Saturday, November 13, 2010

წიგნი...

წიგნი ინფორმაციის, ცოდნისა თუ აღზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. ყუაში ჩაკრული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების ერთობლიობა ყოველთვის მრავალფეროვან და  საინტერესო სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობს.
ჩემი ნებაც რომ იყოს:  "მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი... ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერი-ლუქსი... არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალიან ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად "კარცერი" და სად "ლუქსი", მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყველა წიგნის მოყვარულთათვის", - ამბობს გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟი ნაწარმოებში - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".
მეც მიყვარს წიგნები და ლიტერატურა. მადლობა დედას და პედაგოგებს. მათ მოახერხეს იმდენი, რომ ყოველ არდადეგებზე წიგნები ჩემი დასვენების ნაწილი გახდა და იქიდან მოყოლებული ვცდილობ წიგნის კითხვისთვის დრო მქონდეს.. მიყვარს კითხვა სახლში, გარეთ (სკვერში, ურნის გვერდითაც კი),  ბიბლიოთეკაში კი განსაკუთრებით, რომლის ზღურბლს იქით ჩემთვის წიგნების განზომილებაა, საინტერესო სიჩუმეში გადშლილი ფურცლების ხმაური..
და რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი?  "უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი". როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული _ ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმება.. ეს სიმართლეა.. თუმცა წიგნი კი არ იცვლება, ვიცვლებით ჩვენ. ადამიანი სანამ ცოცხალია უნდა იკითხოს, ბევრი თან.. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდა მიაჩვიონ მშობლებმა შვილები კითხვის კულტურას და ქიგნების სიყვარულს.. მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ მიყვარს, მივესალემბი კვირის პალიტრის წამოწყებას, "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ".. ქართული პროზის საგანძურის სერიას და დიდი მხატვრების კოლექციის გამოცემას. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნების ფასი ხელმისაწვდომია და საშულებას აძლევს ბევრ ლიტერატურის მოყვარულს შეიძინოს.
ჰო და, "წაიკითხეთ წიგნები - უკეთესად იქნებით!
პასუხი კი კითხვაზე : წიგნი თუ კომპიუტერი? ორივე რომ საჭიროა უდავოა, მაგრამ მე პირადად წიგნიდან წაკითხული ლიტერატურა მირჩევნია.. =)

No comments:

Post a Comment