Sunday, April 3, 2011

მარად(ის)

ჩემი მუზა  დუმილს როცა არჩევდა,
მე  ვისწავლე ავ- კარგისა გარჩევა,
არ მეგონა ის თუ სხვას მე მარჩევდა,
დრო ერთ ადგილს მიეჯაჭვა, გაჩერდა.

დრო  მართლაც რომ  გაჩერდა ..
ის კი თითქოს ვერაფერს ვერ ამჩნევდა,
იყო დარი, წვიმა,  ქარი თავნება
მე სიყვარულს რად  დავუდექ თავდებად?!

მაშინ როცა ყველა ერთად დადუმდა,
ბედი ჩემი შორი გზისკენ გაბრუნდა,
რად მინდოდა მყვარებოდა მარად ის,
ჯობდა ამას განმესვენა მარადის! 


 იგ,
აპრილი, 2011 

3 comments:

  1. ვინ ვინ ვინნ?;;)

    ReplyDelete
  2. კიწი :*
    დადის ამ ქვეყანაზე არსება,
    მე, რომ მაგრად მევასება :)
    თუმცა მისთვის სულერთია,
    ჩემთვის ის კი სულ ე რ თ ი ა :)) :P :D

    ReplyDelete