Monday, May 9, 2011

ზღაპარი- "იქ სადაც.."

 
იყო და არა იყო რა.. უფრო იყო არსებობს დღესაც და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანებს შეეძლებათ დაფიქრდენ აწმყოსა და წარსულზე, გააანალიზონ თავიაანთი ქმედებანი, შეძლონ ავ კარგის გარჩევა და დააფასონ სიკეთე, სიყვარული, ერთგულება..   
დიახ, იქ სადაც ორი სამყარო იყო გადაჯაჭვული, ოცნებისა და რეალობისა, ზღაპარიც სწორედ მაშინ დაიწყო. 
 რეალითის მცხოვრებნი დედამიწაზე დაიარებოდნენ, მეოცნებენი კი ზეცას წვდებოდნენ მაღლა. ამ სამყაროში ყველაფერი არაჩვეუელბრივი იყო.. სახლები იყო ისეთი, მსგავსი რომ არსად გენახათ, არ გატყუებთ, მართლა. სოკოსავით ქუდები ეხურათ თითქოს, უცნაური ფორმისანი იყვნენ, ზოგი მარჯვნივ და ზოგიც მარცხნივ გადახრილი. ყველა სოკო სახლს კოშკი ამშვენებდა თან. სახლის უამრავ სარკმელში მზე თავისუფლად იჭყიტებოდა და გულს ახარებდა. ღრუბლებზე ციცინათლები ეკიდნენ, მხიარულად ქანაობდნენ და ანათებდნენ გარშემო ყველაფერს. ამიტომაც იყო, რომ სიბნელეს ვერ ნახავდით ვერსად. აქ ცხოვრება ვის არ მოუნდებოდა, მითხარით ერთი.  
ოცნებისა და რეალითის გზაგასაყარზე ერთფეროვნებისა და მოწყენილობის არაფერი გაეგებოდათ. აქაური ადამიანები ღრუბლებთან სულ ახლოს იყვნენ. ყველასგან კი ერთი მეოცნებე ჭაბუკი გამოირჩეოდა, რომელიც ყველზე მაღალი სოკო სახლის აივანზე წამომჯდარიყო , ყოველ საღამოს ქნარს საამოდ ამღერებდა და მის გარშემო იკრიბებოდნენ ღრუბლებზე მონანავე ციცინათელები. ჭაბუკი მღეროდა და ამ სიმღერაში სულსა და გულს დებდა, იდუმალი სევდა მხოლოდ მისი ნამღერიდან ირეკლებოდა. მისი ხმის გაგონებისთანავე ჩუმდებოდა ყველა, სიზმარეთიც კი ტოვებდა ძილ-ბურანს. უცხო და გულში ჩამწვდომი  სიმღერის ხმა სცდებოდა ოცნებების სამყაროს და სადღაც,  ხცრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ეფინებოდა გარემოს. ხმა იყო იმედის მომცემი, ისეთი,  თავისკენ რომ იზიდავდა ყველას. ან რა გასაკვირი იყო., რომ ამ ხმამ ერთი ვიღაც უცხო ასული აიყოლია. მიატოვებინა  თავისი სამყარო, სახლი-კარი, და-ძმანი, მშობლები, ყველა და ყველაფერი და ხმის კვალდაკვალ გაუყვა გზას რომ ჩაეღწია იქ, სადაც.. 
უცხო ასული  არც მეოცნებე იყო და არც  ღრუბლები ენახა აქამდე ახლოს. ცხრა მთას იქით მდებარე, მწვანე მთებში ჩაძირული უცხო ქალაქიდან იყო,  მაღალი, გამხდარი, მოხდენილი ტანისა.. მოწითალო ფერი გადაჰკრავდა მის ქერა ტალღოვან თმას, რომელიც წელამდე  სწვდებოდა. თეთრი კაბა ემოსა და ფეხშიშველი მიუყვებოდა გზას, რომელსაც იქამდე უნდა მიეყვანა, სადაც ერთი ვინმე მეოცნებე ჭაბუკი თავისი სიმღერით უხმოდა. გზას ღამ-ღამობით მიუყვებოდა, სიმღერა და მუსიკის ჰანგები მხოლოდ ღამე გაისმოდა ოცნების ყველაზე მაღალი კოშკიდან. არ გეგონოთ ადვილი ყოფილიყოს ამ გზის გაკაფვა, უამრავი  ლაბირინთი და კიბე იყო  გასავლელი.. 
მაგრამ როდესაც ადამიანს რაღაც გულით უნდა, რას ვერ გააკეთებს, რას ვერ შეძლებს  და  დაძლევს.  უხცო ქალაქიდან მომავალმა ასულმა რეალითისა და ოცნების გზაგასაყარამდე მიაღწია.  მისთვის ბევრად ფერადი სამყარო გადაიშალა თვალწინ.. აღტაცებული დაეძებდა იმ ხმას, რომელმაც რომ შთააგონა უამრავი დაბრკოლების მიუხდავად შეუსვებენლად გამოატარა მრავალი კიბე. 
უცნობის გამოჩენა არც კი გაჰკვირვებიათ, არც რეალითში, არც მეოცნებებს, არც ღრუბლებებზე მოფარფატე ციცინათელებს. თუმცა ის კი აღიარეს, რომ ეს მოხდენილი ასული მათ უცხო სტუმართა შორის ყველაზე ლამაზი იყო, ყველაზე კეთილი სახე ჰქონდა. საქმე იმაში იყო, რომ  ღამღამობით მომღერალი ჭაბუკის ხმას კიდევ მრავალი მოეყვანა იქ სადაც ოცნებები და რეალობა იკვეთებოდა. 
გოგონამ მიზანს თითქმის მიაღწია, ღრუბლებს მისწვდა  და ციცინათელებან ერთად გაისეირნა..  ყოველ საღამოს იმ მრავალთა შორის, ვინც მეოცნებე ჭაბუკის მუსიკის ჰანგებს უსმენდა, უკვე მეოცნებე გოგონაც იყო. ჭაბუკზე შეყვარებული დიდხანს უცქერდა ხოლმე შორიდან და  ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. განა ვერ მიუხვდნენ უცნობ ასულს! . თითქმის ყველა ხედავდა მის ფარულ გრძნობას და ამავდროულად ნათლად გამხელილს.. მხოლოდ ოცნებების ქვეყნის ყველაზე მაღალი სოკო სახლის აივანზე მუხლმორთხმული ადამიანი ვერ ამჩნევდა თითქოს., ის ისევ უკრავდა ქნარს, ოცნებით აღავსებდა შორეთის მცხოვრებთ, სიამეს ჰფენდა მის გარშემო მყოფებს და რეალითისა და ოცნებათა გზასაგასაყარზე მუდამ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს.. სხვა რაღა დარჩენოდა აწ უკვე მეოცნებედ ქცეულ  გოგონას, ჭაბუკის მსგავსად ოცნების კოშკზე დაიდო ბინა. ამ სიმაღლიდან მუდამ რაღაცას გასცქეროდა შორით, შეიძლება ცხრა მთას იქით მდებარე მწვანე მთებში ჩაფლულ ქვეყანას, რომელიც მიატოვა ოდესღაც და დარჩა მეოცნებედ,  მეოცნებე ჭაბუკის მოლოდინის ამარად...

* * * * 
-და გოგო,  ეს არის დასასრული? რა იყო, მეტი აღარაფერი იცი?

-კი, როგორ არა, ეს ქვეყანა დღემდე არსებობს, რაოდენიც არ უნდა გაგიკვირდეს, არაერთი აღმოჩენილა ამ ოცნების მაღალ კოშკზე და ღრუბლებზე მონანავე ციცინათელებთან უსეირნია. 
ამბავი არ მთავრდება, ეს ამბავი გრძელდება, ალბათ იმიტომ რომ ადამიანებს შერჩეთ მიზნისკენ სწრაფვის სურვული, ოცნებების ახდენა (მაგრამ ბოლომდე ალბათ არა) 
-მოიცა კაცო, ერთი ეს მითხარი, ამ გოგოს რა ბედი ეწია, ასე დგას მას შემდეგ და გაჰყურებს რაღაცას სივრცეში?
-ჰო, რავიცი ალბათ.. 
-  და არ ეშველება არასდროს?
-შეიძლება.. 


იგ
მაისი, 2011 
 

2 comments:

  1. gogonas bedi magelvebs iri, memgoni moucevs haerovani sahaero bushtit daeshvas isev realobashi:))

    ReplyDelete
  2. კარგი იზიკო :)დანარჩენები რას ფიქრობენ ნეტა?

    ReplyDelete