ლექსი დაწერილია 2005 წელს.. მაშინ ერთი უდარდელი "ფეხებკიდია" ვინმე ვიყავი.. არა გამეგებოდა რა ამა ქვეყნის ამაოებისა.. მითხრეს, სულ შაირობ და მაიმუნობ, არ დაიღალე.. მოდი ერთი რამე ლირიული შემოგვთავაზეო და დავჯექი, ავიღე პასტა-ფურცელი და...
"შორეულ მთების ყინვიან მზერას თვალს გავაყოლებ,
ცის ლურჯ გუმბათზე ისევ ისე მომეჩვენები,
სადღაც შორიდან ჩამესმება ტკბილი ჰანგები
და ძველებურად, უფრო მეტად შემიყვარდები..
შემიყვარდები, მაგრამ ალბათ ჩემი ოცნება
ფრთას ვერ შეიბამს, გულს სიამეს ვერ აგრძნობინებს..
ჩაიფერფლება, ქარს გაჰყვება, როგორც სიზმარი
აუხდენელი, მაგრამ ტკბილი, როგორც ცის ნამი.."
დიახ, ლექსი დავწერე.. თან ძალიან მოვინდომე, რომ ზოგ-ზოგიერთებს გულზე მოხვედროდათ.. ვიხალისე, იმათ თვალები რომ მოუწყლიანდათ და ვფიქრობდი ჩემთვის, ერთი ამათ მოსცლიათ, ჩემ დაწერილებზე რომ იცრემლებიან-მეთქი.. მე მხოლოდ წლების მერე მივხვდი რატომ შემოაწვათ სევდა.. არც კი ვიცოდი, მაშინ თურმე ჩემი Love Story აღმიწერია.. =)
იგ, თებერვალი 2011
Thursday, February 24, 2011
Saturday, February 19, 2011
თბილისს უთოვია
მე რომ მეძინა მაშინ უთოვია,
პატარა ფიფქებს ნუგეში უპოვია,
შენი ნაკვალევი დილით უთენია
თოვლმა გადაფარა, თოვლი უგემია..
ქალწულებივით რომ ხიდიდან უფენია..
თოვლსაც ჩემსავით ბევრი უთბენია..
იგ, თებერვალი 2011
პატარა ფიფქებს ნუგეში უპოვია,
შენი ნაკვალევი დილით უთენია
თოვლმა გადაფარა, თოვლი უგემია..
ქალწულებივით რომ ხიდიდან უფენია..
თოვლსაც ჩემსავით ბევრი უთბენია..
იგ, თებერვალი 2011
გზაზე ერთი გოგო მიდიოდა (რომანივით ჩანახატი)
გზაზე მართლაც რომ ერთი გოგო თავისთვის წყნარად მიდიოდა..
ამასობაში კი ზაფხული როგორც იქნა დადგა. ხალხს მონატრებოდა ლაღი ფერები.. ზღვა, დასვენება.. გართობა და საზაფხულო თავგადასავლები.. ქალაქში სითბოს სუნი ნამეტნავად დატრიალდა და ერთბაშათ იფეთქა სისხლმაც, გაახალგაზრდავებულიყო თითქოს ძველი თბილისიც.. ამ ბოლო პერიოდში ისედაც ქალაქის იერსახემ ფერი იცვალა.. დაეტყო ვიღაცამ ხელი მოჰკიდა საქმეს, როგროც იქნა.. რას სჯობს გალამაზებულ სკვერში სეირნობას ზაფხულის გრილ საღამოს..
შეიძლება ახლად ჩამოსულის თვალს მოეჩვენა, მაგრამ ახალგაზრდების და მით უმეტეს ბედნიერების სიმრავლეც შენიშნა.. შენიშნა და გაუხარდა.
სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თავის ქალაქში. მორჩა სწავლას. დაბრუნდა, მაგრამ იქ თითქოს რაღაც თავისი ნაწილი დატოვა. ის ნაწილი, რომლის გარეშე არ ეცხოვრებათ ხოლმე, როგორც წესია, ანდა ძალიან ძნელად. მონატრებულ თბილისში ფეხით სერნობით ვერ იჯერა გული.. სამი წლის მონატრებას თავისი ექნა.. ოჰ, ეს ფესვები! რა მაგრად ყოფილა გამჯდარი ძვალსა და რბილში..
უკვე ორი თვე გავიდა რაც თავის სახლშია, მაგრამ რაღაც მომენტში ეუცხოვება. ბევრისგან განსხვავებით გაუმართლა. საზღვარგარეთ სწავლა და იქ მიღებული სამუშაო პრაქტიკა მოდურია ქვეყანაში და მალე "გაიჩითა" კარგ კოპმანიაში, კარგ პოზიციაზე.
"თამრიკო, ეს რა გოგო გყოლია. გოგო, ჩემი დიშვილი ხომ გახსოვს, შენი გოგოს პარალელური კლასში რომ დადიოდა.. იმისთანა ბიჭია.."-ამისთანა ბევრი ესმოდა..ერთ ყურში შედიოდა და მეორედან კი უკვალოდ იკარგებოდა. მშობლებს კი სურდათ მისი წარმატება პირად ცხოვრებაშიც ენახათ. მაგრამ სამსახური, სახლი, მეგობრები და ისევ დედას ეჩეხებოდნენ შვილის სევდიანი თვალები.. ეს დედა ამჩნევდა მხოლოდ, რომ მის შვილს რაღაც ჭირდა და შეპყრობილივით დაიარებოდა. დაქალები კი მიუხვდნენ..
.......
მაგისტრატურაზე ამერიკაში გაემგზავრა.. აქაც გაუმართლა.. ნოსტალგია კარგა ხანს ვერ დაძლია, მაგრამ იცოდა, რომ აქ მისიით იყო და შინ ხელცარიელი ვერ დაბრუნდებოდა.. ცოდნა და გამოცდილება უნდა წაეღო და იმედები გაემართლებინა.. ხშირად ტიროდა კიდეც, ვიდრე შეეგუებოდა იქაურობას, მისი მეგობარი მხოლოდ შინიდან წაღებული ლოცვანი იყო, აძლიერებდა და რწმენას მატებდა.
ის თავის გზას მიუყვებოდა მაშინაც.. ბოლო სემესტრიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ამურმა უაზროდ(?) ისროლა რამდენიმე ისარი, გულში, თვალებსა და გონებაში ჩაეჭედა.. სწავლის პარალელურად სტაჟირება შესთავაზა უნივერსიტეტმა შტატის ერთ-ერთ წარმატებულ ფინანსურ ორგანიზაციაში, როგორც წარამტებულ სტუდენტს. ეს იქ მოხდა.. ერთი ვინც არ მოეწონა მის წინ მჯდომი უცნაური ახალგაზრდა იყო.. მუდმივად აზრები რომ აწუხებდა და როგორც შემდგომში გაარკვია, ეს ადამიანი კი ანდრეა მ. კომპნაიის ყველაზე კრეატიული და მხიარული თამამშრომელი იყო . მისადმი თავიდანვე დადებითად განწყობილი და თავად რატომ უბღვერდა არ იცოდა.. საოცრება ის იყო , რომ დამეგობრდნენ, ისე რომ თითქოს მათზე კარგი მეგობრები არ ყოფილან აქამდე.. თავადაც უკვრიდა, სულ ცოტა ხნის წინ გაცნობილი ადამიანი, რატომ გახდა მისთვის ყველაზე ახლობელი.. უხაროდა ანდრეა ახსენდებოდა, აწუხებდა რაიმე ისევ ის.. და ასეეე.. ისიც მუდმივად თავაზიანი და ყურადებიანი იყო მის მიმართ.. თანდათან გრძნობდა, შეიცვალა პიროვნულად.. რაღაც უწინდებურად უდარდელი აღარ იყო.. უმიზეზოდ უწყრებოდა ანდრეას..ზოგჯერ ჩიხში შედიოდა მეგობრობა და კიდევ უფრო ითრგუნებოდა..
"გრედუეიშენმა" მისთვის უღიმღამოდ ჩაიარა.. კი მიიღო მაგისტრის დიპლომი, წარჩინებული მაგისტრის თანაც.. წვეულებაზე უაზროდ ბევრი დალია, არეული გონება უარესად აერია.. გახსნა თავისი მაკი, ჯერ იყო და უახლოესი ბილეთი დაჯავშნა თბილისისკენ, დროზე ადრე დაბრუნდება გადაწყვიტა და შემდეგ წერილი მიწერა მას..წერილი ისეთი იყო, რომ ფხიზელი ამას არასდროა ჩაიდენდა, თავმოყვარეობის გამო, თორემ სხვა რაა.. აღიარა რომ მას თავისი მეგობარი ანდრია შეჰყვარებია..
...........
გავიდა დრო მას შემდეგ აღარც უნახავს.. თბილისში დაბრუნებულმა შეამოწმა ფოსტა და პასუხად ღიმილიანი "სმაილი" დახვდა.. " არა, რა იდიოტი ვარ, ასე როგორ მოვიქეცი.. ეს რა დამემართა.. ეს არ მეპატიება და ღისრიც კი ვარ რომ დამცინონ!" არავის დაუცინია, პირიქით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და ასე მიწერ-მოწერით გრძელდებობდა "მეგობრობა" მათი, ეს უცნაური ურთიერთობა კი კლავდა მას.. ვერაფერით მოეშორებინა შორეული აჩრდილი..
და თვალსა და ხელს შუა გაირბინა ზაფხულმა.. შემოდგომა მოვიდა.. ბარაქიანი, მოსავლიანი..საოცრად თბილი ნოემბერის დილა იყო, სამსახურისკენ მიეშურებოდა და ყურებში საყვარელი აიპოდი ჰქონდა გარჭმული.. 10-ზე თათბირი ჰქონდა, საკუთარი პროექტი დირექტორატზე უნდა განხილულიყო და შემდეგ ინვესტორებთან შეხვედრაზე უნდა წასულიყო მერიოტში. ინვესტორები ამერიკელბი იყვნენ.. უნდოდა დრო მალე გასულიყო, გული მეორე შეხვედრისკენ მიუწევდა..
უაზროდ გაღიმებული შევიდა ოფისში:
-დილა მშვიდბობისა ყველას! ხომ კარგად ხართ? უი, ქ-ნო ლია გამოჯანმრთლედით? უთქვენოდ ჩემი ოთახი დალაგებული არ მეჩვენებოდა..
"რა დაეტაკა ამ გოგოს, რა თაფლად გადაქცეულა.."-ეს დაცვის ბიჭების გადალაპარაკება იყო, სულ რომ მკაცრი სახე ჰქონდა, ახლა გაუკვირდათ..
თათბირი სამსახურში დამაჯერებლად დაასრულა.. უკვირდა თავისი თავის თვითონაც და გააოცა დირექოტორიც.. დიდი ალბათობით დამტიცდება ალბათ, ფიქრობდა გზაში მერიოტისკენ რომ მიდიოდა და შესასვლელში ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, ვერ მოითბინა და ნახა.. "პატარა ხარ, მაგრამ ჩემთვის დიდი ადამიანი, შენ სულ ფიქრობდი, რომ არ ვარ ლამაზიო, მაგრამ შენ ულამაზესი ხარ ჩემთვის.. მე ვხვდებოდი რაღაცას და მივხვდი, მე აქ ვარ და თუ საკონფერენციოში შემოხვალ, აქ გიცდი და დაგიცდი იმაზე მეტ ხანს რამდენიც შენ მე მელოდე.." ერთიანად დაბნეული, გაოცებული..თითქოს ძილ-ბურანში ყოფილიყოს.. ძლივს მიაპობდა ჰაერს საკონფერენციოსკენ, სადაც მას ინვესტორები ელოდებოდნენ...
მას მერე გზაზე ორი კაცი მიაბიჯებდა, ერთი გოგო და ერთი ბიჭი...
კარგი იქნება, თუ ისინი ხშირად ესტუმრებიან ხოლმე თბილისს, მე მათ წარმატებებს და უუსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვებ =)
იგ, თებერავალი 2011

Thursday, February 17, 2011
ეს ამ დილას
ზამთრის დილას
გაზაფხულის პირას..
უკვე აღარ მძინავს..
ვეპარები ფინჯან ჩაის,
ველოდები რამე "კაის"..
და სკაიპში თვალი ჩაგიკარი.. ;)
შენ კი ისევ არაფერი არ მითხარი.. =)
იგ, თებერვალი 2011
გაზაფხულის პირას..
უკვე აღარ მძინავს..
ვეპარები ფინჯან ჩაის,
ველოდები რამე "კაის"..
და სკაიპში თვალი ჩაგიკარი.. ;)
შენ კი ისევ არაფერი არ მითხარი.. =)
იგ, თებერვალი 2011
ლექსი, რომელიც დავწერე ჩემს დაბადების დღეს, 06/02-ში..
ბევრჯერ იმედის გაცრუების მწარედ დავლიე..
და თუ განგებამ დამიწესა ბევრი სასჯელი,
მე მეუფესთან შევიტანე უკვე სარჩელი..
არ ვიცი მართლა, რა იქნება ზე განაჩენი..
ამ მოლოდინში მდევნის დრო და
ჟამთა სვლას ვებრძვი,
ვინც უნდა იყოს, ვერა-რას მეტყვის..
ჩემი ლექსები პოეზიის ქალღმერთებს ეტრფის..
მე ჩემს თავს ვებრძვი, შენ არაფერს გერჩი..
................
როცა ვედრების უკანასკნელ იმედს მივმართავ,
როცა ფიესტა ჩემი უკვე აღარ იქნება,
როცა ბოლომდე დაიცლება ჩემი ფიალა
მაშინ გაიგებ სინამდვილეს, ახლა კი არა..
მაგრამ არ მინდა,
შენ რომ ზიდო ტანჯვით სავსე მძიმე ტიარა..
.........
შენ მე მომეცი ხელი,
ისევ იქ ვდგავარ,
უკვე არ ვიტირი,
უჩინრად გელი
წვიმისგან სველი.
იგ, 06/02/2011
პ.ს. ჩემს დაბადების დღეს ყველაზე რომანტიკოსი ვიყავი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო.. დაბადების დღე მართლაც რომ არ დამავიწყდება.. ისე, ტორტი კი არ მქონია სახლში, არც შამპანური და "შუშხუნები არ მოჰყოლია" ჩემს 25-ე დაბადებას, მაგრამ სამაგიეროდ კიდევ ერთი ლექსი მოჰყვა ჩემს ლექსთა წყებას.. :)
Monday, February 14, 2011
თავის უფლება
თავის უფლებაა
თავისუფლება,
ძირს დიქტატორი
ხელისუფლება,
ხელის ფულება,
ცხოვრებას არ გაცდის,
არ გეპუება.
ფარსი პიარი არაფერს
გვეუბნება!
ეს კოშმარი
როდემდე გაგრძელდება?
რწმენა თქვენს მიმართ
არასდროს გამთელდება!!!!
სრულიად გამწარებული იგ, თებერავალი 2011
თავისუფლება,
ძირს დიქტატორი
ხელისუფლება,
ხელის ფულება,
ცხოვრებას არ გაცდის,
არ გეპუება.
ფარსი პიარი არაფერს
გვეუბნება!
ეს კოშმარი
როდემდე გაგრძელდება?
რწმენა თქვენს მიმართ
არასდროს გამთელდება!!!!
სრულიად გამწარებული იგ, თებერავალი 2011
Sunday, February 13, 2011
"ჩემი შეყვარებული"
ნუ, ახლა ერთი ამბავია, 14/02 მოდის, ამ დღეს განსაკუთრებით უყვარდებათ (ალბათ), ცდილობენ "ლოვეებმა" ერთმენთი განსაკუთრებით გაახარონ (ალბათ)..
"ალბათ"-ს იმიტომ ვწერ, რომ მე ჯერ არ შევყვარებივარ (არავის-თქო არ მინდოდა დამეწერა :D).. მოკლედ გლობალურია ეს ვალენტინობა, აღიარებენ ამ დღეს და მე რატო ვერ/არ ვაღიარებ? რა ვიცი აბა.. მაგრამ ლექსს მაინც დავწერ (დავწერ რაა, მეწერინება), გიძღვნი მკითხველო, დიდსა თუ პატარას...
ლექსს ჰქვია "ჩემი შეყვარებული" (სად მყავს თორე კი, მაგრამ მეყოლება, ალბათ.. ისევ ალბათ..:D)
ჩემი შეყვარებულია მშვიდი,
უყვარს რიცხვი შვიდი,
შევუყვარდი მაშინ,
რომ ვიყავი ბავშვი.
მე ამ გრძნობამ ამიყვანა ცაში..
ჩემი შეყვარებულია ჭკვიანი,
რომ ვერ ვხედავ დღე არ არის მზიანი,
ჩემი შეყვარებული არ "ჭედავს"
ზოგი ახლა სიყვარულის გამხელას ვერ ბედავს..
ჩემი შეყვარებულია "ის",
ახალ ლექსებს დავწერ თუ იქნება "ბიის".
გამოჩენას ველოდები მის
მონატრებამ შემაწუხა რამდენიმე დღის..
ჩემი შეყვარებულია მაგარი,
უხდება ზმანები და ზაგარი,
ჩვენი სიყვარული "გლიჯავს",
დრო და ჟამი ვერაფერს ვერ გვიზამს!

Subscribe to:
Posts (Atom)