Saturday, March 26, 2011

დედაა..

ისევ დედა, როემლიც  მენატრება:
-შვილო, სევდა შენთვის მე არ მემეტება..
ისევ დედა, როემლიც არ ბერდება: 
-შვილო, ნუ ტირიხარ, მალე განელდება..
ისევ დედა, სიზმარში სულ  რომ მეკარგება:
-შვილო, ასე მოქცევა შენ არ გეკადრება..
ისევ დედა, მომავალი ჩემსკენ ხელგაშლილი:
-შვილო,  შენ უნდა იყო მხოლოდ ფრთაგაშლილი..
ისევ დედა, ახლა დედაც ცრემლიანი:
-შვილო, იცოდე, რომ მე ვერ გადავიტან,
  შენი დარდი მომკლავს  თუ არ გაჩერდები,
  დედას ხომ უყვარხარ, ამას არ ჯერდები?!
დედა, მეც მიყვარხარ და მენატრები! 



იგ, 
მარტი, 2011 

4 comments:

  1. იგ <3
    როგორი ემოციურია )

    ReplyDelete
  2. ჰოო, დედა მომენატრა..
    ამ ბოლო დროს "მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
    ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა"-ტერენტი გრანელის სიტყვებია და შემეფერება მე..

    ReplyDelete