდა.. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ისე ცხელოდა. გვალვა დასტყდომოდა თავს რაიონს. ერთ დროს ბარაქიანი პურის თავთვებით სავსე ველი გადამწვარი იფერფლებოდა. ცეცხლი გუშინ გაჩენილა სიცხისგანო ასე ამბობდნენ და ალბათ კიდევ მავანთა და მავანთა დაუდევრობით. თუ უფროსების განსჯის საგნად ნათესებში გაჩენილი ხანძარი იყო, პატარებისთვის ეს ტრაგედიას არ წარმოადგენდა. ამ პატარა რაიონის მთავარი ქუჩის ცელქ და მხიარულ ბავშვებს ყველა იცნობდა და ყველას ესმოდა: -"ლიზა, სად ხარ? სად დაიკარგე? არ გესმის, შემოდი სახლში, მამაშენი მოვიდა.. ანაც წამოიყვანე.. გოგოებო, ამ სიცხეში ნუ დარბიხართ, მზე ჩაგივარდებათ თავში.." ეს კი არ ესმოდათ, ამხელა, ვეებერთელა ცეცხლოვანი ბურთი თავში როგორ უნდა ჩავარდნოდათ...
ყველაზე სანატრელი არდადეგები დაიწყო, ზაფხულის და ერთი ჟრიამული იყო გარშემო.. თამაშით გაყავდათ დრო ბავშვებს და სახლი საერთოდაც არ ახსენდებოდათ. მათი თამაშები კი იყო: ომობანა, სახლობანა, ექიმობანა, აფთიაქობანა, გამყიდველობანა, დაჭეროვბანას და დახუჭობანას  ხომ თამშობდნენ და თამაშობდნენ.. ბავშვებს ჰქონდათ სახლი, თოჯინები (ბარბები) , წამლის უამრავი ყუთი (ცარიელი), თეთრი ხალათები(მამიკოს  თეთრი "საროჩკები"), ჰყავდათ პაციენტებიც-შინაური ცხოველები, მღრღნელები და შინაური ფრინველები.. სხვა რა უნდა ეკეთებინათ თამაშის გარდა ზაფხულის სიცხეში და ისიც არდადეგების დროს.. 
მაგდა, ქეთო, ლიზა კლასელები, ანა ლიზას და, 2 წლისთ უმცროსი მათზე, გიო მათი მეზობელი და მეგობარი, .. ლექსო  ბავშვებში ყველაზე უფროსი იყო , ისიც მეზობელი. უფროსი იყო და უფროსობდა კიდეც.. მთავარი ქუჩის ქვედა უბნის ბავშვების შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ქეთოს მამიდაშვილი დები, სოფო და კიდევ მაგდა და აგრეთვე პარალელური ქუჩის მცხოვრები რამდენიმე ბავშვი.. 
ამ ცხელ ზაფხულში, მშობლებს ჯერ კიდევ  ვერ მოეხერხებინათ შვებულების აღება, რომ ბავშვები სადმე დასასვენებლად წაეყვანათ, არადა არდადეგები უკვე კარგა ხნის დაწყებულიყო. ისედაც ცელქ პატარებს- ლიზას და ანას ზაფხულის სიხზემ უფრო მეტი ანცობა შემატა. მათი სახლი დიდი სათმაშო არენა გახდა. ამ ქაოსში კი ბებია მარიამი დილიდანვე ოხრავდა: -"ეს რა დავაშავე, რა ცელქები არიან.. გოგო ანა, ჩამოდი ამ ბლიდან, ნუ გაკიწეთ ტოტები.. მუცელი აგტკივდებათ შვილო.. განა მე არ მემეტება რააა... " გოგოები კი თამაშ-თამაშით ატარებდნენ დროს და ბებია მხოლოდ საღამოს ახსენდებოდათ, ისიც მაშინ დედას მორიგეობა რომ უწევდა სავადმყოფოში.. 
ზაფხულის თამაში #1, ოპერაცია "ი"
იმ დილას მამა მივლინებით საზღვარგარეთ გაფრინდა.. დედას პაციენტები ყავდა და აუცილებელი იყო მისი სამსახურში გამოცხადება.. ბავშვები სახლში მარტო დარჩნენ. უმცროსი 6 წლის ანა უფროს დას, 8 წლის ლიზას ჩააბარეს, სანამ ბებია სოფლიდან ჩამოვიდოდა.. იმ დღეს  გოგოებს ახალი თამაში ჰქონდათ მოფიქრებული.. ლიზას, ანას, მაგდას, ქეთოს, მარის და გიოს ოპერაციობანა უნდა ეთამაშათ.. წინა დღეს დაჭერილი ბაყაყებისა და წრუწუნებისთვის ბრმა ნაწლავის ოპერაცია უბდა ჩაეტარებინათ.. რადგან ამის გაკეთებას უფროსების სახლში ყოფნისას ვერ შეძლებდნენ, გაუხარდათ კიდეც მათი წასვლა. საოპერაციო: ანამ და ლიზამ მამამისის თეთრი "საროჩკები" "მოირგეს" და ექიმები ფიცარზე ჭიკარტებით მიკურლ საცოდავ "პაციენტებს" მოპარული შპრიცებით და ბრიტვებით შეიარაღებულნი" დაადგნენ თავზე. . დიდი გულმოდგინებით დაფატრეს ბაყაყები და თაგუნიები. უკვე "წარმატებული" ოპერაციის "განხილვას" რომ იწყებდა მთავარი ექიმი ლიზა,  ქუჩის კარი მარიამ ბებიამ შემოაღო.. ბებოს ხელში ტრადიციულად თავისი ყავისფერი "პრავიზონკა" ეკავა, თეთრი კოპლებიანი კაბა ეცვა და მეორე ხელში ხილით სავსე პარკი მოუჩანდა.. ბებიის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა ანამ და ბაყაყების სისხლით მოთხპნული გაეგება.. საწყალმა ბებომ რომ დაინახა სისხლიანი ბავშვი, თავზე ხელი შემოიკრა და უცებ ამისთანა ხუთამდე ბავშვი რომ გამოიშალა .. მთელი უბანი შეიყარა მარიამ ბებიას მოსაბრუნებლად.. ოპერაცია "ი"  კი საბოლოო ჯამში წარუმატებელი გამოდგა. დედამ ბავშვები დატუქსა, თან სერიოზულად, შიდა პატიმრობა მიუსაჯა 2 დღიანი.. თუმცა რა  უნდოდა მათთან მოწყენას, თამაში და გართობა მათი მოგონილი იყო და ამასობაში ზაფხულის თამაში #2 დაიბადა, "განძის ძიებაში.."
დღე ჩახჩახა მზიანი გათენდა. ცხვორება დუღდა გარეთ. მხიარული ხმები აღწევდა სახლში და დასჯილ ბავშვებს გულს უჩქარებდა. ანა და ლიზა კედლებს აწყდებოდნენ, ფიქრობდნენ როგორ დასხლტომოდნენ ხელიდან ბებიას და გარეთ გაპარულიყვნენ. მარიამ ბებიამ ერთხანს ჩუმად უყურა ბავშვებს, მაგრამ მათი შეწუხებულის სახეების ყურება ვეღარ შეძლო, გული მოულბა.. დაუძახა პატარებს, ტკბილეული დაურიგა და უთხრა: -"გარეთ კი ვერ გაგიშვებთ, დედათქვენმა გამაფრთხილა, მაგრამ დაურეკეთ ბავშვებს, აქ მოვიდნენ და წიგნს წაკიგითხავთ"-ო. ლიზა კი წიგნების დიდ მოყვარული გახლდათ, რაც მის უმცროს დაზე ვერ იტყოდით.. 8 წლის ბავშვს გადაკითხული ჰქონდა საბავშვო ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი და თანატოლებთან შედარებით გამართულად კითხულობდა, განსაკუთრებით თავის მეგობარ ქეთოსთან ერთად უყვარდა კითხვა. საბოლოოდ ბებიას აზრი მოუწონეს (სხვა არჩევანი არც ჰქნდათ) და ცოტა ხანში ათამდე ბავშვმა მოიყარა მათ სახლში თავი. მარიამ ბებია, კი ერნესტ სეტონ თომპსონის "პატარა ველურები" გადმოიღო და თავის პატარა ველურებს დაუწყო კითხვა და არც კი იცოდა, რომ ამასობაში მათ ზაფხულის კიდევ ერთი თამაში მოიფიქრეს. მათაც მოუნდთ ინდიელებივით ცხოვრება, ვიგვამების აშენება და ოქროების პოვნა.. პატარა ველურები იმ დღეებშივე შეუდგნენ მიზნების განხორციელებას.. მაგდას სახლს დიდი  ბოსტანი ჰქონდა და იქ ინდურ ქოხებს წამოჭიმავდნენ, ხოლო ლიზას და ანას ეზოში კი ნამდვილად დამალული განძი ეგულებოდათ და მეორე დღეს, როგორც კი ბებია საყიდლებზე გავიდა ბავშვებმა დაიწყეს თხრა.. თხარეს, თხარეს და კანალიზაციის მილები გამოთხარეს.. 
მივლინბიდან დაბრუნებულ მამას, როგორც კი ჭიშკარი გააღო, ჩემოდანი ხელში შეეყინდა, ფეხი ჰაერში გაუშეშდა.. იფიქრა, ეზო ხომ არ შემეშალაო, მაგრამ მიხვდა, რომ მისმა გოგოებმა მორიგი სასწაული ჩაიდინეს.. არ ვიცი არმჯერად რა რეაქცია ჰქონდათ მშობლებს.. ის კი ვიცი, რომ ამ დღის შემდეგ ბავშვებს სათმაშოდ თავისუფლად წაესვლებოდათ სხვაგან.. ალბათ იფიქრეს, სანამ ბოლომდე არ დაუმხიათ თავზე სახლ-კარი, ჯობია სხვაგანაც ითამაშონოო.. 
ზაფხულის თამაში წვიმაშიც
წვიამიანი დღე იყო, რაღაცნაირი უჟმური.მოხდა ისე, რომ ღრუბლიანმა ამინდმა გოგოები დილის ძილით დააძინა და რომ გაიღვიძეს ფრიად არ ესიამოვნათ წვიმა, შაბათი დღე იყო, დედ-მამა სახლში იყვნენ და მათ ტბაზე წაყვანას აპირებდნენ. ამ წვიმაში კი არც ხალისი ჰქონდათ და ვერც იბანავედნენ.. ფანჯრის შუშაზე ცხვირ მიჭყლეტიელბი წვიმის კაკუნს უსმენდნენ და დედას ელოდებოდნენ, როდის გამოაცხობდა მათ საყვარელ ნამცხვარ "ციყვს" .. დედამ "ციყვი" გამოაცხო, მამამ გოგოებს ქაღალდისგან ნავების დამზადება ასწავლა.. ბავშვები გამხიაურლდნენ და მამას სთხოვეს: -"მამიკო, მამიკო, შეიძლება ეს ნავები გუბეებში რომ გავუშვათ ბავშვებთან ერთად?"  - " კი შვილო, ერთად გავუშვათ ყველამ.." გახარებული ბავშვები გამოეწყვნენ საწვიმარებში, ფეხებზე ფერადი ბოტები ამოიცვეს და დიდ გუბეებში ნაოსნობა მოაწყეს.. 
ბავშვების თამაში წვიმაშიც კი ხალისიანი საცქერი იყო, გული იჯერეს გუბეებში "ბოტაობით". ამინდმაც კი გაიხალისა პატარები და დღის მეორე ნახევარში დიდი ცისარტყელა ამობრწყინდა. ამ ფერად-ფერადმა ზოლებმა კი უდიდესი სიხაული მოუტანა  ყველას. 
საღამო ხანს კი, ეტყობა ანას შესცვიდა, სიცხე მისცა.. პატარამ მოიწყინდა და ჩუმად მიჯდა თავის საწერ მაგიდასთან.. რაღაცას გამწარებული წერდა ბატიფეხურად.. ეს რაღაცა წერილი იყო, თავის კლასელს და შეყვარებულს დ-ს წერდა: "იცოდე, ამ ზაფხულის არდადეგებზე თუ ვერ გნახე, არ გამყიდო თხასავით, მალე მამიდასთან მივდივარ ერთი კვირით და მერე ერთი კვირა მთაში.. აი, ესაა მისამართი მამიდაჩემის თუ ჩამოხვალ ქალაქში. " და მეტი აღარ მახსოვს, წერილის ადესატამდე მიტანა  კი მისმა ბიძაშვილმა მარიამმა ითავა.. დ-ს მეზობლად მათემატიკაში ემზადებოდა და.. 
სწორედ ამ ზაფხულის ამ წვიან დღეს, დედამ გადა იმისა, რომ აღმოაჩინა მის უმცროსს შვულს უკვე შეყვარეული ჰყავდა, უფროსის დაწერილი ზღაპარი იპოვა.. სადაც 8 წლის გოგო სიკეთესა და ბოროტებაზე თავისას ამბობდა.. დედას გაეღიამა და თქვა: " არა, როგრო უნდა გავუბრაზდე, მერე რა რომ ზოგჯერ უსაშველოდ ცელქობენ, დედა ენაცვალოთ ამათ, ჩემი პატარა და ჭკვიანი ველურები არიან".. მან იმ დღესვე მეუღლეს  უთხრა, რომ როგორმე შვებულება უნდა აეღოთ და ბავშვები დასასვენებლად წაეყვანათ. იმ ზაფხულს ოჯახმა მართლაც დაისვენა ერთად.. მათთან ერთად გიო, ლია და თამროც წაიყვანეს მათმა მშობლებმა.. მაგრამ მაქამდე, კიდევ ერთი ზაფხული თამაში ითამაშეს და დაუვიწყარი სასწაული ჩაიდინეს..
კრუხობანა
იდეა ქეთოს მოუვიდა. -" ბავშვებო, არ გინდათ, ჩვენი ფული რომ გვქონდეს? მოდი და კრუხის წიწილები გამოვაჩეკინოთ, დავზარდოთ, გავყიდოთ და ფულიც გვექნება.."  მოეწონათ, რატომაც არა.. ფული ექნებოდათ, თან საკუთარი.. ქეთოს ბებიას მოპარეს არა ქათამი, არმედ დიდი მამალი ინდაური, ბავშვური ლოგიკით, ის უფრო ბევრ კვერცხს დააჯდებოდ და ბევრ წიწილას გამოჩეკავდა.. მაგრამ ინდაური ისე იფხორებოდა.. სულაც არ აპირებდა კრუხობას.. მაგრამ არ დაიბნენ პატარა ველურები, ინდაურს ღვინო დალევინეს, დაათვრეს და კვერცხებზე სულ ნარნარით დაჯდა.. და ვეღარც ადგა.. ბავშვებს იმედები გაუცრუვდათ, ზედმეტი ალკოჰოლისგან სავარაუდოდ გული გაუსკდა მამალ ინდაურს, რომელსიც ვერც კრუხად იქცდა და ვერც დედლად..ამასობაში კი ქეთოს ბებია გამწარებული ეძებდა თავის ინდაურს  და კველა მეხობლის საქათმე მოიარა.. ბოლოს საკუთარ სარდაფში კვერცხებზე მკვდარი იპოვა.. აქ კი ვეღარაფერმა გადაარჩინა ჯერ ქეთო და მერე ამ საქმის დანარჩენი მონაწილენი... 

ზაფხულის არდადეგებმა მხიარულად  და ხმაურიანად ჩაიარა.. კარგად დასვენებული, ზაფხულის თამაშებში გაზრდილი და გარუჯული ბავშვები 1-ელ სექტემბერს სკოლას დაუბრუნდნენ.. 

იგ, თებერვალი 2011










No comments:

Post a Comment