Sunday, June 5, 2011

ძაღლი სახელად მინი...

-მამიკო, გეხვეწები რა, ძალიან გთხოვ, ძაღლი მოვიყვანოთ.. 
მამა დუმს.. უვებ მაგიდის ქვეშ შემძვრალმა უმცროსმა გოგონამ ამოყო თავი და მამას მიუბრუნდა: - შენ არ დაგვპირდი ამ ახალ წელს ლეკვს გაჩუქებთო, თან ხო იცი, ლეკვი შავი უნდა იყოს.. აი ისეთი, პატარაობაში კოკი რომ გვყავდა..
-გოგოებო, მოდით ჩემთან, -მამამ გვერდით მოისვა თავისი ანცი ბავშვები და ღიმილით უპასუხა -რაღათ გვინდა ლეკვი, აგერ ორი ცალი კი მყავხართ სახლში,-და გადაიხარხარა.. 
ბავშვებს დიდად არ ეამათ ენამოსწრებული მამის ხუმრობა და შუამდგომლობა დიპლომატ დედას სთხოვეს.. დედამ თავისი ტკბილი ენით იმდენი მოახერხა, რომ საბოლოოდ მამა დაიყოლიეს ოჯახის კარი ახალი ოთხფეხა წევრისთვის გულთბილად გაეღოთ.. 
 დიდხანს მიდიოდა კამათი,  თუ რა ჯიშის ძაღლი მოეყვანათ სახლში.. ბავშვებს ისე უნდოდათ ცუგრია, თანახმანი იყვნენ ქუჩიდან შემოეყვანათ გაბურძგნული ტიტო, დაებანათ, დაევარცხნათ, მაგრამ აბა ზოგი დედისთვის ეკითხათ.  პროფესიით ექიმი ქალბატონი ნანული ბაქტერიებს შორიდანვე ხედავდა და სულ იმას დასძახოდა გოგოებს , აბა დაიბანეთ ხელები, ეს რა ბეწვი გდია აქ, რატო შეჭამეთ გარეთ ნაყიდი ხაჭაპური და ა.შ. ასე, რომ გეგმა იმისა, რომ ტიტოს გადაარჩენდნენ, უბრალოდ ჩაიშალა.. იმის იმედიღა ჰქონდათ, რომ მამა მართლაც უყიდდათ ლეკვს ან კიდევ ვინმე ახლობლის ძაღლი ისე ბარაქიანად დაყრიდა ლეკვებს, მათაც შეხვდებოდათ..  ბოლო იმედმა ნამდვილად გაამართლა.  1999 წლის 06 დეკემბერს ქ. თბილისში იმშობიარა მიკიმ. 
ამ წელს ზამთარი რაღაცნაირი თბილი იყო, კახეთშიაც არ მოსულა თოვლი საახალწლოდ.. ზამთრის არადეგები კი რაიონში, ისიც უთოვლოდ ცოტა არ იყოს მოსაწყენი იყო.. მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, 14 წლის ირინას და 12 წლის ირმას წასასვლელი კი ჰქონდათ იმისთვის რომ სასიამოვნოდ და ხალისიანად გაეტარებინათ არდადეგები. სხვა თუ არაფერი, დედაქალაქში მამიდას სტუმრობდნენ  ხოლმე. ამ ახალ წელს კი თბილი ქალაქი საინტერესო მოვლენების ეპიცენტრი ნამდვილად იყო. თბილისს სტუმრობდა ეგზოტიკური ამფიბიების, მწერების და ცხოველების  გამოფენა. აბა როგორ გამოტოვებდნენ გოგონები ანაკონდას რეალში ნახვას. თეთრი პითონით ფოტო რომ გადაეღო, ირმა რიგში ზუსტად 35 წუთი იდგა, სანამ მისი ჯერი მოვიდოდა და ყელზე შემოიხვევდა შარფივით, სამაგიეროდ, მარიაჟი ფოტოთი დაბრუნდა კახეთში.
 ამასობაში კი, მამიდას მეზობლის ძაღლს იმდენი ლეკვი დაეყარა, რომ გოგოებისთვისაც დაჯავშნეს ერთი.. ამის შესახებ მათ ნამდვილად არაფერი იცოდნენ. 
-ბავშვებო, ახლა მე და თქვენ მივდივართ სტუმრად ელგუჯა ბიძიასთან, -მამიდამ გამოუცხადათ მეორე დღეს. დიდად კი ვერ მიხვდნენ რატომ უნდა წასულიყვნენ მაინცდამაინც მეზობელთან სტუმრად, როცა ამდენი გასართობი იყო გარეთ ქალაქში საახალწლოდ.. მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხეს და დათანხმდნენ. 
სტუმარ-მასპინძლობა იყო ზღაპრული.. ბავშვებს მათთვის "გადანახული" პატარა, თანაც  შავი , უსაყვალესი "იაპონკა" ლეკვი დაახვედრეს.. სულ რაღაც ერთი თვის იყო.. პაწაწინა, მუჭაზე რო დაიტიეს იმხელა.. უსაზღვორდ კეთილი და მეტყველი თვალებით.. გულიპირი და მარცხენა თათი ჰქონდა მხოლოდ თეთრი.. გულზე სითეთრე ისე ჰოქნდა, თითოს დათუნია იყო გამოხატული.. აი, ასრულდა ოცნება დიდი ხნის, ლეკვს სახელი უკვე ჰქონდა შერჩეული, რადგან ყველაზე პატარა  იყო თავის და-ძმას შორის, ელგუჯა ბიძიას მისთვის მინი დაექმია.. 
2000 წლის 1-ლი იანვრიდან ერთ პატარა ხალისიან ოჯახში ახალი წელთაღრიცხვის ათვლა დაიწყეს, ანუ იყო ცხოვრება მინიმდე და შემდგომი პერიოდი, მინისთან ერთად..
დებმა ბევრი ითათბირეს და გადაწყვიტეს, "ბავშვის დედა" ირინა იქნებოდა, ირმა კი ბიცოლა (რატომღაც არა დეიდა, აი ასე! =) 
სასაცილო სანახავი იყო პატარა იაპონკა ლეკვი პემპერსში, ან და "კრუჟავა-კრუჟავა" საბანში გახვეული.. ამ "მაიმუნობის" ატანა  მამამ ვეღარ შეძლო და ერთ მშვენიერ დღეს გოგოებს გამოუცხადა, თუ არ მოექცევით ისე, როგორც ძაღლს შეფერება და ასე გააგრძლებთ ცხოველის "ფინთი-კლუშკებში" გახვევას, ვეღარ ნახავთო.. დედამ კი თავის მხრივ დაამატა, უკვე დროა თქვენმა მინიმ ისწავლოს სად ქნას ფისი-ფისი,  როგორმე გადააჩვიეთ მაინცდამაინც ჩემს ჩუსტებს რომ ეტანებაო. მიუხედავად  მშობლების პრეტენზიებისა,  დედასაც და მამასც ძალიან შეუყვარდათ პატარა ოთხფეხა ოჯახის წევრი.. მინი, კი ისეთი მოკრძალებული გახდა უფროსების მიმართ, გადაირეოდით.. თან ძალიან სასაცილო იყო, გოგოებმა ცეკვა ასწავლეს, მხოლოდ "ცანგალა და გოგონაზე" ცეკვავდა ოღონდ, ტაშის დაკვრა, თათის ჩამორთმევა, მადლობის გადახდა და  ასეთი გადარეულების ხელში იუმორის საოცარი გრძნობა განუვითარდა, მინიმ სიცილი დაიწყო.. თავის პაწია დრუნჩს აბზეკდა ისე, რომ კიჭებს გამოაჩენდა ხოლმე.. რა თქმა,  უნდა ამ მოვლენას "მინის სიცილი" უწოდეს.. მეზობლები იძახდნენ, მალე ამათი ძაღლი ლაპარაკს დაიწყებსო.
გავიდა ხანი.. ძაღლი და გოგოები იზრდებოდნენ.. სკოლა უფროსმა დაამთავრა და თბილისში უკრეს თავი, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ეპიტნავებოდა ქალაქი, იძულებული გახდა თავისი ადგილი აქ ეპოვა და არა მშობლიურ რაიონში.. მისაღებ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე, მშობლებს თავისი დაწერილი ბიზნეს გეგმა წარუგინა, "ძაღლებს ფერმის" შესახებ.. მაგრამ მამამ ისეთი თვალებით შეხედა, მიხვდა, აზრი არ ჰქონდა გაგრძელებას და ისევ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე რომ ჩაებარებინა იმაზე დაიწყო ფიქრი.. ჩააბარა კიდეც, არანაკლებ წარმატებით გნაგრძო სწავლა ქალაქში პრონვინციიდან ჩამოსულმა გოგომ.. უფროსს უმცროსი მიჰყვა.. მეორე იურისტი გამოვიდა.. 
წლები წლებს მიჰყვებოდა.. ბევრი რამ შეიცვალა ამ ადამიანების ცხოვრებაში და ქვეყანაში, პატარა თბილს ქალაქში და მშობლიურ რაიონშიაც..  მინი ირინასი უფრო აღარ იყო. მინი უფრო ნანასი გახდა..და მამასიც..
 სასწავლებელი, უკვე სამსახურიც.. სხვა გარემო.. მხოლოდ დასვენებებზე და დღესასწაულებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს გოგოები და მინი.. ოჯახში მინიზე პრივილეგირებული წევრიც გამოჩნა,  პატარა ბიჭი, ნიკოლოზი , უმცროსი ქალიშვილი დაოჯახდა და.. რა იყო საოცარი სანახავი იცით? მინი ისეთივე მზრუნველი თვალებით რომ უყურებდა ნიკუშას, როგორც დედამისი.. 
ირმა უკვე დედიკო გახდა, ირინა ისევ სადღაც,  ღრუბლებზე მონავარდე დარჩა..
2010 წელს დიდი გამოწვევების წელი დაუდგა პატარა, ერთ დროს ზედმეტად მხიარულ ოჯახს..ასაკი თავისას შვება, სიჯიუტე უფრო.. მამა ავად გახდა.. ძალიან.. მინიც.. უცნაურია, ის ფაქტი, რომ მინისაც და მამასაც ერთი და იგივე პრობლემა განუვითარდა.. მამა გადარჩა.. 
2011 წლის 25 მაისს კი მინი გარდაიცვალა.. ბევრი კი იტანჯა.. თუმცა, ვერ შეძლეს მისი დაძინება.. ნეტავ, რა უფრო ჯობდა, ასე ტანჯვით მისი სიკვდილი თუ ნემსის გაკეთება.. 

*  
ირინა: ვიცოდი, რომ ცუდად იყო ჩემი მინი.. ვერ ვუშველე და ძალიან ვადანაშაულებ ჩემს თავს.. ჩემი საქმეების გადამკიდე, ჩემი ყველზე ერთგული, უტყვი მაგრამ ყველზე მეტყველი მეგობარი დავკარგე.. იმიტომ რომ დროზე ვერ დავეხმარე კარგი ექიმით.. არასდროს დამავიწდება, განსაკუთრებით ჩვენი ბოლო შეხვედრა.. აღდგომას რომ ჩავედი რაიონში, ის-ის იყო "მარშუტკიდან" ფეხი გადმოვდგი, უცნაური, დაუძლურებული, მაგრამ გახარებული ძაღლის წკმუტუნი შემომესმა, მინი ჭიშკართან მე მელოდებოდა.. დედამ მითხრა, რომ სამი დღე იყო თავისი ოთახიდან არ გამოსულიყო..მისთვის არც ის უთქვიათ მე რომ ჩავდიოდი..მინიმ იგრძნო, ვაი-ვაგლახით აუთრევია ტანი და დილიდან ჭიკართან დაწოლილა..მინი იმასაც გრძნობდა მე რომ შევიცვალე,, მინიმ ისიც მაგრძნობინა თავის დროზე, რომ უაზრო იცნებებისთვის თავი დამენებებინა..
მე დღეს გავიგე, რომ მინი აღარ არის ცოცხალი, არადა ის 25 მაისს უკვე აღარც ყოფილა.. დამიმალეს...
 მე მაშინ, ბოლოს რომ ვნახე, დავემშვიდობე, გული მიგრძნობდა რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.. მე 25 -შიც ვერ ვიყავი კარგად, დამცინეს კიდეც ამ ჩემი უცნაური  წინათგრძნობების გამო, მაგრამ გული ცუდად შემეკუმშა და მივხვდი ვიღაც ჩემთვის კიდევ ერთი ძვირფასი არსება დავკარგე, დავკარგე სამუდამოდ.. 
გამიჭირდება ჩემი ეზოს კარს რომ შევაღებ  და პატარა შავი, ერთგული და მოსიყვარულე ოთხფეხა აღარ შემეგებება.. 

*
 პოსტი ეძღვნება მინის ხსოვნას..  
 სურათი: Young Girl with a Dog 1888 , Pierre Auguste Renoir
 

 იგ, 
05/06/2011
23:23 



1 comment: