Saturday, November 27, 2010

ჩ ა ნ ა ხ ა ტ ი

უკვე მიწურული შემოდგომის მზიანი და უღრუბლო შაბათი დღე იყო.  პატარა თბილ ქალაქში უცნაური სამზადისი იყო გაჩაღებული. ადამიანები გამოშლილიყვნენ მოედნებზე.. სეირნობდნენ, ჭორაობდნენ, განიხილავდნენ ამა თუ იმ საკითხს.. ბავშვები ცელქობდნენ და უფროსების ძახლს ყურს არ უგდებდნენ..  სადღაც სკვერის სიღრმიდან კი უდარდელი ქალ-ვაჟების კისკისი ისმოდა..


მზე დასავლეთისკენ იხრებოდა. შუადღის  მზის სხივები თამაშობდნენ სკვერში მდებარე შადრევნიდან ამოხეთქილ წყლის ჭავლში. მოედანზე შეკრებილი ჯგრო ერთი მიმართულებით დაიძრა..  ცენტრალური სტადიონიკსენ, სადაც ბორჟღალოსნების შერკინება იწყებოდა.. გულშემატკვირების შეძახილები აყრუებდა არე-მარეს..

პატარა თბილი ქალაქის  მეორე კუთხეში კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს უდანაშაულო დამნაშავეს, ქალი ყოფილა თურმე.  მას ადამიანის გულის მოპარვა და ცაზე ვარსკვალვების მოწყვეტა განუზრახია.. ფაქტზე დაიჭირეს-ო იუწყებოდა სასამართლოს კარებზე გამოკრული განაჩენი... საბრალო, საიდან მოიტანეს ეს ბრალდება.. ნუ, რა ვიცი.. 

დღე ილეოდა.. შემოდგომისთვის უჩვეულო სიცხე ჩამოდგა. სტადიონზე მტვერში ირეკლებოდა შერკინება. გაისმოდა სხვადასხვაგვარი შეძახილები.. ვაშა, გინება, ხუმრობა.. ბოლოს კი ვაშა, დიდი ვაშა.. პატარა ქალაქელებმა ამ შემთხვევაში გაიმარჯვეს, თუმცა სრულიად დამსახურებულად.. 

ამ დროს ქალაქის ყველაზე დიდმა საათმა 6 დარეკა. ვიღაცისთვის უკანასკნელი მწარე წუთები ითვლებოდა. მოედნიდან აზვირთებული ხალხი ქალქის მეორე ნაწილიკენ გაემართა. აქ ავისმომასწავებელი სამზადისი იყო. სიკვდლით სჯიდნენ უდანაშაულო დამნაშავეს. გილიოტინაზე მისთვის თავი უნდა მოკევეთათ.. საოცარი იყო და აქ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა, მაგრამ აქ ისინი ადამიანის მსგავს ფიგურებს ჰგავდნენ.. გაფაციცებულები შეჰყურებდბენ განაჩენის სისრულეში მოყვანას.  
გაისმა საშინელი გუგუნი, ამოიყვანეს თმაგაშლილი, გაფითრებული (ყველაზე  მეტად გაოცებული იყო ის უბედური მე თუ მკითხავთ) თეთრ სარ ჩამოცმული ქალი და .. ჯალათმა არ დაააგვიანა, განაჩენი სისრულეში მოიყვანა.
არ ვიცი რა ეგონათ ადამიანის მსგავს ფიგურებს სიკვდილით დასჯის ნახვა, მათი შეძრწუნებული მზერა კი მისჩერებოდა ოქროსფერი თმებით დაფარულ მოწყვეტილ თავს... 

დაღამდა. ცა მოიქუშა. აქა-იქ თუ მოჩანდა ვარსკვლავები.. მთვარე კი ღრუბლებიდან კრთალად ანათებდა პატარა და მაინც თბილ ქალაქს.. 
ქუჩებში მოძრაობა შესსუსტდა და  კიდევ უფრო მეტად გაისმოდა მანქანებისა თუ  ეტლების ხმაური.  სამიკიტნოებიდან მოისმოდა ხმაჩახლეჩილი მთვრალების სიმღერა, ხანდახან ხმამაღალა  სევდიანიც კი, რომლის მწუხარე კვნესა ასე თუ ისე შეეფერებოდა შემოდგომის ბოლო შაბათის მწუხრს.


 * * * 
აი ასე, ცხოვრება ჭიდილია გამარჯვებისა და დამარცხებისა, სიკვდილისა და მის კვალდაკვალ ახალი სიცოცხლის მოვლინებისა ამ ქვეყანაზე.. და ცხოვრება გრძელდება, გაგრძელდება პატარა თბილ ქალაქშიც,  უბრალოდ ვარკვლავებზე მეოცნებე ქალის გარეშე, თუმცა გამარჯვებული ხალხის მსგავსი ფიგურებით სავსე.

 იგ, ნოემბერი 2010



No comments:

Post a Comment