Thursday, June 16, 2011

და რა ფასი აქვს ამ ყველაფერს? " 99 ფრანკი.."

სწორედაც 99 ფრანკი, არც ერთი კაპეიკით მეტი და არც ნაკლები.. =) 
ფრედერიკ ბეგბედერის  "99 ფრანკზე" მოგახსენებთ. არ ვიცოდი, ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი ყოფილა თურმე, რომელიც სიცოცხლეში  უნდა წავიკითხოთ.. და ვიდრე ცოცხალი ვარ, მე მრავალი თქვენგანივით ავიღე წიგნი ხელში.. თან რაღაც მოდაშიც არის   ბეგბედერის "99 ფრანკი".  ეკრანიზაცია ნანახი მაქვს, როგორც კი გამოვიდა 2007 წელს..  მაგრამ წიგნი წიგნია და რადგან ვიყიდე, უნდა წავიკითხო კიდეც.
 საკითხავი დროც გამომიჩნდა, ზოგი ჭირი მარგებელია, ხომ გაგიგიათ.. 
საინტერესოდ იწყება, ვერაფერს იტყვით.. "ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე” 
"ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი". -  მე თქვენ გეტყვით რა ტყულია რამე? შეიძლება ეს თქვენ არ იყიდებით და მე.. 
"მასაც (ადამიანს) გააჩნია ვარგისიანობის ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე, 33 წლის ასაკში სამსახურისთვის თავი გამენებებინა. თანაც, როგროც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისთვის". -  არა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს 33 წლის ასაკში გადავწყიტოთ "აღდგომა".
კიდევ უფრო იმიტომ მიმიზიდა წიგნმა წასაკითხად, რომ თანამედროვე მსოფლიოს პრობლემატიკაზეა საუბარი , შეილება ვიღაცას მოეჩვენოს რომ გარყვნილებაა.. მაგრამ არა.. ბეგბედერი ერთ-ერთი იმ თანამედროვე მწერალთაგანი აღმოჩნდა, ვინც თამამად და სხვადასხვა რაკურსით მიმოიხილა თანამედროვე ჭირი. 
 მართლა ბევრი შესაძლებლობა  არის დღეს, ვერავინ უარყოფს.  " აიყვან კარგ ტაკუცუნებიან გოგოს, დაასვამ მეორე გოგოს სახეს, მიაბამ მესამე გოგოს ხეფებს, მეოთხის-ხეებს, მეხუთის-ძუძუებს და ერთი სიტყვით გამოდის ადამიანის აჯაფსანდალი" . აჯაფსანდალი უძახეთ და, მაგრად კი "ეტანებიან აჯაფსანდალს"..  
 თანამდეროვე სამყაროში საითაც უნდა გავიხედოთ ყველგან "რეკლამის სამფლობელოა!" ცოტა  "გატოკდი"  ამ ცხვორებაში + პატრონი,  პიარიც თუ არ გაკლია, "მაგარი როჟა" ხარ..
 ჩემი აზრით, წიგნში ყველაფერი სწორადაა აღწერილი უამრავ თქვენგანს პროტესტის გრძნობა კი შეილება გაუჩნდესმ და  იტყვის რომ ეს ასე არ არის მაგრამ რეალურად თითოეულ ჩვენგანზე რომელიც ყოველთვის ახდენს გავლენას მოდელები რომლებიც სხვადასხვა მოდურ ჯინსებსა თუ სამკაულებს წარმოგვიდგენენ,  რამდენს გვიოცნებია არა ნეტა ყველა მაყიდინაო. ან მილიონერობა რამდენს გინდათ? მაგრამ ამ წიგნის მერე მიხვდებით,  რომ სიმდიდრე უფრო მალე ბეზრდება ადამიანს ვიდრე სიღარიბე. თუ ვერ მიხვდებით არც ეს იქნება პრობლემა,  რადგანაც უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა წიგნი და გამოაცხადა რომ რეკლამების ყურებასა და მიუწვდომელ ნივთებზე ოცნებაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ოქტავ ფარანგო (მთავარი გმირი)  აპირებს სულიერად განწმენდას-შეძლებს ის ამას? შევძლებთ ჩვენ ამას?
წოგნში საკმაოდ ბევრი აბზაცია, რომლებიც ჭეშმარიტებას უბრალოდ ღაღადებენ, რამდენიმეს აქაც ამოვწერ:
 "„ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან.“
„ტვინგადაბრუნებულ ახალგაზრდა წყვილებს სჯერათ, რომ სიყვარულით ქორწინდებიან და ბედნიერებას ესწრაფვიან. არდა, სინამდვილეში იმიტომ ქორწინდებიან, რომ მერე მაგათ მივასაღოთ რაც შეიძლება მეტი ჭურჭელი, აბანოს პირსახოცები, ყავადანები, დივანი, მიკროტალღური ღუმელი. " 
რა ვიცი, რა ვიცი..  გირჩევთ, წაიკითხოთ..  თანაც ეს ხომ ის წიგნია სიცოხლეში რომ უნდა მოასწროთ წაკითხვა.. განიტვირთეთ და არც თუ ისე სქელ ტანიანი.. ადგილ-ადგილ კი ნერვების მომშლელია რაღაც უაზრო სცენები.. წიგნის შემდეგ ფილმიც ნახეთ, ასე უფრო ეფექტურია, მე კი პირიქით გამომივიდა.. თან ფილმში ბეგბედერიც ასრულებს მცირე ეპიზოდურ როლს.გარდა ამისა, გადავხედე რა წიგნის ავტორის ბიოგრაფიას, ტყუილად არ უღვაწია ფრედერიკოს, 2003 წელს მწერალი ინტერალიეს პრემიით დააჯილდოვეს რომანისთვის „Windows on the world“, რომელიც 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება და ახლა ამ ნაწარმოებს "ვეზიარები".
და კიდევ იმასაც გეტყვით, რომ "99 ფრანკის"  გამო ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან გამოაპანღურეს (ალბათ ასე გამოუშვეს), რადგან სარეკლამო ბიზნესი გააშიშიშვლა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ისე,  თავადაც უარს არ ამბოს ხოლმე კოკაინის შეშხაპუნებაზე, 2008 წლის 29 იანვრის საღამოს ფრედერიკ ბეგბედერი ერთ თავის მეგობართან ერთად დაკავებულ იქნა ნარკოტიკების მოხმარების გამო. მან წინასწარი დაკავების საკანში გაატარა 39 საათი, რის შემდეგაც გაათავისუფლეს-ო. 
აგერ ფოტოსაც დავდებ, მაინც, ინფოსთვის როგორ გამოიყურება, იქნება სადმე შემოგხვდეთ.. =)

 იგ
ივნისი, 2011 

No comments:

Post a Comment