მზეა და ქარია
რატომ?
ავად ვარ და
კვლავ ვარ მარტო...
კარგად ყოფნას ისე ვნატრობ
როგროც მაშინ
და თუ გახსოვს..
მომბეზრდა ეს წვრილმანები,
ბლოგს ვპოსტავ და
სკაიპში ვიმალები,
ფეისბუქში ლაიქები,
აღარ მინდა ძველი მაიკები.
ჩემ გულს სევდა ეძალება
და მზე ღრუბლებს ეფარება...
Sunday, October 10, 2010
Friday, October 8, 2010
დათვი, რომელიც მონადირეს შეუყვარდა
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი და უღრანი ტყე, ცამდე აზიდული ხშიროთლოვანი ხეებით, ნაძვებით.. სურნელოვანო ყვავლილებით, ჩანჩქერებით.საოცარი მგალობელი ფრინველებით და რაც მთავარია უცნაური ბინადარი ცხოველებით. უცნაური კი დათვი გახლდათ. დათვისთვის უჩვეულოდ ლამაზი, მოხდენილი.. თვალს ვერ აშორებდნენ ცხოველები. დათვი, ამაყად დააბიჯებდა ტყეში და თავისი თანამემამულეების გულსა და თვალს ახარებდა. იყო მეგობრული და კეთილიც. ყველას გვერდში ედგა გაჭირვების ჟამს, ირგვლივ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. ჰარმონია სუფევდა ტყეში..
თუმცა, არც მაშინ იყო მარადიული არაფერი და ერთ მშვენიერ დღესაც საფრთხე დაემუქრა ტყეს, მის ბინადართ. იქ ადამიანი გამოჩნდა. ადამიანი მონადირე.. ყოველი დღე ცრემლიანი თენდებოდა ტყეში. თითო ბინადარი აკლდებოდა ტყის მკვიდრთ. მონადირეს კი მხოლოდ ერთ სურვილი ჰქონდა, ხელში ჩაეგდო დათვი, რომლის სილამაზეზე უკვე ლეგენდები დადიოდა ადამინების სამყაროში.
ტყეში სევდამ დაისადგურა და სიბნელე ჩამოწვა.. დარდობდა დათვიც. მან გადაწყიტა თვითნ მოეძებნა მონადირე და თავი გაეწირა თავისი მოძმეებისთვის..
დიდ დროს არ გაუვლია, მონადირე და დათვი ერთმანეთს შეხვდნენ. მონადირეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მას ოცნება უსრულდებოდა, სახლში ნანატრი დათვის ტყავით უნდა დაბრუნებულიყო.. მან დაუმიზნა იარაღი მისკენ ლაღად მიმავალ მშვენიერ ცხოველს, რომელიც არ დრკებოდა და სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა. მონადირე გაოცდა, მას ვერ წარმოედგინა ასე უბრალოდ და უშიშრად როგორ უნდა შეგებებოდა სიკვდილს.. თვალი გაუსწორა, შეხედა მეტყველ თვალებში და იქ წაიკითხა ბევრი რამ, რაც მას ბევრი ადამიანების თვალებში გაუჭირდბოდა ამოეკითხა: იყო სიყვარული, მეგობრობა, თავდადება.. გამბედაობა და ბრძოლის სურვილი უსამართლობის წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა იგი ჩააფიქრა ბევრ რამეზე, მიხვდა, რომ სხვისი სიცოცხლის ხელყოფას არ მოაქვს ბედნიერება, ბედნიერებას მაშინ ეწევი, როცა გეყვარება (თუნდაც ცხოველები), როცა მზად იქნები იბრძოლო (თუნდაც უსამართლობის წინააღმდეგ) და როცა გვერზე ისეთი მეგობრები გეყოლება, როგორიც ტყის ბინადართ დათვის სახით ყავდათ. მოხდა სასწაული, მონადირეს დათვი შეუყვარდა..
შეუყვარდა და დარჩა ტყეში.. ტყისა და მის ბინადართა მცველად..
აი ასე, ალბათ, მას შემდეგ შეიქმნა წითელი წიგნიც.. ჩვენ ადამიანებმა უნდა ვეცადოთ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთსაც.
08/10

როლიკებიანი ბეკეკო
რას არ გაიგონებთ არა? დიახ, დიახ, ზღაპრულ ლექსებშიც ბევრი საოცარი ამბები ხდება და მათ ცხოვრებაშიც, ვისაც სჯერა ზღაპრების და ზღაპრული ლექსების..
ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
სადაც მუდამ დარია,
იქ ცხოვრობს ბევრზე
ბევრი ხუჭუჭა ბატკანია.
მწვანე არის მინდორ-ველი,
მზე ანათებს ცხრათვალა,
ზოგ ბეკეკკოს თავზე რქა აქვს
ზოგს როლიკი აცვია.
რაო, რაო, როლიკიო?
გაგიკვირდათ განა ,
სულ პირველად გორგოლები
ამ ბეკეკომ ნახა.
ნახა გზაზე მინდვირს პირად,
ბალახობდა როცა,
ზედ შედგა და საოცრება
სულ ორ წამში მოხდა.
ჩვენს ბეკეკოს უცაბედად
სახე დაემანჭა,
ფეხქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო,
სიმაღლეზე ახტა.
ვერც კი მიხვდა ისე სწრაფად
და მეგობრებს გასცდა.
გაუკვირდათ ბეკეკოებს,
ეს რა დაემართა.
როლიკებზე დგომა მერე
საოცნებო გახდა.
პატარებმა ეს რო ნახეს,
მოეწონათ ძალიან,
ბორბლებიან ფეხსაცმელზე
მათ დაეწყოთ მანია..
კიდევ კარგი ამ ბეკეკომ
გზაზე ნახა ბორბლები,
აბა სად უნდა გვეპოვა
ჩვენ აწი როლიკები. =)
P.S.
როლიკები ბეკეკოს
და როლიკები ჩვენ,
ეს ზრაპარ-ლექსი ვერიკოს,
და ირინას უყვარხართ თქვენ!
08/10
ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
სადაც მუდამ დარია,
იქ ცხოვრობს ბევრზე
ბევრი ხუჭუჭა ბატკანია.
მწვანე არის მინდორ-ველი,
მზე ანათებს ცხრათვალა,ზოგ ბეკეკკოს თავზე რქა აქვს
ზოგს როლიკი აცვია.
რაო, რაო, როლიკიო?
გაგიკვირდათ განა ,
სულ პირველად გორგოლები
ამ ბეკეკომ ნახა.
ნახა გზაზე მინდვირს პირად,
ბალახობდა როცა,
ზედ შედგა და საოცრება
სულ ორ წამში მოხდა.
ჩვენს ბეკეკოს უცაბედად
სახე დაემანჭა,
ფეხქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო,
სიმაღლეზე ახტა.
ვერც კი მიხვდა ისე სწრაფად
და მეგობრებს გასცდა.
გაუკვირდათ ბეკეკოებს,
ეს რა დაემართა.
როლიკებზე დგომა მერე
საოცნებო გახდა.
პატარებმა ეს რო ნახეს,
მოეწონათ ძალიან,
ბორბლებიან ფეხსაცმელზე
მათ დაეწყოთ მანია..
კიდევ კარგი ამ ბეკეკომ
გზაზე ნახა ბორბლები,
აბა სად უნდა გვეპოვა
ჩვენ აწი როლიკები. =)
P.S.
როლიკები ბეკეკოს
და როლიკები ჩვენ,
ეს ზრაპარ-ლექსი ვერიკოს,
და ირინას უყვარხართ თქვენ!
08/10
ავადმყოფი გოჭი
იყო და არა იყო რა, გახსოვდეთ ყველას, რომ ღვთის უკეთესი არასდროს არა ყოფილა რა..
დღეს მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ერთი ავადმყოფი გოჭის ამბავი, რომელიც მეგობრებმა გადაარჩინეს.
იყო ერთი გოჭი, ყველაზე მხიარული და სასაცილო მთელს გოჭების სამყაროში.. რაღაცნაირად გამორჩეული იყო თავის ოჯახშიც, და–ძმებისგან განსხვავებით თავსიანებთან არ მეგობრობდა.. პატარა ვარდისფერი გოჭი ჭიამაიებთან, ციყვებთან, ოპუსუმებთან და მელაკუდებთან უკეთესად ერთობოდა, უბრალო მელიებთან არა, ეს მელიები სუფთა "მაწაკები" იყვნენ მასავით.
ეს ჩენი გოჭი მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად დახტოდა და თამაშობდა.. მაგრამ მოვიდა შემოდგომა, მზე ისე აღარ ათბობდა გარემოს.. გადახუნებულ გარემოს თავზე რუხი ღრუბლები დასტრიალებდა.. წვიმებიც დაიწყო და ჯერ კიდევ ადრეული შემოდგომა ზამთრის პირს დაემსგავსა.. ყველა გოჭმა თბილად ჩაიცვა, სიცივეში თამაშის და გართობის ხალისმა იკლო, მაგრამ არა პატარა ვარდისფერი გოჭისთვის.. ის ისევ აგრძელებდა სილრბილს წვიმაში თუ დარში, ყურს არ უგდებდა უფროსებისა და მეგობრების რჩევას თბილად ჩაეცვა, არ ეჭამა ნაყინი. . ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გოჭმა ვეღარ შეძლო საწოლიდან წამოდგომა.. მას ფეხები სტკიოდა, თავიც.. უნდოდა დაეძახა დედიკოსთვის, მაგრამ ყელიდან ჩახლეჩილი ხმა ამოუვიდა.. მას ყელიც სტკიოდა.. ძალიან სცხელოდა.. იმიტომ რომ სიცხე ჰქონდა.. მხიაურლი გოჭმა მოიწყინა.. აღარ ცელქობდა და თამაშობდა, რაღაცნაირად დასჯილად გრძნობდა თავს.. თვალს ვერ უსწორებდა უფროსებს..
ექიმებმა დაასკვნეს, რომ გოჭს უცნაური გრიპი შეეყარა.ბევრი წამალი და ქინაქინა ასვეს აყლაპეს, მაგრამ არფერმა ურშველა. გრიპი ყველა გოჭების სამყაროში გავრცელდა.. საქმე არც ისე კარგად იყო.. გოჭის გრიპი ყველა ცოცხალ არსებას დაემუქრა..
პატარა გოჭის მეგობრებმა რომ გაიგეს მისი ავადმყოფობა, შეშფოდნენ.. დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ ეშველათ მეგობრისთის და როგორ ეხსნათ სამყარო გრიპისგან..
ოპუსუმები, მელაკუდები, ციყვები და ჭიამაიები გვერდიდან არ სცილდებოდნენ ავადმყოფ გოჭს. იზიარებდნენ მის წუხლს და იმედს არ კარგავდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა გამოჯანმრთელდებოდა.
მეგობრების მხარდაჭერამ, მათმა მზრუნველობამ და ყურადღებამ პირდაპირ სასწაული მოახდინა, ურჩ პატარა გოჭს ხალისი და ჯანმრთელობა დაუბრინდა.. გოჭების სამყარო მეგობრების სიყვარულმა გადაარჩინა. პატარა გოჭს კი ჭკუის სასწავლად ეყო ეს ამბავი, მიხვდა, რომ დედის წინ მორბენალ გოჭს ყოველთვის გრიპი დაემართება ან შეიძლება უარესიც კი..
გამოხდა ხანი და გოჭის გრიპმა სახე იცვალა ისე, რომ ადამიანებსაც გადაედოთ და მას "ღორის გრიპი" უწოდეს..
და ბოლოს, ასეა ადამიანების ცხოვრებაშიც, უფროსების რჩევა–დარიგბას ყური უნდა ვუგდოთ, გავითვალისწონოთ და ჩვენც აღარ დაგვემართება ბევრი უსიამოვნებანი.. ნამდვილი მეგობრების იმედი კი სულ უნდა გვქონდეს, ისინი ხომ ჭირსა და ლხინში ჩვენს გვერდით არიან.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა..
07/10
დღეს მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ერთი ავადმყოფი გოჭის ამბავი, რომელიც მეგობრებმა გადაარჩინეს.
იყო ერთი გოჭი, ყველაზე მხიარული და სასაცილო მთელს გოჭების სამყაროში.. რაღაცნაირად გამორჩეული იყო თავის ოჯახშიც, და–ძმებისგან განსხვავებით თავსიანებთან არ მეგობრობდა.. პატარა ვარდისფერი გოჭი ჭიამაიებთან, ციყვებთან, ოპუსუმებთან და მელაკუდებთან უკეთესად ერთობოდა, უბრალო მელიებთან არა, ეს მელიები სუფთა "მაწაკები" იყვნენ მასავით. ეს ჩენი გოჭი მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად დახტოდა და თამაშობდა.. მაგრამ მოვიდა შემოდგომა, მზე ისე აღარ ათბობდა გარემოს.. გადახუნებულ გარემოს თავზე რუხი ღრუბლები დასტრიალებდა.. წვიმებიც დაიწყო და ჯერ კიდევ ადრეული შემოდგომა ზამთრის პირს დაემსგავსა.. ყველა გოჭმა თბილად ჩაიცვა, სიცივეში თამაშის და გართობის ხალისმა იკლო, მაგრამ არა პატარა ვარდისფერი გოჭისთვის.. ის ისევ აგრძელებდა სილრბილს წვიმაში თუ დარში, ყურს არ უგდებდა უფროსებისა და მეგობრების რჩევას თბილად ჩაეცვა, არ ეჭამა ნაყინი. . ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გოჭმა ვეღარ შეძლო საწოლიდან წამოდგომა.. მას ფეხები სტკიოდა, თავიც.. უნდოდა დაეძახა დედიკოსთვის, მაგრამ ყელიდან ჩახლეჩილი ხმა ამოუვიდა.. მას ყელიც სტკიოდა.. ძალიან სცხელოდა.. იმიტომ რომ სიცხე ჰქონდა.. მხიაურლი გოჭმა მოიწყინა.. აღარ ცელქობდა და თამაშობდა, რაღაცნაირად დასჯილად გრძნობდა თავს.. თვალს ვერ უსწორებდა უფროსებს..
ექიმებმა დაასკვნეს, რომ გოჭს უცნაური გრიპი შეეყარა.ბევრი წამალი და ქინაქინა ასვეს აყლაპეს, მაგრამ არფერმა ურშველა. გრიპი ყველა გოჭების სამყაროში გავრცელდა.. საქმე არც ისე კარგად იყო.. გოჭის გრიპი ყველა ცოცხალ არსებას დაემუქრა..
პატარა გოჭის მეგობრებმა რომ გაიგეს მისი ავადმყოფობა, შეშფოდნენ.. დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ ეშველათ მეგობრისთის და როგორ ეხსნათ სამყარო გრიპისგან..
ოპუსუმები, მელაკუდები, ციყვები და ჭიამაიები გვერდიდან არ სცილდებოდნენ ავადმყოფ გოჭს. იზიარებდნენ მის წუხლს და იმედს არ კარგავდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა გამოჯანმრთელდებოდა.
მეგობრების მხარდაჭერამ, მათმა მზრუნველობამ და ყურადღებამ პირდაპირ სასწაული მოახდინა, ურჩ პატარა გოჭს ხალისი და ჯანმრთელობა დაუბრინდა.. გოჭების სამყარო მეგობრების სიყვარულმა გადაარჩინა. პატარა გოჭს კი ჭკუის სასწავლად ეყო ეს ამბავი, მიხვდა, რომ დედის წინ მორბენალ გოჭს ყოველთვის გრიპი დაემართება ან შეიძლება უარესიც კი..
გამოხდა ხანი და გოჭის გრიპმა სახე იცვალა ისე, რომ ადამიანებსაც გადაედოთ და მას "ღორის გრიპი" უწოდეს..
და ბოლოს, ასეა ადამიანების ცხოვრებაშიც, უფროსების რჩევა–დარიგბას ყური უნდა ვუგდოთ, გავითვალისწონოთ და ჩვენც აღარ დაგვემართება ბევრი უსიამოვნებანი.. ნამდვილი მეგობრების იმედი კი სულ უნდა გვქონდეს, ისინი ხომ ჭირსა და ლხინში ჩვენს გვერდით არიან.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა..
07/10
Thursday, October 7, 2010
"ქალიშვილობის ინსტიტუტი" ქართლის ჭირია?
ესე იგი, რა არ ხდება ამ ქვეყანზე და განსაკუთღებით კი ჭორიკანა თბილისში..
თურმე საძირკველი შერყევია ე.წ. ქალიშვილბის ინსტიტუტს"..
მიუხედავად იმისა, რომ აი, ვერ ვიტან ტელეგადაცემა "პროფილს" , დღეს იმდენად რეზონანსული გამოდგა გადაცემა, რომ ჩემერთო ტელევიზორი და ნუ, ვუყურე .. ვაღიარებ და მივესალმები გადაცემის თამამ ფორმატს, იმას, რომ ეს ერთ-ერთი ტაბუ დადებული თემა ამოიწია. ამოიწია იმიტომ, რომ შეინიშნება მცდელობა ჯანსაღი თვალით შევხედოთ ამ საკითხს..
"არა იმრუშო"-ათი მცნებიდან ჩაგვესმის, მაგრამ თითქოს ეს ყოველივე გაუფერულებულია.. მე ეს არ მომწონს.. ვინ ვარ მე რომ ვაკრიტიკო ისინი, ვინც თვლის რომ თავისუფალი ურთიერთობები მისაღებია..მაგრამ ძალიანაც არ უნდა გათანამედროვდეს მორალი.. ასებობს რაღაც წმინდაც ცხოვრებაში..
მაგრამ მეორეს მხრივ, ვფიქრდები და ვწერ, თუ ქორწინებმადე "მოხდა ყველაფერი" და საქმე გვაქს მართლა დიდ სიყვარულთან, რავიცი, რავიცი...
აი კიდევ პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით და რომელიც მაცოფებს, "გაკერვა". ფუჰ! მარაზმია, მაგრამ ისევ ჩვენივე მენტალიტედიდან გამომდინარე...რადგან არაქალიშვილები არ მოყავთ ცოლად, მათ შეურაცხყოფას აყენებენ და ა.შ. მაგრამ როგროც ლალი მოროშკინა იტყოდა, "მთავარია ვინ იქნება უკანსაკნელი".. ადამიანის ზნეობის საზომი მისი ქალიშვილობა ან არაქალიშვილობა არ უნდა იყოს, დამეთანხმეთ. მაგრამ მოვა დრო,როდესაც ამ მეტად საკამათო თემაზე სასაუბროდ საზოაგადოება მომზადებული იქნება და ამით ბევრი სხვა საკითხიც გადაიჭრება, მაგალითად, როგორიცაა ნაადრევად ოჯახის შექმნა, (ომელიც უფრო ჩემი აზრით "ჰორმონების აფეთქების" ბრალია....)
ჩვენ რადგან მაინც ტრადიციული ქვეყნის შვილები ვართ, "თავ კონტროლი უნდა გავუწიოთ".. ნამეტანი "გაევროპელებაც" აღვირახსნილობაში არ უნდა ავურიოთ..
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თავის გასამართლებელი არავის წინაშე არ გვქონდეს და აი ეს "გაკერვა" არ დაგვჭირდეს.. და როცა ვფიქრობ, ბიჭი რომ ვიყო ან ჩემმა შვილმა რომ მოიყვანის არაქალიშვილი გოგო.. პასუხი: თუ მე ის მართლა მეყვარებოდა და ჩემს შვილსაც ეყვარება, მაშინ რას გავხდებოდი? არაფერს....
თუმცა რეალურ ცხოვრებაში მე მაინც ათი მცნებამდე დავდივარ.. რა ვქნა, ეტყობა ძალიან სისხლშ მაქვს გამჯდარი..
და კიდევ, მიჩნდება კითხვა, სადაც ითხოვენ ქალიშვილების ინსტიტუტს, ვაჟიშვილების ინსტიტუტი არ უნდა იყოს?! : D
ანეგდოტი გახსენებაზე:
მარო: მიხო, თავისუფალი სექსი რა არის?
მიხო: თავისუფალი სექსი ისაა, რომ მე, მაგალითად, შემიძლია მეზობლის ქალთან გადავიდე და გავატარო ღამე.
მარო: ე.ი. მეც შემიძლია, რომ მეზობლის კაცთან გავატარო ღამე?
მიხო: ეხლა შენ თავისუფალ სექსს ბოზობაში ნუ ურევ!!!
ჰაჰაჰაააა!!

Wednesday, October 6, 2010
მერე რა რომ სველია ისევ ჩემი ფიქრები
წვიმს მგონი სამი დღე,
მე მიყვარს წვიმა,
მაშინ როცა ვარ მხნედ..
ვწუწუნებ ალბათ უკვე
მთელი თვე..
ისევ ვწერ
და ეს ყოველივე მე აღმწერს,
და ისევ შენ...
* * *
მართლაც რამდენიმე დღეა დააწვიმს ჩვენს დედაქალაქს.. უმრავლესობას უქმნის დისკომფორტს.. მათ შორის ხანდახან მეც .. თუმცა წვიმის ბრალი არასდროს არ არის თუ ისევ სველია ჩემი ფიქრები და მერე რაა რომ სველია =)
დღეს საღამოს ისე მოხდა, რომ მარტო გამოვედი ოსფისიდან. წვიმდა. ისე ძალიან აღარ, როგორც დღისით.. მიუხედავად სიცხისა, ხველებისა და გრიპისა, ფეხით დავეშვი რუსთაველისკენ.. და მიუხედავად იმისა, რომ ქურთუკი მეცვა, ტანში უსიამოვნოდ მამტვრევდა, სიცივე თმის ღერიდან დაწყებული ავად მივლიდა, მაგრამ გავიარე თუ არა რამდენი მეტრი, თითქოს წვიმამ გამათბო და რაღაცნაირი სასიამოვნო კომფორტი შექმნა.. ჩავფიქრდი ბევრ რამეზე და ჩემი სველი ფიქრებით გადავედი ბავშვობაში, მაშინდელი წვიმები გამახსენდა.. მაინც რანი არიან ბავშვები, უდარდელები.. ბევრი ფერადი ბოტები მქონდა: წითელი, მწვანე, ლურჯი.. ხასიათისა და მიხედვით ვარჩევდი წვიმის დროს და მიხაროდა.. გუბეებიც მიხაროდა, ჩემი ფერადი ბოტებით ყველგან უნდა "გამებოტა" ჩემს მეგობრებთან ერთად.. ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგოები გამახსენდა, გიჟები და გადარეულები: მაგდა, ქეთო და კიდევ ჩემი დაც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო.. ახლა კი რატომღაც ვერიდები გუბეებს.. ქოლგებიც ფერების მიხედვით მქონდა, ძალიან ლამაზები.. დედაჩემს შენახული უნდა ჰქონდეს.. და არ ჰქონდა მნიშვნელობა წვიმა იყო თუ დარი, სულ თან დამქონდა ფუფალასავით, მანამ სანამ არ გავიზარდე და რაღაც-რაღაცეების გონზე არ მოვედი..
ჰოო, ყველაზე დიდი გუბეები ევდოშვილის ქუჩაზე იყო, სკოლისკენ მიმავალ გზაზე.. რამდენჯერ გუბეების გულისთვის წავსულვართ იქით.. მაინც რა არის ბავშვობა..
თუმცა, ჩემს შემთხვევაში ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ის ალბათ, რომ გუბებში აღარ დავაბოტებ, აღარც ფერად-ფერადი ბოტები და ქოლგები მაქვს..
ასე ფიქრებში გართული ელბაქიძეზე აღმოვჩნდი და ჩემი "მარშუტკა" 126 "მოთბინებით მელოდებოდა", როგორც ყოველთვის..
კარგი იქნებოდა მარშუტკის მაგივრად ვინმე სხვა ყოფილიყო, თუნდაც სიცხიანი ვიბოდიალებდით წვიმაში, მაგრამ ჩავჯექი და სახლისაკენ ჰერი-ჰერიიი ...
და მაინც, მერე რა რომ სველია ისევ ჩემი ფიქრები =)
06/10

Tuesday, October 5, 2010
უსათაურო პოსტი
უსათაურო პოსტი,
უსათაურო გრძნობა,
შემოდგომაა, ცივა,
წვიმა მოდის და მორჩა..
უსათაურო პოსტი,
თუ გინდა ისევ მოდი,
ჩემს თვალზე ცრემლი როგორც
წვიმის ღვარებად მოდის..
ისევ ვპოსტავ და ვფიქრობ
რა უნდა ვქნა და როდის,
თუ შენ დაგკარგე, კარგო,
მე ამ ცხოვრებას მოვრჩი!
06/10
უსათაურო გრძნობა,
შემოდგომაა, ცივა,
წვიმა მოდის და მორჩა..
უსათაურო პოსტი,
თუ გინდა ისევ მოდი,
ჩემს თვალზე ცრემლი როგორც
წვიმის ღვარებად მოდის..
ისევ ვპოსტავ და ვფიქრობ
რა უნდა ვქნა და როდის,
თუ შენ დაგკარგე, კარგო,
მე ამ ცხოვრებას მოვრჩი!
06/10
Subscribe to:
Posts (Atom)