Thursday, December 23, 2010

ძველი ახლად

ეს ლექსი დაიწერა 2006 წელს.. არანაირად არ ჯდება წინა საახალწლო ფორმატში, არანაირად არ აგიმაღლებთ განწყობას.. რადგან არის ძალიან ლირიული სატირა..
ალბათ ეს რომ დავწერე, მაშინაც რაღაცამ ან ვიღაცამ მეც მატირა.. არ მახსოვს, წლები გავიდა და დრომ და ჟამმა გააქრო მოგონებანი, ან საკუთარი თავის დაცვის სისტემამ სადღაც გონების მიკუნჭულ კუთხეში მიმალა. ლექსი კი დარჩა, რადგან ფურცელზე დავიტანე რითმებად მაშინდელი გუნება-განწყობა..
ლექსი ასე ჟღერს, ახლა ჩემი გულის ძგერა მე ყელში მცემს.. 

 * * *
როდესაც გინდა, ყველას უთხრა შენი სათქმელი,
დარდიან გულსაც სიხარული მოსწყურებია,
სწორედ იმ წუთას გაგებნევა აზრთა ნარევი,
სევდა მოგწამლავს, ფრთას შეიბამს კაეშანია..
ცრემლმორეული მოვიხედავ, მაგრამ ვაი, რომ
სიმარტოვე და ბოროტება შემეფეთება,
ნეტავ რა უნდათ, რისთვის მსდევენ ასე უწყალოდ,
მე ხომ ამ ქვეყნად სიძულვილის არ გამგებია..
გავა დრო, გავა, აბა როგორ იქნება?!
იქნებ ჟამთა სვლამ დამიამოს სულის იარა,
იქნებ ვიპოვო დასაყრდენი, იქნება -არა,
ამ სიმარტოვემ ჩემთან ერთად დიდხანს იარა....

იგ, 2006 წელი

No comments:

Post a Comment