Sunday, October 31, 2010

ამბავი ესე ...

ბოლოს ალბათ ერთი კვირის წინ დავპოსტე.. ბევრი არაფერი შეცვლილა.. არა, როგორ არ შეიცვალა:  ამინდი გაფუჭდა, აცივდა, ასე ვთქვათ.. ოქტომბერი მიილია, მე, მგონი გამოვჯანმრთელდი, წიგნებს დავუბრუნდი (ვმეცადინეობ), ახალი მიზანი დავისახე, დანარჩენი ისევ ისე, ისევ ისე მიყვარს (ნუ, ყველა და ყველაფერი), ისევ ისე ვშრომობ  და ა.შ.

ერთი კვირის წინ მშობლიურ კახეთს ვსტუმრობდი. ჩემს სახლს კახეთში მგონი არფერი შეედრება. შემოდგომა ულამაზეს ფერებშია იქ მორთული, სურნელია საოცარი..
უბანში კაკლის ხეებს შემოძარცვია ფოთლები, ისევ ისე, როგორც ადრე მაშინ ბავშვობაშ იყო ჩემი მეზობლები წვავენ და ხმელი ფოთლის სუნი იდგა როგროც კი ავუხვიე ჩემი სახლისკნ მიმავალ გზაზე. მძღოლს ვუთხარი რუსთაველის ქუჩაზე გაეჩერებინა და სტალინის ქუჩამდე ფეხით ავედი. მიკვირდა ჩემი თავისა, ასე როგორ მომენატრა დედოფლისწყარო-თქო. ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემს ჭიშკრამდე მისული, ძაღლის წკმუტუნი შემომესმა, აი ისეთი წკმუტუნი სოხარულს რომ გამოხატავენ.. ეს ჩემი მინი იყო, იგრძნო მონატრებული პატრონის ფეხის ხმა.. შევაღე თუ არა ჭიშკარი , მოსწყდა ადგილს და შემომეგება.. ჩემი მინიკო სიხარულისგან აღარ იყო, მანც გამოიქცა ჩემთან შესახვედრადმ მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არის ჩემი ცუგა...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმის წერას  შევუდგები, რასაც ვაპირებდი.. მეორე დღეს დედაჩემა მთხოვა ნაგავი გადამეყარა და ქუჩაში მდგარ ურნაში ჩამეგდო. ის-ის იყო ჩავაგდე პარკი ურნაში, იქვე დაგდებული რვეული დავინახე.. არასდროს ნაგავში არ მიქექია, უცებ მომინდა ამეღო ეს რვეული და მენახა,  რაღაცნაირად უცნაურად გამოიყურებოდა, მიმიზიდა.. ჩავყავი ხელი და ნაგვიდან ამოვიღე რვეული, ლურჯ ყდიანი რვეული, მარტო ყდა ჰქონდა ახალი, რომ გადავშალე ფურცლები გაცრეცილ იყო და დედაჩემის დროინდელ კონსპექტებს გავდა.. ფურცლები ალაგ-ალაგ დახეული ჰქონდა,  ვის ეკუთვნოდა ისიც ვერ გავიგე.. ისე დამაინტერესა, გარეთ ნაგვის კუთთან მდგარმა გადავიკითხე და ორი ამბავი ეწერა.. ბოლოში დათარიღებული იყო 1982 წლის დეკემბერი, "ნამდვილი ამბავი"... წაკითხულმა ამაღელვა ძალიან.. ძალიან..
ის კი ვიცი, რომ სხვის ნაწერებში არ უნდა ჩაიჭყიტო(ც კი),  მაგრამ ეს არ ვიცი რა შემთხვევა იყო.. ვერ გავარკვიე საიდან მოხვდა ეს რვეული ნაგვის ყუთში, დავიარე მეზობლები და მგონი იფიქრეს კიდეც, გორაშვილების ბავშვი გადარეულა-ო..
ამ ბოლო დროს კი სულ ასეთი უცნაურობები ხდება ჩემს გარშემო და მე მაინც მინდა გიამბოთ ამბავი     "დიდი სიყვარულის მსხვერპლისა" , რომელსაც ავკრეფავ როგროც კი შევძლებ და  წაიკითხავთ,  როგორ უყვარადათ მაშინ.

No comments:

Post a Comment