Thursday, June 16, 2011

M I X -ტურა

ასე ვარ: ლექსის დაწერა რომ მინდა, არეულად რომ მაწუხებენ მუზები.. დამბზუიან ისედაც ატკივებულ ყურებთან..  არეულ გონებას არად აგდებენ და მიტევენ.. მიტევენ გაურკვეველი გრძნობებიც- სიყვარული, გულგრილობა, ხანდახან სიძულვილის გაჰკრავს ხოლმე ფერი, მაგრამ ბოღმინა არა ვყოფილვარ და არცა ვიქნები არასოდეს.. 
ხანდახან მიჩნდება სურვილი, რომ ცხოვრებას რომ ჰქონდეს Ctrl+Z ან/და "Undo" ღილაკი, მერე ვფიქრობ- რა შეიცვლებოდა? რეალურად არაფერი. რაც მოსახდენია მაინც მოხდება ყოველთვის და სოლომონ ბრძენისა არ იყოს "ესეც გაივლის", გაივლის დროსთან ერთად.. აგერ,  უცებ,  ჩემმა ერთმა სკაიპის მეგობარმა  სტატუსად დააყენა, "დრო ყველაფრის მკურნალიაო", გეგონება ჩემს გულში იჯდა.. მერე უცებ შეცვალა სტატუსი და წინას მიუმატა, "ოღონდ ჩემი არა".. ვაღიარებ, პირველი მომეწონა და პირველი სჯობს.. აბა, ასე განსაკურნებელი როგორ უნდა დავრჩეთ-თქო..  
-"ესეც გაივლის"-არა?!
-"გაივლის აბა, ისე როგორ იქნება, შენ მთავარია მოინდომო, მე,  ხომ იცი,  ყოველთვის შენს გვერდით ვარ .. უბრალოდ "მოეშვი.. " =)
ასეთი ხმები ბევრია ჩემს გარშემო, ალბათ თქვენს გარშემოც, არა? 
ასე უცნაურად თავს მარტო მე ხომ არ ვგრძნობ.. თქვენ გიგრძვნიათ თავი ასე "რაღაცნაირად", თითქოს დამარცხებულად და მიტოვებულად, არადა არავის რომ რეალურად არ მიუტოვებიხართ? =) 
ახლა იმას ვფიქრობ, ნეტა ყველაფერი გავაკეთე, რომ რაც მინდოდა ის გამოსულიყო თუ რამე დავაკელი, რადგან, თურმე ყოველთვის როცა უკან მიიხედები, უნდა იცოდე, ყველაფერი თუ გააკეთე, იმისათვის რომ გამოსულიყო  რაღაცა,  მაგრამ არ გამოვიდა.. მე ამისი შეგრძნება არ მაქვს.. თუმცა, ყველაფრის გაკეთებაც არაა საჭირო, "რაცა ღმერთსა არა სწადდეს .."
აი ახლა წვიმს, ცა ასვალტიფერია.. უი, ამასობაში მოსაღამოვებულა კიდეც.. 
ნიაღვარები მიაპობს ქუჩებს.. ფანჯრიდან ვუყურებ გაბრაზებულ წვიმას.. ქუხს, ზეცა იმუქრება..  სულ წვიმს ხოლმე კოკისპირულად, როცა ასე  M I X -ი მაქვს თავში.. როცა მეფიქრება იმაზე, რაზეც აღარ უნდა ვიფიქრო წესით.. "ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი, ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი".. ჰმ!
წვიმამ იკლო, მე დავლიე  "M I X -ტურა", რძით სავსე ჭიქა გამოვცალე, ამ M I X -ტურამ უნდა გამომაჯანმრთელოს თურმე.. გამოვცალე ესეც, როგორც ჩემი წილი ცხოვრების სევდიანი ფიალაც.. 
უი, მუზები როგორ ჩაწყნარდნენ.. კლავიატურაზე ჩამომსხდარან უქმად და ფეხებს ჰაერში აქანავებენ.. ახლავე დავასაქმებ.. ამათი უსაქმურობა არც მე მარგია და არც ჩემი ბლოგის მკითხველს.. =)

 *


მე მხოლოდ მარტო
მე მხოლოდ რატომ?
მხოლოდ მე რატომ 
ასე მიყვარდი..
გნატრობდი,
ვამბობდი,
გწერდი ლექსებად, 
ზღაპრებად, 
ამბებად.. 
და შენ გხატავდი
ფერებად,
ბგერებად,
 ნელ-ნელა ..
ეს ჭვალი მე რატომ 
ჯერ იყო მეძნელა
და ბოლოს მენელა..

არ ვიცი რატომ,
არ  ვიცი მართლა..
ისევ სხვას, იმ სხვას
რად გაუმართლა.. :/

იგ, 
2011 წელი, ივნისი  


No comments:

Post a Comment