Monday, January 31, 2011

და მე დავბრუნდი

და მე დავბრუნდი
მთვრალი,
დაღლილობისგან მკვდარი,
მონატრებისგან მდნარი,
ცივად ხმიანობს 
ჩემი ლექსების თარი..
ქრის ქარი..
გაქრა დარი..
ნუ ნერვიულობთ:
ცუდი დამთავრდა(?)
ახლოა სინათლის კარი..

P.S. ბევრი დამიგროვდა საწერი და ბევრს დავწერ..სხვა რა დამრჩენია.. დავწერ და წავიკითხავ.. დავხატავ და დავტკბები ჩემივე ნახატებით.. დავლევ და დავთვრები ისე, რომ დავივიწყო "მუგოკოს" კოშმარები, დავიძინებ, რომ სიზმარში მაინც გნახო..ვიტირებ მაშინ, როცა ძალიან შემცივდება, მომშივდება და პიკს მიაღწევს სევდა, რომელიც აქამდე სულ თან მდევდა.. 

ჩემი ბლოგის მისამართი ლამის დამავიწყდა, მაგრამ მიხარია, რომ დღეს მაინც მომეცა საშუალება დამეწერა.. 

იგ
2011 წელი იანვარი 

2 comments:

  1. მიხარია რომ დაბრუნდი!

    რაღაცნაირი გულიდან ამოსული ნაწერია *

    ReplyDelete
  2. კიწი, მადლობა..
    მაგრამ მგონი ვერ დავბრუნდი.. ოჰ, ეს სამსახური. მომენატრა ინტერნეტში ბოდიალი...და ჩემს ბლოგზე წერააა :S

    ReplyDelete