Thursday, May 19, 2011

"სამოსელი პირველი"

გურამ დოჩანაშვილის გენიალურ ნაწარმოებს,  "სამოსელი პირველს" უკვე დიდი ხანია უწოდეს წიგნი  სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ცხოვრების წიგნიც"-ო და მე აბსოლუტურად ვეთანხმები.. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წერალმა წიგნზე მუშაობა 1966 წელს დაიწყო და 12 წლის განმავლობაში წერდა. დაწერა წიგნი,  რომელიც მართლა უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ, დიახ!  
და  მე ვიდრე ცოცხალი ვარ, მოვასწარი უკვე სამჯერ მისი წაკითხვა და წავიკითხავ კიდევ..  წიგნის ახალი გამოცემის პრეზენტაციასაც დავესწარი დღეს, თიბისის საგამოფენო დარბაზში, ბ-ნმა გურამმა გულთბილად გამიღიმა და ავტოგრაფით დამიმშვენა უკვე ჩემი საკუთარი წიგნი "სამოსელი პირველი".. მიხარია ფრიად..
იცით, ყველაზე მეტად რას მივხვდი უფრო ამ წიგნის კითხვისას? "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" მართლაც. 
წიგნი გაჯერებულია მარადი და უკვდავი თემატიკით: უძღები შვილის ამბავი, მეგობრობა, სიყვარული, გმირობა, სისასტიკე, დაკარგვა საყვარელი ადამიანის, ტკვილიც..
როდესაც წიგნის კითხვა დავიწყე, მაშინვე ახლოს მოვიდა ჩემთან ერთი თავგადასავლის მოყვარე ბიჭი დომენიკო, რომელსაც "ჩაესმის ხმა", დაადგება გზას, მიდის, გადალახავს წინააღმდეგობებს, მოიპოვებს რაღაც ფასეულობას და ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო სვლა. მასთან ერთად ვიხეტიალე მე ლამაზ ქალაქში, კამორაში, კანუდოსში.. დომენიკოსავით შემიყვარდა.. და დავკარგე (არა, ის რა თქმა უნდა არ მომკვდარა , როგორც ანა-მარია)  აი, მაშინ   "ჩუმი მოლოდინით გაიყინა ღამე, სადღაც ორღობეში შეიყუჟა მთვარე, მიწამ შავად ჩამოთოვა ცაზე, გაიცრიცა ირგვლივ არე-მარე და ჩემ თვალწინ მდუმარებით დაიბადა კიდევ ერთი ღამე. შენზე ფიქრებს გამოვატან ქარებს, გიამბობენ ათასნაირ ამბებს, მე კი ისევ შენი სუნთავა გამიგრილებს სახეს". მაგრამ ის არ იყო "მარტოკინა" ჩემთვის, როგორც ანა-მარია დომენიკოსთვის. 
ბევრი გამოიარა დომენიკომ, მის კვალდაკვალ მეც.. მაგრამ დომენიკომ თავად მოახერხა ის, რომ არ გაიბზარა შინაგანად, სული არ დაუბინძურდა. ასე რომ, ეს ურთულესი ეტაპიც გაიარა მგზავრმა დომენიკომ და როგორც უძღვები შვილი, დაბრუნდა მშობლიურ სოფელში  რადგან ვერა-რა ჰპოვა უფრო ძვირფასი ამ ხეტიალში. თუმცა ნახა ზღვა, ლამაზი ქალაქი, საშინელი კამორა- მარმარილოს ქალაქი, სადაც პირველი ქალბატონი ძვირფას ქვებს "ახრამუნებს" (ეს ღმად ჩამიჯდა გონებაში) ლამაზი ქალი ტერეზა, რიტუალური მეძავი, ნაყოფიერების დიდი ღვთაება, მაღალი მკერდით, ფართო თეძოებით, დასკდომამდე სავსე დაბერილი ტუჩებით, გველივით მკლავებით, ხუთი მახრჩობელა თითით, ტკბილი არომატით, სასურველი, თამამი, გამომწვევი, საშიში, ვერაგი.. მაგრამ რაც მთავარია, იპოვა მარადიული სიყვარული , ანა-მარია.. ცოლი, რომელიც უყვარდა, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა.
თუმცა-ღა ამ ხეტიალში, დომენიკოსავით  მე და დანარჩენი სხვა მკითხველიც (და)რწმუნდება, რომ ყველზე ფასეული მაინც სიყვარულია, ადამიანთა შორის არსებული სიყვარული,  რომელიც ამ სამყაროს ჯერ კიდევ ამაგრებს და იცავს დაღუპვისგან. 
არ მინდა, რომ კიდევ ბევრი რამე დავწერო, თუმცა მინდა ისე გამოვიდეს, რომ ყველაზე დიდი არა წიგნების მოყვარემაც კი "სამოსელი პირველით" დაიწყოს კითხვა, იხეტიალოს ნაწარმოების მთავარ პერსონაჟთან ერთად და აღმოაჩინოს მრავალი ქალაქი თუ სოფელი და რაც მთავარია, ჩასწვდეს  მთავარ აზრს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ბოლოს კი მასთან ერთად დაუბრუნდეს საწყისს ერთადერთი ფიქრით: ნუთუ ყოველივე ეს?!...
  
 




იგ
მაისი, 2011 

No comments:

Post a Comment