Thursday, June 2, 2011

მუზ-კრიზისია ჩემთან..

ფინანსური კრიზისი, ეკონომოკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და ა. შ კრიზისი.. მე არც ერთი ამათგანი არ მაწუხებს.. მუზ-კრიზისი მაქვს.. ჩემმა მუზამ მიმატოვა.. აი ასე, დაიხურა ქუდი და წავიდა.. ისე მოაჯახუნა კარი, რომ მქონდეს თუ არა მისი დაბრუნების იმედი აღარც ვიცი.. 
მუზ-კრიზისი ალბათ კიდევაც შენიშნეთ  ჩემს ბლოგზე.. აქამდე თუ თვითონ მწერდა, ახლა ისე ვარ, სიტყვებს რომ ვეძებ და თან როგორ შევაკოწიწო და პოსტად ვაქციო რომ არ ვიცი.. 
არაფერი აღარ ვიცი მოკლედ.. თუმცა, ისიც კარგია რაც ვიცი: ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ჯერ კიდევ მტკივა (უარესად მეტკიება ყველაფერი,  ახლა გლანდების ოპერაციაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და.. ). გამოცდებიც კარს მომდგომია, აი, ეგეც ვიცი, რომ უეჭველი უნდა ჩავაბარო, თან კარგად!! =)
შემოქმედებით კრიზისს კი ყველაზე მეტად განვიცდი, თითქოს დავიცალე ისე შევიცვალე...  აქციას გავმართავ საკუთარ თავთად თუ მუზ-კრიზისიდან დროზე არ გამოვედი..   სხვა რაღა გავაკეთო?! 


მე - მუზისგან მიტოვებული 
იგ
აწ უკვე ივნისი, 2011 წელი 

5 comments:

  1. შენ ხარ ჩემი ნინი :)

    ReplyDelete
  2. shen yoveltvis shegidzlia tkva is, risi tkmis unaric me ar gamachniaa !!!!!!

    ReplyDelete
  3. ნინი, ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.. ნეტა არ მეთქვა-თქო.. რამდენიმეჯერ გავიფიქრე კიდეც.. არადა, არ მიყვარს, როცა რამეს ვნანობ.. აქამდე არაფერი მინანია..

    ReplyDelete
  4. bednieri xar, ise tu gicxovria, rom sinanuli ar gkonia me sheni mshurs !!! yoveltvis mainc tkma sjobs!! adamianebma lapraki unda iswavlon upro advili ikneba cxovreba da es muzebic agar daikargebian !!!!!

    ReplyDelete