Saturday, June 4, 2011

წყალწაღებული

სახლიდან რომ გავედი მზე აჭერდა. სასიამოვნოდაც კი.. 
იმდენი მოსაგავარებელი საქმე მქონდა, ლამის ფურცელზე ჩამოვიწერე საიდან დამეწყო..
მოკლედ, მეჯვარე ვარ.. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი "ბექ-დეითიდ" იწერს ჯვარს, თორემ გათხოვებით,  კაი ერთი წლის წინ  გათხოვდა.. 
მე   ეიფორიაში ვარ..  ნათლულები კი მყავს, მაგრამ ხელის მომკიდე პირველად ვარ.. ვათვითცნობიერებ-რა პასუხისმგებლობას,  სულიერადაც მინდა რომ მზად ვიყო და გარეგნულადაც გამოვიყურებოდე სათანადოდ.. 
და ვიდრე მე ჩემს სამეებს ვაგვარებდი, კაბა მოვიზომე (მაგარი მკერავი მყავს, ვაღიარებ) .. ჩემი პატარა ნიკოლოზიც მოვინახულე, სალონში გავიარე, ლექციას დავესწარი, ამასობაში ცაზე  ღრუბელთ შეკრეს პირი...საშინელმა გრუხუნმა გამიფანტა ყურადღება.. ბოლოს  რა დავწერე ქვიზში ძნელადღა მახსოვს..რაღაცნაირად განრისხებულმა წვიმამ დასცხო.. ელვა და ქუხული ერთანეთს ტოლს არ უდებდნენ.. 
ჩემი ქოლგა..
 მე კი გარეთ გამოსული უქოლგო და  უაზროდ გამოზაფხულებული შევყურებდი წვიმის ღვარებს.. სად არ მქონდა ჩემი ლონდონიდან ჩამოტანილი ქოლგა.. რაც ეს ქოლგა მაქვს, მას მერე ვნატრობ  რომ გაწვიმდეს.. არადა,  არ დაადგა საშველი.. ამჯერად კი საჭირო ადგილას არ აღმოჩნდა (ამაში პატრონს ჰგავს).. თან ტაქსს რა გააჩერებს ამ ამინდში, ამჯერადაც ყველა მგზავრიანმა ტაქსმა ჩემს წინ გაიარა.. 
თუმცა, გამიმართლა, არ დავსველდი.. ჩემა ლექტორმა ქოლგა მათხოვა (მადლობა თამუნას).. დიდ ქოლგის ქვეშ ამოეფარა პატარა გოგო და როგორც ნამდვილი გიჟი ფეხით გამოუყვა გამზირს..
თბილისი ცენტრალსა და ვაგზლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას რომ გავუსწორდი, უკნიდან ხმა შემომესმა.. წყალწაღებული, აკანკალენული, წვიმაში მოყოლილი, გალუმპული ადამიანის ხმა.. უკან რომ მივიხედე,  გოგო აღმოჩნდა.. აი, იმ ტურფათაგანი, ვაგზლის მეტროს წინ რომ "დვიჟენიობს", მის ენაზე მუშაობს, ჩვენს ენაზე მრუშობს/ბოზობს.. 
საცოდავი შესახედი იყო, დათხაპნილი მაკიაჟი, თავიდან ბოლომდე სველი, ეხლაც თვალწინ მიდგას როგორ აკანკალებდა..  საბრალო  შესახედი იყო.. არც მეტი და არც ნაკლები, ქოლგის ქვეშ შევაფარე.. შემეცოდა.. პირველად ცხოვრებაში სიბრალულით განვიმსჭვალე ბოზების (არ მიწყონოთ ამ სიტყვიდ გამოყენება, მე ეს სიტყვა "მეძავს" მირჩევია, თითქოს ეს უფრო შეეფერებათ) მიმართ.. ის კი არა და ვურჩიე ცხელი ჩაი დალიე-თქო.. ცოტა დამაკლდა მე არ წავიყვანე ჩაიზე.. ის კი ისეთი გაოცებული თვალებით მიყურებდა.. უფრო შემეცოდა.. დაბნეულობამ რომ გაუარა, საქმე მაქვსო ჩაიბურტყუნა და აორთქლდა .. ჰმ! მადლობაც არ გადაუხდია.. :D (კიდე რა მინდოდა)
მე კი ჩავფიქრდი და სახლემდე ვიფქრობდი, ამისთანა წყალწაღებული კიდევ წყალმა როგორ წაიღო-თქო.. ახლა მართლა მეცოდებიან ვაგზლის მეტროს წინ "მომუშავე" გოგოები, რა ვიცი აბა, რამ აიძულათ ასეთი ცხოვრების გზა აერჩიათ.. 
სახლამდე  ქოლგა აღარ გამიხსნია, აღაც წვიმდა ისე ძალიან,  "საქოლგედ" და მე უკვე ნათლად ხილული (აღარ უჩინარი) ყველასთვის, ფიქრებში გართული ოდნავ დავსველდი ზაფხულის წვიმაში.. 



 იგ, 
ივნისი, 2011 

No comments:

Post a Comment