Sunday, October 31, 2010

ამბავი ესე ...

ბოლოს ალბათ ერთი კვირის წინ დავპოსტე.. ბევრი არაფერი შეცვლილა.. არა, როგორ არ შეიცვალა:  ამინდი გაფუჭდა, აცივდა, ასე ვთქვათ.. ოქტომბერი მიილია, მე, მგონი გამოვჯანმრთელდი, წიგნებს დავუბრუნდი (ვმეცადინეობ), ახალი მიზანი დავისახე, დანარჩენი ისევ ისე, ისევ ისე მიყვარს (ნუ, ყველა და ყველაფერი), ისევ ისე ვშრომობ  და ა.შ.

ერთი კვირის წინ მშობლიურ კახეთს ვსტუმრობდი. ჩემს სახლს კახეთში მგონი არფერი შეედრება. შემოდგომა ულამაზეს ფერებშია იქ მორთული, სურნელია საოცარი..
უბანში კაკლის ხეებს შემოძარცვია ფოთლები, ისევ ისე, როგორც ადრე მაშინ ბავშვობაშ იყო ჩემი მეზობლები წვავენ და ხმელი ფოთლის სუნი იდგა როგროც კი ავუხვიე ჩემი სახლისკნ მიმავალ გზაზე. მძღოლს ვუთხარი რუსთაველის ქუჩაზე გაეჩერებინა და სტალინის ქუჩამდე ფეხით ავედი. მიკვირდა ჩემი თავისა, ასე როგორ მომენატრა დედოფლისწყარო-თქო. ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემს ჭიშკრამდე მისული, ძაღლის წკმუტუნი შემომესმა, აი ისეთი წკმუტუნი სოხარულს რომ გამოხატავენ.. ეს ჩემი მინი იყო, იგრძნო მონატრებული პატრონის ფეხის ხმა.. შევაღე თუ არა ჭიშკარი , მოსწყდა ადგილს და შემომეგება.. ჩემი მინიკო სიხარულისგან აღარ იყო, მანც გამოიქცა ჩემთან შესახვედრადმ მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არის ჩემი ცუგა...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმის წერას  შევუდგები, რასაც ვაპირებდი.. მეორე დღეს დედაჩემა მთხოვა ნაგავი გადამეყარა და ქუჩაში მდგარ ურნაში ჩამეგდო. ის-ის იყო ჩავაგდე პარკი ურნაში, იქვე დაგდებული რვეული დავინახე.. არასდროს ნაგავში არ მიქექია, უცებ მომინდა ამეღო ეს რვეული და მენახა,  რაღაცნაირად უცნაურად გამოიყურებოდა, მიმიზიდა.. ჩავყავი ხელი და ნაგვიდან ამოვიღე რვეული, ლურჯ ყდიანი რვეული, მარტო ყდა ჰქონდა ახალი, რომ გადავშალე ფურცლები გაცრეცილ იყო და დედაჩემის დროინდელ კონსპექტებს გავდა.. ფურცლები ალაგ-ალაგ დახეული ჰქონდა,  ვის ეკუთვნოდა ისიც ვერ გავიგე.. ისე დამაინტერესა, გარეთ ნაგვის კუთთან მდგარმა გადავიკითხე და ორი ამბავი ეწერა.. ბოლოში დათარიღებული იყო 1982 წლის დეკემბერი, "ნამდვილი ამბავი"... წაკითხულმა ამაღელვა ძალიან.. ძალიან..
ის კი ვიცი, რომ სხვის ნაწერებში არ უნდა ჩაიჭყიტო(ც კი),  მაგრამ ეს არ ვიცი რა შემთხვევა იყო.. ვერ გავარკვიე საიდან მოხვდა ეს რვეული ნაგვის ყუთში, დავიარე მეზობლები და მგონი იფიქრეს კიდეც, გორაშვილების ბავშვი გადარეულა-ო..
ამ ბოლო დროს კი სულ ასეთი უცნაურობები ხდება ჩემს გარშემო და მე მაინც მინდა გიამბოთ ამბავი     "დიდი სიყვარულის მსხვერპლისა" , რომელსაც ავკრეფავ როგროც კი შევძლებ და  წაიკითხავთ,  როგორ უყვარადათ მაშინ.

Friday, October 22, 2010

იფ, იფ ..

მათ, ვისაც უყვართ შოკოლადი.. ყველაზე გემრიელი პოსტი, გემრიელ ადამიანებს ....

შოკოლადი

200გრ.შავი შოკოლადი,100გრ.თეთრი შოკოლადი,50გრ.კარაქი,1მუჭა ნიგოზი,1მუჭა (კურაგა ან ქიშმიში ან რაიმე ჩირი),1ჩ..კონიაკი.

ნოგოზი და ჩირი დავჭრათ და ჩავყაროთ ცალკე ჯამში.მეორე ჯამში დავამტვრიოთ შოკოლადი,დავამატოთ კარაქი და წყლის ორთქლზე დავადნოთ-თან ურიოთ.(ცეცხლზე დავდგათ წყლიანი ქვაბი,როცა ადუღდება ჩავდგათ შოკოლადიანი ქვაბი-ეს არის წყლის ორთქლი.)როცა დადნება,გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავყაროთ დაჭრილი ჩირი და ნიგოზი,ისევ კარგად ავურიოთ.ახლა ჩავასხათ შესაფერის ჭურჭელში(ჯობია დაბალი და განიერი ფორმა)კარგად მოვასწოროთ ზედაპირი(სველი,ცივი დანით) შეგდგათ მაცივარში 2-3სთ.შემდეგ გამოვიღოთ და დავჭრათ ან კუბიკებად ან რომბებად.
და მიირთვით გემრიელად.

  ეხლა ისე მომინდა, ლამის გავაკეთოოო )




შოკოლადის ტორტი

შოკოლადის ტორტი და
შენი დაბადების დღე,
ერთი ჭიქა ყმაწვილო,
შამპანურით შემივსე.
შენი თვალის ფერი და
სახე ღიმილიანი
შოკოლადის ტორტივით
არის  იმედიანი..
თბილი სხივებიანი..

შოკოლადის ტორტი და
შენი დაბადების დღე,
მე ბევრ ღიმილს გაჩუქებ
შენ, გულის კარი გამიღე  =)

დღეს ჩემს მეგობარს დაბადების  დღე აქვს.. მისი დაბადების დღის ტორტიც შოკოლადის იყო.. ელენეს შოკოლადის ტორტმა მე შოკოლადის მუზა მომგვარა და კიდევ ერთი, რავიცი  მე ლექსს ვუწოდებ ამას .. დამაწერინააა.



 2010 წელი, 22 ოქტომბერი

Thursday, October 21, 2010

ოჰ ეს ასათიანის პროფილი..

რამდენჯერ ვთქვი, ასათიანის პროფილს აღარ ვუყურებ-მეთქი, მაგრამ როგორ უნდა დახუჭო თვალი, დაიყრო ყური, როდესაც ერთ ოთახში დგას კომპი, და თვ.. მაინც გესმინება თუ არ გეცქირება..
აი, მაშინ კი დამბურძგლა თავიდან ბოლომდე, ერთი მეტად სევდიანი ამბავი რომ გაიხსენეს.. ადამიანმა დაკარგა მეუღლე და ორი მცირე წლოვანი შვილი.. რა სისასტიკეა ამ ცხოვრებისა!!!!  დამშალა და საშინელ ხასიათზე დამაყენა.. =(

 და გადაცემის ფორმტიდან გამომდინარე,  მე მეტი რაღა მინდა, ისედაც ვწერ და მწერს ეს სტრიქონები.. აი კიდევ:

1
როცა გულზე გაწევს მძიმე ნაღველი,
გეამება სევდიანი ნამღერი,
როგორც შორით მოვარდნილი ნამქერი,
არფერი არ მინახავს ამფერი..
თუ არ გინდა დარდით მოვკვდე მე ნელა,
შენი მოსვლა სიცოცხელა, მენელა,
მე არ მინდა შენი ია-ვარდები,
უშენობით ხრამში გადავვარდები..
ვხვდები ისევ უშენობა მკლავს,
გული ებრძვის სიამაყეს მყარს,
ეს ამბავი რეალობას გავს,
მეეზოვე ქეუჩებს ისევ გავს*
ფოთლებს ერჩის, ქარი ვნებას კლავს,
ალიონზე ვხვდები ცვრიან დარს,
სულში ისევ ავდარია,
ოცნებები ჩემი ყველა  გავატანე ზღვას.
შენ არ მოხვალ.. ის იქნება სხვა..
იგ

2
კიდევ ერთი უაღრესად ნიჭიერი, თანამდროვე პოეტის და მწერლის ლექსი გამახსენდა, ლექსო ლეკიაშვილის:

წვიმს.. თალებში კი უნაპირო სევდა იღვრება,
ცის ლურჯ ტატნობზე  გაწოლილან თეთრი ღრუბლები,
სხვა ღვინოს დალევს,  ლამაზების კოცნით ითვრება,
მე ლექსს დავწერ და ძველებურად მოვიღრუბლები.
მე მიცქერიან მოელვარე თვალები გიშრის,
ალუბლისფერი ბაგეები კოცნას მპირდება,
შენ ამ პირობის შესრულებას არავინ გიშლის,
მაგრამ შენ მტოვებ და ეს გული აღარ გჭრიდება.
მიდიხარ შორს და თან მიგყვება გულის იარა,
მიდიხარ ისევ და თან მიგაქვს ძველიდ დარდები
 თავზე დაიდგი ჩემი ტრფობა, როგორც ტიარა,
არ გეგონოს, რომ ვინმეს ასე შეუყვარდები,
არც კი იფიქრი, აგამაღლონ ჩემებრ ზეცაში
და თუ ოდესმე ერთხელ მაინც მოგაგონდები,
გთხოვ, დამიბრუნდი, ნუ დამტანჯავ მე მადენ ცდაში
და შემ არასდროს, ო, არასდროს არ დაღონდები.
მოდი! დაბრუნდი! მომეხვიე ქალღმერთყოფილო.
მოდი! შენდ მგოსანს დამაყარე თეთრი ვარდები,
თორემ ავდგები სიყვარულში უარყოფილი
და ხორნაბუჯის ქონგურიდან გადავვარდები!!!

2000 წელი

3
შემოდგომის თბილი საღამო,
რა ვქნა, არ მინდა რომ სხვაში გამცვალო,
მინდა სიყვარულზე ბევრი დავწერო,
ამ გრძნობამ სიკეთედ, სილაღედ დამცალოს!!!!
 იგ

* * *
ოჰ, რას გვიშვება ეს მაია ასათიანი !!!!  :D
წაიკითხავენ და იტყვიან, შენ ასათიანს აბრალო, ასე არ გამოვა
გენაცვალეო.. არადა მისი ბრალიააა ..  რა ვიცი, რა გითხრათ, ჯერჯერობით ჩემს სამყაროში წელიწადის ოთხი დროა და სულ რაღაც ზამთარს აგავს ეს ოთხივე.. აი დაიწყოოოოო-ოო =)
 ნუ ხო, იყოს ხუთი დრო და გიყვადეთ კაცნო ერთმანეთი!!!!

2010 წელი, ოქტომბერი

Wednesday, October 20, 2010

ეს ისე

ეს ისე,
ისევ მუზა რომ მიტევს,
დაღამდა გარეთ,
დრო არჩევს წამებს,
გამოჩნდი მალე..
მითხარი რამეეე ..
ღამეა, ღამეე...
არც წვიმს და არაც ქარია,
და მე კვლავ მიხარია..
რა? რა და
ჩემი საყარელი
დახეული ჯინსი მაცვია
და თავზე ძველი კეპი მაფარია...

პ.ს.
ნეტავ როდის დაბერავს ჩენსკენ სიბრძნის ქარები,
 ან რატომ მენატრება კვლავ ბავშვობის და წარსული წამები?!

აბა ღამე მშვიდობისა ბლოგის სამყაროვ.....

იგ, 2010 წელი

პირველი ♥... ეს იყო ბაღში

ესე იგი, დავიწყებ იქიდან, რომ სახლში მოსულმა მაშინვე დავიწყე ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში რაღაც ჩანაწერების მოძებნა და ამასაობაში ძველ ალბომს გადავაწყდი. ალბომში ბაღის ფოტოებია სათუთად ჩაკრული (ჩემი საყვარელი დედიკო).. კინაღამ გადამავიწყდა რასაც ვეძებდი.. გამიტაცა ალბომის ალბათ მემილიონეჯერ დათვალიერებამ.. გადავედი ჩემს გარდასულ ბავშვობაში  (თუმცა, მე რომ მკითხოთ ისევ ბავშვი ვარ, დიდი ბავშვი) .
გამახსენდა ჩემი ბაღი..
მაშ ასე, წაიკითხავთ ამბავს იმაზე, თუ როგრო მიიყვანეს იგ ბაღში და რატომ გასტანა ძალიან ცოტა ხანს ბაღის ბავშვობამ.

* * *
უფროსი ბავშვი, გოგონა 4 წლის, უმცროსი, ასევე გოგონა, სულ რაღაც 2,5 წლის..
დედა ექიმი.. რამდენ ხანსაც შეძლო იყო სახლში და ბავშვებს უვლიდა. დამხმარე არავინ ჰყავდა.. ბებიასთან რატომღაც არ ტოვებდა ნანატრ შვილებს, ბავშვები ძალიან ცელქები და მავნეები იყვნენ და ბებიაც მგონი ერიდებოდა მათ დატოვებას სოფელში.
მამა გეოლოგი. დედაზე დაკავებული და შვილებს მონატრებული.
ბოლოს ასე გადაწყდა, უაღრესად განებივრებული იგ-ს ბაღში უკრეს თავი, ცოტა ხანში პატარაც მიაყოლეს..
აი ასე დაიწყო ბაღის ბავშვობა.  კიდევ კარგი ბაღი ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო... ძალიან კარგად მახსოვს, გამოვაცხადე, თუ ჩემი ბიძაშვილი მაგდაც ჩემთან ერთად ივლის, ვივლი-თქო, მაგრამ,  მაგდას დედა, ბიცოლაჩემი არაქართველია  და  გადაწყვიტა ბავშვი რუსულ ბაღში მიეყვანა, რომელიც ძალიან შორს იყო ჩვენი სახლიდან.
ძალიან ძნელად შევეგუე ბაღს, სულ ვტიროდი, ვერ მაწყნარებდნენ.. ამოვიჩემე ერთი მასწავლებელი, ნუნუკა და მხოლოდ მის კალთაში ვიჯექი ჩუმად..  ან ახალი სათამაშო უნდა მოეტანათ.. მოკლედ, მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, ნერვები მომეშლებოდა, მაგრამ ნანას გოგო ვიყავი, დედას მეგობრები თუ პაციენტები იყვნენ იქ და რავიცი, ძალიან მოთბონებოთ მეპყობოდნენ. ამასობაში ჩემი პატარა და თავს თავის სტიქიაში გრძნობდა.. არც კი იგრძნობოდა მის ჯგუფში თუ მისი სახით ბავშვი იყო.. თამაშობდა და იყო არაბუნებრივად წყნარად..
რადგან მივხვდი, რომ სხვა გზა არ იყო, დედა სახლში არ დამტოვებდა და მაინც ბაღში უნდა მევლო, შევეცადე ჩემი ბავშვური გონებით მეპოვა  ისეთი საინტერესო რამ, რაც ბაღში ყოფნას სახალისოს გახდიდა.. იმასაც მივხვდი, რომ იქ ვერ გავხდებოდი დედოფალი, როგორც სახლში ვიყავი და ბავშვებში "გავერიე".. გავერია და სწორედ ბაღში აღმოვაჩინე სინტერესო ადამიანი, ბიჭი ზურა წ. რით იყო ახლა საინტერესო: იყო ტანად ყველაზე დიდი, მსუქანა და "სქელა ზუროსაც" ეძახდნენ.. ის უკვე დამამთავრეელ ჯგუფში იყო. პოპულარობით სარგებლობდა მთელს ბაღში.. უკვე სიამოვნებით დავიწყე ბაღში სიარული, ვიპრანებოდი და ჩემს ყველაზე ლამაზ კაბების ჩამას ვთხოვდი დედას და ერთ მშვენიერ დღესაც გამოვაცხადე, რომ დიდების ჯგუფში მინდოდა სიარული და "ფეხები გავფშიკე" სანამ არ გადამიყვანეს დიდების ჯგუფში.. მე 4 წლის ვიყავი, ახალი ჯგუფის ბავშვები 5-6 წლისები იყვნენ.. თუმცა არ გამჭირვებია, დაქალი აქ უფრო მალე ვიშოვე, რუსო, რომელზეც მაბოდებდა.. და თან ზურას ჯგუფელიც ხომ გავხდიი =) ეს იყო მთავარი. წარმოიდგინეთ, პატარა სასაცილო რუსისტიპის  გოგონა,  ქერა თმებით, თეთრი, პატარა აპრეხილი ცხვირით, ჭორფლებით..  მაშინ ძალიან გამხდარი ვიყავი..  ტანზე მეცვა ფუშფუშა კაბები.. ჩუმად ვიპარავდა დედას სუნამოს და თითქმის აყროლებული დავდიოდა.. მანიკურებიც მქონდა, წითელი ხასხასა. ერთხელ დედას პომადა რომ ვერ ვიპოვე წითელი მანიკური ტუჩებზე გადავისვი.. კარგადაც დავისაჯე..
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემი საქმენი საგმირონია,  სქელა ზურო შემიყვარდა.. (მეცინება ახლა ამას რომ ვწერ)  მე კი შემიყვარდა, მაგრამ მან თითქმის ვერ შემამჩნია.. ფეხებში კი ვედებოდი სულ და იმას ამბობდა, შენი ტოლები მონახე იმათ ეთამაშეო.. მე მაინც "ბედს არ ვეგუებოდი" და გადავწყვიტე  რომ საახალწლო ზეიზე მივალ და ვეტყვი,  რომ ჩემი შეყვარებული გახდი-თქო (ვკვდები სიცილით)..
თქვენ გგონიათ ვერ შევასრულე ჩანაფიქრი.. კიი.. ზეიმზე სამი ფიფქია იყო, ერთი  რა თქმა მე ვიყავი.. აი ასე საზეიმოდ გამოწყობილი ფიფქიას ფორმაში მივედი.. დედამისი და დედაჩემი გვერდი-გვერდ ისხდნენ.. ზურიკო დედასთან იყო, მეც მივედი და ვუთხარი:
-"დედა, მე ზურიკო მიყვარს.. და შენ ბიჭო, არ გინდა ჩემი შეყვარებული იყო და მერე ერთად ვიაროთ ბაღში"-თქო..   ნანას თვალები გაუფართოვდა.. ამას კი აღარ მოელოდა.. ზურას დედა სიცილით მოკვდა.. ზურიკო კი ადგილს მოწყდა რუსოსკენ გაიქცა.. სახლში კარგად "წამიკითხეს ლექცია", რომ ეს არ იყო გოგონას ღირსეული საქციელი.
თუმცა დღევანდელი გადასახედიდან  მე ასე არ ვფიქრობ, მერე რა რომ ვთქვი, მე ის რაც ვთქვი გულწრფელი და წმინდა იყო. მე გაბედული ბავშვი გამოვდექი და ვაი იმას,ვისაც უყვარს და ვერ ამბობს.. ჯობია თქვა რისი თქმაც გინდა და გააკეთო, ის რაც გულით გინდა და გულწრფელია ეს ყველაფერი.. არა?

 * * *
გავიდა დრო.. მოვიდა გაზაფხული.. თუმცა ზურიკოს იგ არ შეჰყვარებია, იმიტომ რომ მას რუსო უყვარდა. ნუ ეს მერე გავიგე, უკვე სკოლაში.. ბაღში ინფექციური დაავადება, ბოტკინი გავრცელდა და შემხვდა.. უკვე 5 წლის ვიყავი და მეტჯერ ბაღში აღარ წავსულვარ არც მე და არც ჩემი და. ირმა კი გადარჩა ბოტკინს, მას არ შეხვედრია..
მიუხედავად იმისა, რომ კრახით დასრულდა ჩემი პირველი   ♥ , მაინც კარგად მახსენდება და იმდენს ვიცინი, ცუდად ვხდები.
და კიდევ,  სწოერდ იმ სკოლაში მიმიყვანეს (უკვე დიდი რომ გავხდი, სასკოლე ასაკის), სადაც ზურა დადიოდა.. ჩენი კლასები ამჯერადაც გვერდი-გვერდ იყო,მე ზურა აღარ მიყვარდა, არავინ არ მიყვარდა. ამ დროს უკვე წიგნები შევამჩნიე.. ერთ წელიწადში საგრძნობლად გავიზარდე  და როგორც ამბობენ, ასაკის  კვალობაზე მეტადაც განვითარებული ვყოფილვარ..
აი ასე, პირველი ♥... ეს იყო ბაღში


2010 წელი, ოქტომბერი