Monday, October 18, 2010

Real story again

რას არ გაიგებს და  დაინახავს ადამიანი როცა ფეხით დაბოდიალობს უსაქმოდ და თან აკვირდება ყველაფერს.. ეძებს რაიმე ისეთს, რაღაცნაირად საინტერესოს..
მასაც ბავშვობიდან უყვარს ფეხით სიარული.. სად არ წასულა ფეხით.. ყველაზე გრძელიდა აზრიანი  მარათონი მისთვის წმიდა ნინოს მომლოცველთა გზა იყო..
დედაქალაქიც აქვს ფეხით შემოვლილი.. საქმიანად თუ ისე, უბრალოდ უაზროდ.. სწორედ ამ უაზრო ხეტიალში  შეხვედრია ყველაზე  საინტერესოს.. ისეთს, რომელსაც მისთვის ჭკუა უსწავლებია..
 იმ დღესაც ასე იყო.. შემოდგომის სუსხიან დღეს.. ნაცრისფერი იყო ცაც და დედამიწაც.. ვიღაცა თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა.. პირი ჰქონდა შეკრული ამინდასაც და მასაც არ ეღიმებოდა..  გაციებული და  სიცხიანი  პროდუქტებით სავსე პარკით არ ჩქარობდა სახლში მისვლას.. ფიქრობდა ყველაზე გრძელი, ვიწრო და ოღრო-ჩოღრო გზა აერჩია სახლამდე მისასვლელი..  და სწორედ იმ გზას დაადგა, სულ რომ ერიდებოდა და გაურბოდა.. ქუჩაში არასაიამოვნო სიჩუმე იყო.. ერთი საცოდავად გალუმპული ძაღლი კუდამოძუებული კედელს აკრულიყო.. შეეცოდა, თავისი განებივრებული ცუგა გაახსენდა..ამოაძვრინა პარკიდან პურის ნაჭერი და მიუგდო.. რა მადლიანი თვალებით ამოხედა.. ავადმყოფობისას ისედაც გულაჩუყებულს, კინაღამ ცრემელები წამოუვიდა..
სახლშიც კი წაიყვანდა, სიამოვნებით დაბანიდა, მოუვლიდა, მარა...
არ გაუვლია დიდი მანძილი რო ტირილის ხმაც შემოესმა.. მიხვდა სახლში კარგა ხანს ვერ მივიდოდა და თან ხომ არც ჩქარობდა.. გზის პირას სკვერში, სველ სკამზე  ასე მისი ტოლი გოგო დაინახა.. კი არ ტროდა, მოსთქვავდა.. ეჰეე, გაიფიქრა.. კარგია წვიმაში ტირილი ალბათ.. ნეტა რა ატირებსო.. დაინტერესდა და მივიდა.. დახმარება შესთავაზა და უარესად ატირდა უცნობი.. მარა თითქოს ნაცნობი, სადღაც ყავდა ნანახი?  ნუ რა მნიშვნელობ აქვს.. ძალიან მოუნდა როგორმე დახმარებოდა.. და აღარ მოეშვა.. ისიც კარგი მომთბენი გამოდგა, რომ ბოლოსდაბოლოს ტირილიც არ აცალეს კაცს ამ ქვეყანაში!..
თქვენც ხომ გაინტერესებთ რა ატირებდა.. აღმოჩნდა, რომ უცნობი ნაცნობი 5 თვის გოგონას დედა იყო..ოჯახიც ჰქონდა, მეუღლე, მშობლები, სახლ-კარი, კარგადაც იყო ჩაცმული.. მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ გაეგო, რომ თავში ჰქონდა სიმსივნე.. ჯერ ისიც არ იცოდა ავთვისებიანი იყო თუ არა.. თავისი ქმრის და შვილის სურათი აჩვენა.. ორივე ერთად ატირდა.. ონკოლოგიური პრობლემა მისთვისაც არ იყო უცხო.. აღარ იცოდა რა ეთქვა.. რა ერჩია.. ცდილობდა გაემხნევებინა, ათასი ამბავი მოუყვა გადარჩენილი ადამიანებისა.. რაღაც იმედის სხივი სანამ არ დაინახა მის თვალებში არ მოეშვა..და ბოლოს,  ისედაც საკუთარი პრობლემებით დამძიმებული თითქოს გამოეთიშა ამ სამყაროს ..
სამყაროს, რომელიც სინამდვილეში არაა ის ზღაპარი, რომელიც მას მაინც  ძალიან უყვარს..
არ არსებობს სრულყოფილი არაფერი ამ ქვეყანაზე.. წარმავალი და ხანმოკლეა ბენიერება.. გაბოროტებული მდიოდა სახლისკენ:  რატომ, რატომ უნდა დაემართოს 22 წლის გოგოს სიმსივნე?? რომელსაც 5 თვის პატარა გოგონა და გვერდით ის ადამიანი ყავს ძალიან რომ უყვარდა 2 წელი.. გოგოს, რომელსაც  სიცოცხლე უხარია და უყვარს...
რა ვიცი აბა-ესაა ამჯერად ესაა პასუხი.. ყველაზე საძულველი პასუხი მის ყველა კითხვაზე თუ  რატომ  ..
ეს დღე ხეტიალისა ყველაზე ნაღვლიანი იყო. ნაღვლიანი იყო ამინდიც.. ისისნსლებოდა..  სანამ სახლში მივიდა "დასცხო" წვიმამაც.. ვერც კი იგრძნო როგრო დასველდა და სახლში უკვე გალუმპული მივიდა.. პროდუქტებით სავსე პარკი მასავით სულ მთლად სველი იყო.. თუმცა არც ჯავრობდა ამას.. მაშინ გამოერკვა სამზარეულოდან შეშფოთებული ხმა რომ მოესმა, "სად ხარ ამდენ ხანს, ასეთი გაციებული წვიმაში რომ დადიხარ, არ გეშინია ფილტვების ანთება აიკიდო?"
ცოტა ხანში სიცხემ აუწია.. ლამის აბოდებდა.. ორ დღეში კი ნაწინასწარმეტყველებული ფილტვების ანთება დაუდგინეს..

2010 წლი, ოქტომბერი

No comments:

Post a Comment