"სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისგნ ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდღა ნაწილია. მისი მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების გამოუცნობ, მიუწვდომელ ქსოვილისა.."- წერს ჯეკ ლონდონი "მარტინ იდენში"
ვკითხულობ და ვხვდები, ჯეკ ლონდონი მართლაც იმ იშვიათ მწერალთაგანია, რომელიც ძალიან ბევრჯერ შეიძლება წაიკითხო.
"უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო"-ო, სიმართლეს ღაღადებს..
ჩემი რჩევა, წაიკითხეთ (თუ არ გაქვთ წაკითხული) ან/და გადაიკითხეთ (მეორეჯერ, მესამეჯერ.. ) ჯეკ ლონდონი, დაიწყეთ თუნდაც "მარტინ იდენით".. ამ საღამოსვე...
იგ, ნოემბერი, 2010
Monday, November 22, 2010
Sunday, November 21, 2010
ბედისწერააა
და თუ ვიღაცას ეღიმება,
ვიღაცას გულზე დარდი ეფინება,
ვიღაც აღმაოჩენს, გრძნობას გამოაჩენს,
ამ ჩვენს სამყაროში ბევრს ვერ გამოარჩევ..
როცა იყიდება,
გრძნობა ფეხებზე (და) იკიდება..
როცა ვერ ამჩნევენ როგორ იყინება..
გული, იყინება, სული იყიდება!
ესაა ხალხო ბედნისწერა,
ნეტავ ჩემს თავს რა ეწერა?
დრო რომ უშნოდ გამეწელა..
იგ, ნოემბერი 2010

არც პოეტი და არც მწერალი..
არც პოეტი ვარ და არც მწერალი,
მინდა დავიპყრო ყველა მწვერვალი,
დიდი გზა დამრჩა შენკენ სავალი..
მითხარ, მაჩვენე გამოსავალი..
მინდა დავწერო, დრომ ვერ გამტეხოს.
ლექსმა დამფერფლოს მე ამ წერაში.
სევდამ ვერ დაღრღნას ეს ჩემი გული,
როცა მე შენი კვლავ ვარ ერთგული.
არც პოეტი ვარ და არც მწერალი?
მე -ერთი ოცნების გზებით მავალი
გიჟი პოეტი ვარ, შენთვის დამაშვრალი.
წერას ატანილი, მწვერვალს აყვანილი,
ფიქრში დაღლილი და
შენსკენ იმედებით ფრთხილად მომავალი..
ისე არაფერი, არ მაქვს დასამალი!..
იგ, ნოემბერი,2010
მინდა დავიპყრო ყველა მწვერვალი,
დიდი გზა დამრჩა შენკენ სავალი..
მითხარ, მაჩვენე გამოსავალი..
მინდა დავწერო, დრომ ვერ გამტეხოს.
ლექსმა დამფერფლოს მე ამ წერაში.
სევდამ ვერ დაღრღნას ეს ჩემი გული,
როცა მე შენი კვლავ ვარ ერთგული.
არც პოეტი ვარ და არც მწერალი?
მე -ერთი ოცნების გზებით მავალი
გიჟი პოეტი ვარ, შენთვის დამაშვრალი.
წერას ატანილი, მწვერვალს აყვანილი,
ფიქრში დაღლილი და
შენსკენ იმედებით ფრთხილად მომავალი..
ისე არაფერი, არ მაქვს დასამალი!..
იგ, ნოემბერი,2010
გული არა ბერდება (?)
შესვენება დაიწყო სამსახურში.
თუმცა შესვენება მისთვის ხელშეკრულებაში ფორმალურადაა ჩაწერილი, უმეტესად დრო ენანება იმისთვის, რომ "ლანჩზე" გავიდეს.
ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა.. მეტი აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ არ დაცემულიყო და ებრძოლა ბოლომდე, მიხვდა, უნდა შეესვენა.
მარტო და უხალისოდ აუყვა გზას პოპულისკენ.. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ბევრი რამე არ იყო ასე თუ ისე.. მოკლედ, შემოდგომის თბილ მზეს მიეფიცხა და არც თუ ისე დიდი გზის გავლას საკმაო ხანი მოანდომა.
პოპულში როგროც იქნა მოვიდა მისი რიგი. "ლანჩის" მენიუ იგივე (ოლივიეს სალათი და პატარა ლობიანი). ეგონა დაჯდებოდა და მშვიდად წაიხემსებდა.. მაგრამ ამ დროს სიმპათიურმა, ასე 60-ს გადაცილებულმა ქალბატონმა ჰკითხა: "ხომ არ შეგაწუხებთ გოგონა, თქვენს გვერდით რომ დავჯდე".. ერთი მაგიდა იდგა, უზრდელი არ იყო, მერე რა თუ მას ხასიათი არ ჰქონდა იმ წუთას არავისი.. მშვიდად კი უპასუხა: "რა თქმა უნდა ქალბატონო, დაბრძანდით".
მისი ვარაუდით 60-ს გადაცილებული ქალბატონი საოცრად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აღმოჩნდა. ახალგაზრდულ განწყობაზე მისი ჩაცმულობის სტილიც მიუთითებდა. გაეცნო და მოისურვა აელაპარაკებინდა მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი, რომელიც უხალისოდ იღეჭებოდა. ქალბატონი რ. 60 კი არა 70-ზე მეტი წლის იყო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა გამოცდილ და ავტორიტეტიან ექიმ-გინეკოლოგს. მისმა ხალისმა და აქტიურობამ შედეგი გამოიღო და საინტერესო საუბარი გაიმართა ექიმისა და ეკონომისტის.. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონმა რ-მ ბევრჯერ გაიმეორა, "ასე პატარა გოგონა, თან როგორი კოხტა (ნუ, ეგ საკითხავია), რომელიც დასაქმებულია, მშობლები ყავს, აგერ დედმამიშვილი და ოჯახის პატარა წევრიც გყოლიათ, გაქვთ სწავლის სურვილი და სწავლობთ კიდევაც.. და რამ გაგიტეხათ ხალხნო გული-ო, ვერ მიყურებთ ამ ხნის ქალს, გული როგორ მერჩის, მე კიდევ არ ვაპირებ გაჩერებას.. ოჰ, ეს გული, რომ არა ბერდება"-ო. ამ ბოლო ფრაზაზე კი გამოეკიდა ეკონომისტ-მენჯერი. მიუხედავად იმისა, რომ გაგონილი ჰქონდა ათასგზის, გული არა ბერდებაო, იგი არ ეთანხმებოდა. მისი გული ისეთი აღარ იყო, როგროც, მაგალითად 16 წლის ასაკში ან თუნდაც 1 წლის წინ.
შესვენების 40 წუთი გავიდა ამასობაში. საუბარში დაამთავრეს "ლანჩი", მაგრამ აწ უკვე ნაცნობი ქალბატონი უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ მისი თანამოსაუბრე 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გაიძახოდა გული ბერდებაო. მან სთხოვა, კიდევ რამდენიმე წუთი მოეცადა და მაღაზიაში შემოსული რამდენიმე მომხმარებლისთვის ეკითხათ რას ფიქრობდნენ. შემოსული 5 მომხმარებლიდან ხუთივემ დაადასტურა ერთხმად რომ გული არ ბერდებაო.. ისიც კი დასძინეს, რას ამბობთ, თავი 18 წლის გვგონიაო...
70-ს გადაცილებულმა ქ-მა გამარჯვბულის ღიმილით გადახედა გოგონას, რომელიც გაოცებული იყო. როგორც ექიმმა კი დაძინა,"შვილო შენ გული გქონია გატეხილი, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო; შენ უნდა მოინდომო და იბრძოლო თუ გიღირს და შენივე კეთილდღეობისთვის ეს აუცილებელიაო... გული კი არ ბერდება, აი, მომიგონებ ჩემი ტოლი რომ გახდები-ო."..
იგი ისევე უცნაურად წავიდა, როგროც მოვიდა მის მაგიდასთან და დაჯდომაზე ნებართვა ითხოვა..
საათის ისრები 4სთ-ს ასწორებდა. შესვენებისთვის განკუთვნილი დრო გასულიყო და დაჟე მეტიც. უცნაურად გაბრუებულმა პოპულის გამყიდველს მადლობა გადაუხადა და ოფისისკენ დაეშვა.
* * *
ე.ი. გული არა ბერდება (?) რა ვიცი, არ ვიცი.. რომ ტყდება ეგ ვიცი..

Tuesday, November 16, 2010
მადლობა თელასს
მადლობა თელასს-მეთქი და რატომ? შუქი გამითიშეს, თუმცა სრულიად სამართლიანად.. რა მაგათი ბრალია, მე რ გადავიხადო დროულად, ან გადავიხადო და სხვა აბონენტის ნომერზე?
და რადგან მედალს ორი მხარე აქვს, უშუქობაშიც არის რაღაც საინტერესო და იდუმალი..
ავდექი და ადავშალე წიგნი, სანთლის შუქზე მოვიდნომე სწავლა.. მაგრამ ვინ მაცალა კითხვა, ჩემი ცელქი მუზები დამტრიალებდნენ თავს და ახალ პოსტს ამზადედნენ აქ გამოსაქვეყნებლად .... მაშ ასე:

* * *
სანთლის შუქზე განათებულ წიგნს დავცქერი,
წიგნი არის ფინანსური აღრიცხვა,
მოგონებებს ფრთა გაეხსნა ვერ ვერევი,
ჩემი გრძნობა ვერაფერმა აღრიცხა.
ფინჯან ყავას ვეპარები მოკრძალებით,
ენერგია-სითბო თავს რო დამესხა,
სტრიქონები, აბზაცები შორს გარბიან,
ჩემი ფიქრი ისევ მისკენ გამექცა.
ვდგები ნელა, წიგნის კითხვა კვლავ მეძნელა,
ფუნჯებს დავწვდი, უცებ ხატვა მენელა,
სანთლის შუქზე ირეკლება ჩემი მხარე,
ფანჯრიდან კი მე მიღიმის ისევ მთვარე.
P.S. რა ვიცი, კარგად ვარ,
მყარად ვდგამ ნაბიჯებს,
სევდიან სტრიქონებს რად ვპოსტავ,
მაინც ვერ გავიგეეე .. :)
P.P.S. როცა შუქი ქრება
რომანტიკა ჩნდება
გინდა თუ არ გინდა,
რითმა ტემპში ჯდება.
მელნის კვალი ფურცელს
უხვად დააჩნდება
თურმე უშუქობას
მოსდევს ლექსის ფარა.
უჰ, რა დრო გასულა
ავდექ ზეზე, კმარა =)
00:04
იგ, 15/11/2010

Saturday, November 13, 2010
ჩემი ლექსების (?) საღამო ...
რითმა ახლა ვეღარ მრითმავს,
ფიქრის ქარებს, მითვლის წამებს,
ძილ-ბურანში ჩაძირული
თავს ვერევი, ვებრძვი ღამეს.
რადგან ვწერ და არ ვჩერდები,
ბედისწერავ, არ ვთმობ არცერთს
არც მას და არც ამ ჩემს ნაწერს.
არ გენდობი მაგრამ მაინც
გაგენდობი,
ან თქვი რამე.
* * *
თუ ეს დღეები,
შემოდგომის ისევ ფერები,
ხმა და ბგერები,
ეს სიმართლეა,
შენ დამიჯერე,
არ გეჩვენები...
* * *
არა და არა,
მორჩა და კმარა,
ცხოვრება გადის,
დრო რჩება მარად..
ერთხელაც გეტყვი,
წამოხლვალ მთიდან
ჩემს ბარში დარად?
აქ არ არსებოს "არ მინდა",
"მარა" ...
მოდიხარ ჩემთან
მორჩა და კმარა!!
პ.ს. " არ ვიცი, რაღაც ასეთი ლექსების ფრთიანი მუზები,
ამ საღამოს არ მტოვებენ მარტო, ეს ცელქი
და ზოგჯერ კიდევაც უსინდისონი"
იგ, 2010 წელი, ნოემბერი

წიგნი...
წიგნი ინფორმაციის, ცოდნისა თუ აღზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. ყუაში ჩაკრული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების ერთობლიობა ყოველთვის მრავალფეროვან და საინტერესო სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობს.
ჩემი ნებაც რომ იყოს: "მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი... ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერი-ლუქსი... არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალიან ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად "კარცერი" და სად "ლუქსი", მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყველა წიგნის მოყვარულთათვის", - ამბობს გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟი ნაწარმოებში - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".
მეც მიყვარს წიგნები და ლიტერატურა. მადლობა დედას და პედაგოგებს. მათ მოახერხეს იმდენი, რომ ყოველ არდადეგებზე წიგნები ჩემი დასვენების ნაწილი გახდა და იქიდან მოყოლებული ვცდილობ წიგნის კითხვისთვის დრო მქონდეს.. მიყვარს კითხვა სახლში, გარეთ (სკვერში, ურნის გვერდითაც კი), ბიბლიოთეკაში კი განსაკუთრებით, რომლის ზღურბლს იქით ჩემთვის წიგნების განზომილებაა, საინტერესო სიჩუმეში გადშლილი ფურცლების ხმაური..
და რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი? "უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი". როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული _ ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმება.. ეს სიმართლეა.. თუმცა წიგნი კი არ იცვლება, ვიცვლებით ჩვენ. ადამიანი სანამ ცოცხალია უნდა იკითხოს, ბევრი თან.. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდა მიაჩვიონ მშობლებმა შვილები კითხვის კულტურას და ქიგნების სიყვარულს.. მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ მიყვარს, მივესალემბი კვირის პალიტრის წამოწყებას, "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ".. ქართული პროზის საგანძურის სერიას და დიდი მხატვრების კოლექციის გამოცემას. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნების ფასი ხელმისაწვდომია და საშულებას აძლევს ბევრ ლიტერატურის მოყვარულს შეიძინოს.
ჰო და, "წაიკითხეთ წიგნები - უკეთესად იქნებით!
პასუხი კი კითხვაზე : წიგნი თუ კომპიუტერი? ორივე რომ საჭიროა უდავოა, მაგრამ მე პირადად წიგნიდან წაკითხული ლიტერატურა მირჩევნია.. =)

Subscribe to:
Posts (Atom)