Monday, January 3, 2011

ერთი წვეთი ჩემი პოეზია: S M S

სასმელმა ჩემი გონება დაბინდა,
ფიქრები მოვლენებს დანებდა,
ეს გული ისევ აღელდა:
ბედობა გათენდა!


ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ ყველას!!!!! 


ბედობა დღე, 2011 წელი

11 comments:

  1. და იგიც უეცრად აღელდა ,
    წერა არ განაგრძო - გაჩერდა.
    ფიქრებში რომ დაათენდა,
    შემდეგ მიხვდა, რომ ბედობაც გათენდა.

    შენც გილოცავ მოგვიანებით, ეს კი ექსპრომტად :)

    ReplyDelete
  2. Kiwi, ძალიან დიდი მადლობა !!!! ყველაფერი დადებითი დაგებედოს ამ წელს და ყველა ჩანაფიქრი აგისრულდეს!!!
    მადლობა კიდევ ერთხელ:) სასიამოვნოა, რომ კითხულობ ჩემს ბლოგს :)

    ReplyDelete
  3. შენც ასევე, რისი მადლობა :"> საუკეთესო წელი ყოფილიყოს :) :* მეც ვწერ ლექსებს, იშვიათად, მაგრამ ბლოგზე არ მაქვს :) თუ გინდა დაგიწერ აქ, რომელიმეს :)

    ReplyDelete
  4. კარგი, დამიწერე..

    ReplyDelete
  5. თუ არ დაგეზარება წაკითხვა, ცოტა დიდია, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ეს :

    ***
    სუნთქვის ხმაც კი აღარ ისმის არვის
    და მინდება უცებ გაშლა კარვის,
    ოცნებები სიმებივით წყდება,
    არ წახვიდე, თუ არ მოგწყინდება.

    შენი ხმაა?! როგორც ლანდი ქარვის,
    შემოგვესმა სიმფონია არვის...
    წუთები კი რუდუნებით გარბის,
    შეჩერდიო! - ვინმემ მითხრას ნეტავ,
    ლექსის წერას თავხედურად ვბედავ.

    შემოგცქერი როგორც ანცი ბავშვი,
    საყვედურს კი ჩემს თვალებში ხედავ.
    მესმის ნოტი, მე, უღონოდ დაღლილს,

    ბოლომდე მწოვს სიმარტოვის სევდას.
    ამ დრომდე თუ მიმატოვა ბედმა,
    ახლა მხოლოდ ფერად სიზმრებს ვხედავ.

    თეთრ ოთახში კვლავაც მარტო დავრჩი,
    დუდუნებენ - "გამაგრდიო, გესმის?!"
    კედელსიქით შენს სილუეტს ვხედავ,
    და ვერ ვხვდები შენს თავს რისთვის ებრძვი.

    გამისწორე ძირსდახრილი თვალი,
    ნუ გაგაკრთობს მწუხარება, დღეს კი-
    იმსახურებ რომ მოვიდე ახლოს,
    გაგიმხილო, მე რასაც ვგრძნობ შენ წინ.

    დაიბნევი, უჩვეულოდ, გრძნობით
    მითანაგრძნე - გეტყვი სევდით დაღლილს.
    ნუ სწუხხარო - გადმომიგდებ ხვნეშით,
    ბაგეზე კი მოგერევა დარდი.

    ძალიან გსურს შეიკავო, ვიცი
    ეგ ღიმილი, შენი გრძნობის ფერი.
    უსასრულოდ არაფერი რჩება,
    ისევ ნაზად მოვიღერე ყელი.

    უშენობით გადავღლილვარ, მივხვდი.
    შენს თვალებში წავიკითხე ვნება.
    გამიღიმე შეციებულს, გიცდი
    და ფიქრები აღარ ამეშლება.

    ძლივს, უსიტყვოდ გამისწორე თვალი,
    გაგიკვირდა შენ დანახვა ცრემლის,
    მიყვარხარო, იჩურჩულე, ძლიერ
    მოწყენაც კი სასწაულად გშვენის.

    სუნთქვის ხმაც კი აღარ ისმის არვის,
    და გვინდება უცებ გაშლა კარვის,
    ოცნებები ჩვენთან ერთად რჩება,
    არ წახვიდე, თუ არ მოგწყინდება!

    ReplyDelete
  6. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  8. ვაუ! :) well done Kiwi! აი, დუმბაძის სიტყვები გამახსენდა, გიგრძვნია !! :) და რატო არ უდნა გამოაქვეყნო, აა? როცა კარგია??

    ReplyDelete
  9. მადლობაა :-) ოჰ რავიცი, სულ რამდენიმე ლექსი მაქვს და... :)

    ReplyDelete
  10. :) ბევრი რაღაცეები მაქვს ასატვირთი მე, ჩემი პროზაული "ამოფრქვევები" დაიდება კიდევ :D

    ReplyDelete
  11. ძალიანაც კარგიი :>

    ReplyDelete