ღვთის უკეთესი კი არა იქნებოდა რა..
ამბავი, რომელსაც მე მოგიყვებით დედამიწის აღმოსავლეთ ნაწილში, ყველაზე ლამაზ და ჯადოსნურ მხარეში, ყვავილების ქვეყანაში დაიწყო, გრძელდება და გაგრძელდება მუდამ, თუ კი პატარებს და დიდებსაც ზღაპრები ეყვარება...
ყვავილების პატარა ქვეყანაში რაღა თქმა უნდა ბევრი ულამაზესი და უჭკნობი ყვავილი ხარობდა.. ქვეყანას მეფის მაგივრად მთავარი მებაღე განაგებდა.. ხალხი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა. ერთადერთი სადარდებლი ის იყო, რომ მებაღეს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ..


ამ ამბიდან გავიდა 16 წელი.. მებაღე და მისი მეუღლე უკვე ღრმა მოხუცებულობას ესტუმრნენ..
ერთ მშვენიერ დღეს ხმა გავარდა ქალაქში, ვიღაც უცხო ჭაბუკმა გადაკვეთა მათი ქვეყნის საზღვარი.. თან ამბობდნენ, თეთრ რაშზეა ამხედრებული, დაჰქრის და საოცარ ზღაპრებს ყვებაო.. სინამდვილეში ეს ჭაბუკის მოჯადოებული ზღაპართ ქვეყნის უფლისწული გახლდათ. ბედისწერამ ყვავილების სამყაროში მოახვედრა.. მას სჯეროდა, რომ სწორედ აქ იპოვიდა ისეთ ადამიანს, რომელიც დაეხმარებოდა თავისი სამეფოს დაბრუნებაში.
სტუმართმოყვარე მებაღემ უმასპინძლა მისი ქვეყნის სტუმარ ჭაბუკს.. უფლისწულს თვალი მოსჭრა ყვავილების დედოფალამ.. დედოფალი გახდა მისი ზღაპრების მსმენელი და სწორედ აქ დაიბადა ის მრავალი ზღაპარი თუ მითი, რომელიც ასე გვიყვარს ჩვენ და დიდი განცდითა და სიხარულით ვკითხულობთ ან ვუსმენთ..
![]() |
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა..
"თქვენთვის მეზღაპრე დღეს მე ვიქნები,
მყავს ფერიები, შორს ჩვენგან ჭინკები ,
ბოროტებაზე სიკეთე მძლავორბს,
ჩვენი ცხოვრებაც ამასვე ამბობს.. "
იგ, 15/08. 20:17
No comments:
Post a Comment