Wednesday, October 6, 2010

მერე რა რომ სველია ისევ ჩემი ფიქრები

წვიმს მგონი სამი  დღე,
მე მიყვარს წვიმა,
მაშინ როცა  ვარ მხნედ..
ვწუწუნებ ალბათ უკვე
მთელი თვე..
ისევ ვწერ
და ეს ყოველივე მე აღმწერს,
და ისევ შენ...


* * *
 მართლაც რამდენიმე დღეა დააწვიმს ჩვენს დედაქალაქს.. უმრავლესობას უქმნის დისკომფორტს.. მათ შორის ხანდახან მეც .. თუმცა წვიმის ბრალი არასდროს არ არის თუ ისევ სველია ჩემი ფიქრები და მერე რაა რომ სველია =)
დღეს  საღამოს ისე მოხდა, რომ მარტო გამოვედი ოსფისიდან. წვიმდა. ისე ძალიან აღარ, როგორც დღისით.. მიუხედავად სიცხისა, ხველებისა და გრიპისა, ფეხით დავეშვი რუსთაველისკენ.. და მიუხედავად იმისა, რომ ქურთუკი მეცვა, ტანში უსიამოვნოდ მამტვრევდა, სიცივე თმის ღერიდან დაწყებული ავად მივლიდა, მაგრამ გავიარე თუ არა რამდენი მეტრი, თითქოს წვიმამ  გამათბო და რაღაცნაირი სასიამოვნო კომფორტი შექმნა.. ჩავფიქრდი ბევრ რამეზე და ჩემი სველი ფიქრებით გადავედი ბავშვობაში, მაშინდელი წვიმები გამახსენდა.. მაინც რანი არიან ბავშვები, უდარდელები.. ბევრი ფერადი ბოტები მქონდა: წითელი, მწვანე, ლურჯი.. ხასიათისა და მიხედვით ვარჩევდი წვიმის დროს და მიხაროდა.. გუბეებიც მიხაროდა, ჩემი ფერადი ბოტებით ყველგან უნდა "გამებოტა" ჩემს მეგობრებთან ერთად.. ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგოები გამახსენდა, გიჟები და გადარეულები: მაგდა, ქეთო და კიდევ ჩემი დაც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო.. ახლა კი რატომღაც ვერიდები გუბეებს.. ქოლგებიც ფერების მიხედვით მქონდა, ძალიან ლამაზები.. დედაჩემს შენახული უნდა ჰქონდეს.. და არ ჰქონდა მნიშვნელობა წვიმა იყო თუ დარი, სულ თან დამქონდა ფუფალასავით, მანამ სანამ არ გავიზარდე და რაღაც-რაღაცეების გონზე არ მოვედი..
ჰოო, ყველაზე დიდი გუბეები ევდოშვილის ქუჩაზე იყო, სკოლისკენ მიმავალ გზაზე.. რამდენჯერ გუბეების გულისთვის  წავსულვართ იქით.. მაინც რა არის ბავშვობა..
თუმცა, ჩემს შემთხვევაში ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ის ალბათ, რომ გუბებში აღარ დავაბოტებ, აღარც ფერად-ფერადი ბოტები და ქოლგები მაქვს..
ასე ფიქრებში გართული ელბაქიძეზე აღმოვჩნდი და ჩემი "მარშუტკა" 126  "მოთბინებით მელოდებოდა", როგორც ყოველთვის..
კარგი იქნებოდა მარშუტკის მაგივრად ვინმე სხვა ყოფილიყო, თუნდაც სიცხიანი ვიბოდიალებდით წვიმაში,  მაგრამ  ჩავჯექი და სახლისაკენ ჰერი-ჰერიიი ...


და მაინც, მერე რა რომ სველია ისევ ჩემი ფიქრები =)

06/10

No comments:

Post a Comment