Friday, October 15, 2010

არც ისე დიდი ხნის წინ..

ესე იგი,  ბავშვობაში რა აღარ მინდოდა გამოვსულიყავი, დაწყებული ფოსტალიონიდან (ეს სურვილი ნაწილობრივ დიდობაში ავისრულე), დამთავრებული პათანატომით (ესეც ავისრულე ცხოველების შემთხვევაში). თუმცა, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, დავსხედით სახლში მე, დედა და მამა და დავიწყეთ მსჯელობა, თუ ვინ უნდა ვყოფოლიყავი პროფესიით. სამედიცინო მინდოდა, დედის კვალზე წავალ-თქო, მაგრამ მაშინ (შევარდნაძის დროს, ანუ  ყველა სფეროში რო კორუფცია ყვაოდა) უფასოზე ჩარიცხვის თეორიული შანსიც არ იყო, არადა ფასიანი არ "გვაწყობდა". ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მე, ირინა გორაშვილი მომავალი ეკონომისტი-ფინანსისტი უნდა გამოვსულიყავი. ბევრი ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ პრაქტიკული და ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. თან იმ დროს "თიბისი" ბანკის ძალიან მაგარი რეკლამები გადიოდა თვ-ში (საათის მექანიზმის მუშაობა ) და რაღაცნაირად მომინდა ბანკში მუშაობა. ასე და ამგვარად 2003 წელს მოვხვდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰტფ-ის საბანკო საქმესა და ფინანსებზე.. სტუ-ს, იგივე "გპი" -ს  ერთ-ერთი წარჩინებული და სტიპენდიანტი სტუდენტი გახლდით.  მეორე კურსზე ვიყავი, რომ უკვე მომინდა დასაქმებული  და მაშასადამე,  ძალიან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი ადამიანი.
ასე დაიწყო სამსახურის ძებნა ირინამ. აღმოაჩინა "ჯობს.ჯი"  და შემეფერებოდა თუ არ შეეფერებოდა თუ არა გამოცხადებული ვაკანსიის პირობები, აგზავნიდა სივებს. ჰოი, საოცრებავ და ურეკავდნენ კიდევაც, მაგრამ გასაუბრების შემდეგ ისტუმრებდნენ სახლში პირში ჩალაგამოვლებულს, "პატარა ხარო".  თითქმის მთელი წელი ასე, სხვადასხვა ორგანიზაციებში გამოცხადებულ კონკურსებში სირბილში გავატარე..
2006 წელს კი გამიმართლა და მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სასმახურში, სოციალური პროგრამებისა და სტრატეგიული პროექტების განყოფილებაში ამიყვანეს, ოღონდ სტაჟიორად. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. მერე რა, რომ ხელფასი არ მქონდა, არც მინდოდა.. ენთუზიაზმი მქონდა სამაგიეროდ და ასე ხალისიანად, დაუზარებლად ვმუშაობდი..
და ერთხელაც, მე და ჩემმა მეგობრებმა "საქართველოს ბანკის" აპლიკაციები შევასეთ და ყველა აპლიკაცია მე ჩავაბარე სათაო ოფისში..  ის პერიოდი იყო, გაყიდვების მენეჯრების  და განვადებების ბუმი რომ იყო.. ჩემი მეგობრებიდან ყველამ დაიწყო მუშაობა, მე რატომღაც არ ვიცი, ისევ არ ამიყვანეს...ამასობაში დამთავრდა ჩემი სტაჟირება.. მერე იყო სტანდარტის გასაუბრება, იყო პროკრედიტი.. სყოფილი სახალხო და ისევ არაფერი..
ასე დადგა 02/04/2007 წელი და ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი 444-444-დან.. გული ამიჩქარდა, ეს ხომ სქართველოს ბანკი იყო.. კი იყო.. შემომთავაზეს საქართველოს ბაკის შვილობილ სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ში სადაზღვევო აგენტის პოზოცია.. გასაუბრება იმდენად საინტერესო იყო და საერთოდ დამაინტერესა სადაზღვევო საქმემ, თან დასაქმება მინდოდა და  დავიწყე სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ში მუშაობა.. კომპანიაში, რომელიც მალევე გაერთიანდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგთან" და სადაზღვევო ბაზარზე გახდა ლიდერი..
აქაც ხელფასი არაფერი, უკაცრავად 100 ლარი.. + გაყიდული სადაზღვევო პროდუქტიდან გარკვეული ბონუსი, რომელმაც სულ ჯამში,  ჩემი აგენტად მუშაობის გან-ში,  შეადგინა 75 ლარი..  მეილი გაგვიწერეს "აუთლუქში", ასეთი იყო: agents2@bci.ge.. სახელი და გვარი ხო არა და აგენტი 07-იც კი არა..  just 2...
ხო, დამავიწყდა, მეწყვილე მყავდა ნიკა გ. მეტს არფერს დავწერ.. ჩემი ანუ ჩვენი მოვალეობა პირველ ეტაპზე ასეთი იყო, უნდა "გაგვეყიდა" ახალი პროდუქტი "ჩემები-მასწავლებელი" და "ჩემები-სკოლა".. სად? სად , თუ არა სკოლებში.. თავიდან სულ ასეთი 3 წყვილი აგენტი ყავდა "ალდაგი ბისია"-ს.. გადავინაწილეთ სკოლები და დავიწყეთ "ძერსკებით", სადაც ჩვენი აზრით დაზღვევასთან მიმართებაში მენტალურ პრობლემებს არ შევეჩეხებოდით და "პროდუქტი გაიყიდებოდა".
მე და ნიკამ წარმატებით დავიწყეთ პრეზენტაციები.. ყველაზე მეტი დაზღვეული მასწავლებელი-მოსწავლე ჩვენ გვყავდა.. ასე გაგრძელდა მანამ, სამან 20-ე სკოლაში პრეზენტაციაზე მისულს არცერთი მასწავლებელი არ დამხვდა დარბაზში, სამაგიეროდ სანიტარული სამსახური იყო და შენობაში დეზინფექციას ატარებდა.. სკოლაში ჩუტყვავილა იყო გავრცელებული...
ამ ფაქტიდან არ იყო გასული  ორი კვირა და სახეზე უცნაურმა ბუშტუკიანმა რაღაცეებმა გამომაყარა.. ბევრს აღარ გავაგრძელებ და 21 წლის ასაკში, შუა ზაფხულში, მართლაც რომ პაპანაქება სიცხე იყო ჩუტყვავილა დამემართა.. თურმე ჩუტყვავილასაც არ ცოდნია ასაკი..
 დაახლოებით ერთი თვე გამიგრძელდა ბატონები, რომელიც მთელ ოჯახს გადავდე.. მეზობლებს, მეგობრებს.. ნუ მოკლედ, ვეღარ მიტანდნენ...
თუმცა ბედმა ისევ გამიღიმა და სწორედ სასწავლებლის გამოცდებისთვის შევძელი სახლიდან ცხვირის გაყოფა..  და დიდი საქმოსანივით გამოჯანმრთელებულმა  სამსახურსაც მივაშურე..
ამასობაში, ბევრი რამ შეცვლილა აწ უკვე "ალდაგი ბისიაი"-ში, ძველი აგენტებიდან მხოლოდ ჩემი მეწყვილე დამხვდა, მელოდებოდა, კიიიი .. შეცვლილიყო დეპარტამენტის დირექტორიც.. და რაც ყველაზე მთვარი და მნიშვენელოვანი იყო, დაიწყო სახელმწიფო პროექტი: "სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანების დაზღვევა"..  პროექტი, რომელმაც მე წარმატება მომიტანა.. ახალ დირექტორთან გასაუბრება გავიარეთ დარჩენილებმა, შემომთავაზეს პროექტზე მემუშავა..კიდევ  მივლინება შემომთავაზეს იმერეთის რეგიონში კოორდინატორის პოზიციაზე.. მე დავთანხმდი, ნიკა წავიდა "ალდაგი ბისიაი-დან "პროკრედიტ ბანკში". მე  ბევრიც არ მიფიქრია, სასწავლებელში გამოცდები ჩაბარებული მქონდა.. სახლში ჩემებს ვუთხარი, სულ რაღაც ორი კვირით მივდივარ-თქო, მაგრამ 2 თვე გაგრძელდა და თქვენ არ იცით ეს რა ორი თვე იყო.. ამ პერიოდში მთელი იმერეთი ლამის ფეხით შემოვიარე, დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე და სწორედ ამ მივლინების შემდეგ მე დამაწინაურეს, უკვე ხელფასიც მქონდა =) და თავის  დროზეც მერიცხებოდა =)
დღესაც  (და ჯერჯერობით) "ალდაგი ბისიაი"-ს თანამშრომელი ვარ,  სამოგზაურო დაზღვევის მენეჯერი, ამბობენ კარგი თანამშრომელიაო, რავი აბა, ალბათ =)  აქ ბევრი მეგობარი შევიძინე მართლა, გამიმართლა ამ მხირვ ძალიან.. სწორედ აქ ვიპოვე ის ადამიანები, რომლებიც ჯერ სხვაგან არ შემხვედრია..=)

პ.ს. ჩემი იმერეთის მივლინების ამბები ცალკე თემაა, თემა არა მითი, ან რამე ისეთი, აი ბევრს რო ლაპარაკობენ და და მაგრად იცინიან..  ამაზე პირობას ვდებ ცალკე დავწერ და გაცინებთ.. =)

No comments:

Post a Comment