Friday, June 17, 2011

ნიკოს..

აქ, ამ პატრა თბილ ქალაქში ლექსებად გნახავ,
ქალაქში, სადაც არაფერი აღარ გვაოცებს,
ძალა ხნავს აღმართს, ვინ ვის აკოცებს..
სიმართლეს თუკი სიცრუედ დავფქვავთ,
რა დაგვაოკებს...

არ გაგვიგია არც ზაფხულს თოვა,
მუზები შენი ლექსის კითხვისას ყოველთვის მოვა,
მეც რომ მომბეზრდა ამ ცხორვრების დიდ რიგში დგომა, 
ურწმუნო იყო, მაინცა სცხონდა, სახელად თომა..

მე,  აქ ადგილის დაბევება მართლა ვეცადე,
ჯოჯოხეთში კი მოსახვედრად არ მიწვალია,
არც ერთი წუთი, წვეთი, წამი ჩემი ცხოვრების
აქამდე ნაღდად არ მინანია.. 
არც  ღამე ან მთვარე, 
დაღლილი, მდარე- არ მინახია..

და მე წავედი.. ყველა კი წავალთ.. 
მე მეჩქარება, ღირს კი აქ მოცდა? 
ბევრი ტყუილად, მართლა რომ მოცდა.. 


17 ივნისი, 2011 წელი 



მე,  ნიკო გომელუარის ლექსების კრებულით შთაგონებული.. გენიალურია ეს ადამიანი, უკვდავებაში გარდასახული..   

 

2 comments:

  1. ნინი, დილით შენს ბლოგზე შემოვიჭყიტე, ლინკი შემომხვდა და ნიკოს ლექსები შემრჩა ხელში.. ტყულად არა თურმე.. ლექსი დავწერე, ნიკოს მივუძღვენი.. გენიალურია ეს ადამიანი და უკვდავი!

    ReplyDelete
  2. ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
    იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
    მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
    -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
    იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
    იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
    ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
    ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა

    ReplyDelete