Monday, September 26, 2011

ვაი, რომ დამღალა..

მართლაც რონ დამღალა ამ დროის სიყრუემ, 
სიცრუემ, ღალატმა და დროის სიჩქარემ,
მინდა რომ გიცნობდე და გრძნობდე მიწაზე, 
თვალებში მიყურებ და ვეღარ მიწამე? 

ფიქრები უძირო, შავი და ბნელია, 
შორით, გადაღმა უკვალოდ მიტაცებს, 
იმედი შენი თვალების ფერია?
გზას გამინათებს ან თუ მინატრებს?

ვაი, რომ დამღალა ამდენმა რბოლამ და 
მათვარეც შევერცხლილი სინანულს დამათოვს, 
ყველა მელოდიას ბგერა არევია, 
და ყველა გენიოსი ამ ღამეს დარაჯობს.

 თურმე გაწყვეტილა სინდისის ძაფი და 
მე რას ველოდები, გაღმა სჯობს.. 
ფერები მუქია, შენ სხვებში გერევი,
მენატრები და ოცნებად  ვბერდები.. 




იგ
27/09
01:52 

5 comments:

  1. რაღაც დახვეწილხარ იგ :* მომეწონა ძალიან, აზრები ყოველთვის მომწონდა შენი ლექსების, უბრალოდ რითმაში უკეთესად სვამ ახლა :)

    http://www.musicbox.ge/index.php/gadacemebi/news-box.html < აი ნახე ჩემი სიუჟეტი
    არც ისე კარგად ვჩანვარ, მაგრამ მაინც, ჩემი მომზადებულია, ხმა სხვისი ადევს ;))

    ReplyDelete
  2. მადლობა :) და ლინკს ვერ ვსხნი იცი? :(

    ReplyDelete
  3. უი რატოო?:((
    დააკოპირე და ისე ჩაწერე ესე არ გიგდებს ალბათ პირდაპირ :შ

    ReplyDelete
  4. ვცადე იცი.. ბოლოს ფეიჯზე შევედი და უბრალოდ დრო აღარ მქონდა რო გადამექექა რომელი გადაცემა იყო ზუსტად და მენახა.. :) :*

    ReplyDelete