რომ დავიბადე მაშინაც თოვდა,
ქარბუქს მიჰქონდა კახეთს ტრამალი,
ზამთრის პრინცესას ვემსგავსე მაშინ,
მზე და სინათლე შემომხვდა თვალში,
ბევრი მაშია მოვირგე ფერხთა,
ჯადოსნურ ქოშებს დავაბაკუნებ,
ზამთრის პრინცესა ბუინობს ახლა,
მაინც ვერ გახდა შენი სიმაღლე.
უნდა დავტოვო ეს მხარე რადგან,
გაზაფხულს ჩემთვის არ ემეტები,
ზამთარს გავყვები შორეთში სადღაც.
სადაც ბობოქრობს სიცივე მართლაც,
ქარბუქი ადის ზეცაზე მაღლა...
იგ
მარტი, 2011
Monday, March 7, 2011
Sunday, March 6, 2011
ვიცი, რომ..
ვიცი, მე შენთვის არაფერი ვარ,
შორიდან მაინც მოგეფერები,
დიდი ხანია იმასაც ვხვდები,
უჩინარია ჩემი ფერები.
ვიცი, ზამთარიც გავიდა უტყვი,
ეს მე ვიყავი მეტყველი, ურცხვი,
გაზაფხულს ისე ვერ ვეგებები,
რომ ვიცი ჩემად არ მეგულები.
ალბათ დრო ყველა სევდას წაიღებს,
ვიცი და ამ დროს არ ვედროვები,
აღარ ვენდობი მარტის მზეს ისე,
ვეღარც სითბოს ვგრძნობ უცნაურს, ისეთს..
ლექსების რითმაც ვერ ჯდება თითქოს,
ამასაც ვგრძნობ და არაფერს ვითხოვ,
მაინც სტრიქონებს ვაწყობ ყოველდღე
ვაწყობ და ისევ ლექსებად გიქსოვ...
იგ
მარტი, 2011
შორიდან მაინც მოგეფერები,
დიდი ხანია იმასაც ვხვდები,
უჩინარია ჩემი ფერები.
ვიცი, ზამთარიც გავიდა უტყვი,
ეს მე ვიყავი მეტყველი, ურცხვი,
გაზაფხულს ისე ვერ ვეგებები,
რომ ვიცი ჩემად არ მეგულები.
ალბათ დრო ყველა სევდას წაიღებს,
ვიცი და ამ დროს არ ვედროვები,
აღარ ვენდობი მარტის მზეს ისე,
ვეღარც სითბოს ვგრძნობ უცნაურს, ისეთს..
ლექსების რითმაც ვერ ჯდება თითქოს,
ამასაც ვგრძნობ და არაფერს ვითხოვ,
მაინც სტრიქონებს ვაწყობ ყოველდღე
ვაწყობ და ისევ ლექსებად გიქსოვ...
იგ
მარტი, 2011
ვწერ რა
როცა ჩავუჯექ წერას,
ვგრძნობდი ჩემს ბედის-წერას,
იტყვის ვიღაცა, მომწონს,
ზოგიც აღმოთქვამს, წერს-რა..
მაინც არა ჰგავს მწერალს..
და იყო მაშინ დარი,
ეს გული ავა-დ არი,
ფიქრშიც მეწვევა მუზა,
ვერ ვუშვებ მე ჩემს ღუზას..
მომეცით გასაქანი,
მომწყინდა ბრძოლა, ქარი,
არ მინდა გულზე ბზარი
და ვიყო აბეზარი.
ბოლოჯერ ვითვლი წამებს,
გჩერდი, ნუ მა-წამებ,
ვემსგავსე განა-წამებს,
მაინც ვერ გაგეცალე!
*
და თუ არ მოგწონთ თემა,
მიმეცით ანა-თემას!
იგ
მარტი, 2011
ვგრძნობდი ჩემს ბედის-წერას,
იტყვის ვიღაცა, მომწონს,
ზოგიც აღმოთქვამს, წერს-რა..
მაინც არა ჰგავს მწერალს..
და იყო მაშინ დარი,
ეს გული ავა-დ არი,
ფიქრშიც მეწვევა მუზა,
ვერ ვუშვებ მე ჩემს ღუზას..
მომეცით გასაქანი,
მომწყინდა ბრძოლა, ქარი,
არ მინდა გულზე ბზარი
და ვიყო აბეზარი.
ბოლოჯერ ვითვლი წამებს,
გჩერდი, ნუ მა-წამებ,
ვემსგავსე განა-წამებს,
მაინც ვერ გაგეცალე!
*
და თუ არ მოგწონთ თემა,
მიმეცით ანა-თემას!
იგ
მარტი, 2011
მაპატიე
შენც მაპატიე, უფალმა მაპატია,
სიყვარულის მეტი არა მაბადია,
ცხოვრება ერთი მწარე არაკია
არც რა მქონია და ესეც "ამახია".
დიახ, ბატონო, დღეს მე
მითხოვია პატიება,
თქვენ შენდობა მიბოძეთ,
არ ვიცი, ეს გული რაღაცამ
ბოლომდე გადარია..
ნუთუ ასე ყოფნა "მაგარია?!
იგ
მარტი, 2011
პ.ს. შენდობის დღეა და შემინდეთ მეც :)
არც რა მქონია და ესეც "ამახია".
დიახ, ბატონო, დღეს მე
მითხოვია პატიება,
თქვენ შენდობა მიბოძეთ,
არ ვიცი, ეს გული რაღაცამ
ბოლომდე გადარია..
ნუთუ ასე ყოფნა "მაგარია?!
იგ
მარტი, 2011
პ.ს. შენდობის დღეა და შემინდეთ მეც :)
Saturday, March 5, 2011
ზღაპარ იყო, ნაწილი I
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ამ ქვეყანაზე და კიდევ იყო ზღაპარი, რომელიც ოდითგანვე ვრცელდება და გადაეცემა თაობებს.. რომელიც ძალიან გვიყვარს და გვინდა რომ რეალობა ოდესღაც გაგონილ ტკბილ ზღაპარს დაემსგავსოს. ზღაპარს კი, რომელსაც მე გიამბობთ არ ვიცი საიდან მოვიდა და როგორ, მაგრამ ჩემს გონებაში კი ამოტივტივდა და მინდა რომ თქვენც გიამბოთ.. =)
მაშ ასე, შორეულ მხარეში, სადაც ზამთარ-ზაფხულ ხალისი იყო, უცნაური არსებები ცხოვრობდბენ, ქურქები ეცვათ: თეთრი, კრემისფერი და სერი. ისინი ორ ფეხზე დადიოდნენ, დაფრინავდნენ კიდეც ხეებს შორის, წინა თათებს უშნოდ იქნევდნენ , ძალიან ბევრს ხმაურობდნენ და მხიარულობდნენ. მათ სახლები ხეეზეც ჰქონდათ და ხმელეთზეც. ვერ მიხვდით? ამ არსებებს ჩვენ ციყვებს ვეძახით. სწორედ ციყვები ბინადრობდნენ შორეულ მხარეში.. მათ შორის ყველაზე საყვარელი მაშო და დღნაშვო იყვნენ.. ორი განუყრელი მეგობარი, სულ ერთად რომ თამაშობდა, ცელქობდა და ირგვლივ ყველას ახალისებდა. დღნაშვო თავის ტოლებში ყველაზე საზრიანი და მხიარული გახლდათ, მაშო კი - პატარა და მორცხვი.. და უყვარდა მოცვი.. საოცარი კიდევ ის იყო, რომ ორივეს ფერადი სიზმრები ესიზმრებოდა და ისინი თავიაანთ სიზმარეთში ერთად მოგზაურობნდენ უცხო კუნძულზე, სადაც ბევრი თხილიანი ნაყინი, შოკოლადის სახლი და გასართობი იყო.. ცხოვრება ხალისიანდ მიდიოდა შორეულ მხარეში. მშობლები შეჰხაროდნენ თავიაანთ ცელქ შვილებს..
ასე გადიოდა ცხოვრება, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მაშინ ზამთარი იდგა შორეულ მხარეში. თეთრად გადაპენტილიყო არე-მარე.. ფანტელები ცვიოდა ციდან და სახლებში შეყუჟული ციყვები ფანჯრიდან უცქერდნენ თოვას..
მაშოს გარეთ არ უშვედნენ მშობლები, რადგან პატარა გოგოს სიცივეზე ფილტვების ნათება ემართებოდა.. დღნაშვო კი დანავარდობდა თოვლში და თავის მეგობარს ფანჯარასთან მდგარი ზღაპრებს უყვებოდა. სწორედ იმ ზამთარს, მათ მხარეში დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდნენ. ისინი ბევრად მოზრდილები იყვნენ ციყვებზე, თავისუფლად დადიოდნენ დედამიწაზე.. ფრენა კი არ შეეძლოთ, მაგრამ უნცაური მოწყობილობები ჰქოდათ და რაღაც ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
ზამთრის ერთ მზიან დილას, მაშო და დღნაშვო თოვლში ნაფეხურობანას რომ თამშობდნენ, რაღაც საამო სურნელი მისწვდა მათ პატარა ცხვირებს და გადაწყვიტეს უცხო სტუმრების სადგომის შორი ახლოს მისულიყვნენ.. უცებ, ზემოთ რომ აიხედეს, რამდენიმე წყვილი მიშტერებული თვალი დაინახეს, წრე შემოერტყათ მათთვის. მაშო შეკრთა და აეკრა მეგობარს, რომელიც იხტიბარს არ იტეხდა და მედგრად იდგა.
მათი არ შეშინებია , ალერსიანი ხმები ჰქონდათ. ან, რატომ უნდა შეშინებოდა. ერთი მიუახლოვდა და რაღაც გაუწოდა.
"აი, რას ჰქონია ასეთი კარგი სუნი!" - გაიფიქრა დღნაშვომ, სულმა წასძლია. მაშოსაც სიფრთხილე სულ დაავიწყდა (თუმცა დედა სულ აფრთხილებდა, უცხოებთან ახლოს არ მიხვიდეო) და გამასპინძლება მიიღო. ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. მერე კიდევ მიაწოდეს, ფერადი კამფეტები, ისეთი, სიზმარში რომ ხედავდნენ. ამ დღის თავგადასავლით თავბრუ დახვეული ციყვები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ დედისთვის არაფერი უთქვამთ, მაინც შეეშინდათ, არ გაგვიბრაზდნენო..
უცხო სტუმრები ადამიანები აღმოჩნენ და პატარა ციყვებს დაუმეგობრდნენ. მაშო და დღნაშვო ყოველ დღე მიდიოდნენ მათთან და სხვადასხვა გემრიელობებით პირს იტკბარუნებდნენ..
უკვე ზამთრის მიწურული იყო, გაზახფულის ნიშნები შეიმჩნეოდა.. ენძელებმა აქა-იქ თავიც კი ამოყვეს. ცოცხლდებოდა შორეული მხარე და იბრუნებდა ძველ ხალისს. ადამიანების ბანაკში კი ფუსფუსი დაიწყო. თითქოს წასასვლელად ემზადებოდნენ და ნელ-ნელა მათი საცხოვრებლის ნაცვლად შეკრული ბარგი გაჩნდა.. მაშო და დღნაშვო შორიდან თვალს ადევნებდნენ და გული სწყდებოდათ მათ რომ ვეღარ ნახავდნენ. მაშოს არ უყვარდა დამშვიდობება და გადაწყვიტა გასცლოდა მათ გამგზავრებას.. დღნაშვომ კი მათთან მისვლა არჩია..
შორეულ მხარეში უკვე მოსაღამოვებული იყო, რომ მაშოს თვალები ისევ ადამინების ყოფილი ბანაკებისკენ გაურბოდა.. დღნაშვო, მათთან გამოსამშვიდობებლად რომ მივიდა უკან აღარ დაბრუნებულა.. როგროც გაირკვა, ის ადამიანებს გაჰყა უცხო კუნძულზე, სადაც ცათამბჯენები და ბევრი საინტერესო რამ ხდება..
მაშოს მას შემდეგ ფერადი სიზმრები აღარ უნახავს, მისთვის ზღაპარი აღარავის მოუყოლია და მან დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ ეპოვა თავისი მეგობარი დღნაშვო, როგორ ჩაეღწია უცხო კუნძულზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და სადაც მას ყველაზე ძვირფასი არსება, მისი მეგობარი დღნაშვო ეგულობოდა.
პ.ს. დღნაშვო, ჩუმად წავიდა, უფრო გაიპარა, დატოვა მშობლები, თავისი მხარე, მასზე უზმოდ შეყვარებული მეგობარი, მაგრამ მას ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადახდა ..
(გაგრძელება იქნება, რა თქმა უნდა ...)
იგ
მარტი, 2011
მაშ ასე, შორეულ მხარეში, სადაც ზამთარ-ზაფხულ ხალისი იყო, უცნაური არსებები ცხოვრობდბენ, ქურქები ეცვათ: თეთრი, კრემისფერი და სერი. ისინი ორ ფეხზე დადიოდნენ, დაფრინავდნენ კიდეც ხეებს შორის, წინა თათებს უშნოდ იქნევდნენ , ძალიან ბევრს ხმაურობდნენ და მხიარულობდნენ. მათ სახლები ხეეზეც ჰქონდათ და ხმელეთზეც. ვერ მიხვდით? ამ არსებებს ჩვენ ციყვებს ვეძახით. სწორედ ციყვები ბინადრობდნენ შორეულ მხარეში.. მათ შორის ყველაზე საყვარელი მაშო და დღნაშვო იყვნენ.. ორი განუყრელი მეგობარი, სულ ერთად რომ თამაშობდა, ცელქობდა და ირგვლივ ყველას ახალისებდა. დღნაშვო თავის ტოლებში ყველაზე საზრიანი და მხიარული გახლდათ, მაშო კი - პატარა და მორცხვი.. და უყვარდა მოცვი.. საოცარი კიდევ ის იყო, რომ ორივეს ფერადი სიზმრები ესიზმრებოდა და ისინი თავიაანთ სიზმარეთში ერთად მოგზაურობნდენ უცხო კუნძულზე, სადაც ბევრი თხილიანი ნაყინი, შოკოლადის სახლი და გასართობი იყო.. ცხოვრება ხალისიანდ მიდიოდა შორეულ მხარეში. მშობლები შეჰხაროდნენ თავიაანთ ცელქ შვილებს..ასე გადიოდა ცხოვრება, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მაშინ ზამთარი იდგა შორეულ მხარეში. თეთრად გადაპენტილიყო არე-მარე.. ფანტელები ცვიოდა ციდან და სახლებში შეყუჟული ციყვები ფანჯრიდან უცქერდნენ თოვას..
მაშოს გარეთ არ უშვედნენ მშობლები, რადგან პატარა გოგოს სიცივეზე ფილტვების ნათება ემართებოდა.. დღნაშვო კი დანავარდობდა თოვლში და თავის მეგობარს ფანჯარასთან მდგარი ზღაპრებს უყვებოდა. სწორედ იმ ზამთარს, მათ მხარეში დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდნენ. ისინი ბევრად მოზრდილები იყვნენ ციყვებზე, თავისუფლად დადიოდნენ დედამიწაზე.. ფრენა კი არ შეეძლოთ, მაგრამ უნცაური მოწყობილობები ჰქოდათ და რაღაც ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
ზამთრის ერთ მზიან დილას, მაშო და დღნაშვო თოვლში ნაფეხურობანას რომ თამშობდნენ, რაღაც საამო სურნელი მისწვდა მათ პატარა ცხვირებს და გადაწყვიტეს უცხო სტუმრების სადგომის შორი ახლოს მისულიყვნენ.. უცებ, ზემოთ რომ აიხედეს, რამდენიმე წყვილი მიშტერებული თვალი დაინახეს, წრე შემოერტყათ მათთვის. მაშო შეკრთა და აეკრა მეგობარს, რომელიც იხტიბარს არ იტეხდა და მედგრად იდგა.
მათი არ შეშინებია , ალერსიანი ხმები ჰქონდათ. ან, რატომ უნდა შეშინებოდა. ერთი მიუახლოვდა და რაღაც გაუწოდა.
"აი, რას ჰქონია ასეთი კარგი სუნი!" - გაიფიქრა დღნაშვომ, სულმა წასძლია. მაშოსაც სიფრთხილე სულ დაავიწყდა (თუმცა დედა სულ აფრთხილებდა, უცხოებთან ახლოს არ მიხვიდეო) და გამასპინძლება მიიღო. ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. მერე კიდევ მიაწოდეს, ფერადი კამფეტები, ისეთი, სიზმარში რომ ხედავდნენ. ამ დღის თავგადასავლით თავბრუ დახვეული ციყვები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ დედისთვის არაფერი უთქვამთ, მაინც შეეშინდათ, არ გაგვიბრაზდნენო..
უცხო სტუმრები ადამიანები აღმოჩნენ და პატარა ციყვებს დაუმეგობრდნენ. მაშო და დღნაშვო ყოველ დღე მიდიოდნენ მათთან და სხვადასხვა გემრიელობებით პირს იტკბარუნებდნენ..
უკვე ზამთრის მიწურული იყო, გაზახფულის ნიშნები შეიმჩნეოდა.. ენძელებმა აქა-იქ თავიც კი ამოყვეს. ცოცხლდებოდა შორეული მხარე და იბრუნებდა ძველ ხალისს. ადამიანების ბანაკში კი ფუსფუსი დაიწყო. თითქოს წასასვლელად ემზადებოდნენ და ნელ-ნელა მათი საცხოვრებლის ნაცვლად შეკრული ბარგი გაჩნდა.. მაშო და დღნაშვო შორიდან თვალს ადევნებდნენ და გული სწყდებოდათ მათ რომ ვეღარ ნახავდნენ. მაშოს არ უყვარდა დამშვიდობება და გადაწყვიტა გასცლოდა მათ გამგზავრებას.. დღნაშვომ კი მათთან მისვლა არჩია..
შორეულ მხარეში უკვე მოსაღამოვებული იყო, რომ მაშოს თვალები ისევ ადამინების ყოფილი ბანაკებისკენ გაურბოდა.. დღნაშვო, მათთან გამოსამშვიდობებლად რომ მივიდა უკან აღარ დაბრუნებულა.. როგროც გაირკვა, ის ადამიანებს გაჰყა უცხო კუნძულზე, სადაც ცათამბჯენები და ბევრი საინტერესო რამ ხდება..
მაშოს მას შემდეგ ფერადი სიზმრები აღარ უნახავს, მისთვის ზღაპარი აღარავის მოუყოლია და მან დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ ეპოვა თავისი მეგობარი დღნაშვო, როგორ ჩაეღწია უცხო კუნძულზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და სადაც მას ყველაზე ძვირფასი არსება, მისი მეგობარი დღნაშვო ეგულობოდა.
პ.ს. დღნაშვო, ჩუმად წავიდა, უფრო გაიპარა, დატოვა მშობლები, თავისი მხარე, მასზე უზმოდ შეყვარებული მეგობარი, მაგრამ მას ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადახდა ..
(გაგრძელება იქნება, რა თქმა უნდა ...)
იგ
მარტი, 2011
Friday, March 4, 2011
გაზაფხულია
გა ზა ფხუ ლი ა!
რა მარტივია
ზოგჯერ აღმოთქვა
მე შენ მიყვარხარ!
განა რთულია,
ახლართულია,
ფიქრები შორით
გაფანტულია..
გა ზა ფხუ ლია!
და ცა ფერია,
დღეები გრძელია,
ხეებიც მღერიან..
გა ზა ფხუ ლია!
როცა სიცოცხლე
გულს გვიხარია!
მე შენ მიყვარხარ
სათქმელად ალბათ ძნელია(?)
იგ
2011 წელი
Tuesday, March 1, 2011
ისევ უცნობი ქალის წერილი..
"...გვიანი საღამოა.. არა ღამეა თითქმის.. ისედაც ხომ ზამთარია და ცივა, მაგრამ ამ ბოლო დროს მე ვიყინები..
გარეთ თოვს, წვიმს, ავდარია.. ისეა არეული ამინდი, როგორც ჩემი გონება.. ფეხით სახლში დაბრუნება ჩვევად მექცა..მიხარია ხოლმე როცა ნისლია და ნალექი.. ასე ცრემლებს ჩემს სახეზე ვერავინ შეამჩნევს..
თითქოს ხალხში ვტრიალებ, ბევრი საქმეც მაქვს, ბევრი მეგობარი მყავს, ოჯახის წევრებიც გარს მახვევია, მაგრამ მაინც უსაშველო მარტოობას განვიცდი.. და გული მეწურება.. აქამდე ისიც არ ვიცოდი გული სად მქონდა, აი მაშინ კი, მკერდის არეში აუტანელი ტკვილი რომ ვიგრძენი, მივხვდი რომ უგულო არ ვყოფილვარ.. შენ მიხვდი?
გავივლი, გამოვივლი და მინდა გითხრა, მიყვარხარ! იცი როგორ, რაღაც არა მიწიერად.. ალბათ ზეცაში უყვართ ასე და ამიტომ დედამიწაზე ჩემთვის არ შეიძლება ვუყვარდე!
"თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან" და თუ სიზმარში გნახე, სულ გამირბიხარ, მსაყვედურობ.. მე მაინც მოგყვები ფეხდაფეხ და სადღაც კუთხეში ატუზული მათხოვარი ბავშვივით შემოგყურებ შორიდან ისიც.. შენ კი ბედნიერი, ამაყი და თავაწეული სხვას ეგებები...ე.ი. ძილიც კოშმარად მექცა..
.. მიჭირს გადაჩვევა შენი, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ.. დროდადრო მახსენდება ფრაგმენტები და ცრემლები მახრჩობს.. მე ცუდად ვარ..
გარეთ კი ისევ თოვს თუ წვიმს ამინდსაც ვერ გაუგია.. მეც ვერ გამიგეს.. "
* * *
აი, ასეთი გზაარეულის წერილებსაც შევხვდი ცხოვრებაში.. ბევრი რამ მეც არ მესმის..
იგ
მარტი, 2011 წელი
Subscribe to:
Posts (Atom)