არც პოეტი ვარ და არც მწერალი,
მინდა დავიპყრო ყველა მწვერვალი,
დიდი გზა დამრჩა შენკენ სავალი..
მითხარ, მაჩვენე გამოსავალი..
მინდა დავწერო, დრომ ვერ გამტეხოს.
ლექსმა დამფერფლოს მე ამ წერაში.
სევდამ ვერ დაღრღნას ეს ჩემი გული,
როცა მე შენი კვლავ ვარ ერთგული.
არც პოეტი ვარ და არც მწერალი?
მე -ერთი ოცნების გზებით მავალი
გიჟი პოეტი ვარ, შენთვის დამაშვრალი.
წერას ატანილი, მწვერვალს აყვანილი,
ფიქრში დაღლილი და
შენსკენ იმედებით ფრთხილად მომავალი..
ისე არაფერი, არ მაქვს დასამალი!..
იგ, ნოემბერი,2010
Sunday, November 21, 2010
გული არა ბერდება (?)
შესვენება დაიწყო სამსახურში.
თუმცა შესვენება მისთვის ხელშეკრულებაში ფორმალურადაა ჩაწერილი, უმეტესად დრო ენანება იმისთვის, რომ "ლანჩზე" გავიდეს.
ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა.. მეტი აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ არ დაცემულიყო და ებრძოლა ბოლომდე, მიხვდა, უნდა შეესვენა.
მარტო და უხალისოდ აუყვა გზას პოპულისკენ.. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ბევრი რამე არ იყო ასე თუ ისე.. მოკლედ, შემოდგომის თბილ მზეს მიეფიცხა და არც თუ ისე დიდი გზის გავლას საკმაო ხანი მოანდომა.
პოპულში როგროც იქნა მოვიდა მისი რიგი. "ლანჩის" მენიუ იგივე (ოლივიეს სალათი და პატარა ლობიანი). ეგონა დაჯდებოდა და მშვიდად წაიხემსებდა.. მაგრამ ამ დროს სიმპათიურმა, ასე 60-ს გადაცილებულმა ქალბატონმა ჰკითხა: "ხომ არ შეგაწუხებთ გოგონა, თქვენს გვერდით რომ დავჯდე".. ერთი მაგიდა იდგა, უზრდელი არ იყო, მერე რა თუ მას ხასიათი არ ჰქონდა იმ წუთას არავისი.. მშვიდად კი უპასუხა: "რა თქმა უნდა ქალბატონო, დაბრძანდით".
მისი ვარაუდით 60-ს გადაცილებული ქალბატონი საოცრად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აღმოჩნდა. ახალგაზრდულ განწყობაზე მისი ჩაცმულობის სტილიც მიუთითებდა. გაეცნო და მოისურვა აელაპარაკებინდა მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი, რომელიც უხალისოდ იღეჭებოდა. ქალბატონი რ. 60 კი არა 70-ზე მეტი წლის იყო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა გამოცდილ და ავტორიტეტიან ექიმ-გინეკოლოგს. მისმა ხალისმა და აქტიურობამ შედეგი გამოიღო და საინტერესო საუბარი გაიმართა ექიმისა და ეკონომისტის.. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონმა რ-მ ბევრჯერ გაიმეორა, "ასე პატარა გოგონა, თან როგორი კოხტა (ნუ, ეგ საკითხავია), რომელიც დასაქმებულია, მშობლები ყავს, აგერ დედმამიშვილი და ოჯახის პატარა წევრიც გყოლიათ, გაქვთ სწავლის სურვილი და სწავლობთ კიდევაც.. და რამ გაგიტეხათ ხალხნო გული-ო, ვერ მიყურებთ ამ ხნის ქალს, გული როგორ მერჩის, მე კიდევ არ ვაპირებ გაჩერებას.. ოჰ, ეს გული, რომ არა ბერდება"-ო. ამ ბოლო ფრაზაზე კი გამოეკიდა ეკონომისტ-მენჯერი. მიუხედავად იმისა, რომ გაგონილი ჰქონდა ათასგზის, გული არა ბერდებაო, იგი არ ეთანხმებოდა. მისი გული ისეთი აღარ იყო, როგროც, მაგალითად 16 წლის ასაკში ან თუნდაც 1 წლის წინ.
შესვენების 40 წუთი გავიდა ამასობაში. საუბარში დაამთავრეს "ლანჩი", მაგრამ აწ უკვე ნაცნობი ქალბატონი უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ მისი თანამოსაუბრე 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გაიძახოდა გული ბერდებაო. მან სთხოვა, კიდევ რამდენიმე წუთი მოეცადა და მაღაზიაში შემოსული რამდენიმე მომხმარებლისთვის ეკითხათ რას ფიქრობდნენ. შემოსული 5 მომხმარებლიდან ხუთივემ დაადასტურა ერთხმად რომ გული არ ბერდებაო.. ისიც კი დასძინეს, რას ამბობთ, თავი 18 წლის გვგონიაო...
70-ს გადაცილებულმა ქ-მა გამარჯვბულის ღიმილით გადახედა გოგონას, რომელიც გაოცებული იყო. როგორც ექიმმა კი დაძინა,"შვილო შენ გული გქონია გატეხილი, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო; შენ უნდა მოინდომო და იბრძოლო თუ გიღირს და შენივე კეთილდღეობისთვის ეს აუცილებელიაო... გული კი არ ბერდება, აი, მომიგონებ ჩემი ტოლი რომ გახდები-ო."..
იგი ისევე უცნაურად წავიდა, როგროც მოვიდა მის მაგიდასთან და დაჯდომაზე ნებართვა ითხოვა..
საათის ისრები 4სთ-ს ასწორებდა. შესვენებისთვის განკუთვნილი დრო გასულიყო და დაჟე მეტიც. უცნაურად გაბრუებულმა პოპულის გამყიდველს მადლობა გადაუხადა და ოფისისკენ დაეშვა.
* * *
ე.ი. გული არა ბერდება (?) რა ვიცი, არ ვიცი.. რომ ტყდება ეგ ვიცი..
იგ, ნოემბერი 2010

Tuesday, November 16, 2010
მადლობა თელასს
მადლობა თელასს-მეთქი და რატომ? შუქი გამითიშეს, თუმცა სრულიად სამართლიანად.. რა მაგათი ბრალია, მე რ გადავიხადო დროულად, ან გადავიხადო და სხვა აბონენტის ნომერზე?
და რადგან მედალს ორი მხარე აქვს, უშუქობაშიც არის რაღაც საინტერესო და იდუმალი..
ავდექი და ადავშალე წიგნი, სანთლის შუქზე მოვიდნომე სწავლა.. მაგრამ ვინ მაცალა კითხვა, ჩემი ცელქი მუზები დამტრიალებდნენ თავს და ახალ პოსტს ამზადედნენ აქ გამოსაქვეყნებლად .... მაშ ასე:

* * *
სანთლის შუქზე განათებულ წიგნს დავცქერი,
წიგნი არის ფინანსური აღრიცხვა,
მოგონებებს ფრთა გაეხსნა ვერ ვერევი,
ჩემი გრძნობა ვერაფერმა აღრიცხა.
ფინჯან ყავას ვეპარები მოკრძალებით,
ენერგია-სითბო თავს რო დამესხა,
სტრიქონები, აბზაცები შორს გარბიან,
ჩემი ფიქრი ისევ მისკენ გამექცა.
ვდგები ნელა, წიგნის კითხვა კვლავ მეძნელა,
ფუნჯებს დავწვდი, უცებ ხატვა მენელა,
სანთლის შუქზე ირეკლება ჩემი მხარე,
ფანჯრიდან კი მე მიღიმის ისევ მთვარე.
P.S. რა ვიცი, კარგად ვარ,
მყარად ვდგამ ნაბიჯებს,
სევდიან სტრიქონებს რად ვპოსტავ,
მაინც ვერ გავიგეეე .. :)
P.P.S. როცა შუქი ქრება
რომანტიკა ჩნდება
გინდა თუ არ გინდა,
რითმა ტემპში ჯდება.
მელნის კვალი ფურცელს
უხვად დააჩნდება
თურმე უშუქობას
მოსდევს ლექსის ფარა.
უჰ, რა დრო გასულა
ავდექ ზეზე, კმარა =)
00:04
იგ, 15/11/2010

Saturday, November 13, 2010
ჩემი ლექსების (?) საღამო ...
რითმა ახლა ვეღარ მრითმავს,
ფიქრის ქარებს, მითვლის წამებს,
ძილ-ბურანში ჩაძირული
თავს ვერევი, ვებრძვი ღამეს.
რადგან ვწერ და არ ვჩერდები,
ბედისწერავ, არ ვთმობ არცერთს
არც მას და არც ამ ჩემს ნაწერს.
არ გენდობი მაგრამ მაინც
გაგენდობი,
ან თქვი რამე.
* * *
თუ ეს დღეები,
შემოდგომის ისევ ფერები,
ხმა და ბგერები,
ეს სიმართლეა,
შენ დამიჯერე,
არ გეჩვენები...
* * *
არა და არა,
მორჩა და კმარა,
ცხოვრება გადის,
დრო რჩება მარად..
ერთხელაც გეტყვი,
წამოხლვალ მთიდან
ჩემს ბარში დარად?
აქ არ არსებოს "არ მინდა",
"მარა" ...
მოდიხარ ჩემთან
მორჩა და კმარა!!
პ.ს. " არ ვიცი, რაღაც ასეთი ლექსების ფრთიანი მუზები,
ამ საღამოს არ მტოვებენ მარტო, ეს ცელქი
და ზოგჯერ კიდევაც უსინდისონი"
იგ, 2010 წელი, ნოემბერი

წიგნი...
წიგნი ინფორმაციის, ცოდნისა თუ აღზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. ყუაში ჩაკრული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების ერთობლიობა ყოველთვის მრავალფეროვან და საინტერესო სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობს.
ჩემი ნებაც რომ იყოს: "მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი... ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერი-ლუქსი... არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალიან ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად "კარცერი" და სად "ლუქსი", მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყველა წიგნის მოყვარულთათვის", - ამბობს გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟი ნაწარმოებში - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".
მეც მიყვარს წიგნები და ლიტერატურა. მადლობა დედას და პედაგოგებს. მათ მოახერხეს იმდენი, რომ ყოველ არდადეგებზე წიგნები ჩემი დასვენების ნაწილი გახდა და იქიდან მოყოლებული ვცდილობ წიგნის კითხვისთვის დრო მქონდეს.. მიყვარს კითხვა სახლში, გარეთ (სკვერში, ურნის გვერდითაც კი), ბიბლიოთეკაში კი განსაკუთრებით, რომლის ზღურბლს იქით ჩემთვის წიგნების განზომილებაა, საინტერესო სიჩუმეში გადშლილი ფურცლების ხმაური..
და რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი? "უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი". როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული _ ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმება.. ეს სიმართლეა.. თუმცა წიგნი კი არ იცვლება, ვიცვლებით ჩვენ. ადამიანი სანამ ცოცხალია უნდა იკითხოს, ბევრი თან.. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდა მიაჩვიონ მშობლებმა შვილები კითხვის კულტურას და ქიგნების სიყვარულს.. მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ მიყვარს, მივესალემბი კვირის პალიტრის წამოწყებას, "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ".. ქართული პროზის საგანძურის სერიას და დიდი მხატვრების კოლექციის გამოცემას. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნების ფასი ხელმისაწვდომია და საშულებას აძლევს ბევრ ლიტერატურის მოყვარულს შეიძინოს.
ჰო და, "წაიკითხეთ წიგნები - უკეთესად იქნებით!
პასუხი კი კითხვაზე : წიგნი თუ კომპიუტერი? ორივე რომ საჭიროა უდავოა, მაგრამ მე პირადად წიგნიდან წაკითხული ლიტერატურა მირჩევნია.. =)

In the footsteps of Amélie Poulain- want it...
|
Monday, November 8, 2010
დიდი სიყვარულის მსხვერპლი
-გთხოვთ! და ხელი გამომიწოდა მირიკამ. უარის თქმა უხერხული იყო და გავყევი საცეკვაოდ. მან ხელი მომხვია წელზე და თავბრუდამხვევ მორევში შემაცურა.
-მე დღეს ბედნიერი ვარ, -მითხრა მან და ტკბილად და ჩამხედა თვალებში.
-ყველა ბედნიერია ამ დღეს,-ვუპასუხე მე.
-არა, ნუთუ ვერ მიხვდი, რომ ჩემი ბედნიერება სხვისგან განსხვავდება და ამის მიზეზი მხოლოდ შენ ხარ, ნუთუ მართლა არ გჯერა? მე შენში ვიცანი მომავალი ბედი. ნუ მიბრაზდები ეთერ! გახსოვდეს ის დღე, როდესაც შენ ინსტიტუტის წინ ჯეირანივით ტრიალებდი. იმ დღიდან მოსვენებას არ მაძლევს შენი ჩრდილი ძვირფასო. მან ხელი ხელზე გრძნობით მომოჭირა. ელექტრონივით დამიარა ტანში მისმა ხელის მოჭერამ.
-ეთერ,-გააგრძელა მირიკამ. - ნახევარი წელია ფრთხილად დავდევ შენს ნაკვალევს, მაგრამ უკვე აივსო მოთმინების ფიალა. 23 წლის ვაჟკაცს ქალთა თვალიდან ნატყორცნი ისარი ვერ მაკრთობდა. მე ამით ვამაყობდი, მაგრამ შენი თვალების წინ წინ დაიმსხვრა ეს სიამაყე. მე შენი სიყვარულის მონა ვარ და გთხოვ, ხელს ნუ მკრავ და ნი იქნები ულმობელი.
მუსიკის ხმა შეწყდა. ჩვენ შევჩერდით. -გთხოვ, დაუკრა რამე, მე ვიცი, რომ საუკეთესოდ უკრავ,-მთხოვა მირიკამ. მისი თვალები მგზნებარედ დამყურებდა. მე გავიღიმე. ბედნიერი იყო ეს ღიმილი. ამ ღიმილმა გაათამამ ვაჟი, ხელი მთხოვა და მხურვალე კოცნა აღბეჭდა.
„ნუთუ შემიყვარდა? „-ვეკითხებოდი ჩემს თავს და ბრაზი მოდიოდა. მთელი საღამო მოუსვენრად ვიყავი, ვნატრობდი სიმარტოვეს, რომ მეოცნება. სტუმრები დაიშალნენ. კამყოფილი გამოვემშვიდობე მასპინძელს. მე და ნოდარის ერთი გზა გვქონდა. მირიკა მოკრძალებით მოგვიახლოვდა და გვთხოვა გაცილება. მე განგებ გავინაზე. მოდარის სახლიდან ჩემს სახლამდე რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა. მივუახლოვდი სახლს.
-ნახვამდის მირიკა!-ვთქვი და ხელი გავუწოდე გამოსამშვიდობებლად.
-ეთრ,- აკანკალებული ხმა მოისმა,-მე უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. ამ სიტყვებში იმდენი ძალა და იმედი იყო გამოხატული, რომ უცაბედად მოვეშვი და მირიკას მკლავებში მოვხვდი. მესმოდა მისი აჩქარებული სუნთქვა და ვგრძნობდი რაღაც ვაჟკაცურ თავბრუდამხვევ სურნელებას.
-ეთერ! -კვლავ მომესმა ჩემი სახელი და არ მახსოვს რა ძალამ ჩვენი ტუჩები შეაერთა. ეს კოცნა იყო პირველი კოცნა, რომელსაც უმწიკვლო კოცნა ჰქვია.
-მაპატიე ეთერ! ამ სიტყვებში მუდარა იხატებოდა. სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე. გამოურკვეველი და შეშინებული მოვწყდი იმ ადგილს. კიბეებზე სირბილით ავირბინე. კარი დედამ გამიღო. -მარტო ხარ თერ? -მკითხა შეშინებულმა. -არა! -აბნეულად ვუპასუხე და ჩემი ოთახისკენ წავედი. დედამ შემამჩნია აღელვება და არაფერი მითხრა.
ოთახში შესულმა სარკმელი გავაღე და გადავიხედე. თითქოს ელოდა ვაჟი ამ ამბავს.
-შენ ჩცემი ზმა, ტკბილი ვარდი ხარ და ჩემი სიყვარული, მოისმა მისი სიყვარულით ათრთოლებული ხმა. „მე მიყვარს მირიკა!“-წავიჩურჩულე ბედნიერმა ჩემთვის, ზანტად გავიხადე ტანსაცმელი. მეძინებოდა და თვალდახუჭულს მირიკას თვალები და მოხდენილი ღიმილი მელანდებოდა. ასე დაიწყო ჩემსა და მირიკას შორის რომანი. წარმოდგენაც არ შეიძელბოდა მირიკას გარეშე ჩემი სიცოცხლე და ასევე იყო მირიკაც. მაგრამ ქართული ანდაზაა: „კაცი ბჭობდა და ღმერთ იცინოდაო“. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს სიყვარუსლ ბედი ასე მწარედ დასცინებდა.
გათენდა 1941 წლის 22/06. სზარელი ამბავი მოედო თბილისის ქუჩებს. მირიკამ ჩემი ოთახის კარებში შემოირბინა და თვალთ დამიბნელდა. გაფითრებული წამოვვარდი, ათას წყევლა-კრულვას ვუგზავნიდი მხეცებს, რომლებმაც ჩვენი მყუფრო, მშვიდობიანი ცხვორება დაარღვიეს. იმ წუთას თვალწინ მირიკას სამე დამიდგა. მას უკვე ექიმის დიპლომი ეჭირა ხელში. მასთან განშორების წარმოდგენამ საშინელ ხასიათზე დამაყენა. „ნუთუ ოცნებით ნაშენი კოშკები უნდა დაიშალოს? ნუთუ მირიკას უნდა ავცდე? ცრემლები უნდებურად მოწყდა თვალებს. არა, მე არ ვუღალატებ, დავუცდი! ღმა და მტკიცე ფიცი მივეცი ჩემს გულს.
-ეთერ, მე მივდივარ. გადაწყვეტით მითხრა მან და სევდიან თვალებში ჩამხედა. დედამ ვეღარ გაუძლო ჩვენს ცქერას და გარეთ გავიდა. მთელი დღე ერთად გავატარეთ მე და მირიკამ.
-სამშობლოს სამსახური მითხოვს! - წარმოსთქვა მან გამომშვიდობებისას. -ჩემი სიცოცხლით დაგიცა შენ, ჩემო ძვირფასო! ნამ გრძნობით დამიკოცნა სახე და აქვითინებული დამტოვა.
-ვიცოცხლებ შენთვის, შენს მოლოდინში, გწამდეს ძვირფასო! - მივაძახე კარებში გასულს და გულწასული დავეცი სავარძელში.
მირიკას წასლვამ რაღაც ძარღვი ჩამიწყვიტა გულში, სიცოცხლი ხალისი დამეკარგა, მოუთმენლად ველოდი მის წერილებს. მანაც არ დამიგვიანა და გზიდან მომწერა, ერთმანეთს იმედი ჩავუნერგეთ და დავამშვიდეთ ერთმანეთი. გაიარა ერთმა წელმა. ერთს მეორე მოჰყვა. მირიკასგან კი არაფერი ისომოდა.
თუ ცოცხალია, თავის ეთრს ასე უნუგეშოდ დატოვებდა განა? რაიმე გზით არ გვაცნობებდა თავის ამბავს? ვფიქრობდი ჩემთვის. ვამჩნევდი, როგორ ჩურჩულებდნენ ჩემს გარშემო მირიკას დაღუპვაზე. მეც შევეჩვიე მისი დაღუპვის ამბავს. მენანებოდნენ ჩემი მშობლებიც. გრძნობდნენ როგორ ვიტანჯებოდი და ასე ვუკლავდი მათ გულს. ამიტომ ცდილობდნენ ჩემთვის რაიმე მიზნით დაევიწყებინათ სევდა. ეს იყო მიზეზი, რომ ვახტანგის თხოვნას არ ეწინააღმდეგებოდნენ. პირიქით, დამიწყეს ქება და ძალით ამომგლიჯეს თანხმობა. მათ ეგონათ, რომ კარგს აკეთებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვახტანგის სახით მე მეყოლებოდა ორგული ქმარი და მეტი არაფერი. ამიტომ ასე უბრალოდ დავთანხმდი მათ. ის ზაფხული ზღვაზე გავატარეთ. კაცის ალერსი არაფერ გრძნობას არ აღვიძებდა ჩემში, ალბათ ეს გუკი ერთისთვის იყო გამოჩენილი. ესა იყო მირიკა!
აგარაკიდან ჩამოსვლისას ნიშნობა გადაწყვიტეს. ამხანაგები სიცილი-კისკისით მეხვეოდნენ გარშემო. ჩემი გული რაღაც განსაკუთრებულის მოლოდონში იყო და არც შევცდი. სტუმრები მოუსხდნენ მაგიდას. ის იყო ვაპირებდი დაჯდომას, რომ ნანის გაფითრებულ სახეს შევეფეთე. გულმა მძლავრად შემომკრა. მან ჩუმად გამომიძახა და წერილი გადმომცა. ძალა მოვიკრიბე და წერილი ბოლომდე წავიკითხე. ბარათი დედის სახელზე იყო. აი მისი შინაარსი: „ საყვარელო დედა! ნურაფერს დარდობ. იმდია კარგად გინახულებთ, თქვენ ალბათ მკვდრად მთვლით. მე კი ჯანმრთელად ვარ. ვკოცნი ეთერის და შენს ტკბილ თვალებს. თქვენი მირიკა!“ მაშ მირიკა ცოცხალია? მას კიდევ ახსოვს ეთრის სახელი? ერი კი დღეს სხვაზე ინიშნება და ამ ჩემს გულში გრძნობა დაკარგული ძირს დავეცი. ნანის კივილზე ოთახი ხალხით გაივსო. რა ამბავიუა? თურმე კითხულობდა შეშინებულ ვახტანგი და გამწარებული ყურს მისრესდა. გონს რომ მოვედი, ვიღაცას თვალით დავუწყე ძებნა. იქვე მდგომ ნანის ცრემლიან თვალებს მოვკარი თვალი. ყვეალფერი მომაგონდა, დავფიქრდი , მაგრამ ახლა გვიანი იყო, ძალა მოვიკრიბე და ღიმილით სასტუმრო ოთახს დავუბრუნდი. სტუმრება გაკვირვბით შეხედეს ჩემს გაფითრებულ სახეს. არ ამხსოვს, მხოლოდ სადღეგრძელოებზე ოდნავ თვს ვიქნევდი. გაშტერებული მივჩერებდი ერთ წერტილს და მირიკას ნაღვლიანი სახე მაგობდებოდა: „ეთრი მიღალატე?“ თითქოს მესმოდა მისი ხმაც და ეს სარამო ჩემთვის ტანჯვის ღამე იყო. ყველა, განსაკუთრებით ვახტანგი ამჩნევდა, რომ რაღაც სევდა იმალებოდა ჩემს გულში.
გაიარა რამდენიმე თვემ, მირიკასგან არაფერი ისმოდა კვლავ. გამოჩნდა უცებ, ამოფორიაქა გული და ისევ დაიკარგა. უვკე ნახწვარი წელი გავიდა. ომი დამთავრდა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა. მაისი სასიამოვნო დღეა. ამ დღეს ქორწილისათვის ემზადებოდნენ. დილიდანვე მოდიოდნენ და მილოცავდნენ. უკვე მოსაღმოვდა, სტუმრები დასხდნე. პატარძალი ჯერ არსად ჩანდა. პრინციპზე დავდექი: ჩემი საქორწინო კაბა მომიტანეთ-თქო. ფატაც დამადგეს თავზე და ვახტანგის გვერდით დამსვეს. თამაზი მაგიდის გარშემო დაბნეულად დადიოდა. რამდენჯერმე შევხედე მას, მაგრამ მან მზერა ამარიდა. ნუთუ მას არ უხარია ჩემი ბედნიერევა? არა, აქ რაღაც სხვა ამბავია . უდავო იყო, რაღაც უსიამოვნო გრძნობას შეეპყრო მისი გული. თამაზის გასაკუთრებით უყვარდა მირიკა, ამიტომ იყო, რომ ჩემს სულიერ ტანჯვას ისიც ინაწილებდა. მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი. წამოვდექი, ბოდიშიმოვიხადე და ოთახში გავედი. თამაზი ოთახში დამხვდა, დედას რაღაცას ეჩურჩულებოდა. რა ვუთხრა ეთერის?- მომესმა თამაზის ხმა. ჩემს თვს რაღაც საშინელი ამბავი ტრიალებდა. -რა ამბავია ჩემს თავს?- შევეხვეწე თამაზის და მკლავში ხელი მოვკიდე. -არაფერი ეთერ ,-რაღაც განსაკუთრებული სინაზით მითხრა მან.
-რად გამოხვედი?
-რაღაცას მიმალავ?
-ეთერ, ამ ამბავმა შენზე არ უნდა იმოქმედოს, მირიკა ჩამოსულა!
თითქოს ველოდი ამ ამბავს. სიტყვის უმალ დავეცი სკამზე, საშინელი სიფითრე ამჟღავნებდა ჩემს სულიერ მღელვარებას.
-შენ საიდან იცი?
-ნორასთან არის. ეტყობა გაუგია შენი ქორწინების ამბავი. თითქოს ეს სიტყვბი მჭირდებოდა, რომ ძალა დამბრუნებოდა. სწრაფად წამოვვარდი სკამიდან , მივვადი კარებს, გამოვედი და კიბეზე დავეშვი. მხოლოდ ეს გავგე, რომ ჩემს უკან კარები ვიღაცამ მოიჯახუნა. ვგრძნობდი ვიღაც მომდევდა. არც მაინტერესებდა ვინ იყო, მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მენახა მირიკა და მის წინ მოვმკვდარიყავი, როგროც მოღალატე, როგორც დამნაშავე..
-ეთერ, რას შვები, სად მიდიხარ, ხალხი რას იტყვის? მომესნა თამაზის ხმა და ხელში მწვდა.
-თამაზ, გეხვეწები, -შევხედე სასოწარკვეთილმა და მანდ ხელი მიშვა. ნაბიჯით ავიარე ნორას კიბეებზე. ფრთხილად შევაღე შუშაბანდის კარი და შევედი, ელექტრონით განათებულ ოთახში შევიხედე. თვალწინ მირიკას სახე წარმომიდგა. სამხედრო ფორმა კიდევ უფრო ამშვენებდა. მარცხენა ხელი თეთრო დოლბანდით ჰქონდა შეხვეული და ყელზე ჩამოკიდებული. არასოდეს ისე მომწონებია და მყვარებია, როგორც იმ წუთში. ოთახში მირიკას ხმა გაისმა: - დეიდა თინა, რატომ თქვენ არ მიბრძანდებით ეთერის ქორწილში? -წყნარად იკითხა მან, ამ სიტყვებზე გრძნობა დაკარგული დავეცი ძირს. ხმაურზე ოთახიდან გამოცვივდნენ.
ქალი, რომელიც საპატარძლო კაბით ქმრის გვერდით უნდა იჯდესმ ეთერი გულწასული გდია სხვის სახლში.
-ეთერი? -საშინელი ხმით დაიყვირა დეიდა თინამ. რამდენიმე წუთის შემდეგ გონს მოვედი. ჩემს გვერდით სავარძელში იჯდა მირიკა,მაგრამ რაც სიზმარი მეგონა, ცხადი იყო.
-მირიკა,-წამოძახე. მირიკა სავარძლიდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა. -მირიკა, მოვედი იმისთვის, რომ შენი ხელით სიკვდილი უფრო ბედნიერება იქნება ჩემთვის. მე არ გთხოვ პატიებას, რადგან ჩემს დანაშაულს არ ეპატიება. აცრემებული თვალებით შევხედე მას და ყველა აატირა ჩემმა ნათქვამმა. მხოლოდ ის იდგა გაფითრებული, ბოლოს აიღო ჩემი ხელი და ტუჩებით დასწვდა.
-დაე, იყავი ბედნიერიჩემო ეთერ, მე არ მშურს შენი ბედნირება.
შენთვის მომქონდა სიყვარულით ავსებული გული საქართველოში, მაგრამ სასტიკად შევცდი. გისურვებ ბედნიერებას ჩემო მშვენიერო ოცნებავ! მხოლოდ იცოდე, შენს გარდამირიკას ქალი არ შეუყვარდება!- ეს თქვა და კარებისკენ წავიდა. თითქოს ვალი მოვიხადე, , წამოვედი, მხიარული სახემ ივიღე. ვახტანგის მხიარულად შემეგება. გადავწყვიტე შევგუებოდი ჩემს გულში გამაფებულ სევდას. მე ქმარი მყავს და ჩემგან მოელის იგი პატიოსნებას, მე ქართველი ქალი ვარ და სირცხვილია ვიფიქრო იმაზე, რაც აღარ დამიბრუნდება. ჩემი სირცხვილის შელახვა ვახტანგის თავმოყვარეობაა. მე ამას საკმაოდ მძლავრად ვუყვარვარ და მე კი მიყვარს იგი? არა, არა, არა!! მაგრამ ეს არის ჩემი საპატიო სასჯელი.
მირიკა კარგი ქირურგია. აქებენ მას. მირკკა ყველას ხიბლავს, მირიკა ყველასთვის ცივია. მესმოდა ყოველთვის ჩემს გარშემო.
ზაფხულის გრილ საღამოს მე და ვახტანგი ერთად მივდიოდით. უკანასკნელ დღეებში ცუდად ვგრძნობდი თავს. ჩენ წინ მაღალი ტანის სამხედტო ფორმაში გამოწყობილი კაცი შეჩერდა და სახით ჩვენსკენ მობრუნდა. -ეთერ, შეხედე რა მშვენიერი ახალგაზრდაა, როგრო უხდება სამხედრო ფორმა. საშინელმა თრთოლვამ ამიტანა. ვახტაგი ისე მოხობლა ახალგაზრდა ვაჟის ცქერამ , რომ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცებია. მირიკამ შემამჩნია, რომ სახე აღელვებული და გაფითრებული მქონდა, საშინლად მიცემდა გუი, ფეხები მეკვეთებოდა და სიარული აღარ შემეძლო. ერთი საათის შემდეგ ჩემს საწოლში ვიწექი და ვიღაც უცნობი მაჯას მისინჯავდა. სერიოზული მდგომარეობაა, საჭიროა სასწრაფოდ წაყვანა, -წარმოთქვა მან და თითქოს არც კი მწყენია ეს ამბავი. სშინელი ხველა ამიტყდა, ფილტვებიდან ამოცეთქილმა სისხლმა ცხვირსახოცი წითლად შეღება. თვალს არ ვუჯერებდი, მაშ, მე დედის ნებიერა ქალიშვილს ჭლექი შემპარვია!! თითქოს ადრევე ვგრძნობდი, რომ ჩემი სიცოცხლე ადრე უნდა დამთავრებულიყო. ოჰ, ღმერთო ჩემო, არ მაკმარე ტანჯვა და ახლაჭლექითაც დამაჯილდოვე,-წავილაპარაკე..
მუცელში თითქოს ცოცხალი არსება ვიგრძენი, რა მნიშვნელოვანი საღამოა! მირიკა ვნახე, მალე დედა გავხდები, მაგრამ ჭლექი? მირიკა შენს მაგიერ ღმერთმა დამაჯილდოვა, წამოვიძახე და აქვითინებულმა თავი ბალიშში ჩავრგე. მე ვტოროდი გაუხარებელ ჩემს ახალგაზრდობაზე. მეორე დღეს გავიღვიძე მთლად ყბედურმა. ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ვახტანგი.
-ეთერ, სხვალ ინდა წავიდეთ ზღვაზე, სოხუმში. იქ დაისვენე ერთი-ორი თვე და ალერსით მაკოცა შუბლზე. „წავალ! გადავწყიტე მტკიცედ! და მზადება დავიწყე. ისე არასდროს მდომებია სოცოხლე, როგორც ახლა. უკვე ერთ თვეზე მეტი იყო რაც შავი ზღვის პირას ვტკბებოდი ლამაზი ევკალიპტებისა და მიმოზების ცქერით. თითქმის ყოველ კვირას ჩამოდიოდა ვახტანგი. თოთქოს უკეთ ვიყავი, მაგრამ ჩემი ქმრის მიმართ მაინც ცივი ვიყავი. ძალიან მინდოდა მისი გული ს გაკეთებამ მაგრამ არ გამომდიოდა.. ყველაფერი ნაძალადები იყო. საალერსოდ აღებული ხელი ძირს ჩამივარდებოდა ხოლმე. უბედური დედა ევკალიპტების ცქერით ვტკბებოდი და მუხლებზე გადაშლილი წოგნი მედო. თვალებით დავცწეორდი წიგნის სტრიქონებს და ძალაუნებურად ჩემს ცხვორებას და ბედს რომანის გმირ ქალს, ქეთინოს ვადარებდი. ჩემი ბედიც რომ სწორედ ქეთინოსავით წარიმართა..
ამ დროს ვიღაც უცნობი მომიახლოვდა და დაჯდომის ნებართვა მთხოვა. უცნობის წინაშე ლაპარაკი უხერხული იყო. საუბარი ჰოსპიტალზე ჩამოვარდა, ქირურგიმ რომელიც მეტად გამოცდიია და ახალგაზრდაა. ვიკითხე მისი ვინაობ და წამოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ნაცმობი ხმა შემომესმა. მაშ მირიკა აქ არის, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით და მე კი არ ვიცი. მთელი ღამე არ მძინებია, ვძლიე ჩემი სისუსტე და გადავწყვიტე ხვალ მენახა მირიკა, როგროც უბარლო მეგობარი და ნაცნობი.
მეორე დღეს რაღაც ძალა მომემატა. ცოცხლად ავირბინე აღმართი. მხოლოდ იმ დროს, როდესაც შენობა გამოჩნდა საშინელი სისუსტე ვიგრძენი, გული ამოვარდნას მიპირებდა, რამდენიმე წუთი და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით. გონება მო ვიკრიბე და მორიგეს მირიკას დაძახება ვთხოვე. მან მიპასუხა: ერთი საათის წინ თბილისში წავიდაო. ესე იგი გამასწრო.. და მუხლები მომეკვეთა. იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებსმივეცი თავი.
დღეს საღამოს მაატარებლით ვახტანგი ჩამოვიდა, დროა არის ყველაფერი გაიგოს და გადავწყვიტე გულწრფელად მეთქვა ყველაფერი. დავადექი გზას და ოთახში რომ შევედი ვახტანგი იქ დამხვდა, მაგრამ გამბედაობა აღარ მეყო საიდუმლოს სათქმელად.
ეთერი ყველაფერს მოუყვება ვახტანგს, მასთან ცხვორება აღარ შეეძლო, თავის მოტყუებამ და საიდუმლოს შენახვამ დაღუპვამდე მიიყვანა ამაყი ქალი.
ამ ამბის გაგებამ თავმოყვარეობა საშინლად შეულახა ვახტანგს და ცოლ-ქმარი დაშორდნენ.
ამ დღიდან ეთერი ლოგინად ჩავარდა. დიდი სიცხეები მოსვენებას არ აძლევდა. მნახველს არ ღებულობდა, რადგნა მათ სიბრალუსლ ვერ იტანდა ამაყი ქალის გული. მხოლოდ ერთს მისცა უპირატესობა, ეს იყო მირიკა. მას გაეგო ეთრის ამბავი და უკუ აგდო ყველაფერი დაბრკოლება და მივიდა სანახავად.
ეთერი გაქათქათებულ ლოგონში იწვა ფარდაჩამოფარებულ ოთახში. ავადმყოფმა თრთოლვით მოატარა თვალები, კარებში ყვავილებით ხელში მირიკა იდგა. ავადმყოფის სახეს უცნაური გამოცოცხლება დაეტყო. მოსულმა ნაბიჯი ფრთხილად გადადგა. ეთერმა ხელი გაიქნია, „ნუ, ნუ მოხვალ, ხომ ხედავ შენი ეთერი ჭლექიანია..“ ვაჟმა ყურადღება არ მიაქცია და ნაზად აკოცა თლილ ხელზე. ყვავილები მაგიდაზე დააწყო.
-შენი უბედური ეტერის სანახავად მოხვედი მირიკა?- იკითხა ავადმყოფმა, -ალბათ გაიგე, რომ კცდება, გრძნობდი, რომ ჩემს მომაკვდავ გულს შენი ნახვა უნდოდა? ქალს ხველა აუტყდა.
-ნუ ღელავ ეთერ, მირიკა შენ ყოველთვის მოგიგონებს, შენ იცოცხლებ ჩემო ტანჯულო მეგობარო და ჩვენც ერთად ვიქნებით.
-შენ ამბობ მაგას, რომ ჩვენ ვიქნებიოთ ბედნდიერნი.. ღმერთო ჩემო, რა სასიამოვნოა ეს ხმა, რა ტკბილი.. დღეს მე ბედნიერი ვარ.. მხოლოდ ახლა ვკვდები დამშვიდებული-, თქვა და გაიღიმა.
-შენი სიყვარული დაამარცხებს სიკვდილს, -თქვა მირიკამ ..
***
გაზაფხულის სასიამოვნო დილა იყო. სახლის აივანზე ეთერის მშობლები გამოეყვანა ექიმს. ექიმს არ მოსწონდა ასეთი უცნაური გამოცოცხლება პაციენტისა..
-დედა!, -მოისმა ავადმყოფის ოთახიდან ხმა და ოთახში გაფითრებული დედა შევიდა.
-დედა, ჩემო დედიკო, ძალიან მინდა თმები დავივარცხნო და ისე გავიკეთომ როგორც მინდა..დედაა, დაგტანჯე ხო .. ამ სიტყვებზე ეთერის ცრემლი მოერია.. გაზაფხულია, ახლა კარგია სიცოცხლე, დაკარგული სიყვარულიც ვიპოვე.. დედა, ბავშვი შემომიყვანე, პტარა მირიკა.. დედამ პატარა ბავშვი შემოუყვანა, რომელსაც ამქვეყნად ჯერ არაფერი ესმოდა..
ორი დღე და ღამე თვს ედგნენ მშობლები ავადმყოფ შვილს. ეთრის თვალი არ მოუხუჭავს.. -დედა, მამა, თუ გიყვარვართ ამაღამ დამტოვეთ მარტო და დაიძინეთ, მე თავს კარგად ბგრძნობ.. მშობლებს არ გაუკვირდათ და ძალაუნებურად უნდა შეესრულებინათ თხოვნა შვილისთვის.
ღამის პირველი საათი იყო, ავადმყოფი შეშფოთდა. გადაბრუნდა გვერდზე.. ოთახში არავინ ჩანდა. ყელში შებჯენილი რაღაც ძალა ახრჩობდა , დაძახება უნდოდა, მაგრამ ენა არ ემოჩილებოდა, წუთიც და პირიდან ამოხეთქილმა სისხლმა წითლად შეღება საბანი და მთელი საწოლი, მაგრამ მშველელი არავინ ჰყავდა.. გაფითრებული თვალები ამაოდ იმზირებოდნენ მეორე ოთახისკე, სადაც მის უნედუ დედ-მამას ეძინათ.
დალია ქალმა სული, რომელიც ამაყად მიაბიჯებდა ქუჩაში და ამაყი გულის მსხვერპლი გახდა. დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. ჭირისუფლათა შორის დიდ ყურადღებას იპყრობდა მაღალი, ლამაზი, საოცრად სევდიანი ვაჟი, რომელიც გამომშვიდობებისას ზედ დაემხო გაციებულ სატრფოს გვამს.. ეს იყო მირიკა.
1982 წელი (დღიურში ასე იყო დათარიღებული)
***
გაზაფხულის სასიამოვნო დილა იყო. სახლის აივანზე ეთერის მშობლები გამოეყვანა ექიმს. ექიმს არ მოსწონდა ასეთი უცნაური გამოცოცხლება პაციენტისა..
-დედა!, -მოისმა ავადმყოფის ოთახიდან ხმა და ოთახში გაფითრებული დედა შევიდა.
-დედა, ჩემო დედიკო, ძალიან მინდა თმები დავივარცხნო და ისე გავიკეთომ როგორც მინდა..დედაა, დაგტანჯე ხო .. ამ სიტყვებზე ეთერის ცრემლი მოერია.. გაზაფხულია, ახლა კარგია სიცოცხლე, დაკარგული სიყვარულიც ვიპოვე.. დედა, ბავშვი შემომიყვანე, პტარა მირიკა.. დედამ პატარა ბავშვი შემოუყვანა, რომელსაც ამქვეყნად ჯერ არაფერი ესმოდა..
-ჩემო მირიკა, ჩემო საყავარელო შვილო.. შენ ვერ უნდა იგრძნო დედის ალერსი.. ობლად გაიზრდები.. შენს ტანჯულ დედას კი სიკვდილი დაუხუჭავს თვალებს და შენ არ გეცოდინება როგორი იყო დედაშენი... არ გეცოდონება როგორ სტანჯავდა ჭლექი შენს დედიკოს.. -- ქვითინებდა და ისე ამბობდა ამ სიტყვებს..- არა, შენ ჩემთან რა გინდა? უმაკოს და უცოდველს, შენ მამიკოს ბიჭი ხარ ჩემო სოცოცხლევ.. ჩემი დღეები შენ შეგემატოს შვილო.. ბავშვი გაიყვანეს.. ავადმყოფს რაღაც უცნაური ხველა მოაწვა გულზე.. უნებურად მოუნდა ყველას ნახვა..ფრთხილად ფასწია ხელი და მაგიდაზე დადებულ ალბომს დასწვდა. სახეები სახეებს ცვლიდა, წარსულის მოგონებათა ბურუსში გაეხვია და დროდა დრო იღიმებოდა..
ღამის პირველი საათი იყო, ავადმყოფი შეშფოთდა. გადაბრუნდა გვერდზე.. ოთახში არავინ ჩანდა. ყელში შებჯენილი რაღაც ძალა ახრჩობდა , დაძახება უნდოდა, მაგრამ ენა არ ემოჩილებოდა, წუთიც და პირიდან ამოხეთქილმა სისხლმა წითლად შეღება საბანი და მთელი საწოლი, მაგრამ მშველელი არავინ ჰყავდა.. გაფითრებული თვალები ამაოდ იმზირებოდნენ მეორე ოთახისკე, სადაც მის უნედუ დედ-მამას ეძინათ.
ყელში მობჯენილი ძალა სუნთქვას უკრავდა. „ვკვდები,-გაიფიქრა და გაიბრძოლა, უნდოდა რაიმე ეგრძნობინებინა მშობლებისთვის, მაგრამ უკვე გვიანი იყო..წუთიც და სიკვდლს შებრძოლებული ეთერი საწოლიდან ძირს, იატაკზე დაეცა, „მირი..’’ ჩაიჩურჩულა და მისმა სისხლიანმა ტუჩებმა და საყვარელი ადამიანის სახელი დაწერა ზედ.. ხმაურზე შეშინებული დედა გამოვარდა ოთახიდან. იატაკზე გაშხლართული შვილის გვამს დახედა და დაეცა თვითონაც იატაკზე...
1982 წელი (დღიურში ასე იყო დათარიღებული)
ეს არის ის ამბავი, რომელიც მე მესამე პირში (შეძლებისდაგვარად) გადმოვეცი აქ..
შემძრა მთლიანად.. ცრემლი მომიყვანა თვალზე..
რაღაც მომენტში "შერბურის ქოლგების" მუსიკაც მომესმა..
ღმერთმა დაიფაროს ყველა ასეთი სიყვარულისგან(?) ...
როგორ მაინტერესებს ვისია ეს დღიური.. საიდან მოხვდა ურნაში და რა საერთო აქ ამ ტრაგიკულ ამბავს მაინც და მაინც დედოფლისწყაროსთან? მე ასეთი ტრაგიკული რომანი არ წამიკითხია აქამდე.. ვინაა ავტორი? დიდი კითხვის ნიშანი და ამ საბრალო ქალის ტრაგედია კარგა ხანს დამიკარგავს მოსვენებას...
იგ
ნოემბერი, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)